სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცენტრს საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში" - თბილისის ინფექციური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს
"ცენტრს საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში" - თბილისის ინფექციური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის ახა­ლი შე­ნო­ბის თა­ო­ბა­ზე, გან­ცხა­დე­ბე­ბი ათი წე­ლია კეთ­დე­ბა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­წუ­ხა­როდ, მათ არა­ნა­ი­რი კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არა აქვთ არც შე­ნო­ბას­თან და არც იჯა­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და „ვერც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან ახერ­ხე­ბენ რა­ი­მეს გა­გე­ბას, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია“.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რია და შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი 2009 წელს მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ყი­და შპს „ავერ­სი-ფარ­მას“ იმ პი­რო­ბით, რომ ცენ­ტრს ახა­ლი ფარ­თი და შე­ნო­ბა ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ეს არ გა­კეთ­და და დღემ­დე ცენ­ტრი რჩე­ბა ძველ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 2009 წლამ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის ნა­წილ­ში (მე­ო­რე ნა­წი­ლი შპს „ავერ­სი-ფარ­მამ“ წა­ი­ღო), რო­მე­ლიც 2019 წლის 1-ელ ივ­ლი­სამ­დე იჯა­რით ჰქონ­და აღე­ბუ­ლი და საქ­მი­ა­ნო­ბა უწევს უმ­ძი­მეს, გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში.

ა.წ. 8 მა­ისს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ბ-ნმა გი­ორ­გი წო­წო­კა­ლურ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ არხს გა­ნუ­ცხა­და, რომ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის ახა­ლი შე­ნო­ბის შე­სარ­ჩე­ვად ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ჯერ ისევ არაა ცნო­ბი­ლი ახა­ლი აშენ­დე­ბა, თუ უკვე არ­სე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე შე­ნო­ბა შე­ირ­ჩე­ვა. მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი მე­ა­თე წე­ლია კეთ­დე­ბა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ არა­ნა­ი­რი კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არა გვაქვს არც შე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და არც იჯა­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და ვერც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან ვა­ხერ­ხებთ რა­ი­მეს გა­გე­ბას, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია“ , - ნათ­ქვა­მია ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ცენტრს საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში" - თბილისის ინფექციური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს

"ცენტრს საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში" - თბილისის ინფექციური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის თაობაზე, განცხადებები ათი წელია კეთდება, თუმცა უშედეგოდ.

მათივე ინფორმაციით, სამწუხაროდ, მათ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არა აქვთ არც შენობასთან და არც იჯარასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და „ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან ახერხებენ რაიმეს გაგებას, რაც ძალიან ცუდია“.

"როგორც ცნობილია, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიყიდა შპს „ავერსი-ფარმას“ იმ პირობით, რომ ცენტრს ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა და დღემდე ცენტრი რჩება ძველ ტერიტორიაზე, 2009 წლამდე დაკავებული შენობა-ნაგებობების ნაწილში (მეორე ნაწილი შპს „ავერსი-ფარმამ“ წაიღო), რომელიც 2019 წლის 1-ელ ივლისამდე იჯარით ჰქონდა აღებული და საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში.

ა.წ. 8 მაისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა გიორგი წოწოკალურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ისევ არაა ცნობილი ახალი აშენდება, თუ უკვე არსებული რომელიმე შენობა შეირჩევა. მსგავსი განცხადებები მეათე წელია კეთდება, მაგრამ უშედეგოდ.

სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არა გვაქვს არც შენობასთან დაკავშირებით და არც იჯარასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან ვახერხებთ რაიმეს გაგებას, რაც ძალიან ცუდია“ , - ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში დღეიდან ყველა სახის მაღაზია და წარმოება იხსნება, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა

დღეიდან თბილისში შემოსვლა და გასვლა ნებადართულია

გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - რა ვიდეოკადრებს ავრცელებს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი