მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაშხლოვანი ჰესები – ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი
კაშხლოვანი ჰესები – ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი

რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გე­ნე­რა­ცი­ის წყა­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა­ში კაშხლო­ვა­ნი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა – ამ თე­მებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ნუგ­ზარ ბე­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- 2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი ეკა­ვა იმ­პორ­ტს და რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან?

- პირ­ველ კვარ­ტალ­ში იმ­პორ­ტის წილი 12-15%-მდე იყო. ძი­რი­თა­დი იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი არი­ან რუ­სე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. რუ­სე­თის წილი, ძი­რი­თა­დად, რა თქმა უნდა, აფხა­ზეთ­ზე მო­დის, ხოლო და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­პორ­ტის კუ­თხით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ლი­დე­რობს.

- რა­ტომ გა­ი­ზარ­და იმ­პორ­ტი, თუ უკვე თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან ქვე­ყა­ნა­ში კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და და მოხ­მა­რე­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­და?

- მოხ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მოხ­მა­რე­ბა­ზე იყო, ხოლო სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ე­ბის ხარ­ჯზე მოხ­მა­რე­ბა რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­და. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლი დე­ფი­ცი­ტუ­რია და ის, ძი­რი­თა­დად, იმ­პორ­ტის ხარ­ჯზე კმა­ყო­ფილ­დე­ბა. ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია, წყალ­სა­ცა­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბა ვე­ღარ უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჰე­სე­ბის მუ­შა­ო­ბას. ასე­ვე გვაქვს გა­ზის ლი­მი­ტე­ბი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­ველ კვარ­ტალ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. 2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში იმ­პორ­ტის ზრდა, ძი­რი­თა­დად, 2017, 2018 და 2019 წლებ­ში გაზ­რდილ­მა მოხ­მა­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. 2017-2018 წლებ­ში მოხ­მა­რე­ბა 7-8%-ით გა­ი­ზარ­და, ასე­ვე ზრდა და­ფიქ­სირ­და 2019 წელ­საც და 2020 წლის და­სა­წყის­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და კლე­ბა, თუმ­ცა არა ისე დრა­მა­ტუ­ლი, რა­საც სუ­რა­თი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იძ­ლე­ბო­და შე­ეც­ვა­ლა.

- ელექტრო­ე­ნერ­გი­ის რა წყა­რო­ე­ბი გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთლი­ან გე­ნე­რა­ცი­ა­ში რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი უკა­ვია მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ჰე­სებს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბი არის წამ­ყვა­ნი, თუმ­ცა მისი მხო­ლოდ 20% გვაქვს ათ­ვი­სე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჰიდ­რო­გე­ნე­რა­ცი­ას აქვს დიდი წილი.

თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებს მთლი­ან გე­ნე­რა­ცი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20% უკა­ვია, 80%-მდე არის ჰიდ­რო­გე­ნე­რა­ცია, ხოლო ქა­რი­სა და მზის ენერ­გი­ას აქვს გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტი. გვაქვს გორ­ში ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რი 20,3 მგვტ სიმ­ძლავ­რის. მიმ­დი­ნა­რე წელს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი “გარ­და­ბა­ნი 2”, რო­მელ­საც აქვს მა­ღა­ლი მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ან­ტი, თუმ­ცა ჩვე­ნი გე­ნე­რა­ცი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს წყა­როდ ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი რჩე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის (სსე) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მა­ი­სი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, გე­ნე­რა­ცი­ის ობი­ექ­ტე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­სა­ყი­დად პირ­და­პირ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს ვერ გა­ა­ფორ­მე­ბენ, ვი­ნა­ი­დან კო­ვიდ­პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მოხ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც და ექ­სპორ­ტი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ასეთ პი­რო­ბებ­ში პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბი­ან კაშხლო­ვა­ნი ჰე­სე­ბი, ჰიდ­რო­რე­სურ­სის დაგ­რო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით. რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში კაშხლო­ვა­ნი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა?

- კაშხლო­ვა­ნი, ანუ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჰე­სე­ბი ბევ­რად მოქ­ნი­ლე­ბი არი­ან თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რად­გან ჰიდ­რო­რე­სურ­სი არის გა­ნახ­ლე­ბა­დი, რომ­ლის დაგ­რო­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მისი წყა­ლუხ­ვო­ბის პე­რი­ო­დი მოკ­ლეა და რე­სურ­სის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჰე­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა სე­ზო­ნურ ელექტრო­სად­გუ­რებს, იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ჩვენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გვაქვს ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბი, მათი გა­მო­ყე­ნე­ბა რთუ­ლია. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კაშხლო­ვა­ნი ელექტრო­სად­გუ­რე­ბი, რათა მოხ­დეს წყლის შე­ნახ­ვა და იმ დროს გა­მო­ყე­ნე­ბა, როცა რე­სურ­სე­ბი მცი­რეა.

- მცი­რე და სე­ზო­ნუ­რი ჰე­სე­ბი ვერ შეც­ვლის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ჰე­სებს – უნდა გა­და­მი­სა­მართდეს თუ არა პრი­ო­რი­ტე­ტი სწო­რედ კაშხლო­ვა­ნი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე?

- რა თქმა უნდა არა, რად­გან კაშხლო­ვან ჰე­სებს გა­ცი­ლე­ბით მეტი ზე­მოქ­მე­დე­ბა აქვს ბუ­ნე­ბა­ზე, ვიდ­რე კა­ლა­პო­ტი­ან ჰე­სებს. ამ დროს სა­ჭი­როა მეტი ფარ­თო­ბის და­კა­ვე­ბა წყალ­სა­ცა­ვე­ბით, რის შე­დე­გა­დაც იტ­ბო­რე­ბა სა­ვარ­გუ­ლე­ბი, ტყე­ე­ბი და ხან­და­ხან სოფ­ლე­ბიც. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლა­პო­ტურ ჰე­სებს, ისი­ნი ნაკ­ლებ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დე­ნენ გა­რე­მო­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს პრო­ცე­სი კომ­პლექ­სუ­რია და რა­ი­მე ერ­თზე პრი­ო­რი­ტე­ტის გა­და­ტა­ნა და აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა არას­წო­რია, თუმ­ცა კაშხლო­ვა­ნი ჰე­სე­ბის გა­რე­შე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტის პრობ­ლე­მას ვერ გა­დავ­ჭრით. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­ვი­თარ­დეს ქა­რი­სა და მზის სად­გუ­რე­ბიც.

- ბევ­რი ეკო­ლო­გი აკ­რი­ტი­კებს ჰე­სებს. თქვენ რამ­დე­ნად ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თად მი­გაჩ­ნი­ათ ჰე­სებ­ზე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გია?

- ჰე­სე­ბი, სა­ერ­თოდ, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­რო­ე­ბად ით­ვლე­ბა და მათი მშე­ნებ­ლო­ბა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია, თუმ­ცა გა­რე­მოს, რა თქმა უნდა, ად­გე­ბა ზი­ა­ნი. ტენ­დენ­ცია არის ის, რომ ჰიდ­რო­რე­სურ­სი არის სუფ­თა რე­სურ­სი, თა­ვი­სუ­ფა­ლია გა­ზე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის­გან და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა. გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ბა­მი­სი შე­მარ­ბი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უნდა გა­კეთ­დეს. გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა აქვს ყვე­ლა­ფერს, მათ შო­რის ქა­რი­სა და მზის ელექტრო­სად­გუ­რებ­საც, მთა­ვა­რია ეს ზე­მოქ­მე­დე­ბა სწო­რად იყოს შე­ფა­სე­ბუ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­დეს.

- შუ­ა­ხე­ვ­ჰე­სი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გა­ეშ­ვა. რამ­დე­ნად მნივშნე­ლო­ვა­ნია ნენ­სკრა ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა იმ­პორტჩა­ნაც­ვლე­ბის კუ­თხით? – პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა და მოხ­მა­რე­ბა ისევ გა­იზ­რდე­ბა.

- პირ­ველ რიგ­ში უნდა ით­ქვას, რომ ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე, სა­წარ­მო­ებ­სა და ეკო­ნო­მი­კას ვერ გან­ვა­ვი­თა­რებთ. გვჭირ­დე­ბა გე­ნე­რა­ცი­ის წყა­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რად­გან მოხ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბა და მას ად­გი­ლობ­რი­ვი წყა­რო­ე­ბი ვე­ღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა ხოლ­მე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მძლავ­რი და წყალ­სა­ცა­ვი­ა­ნი ჰე­სე­ბი და თუ გან­ვი­თარ­დე­ბა ასე­ვე ჰიდ­რო­მა­ა­კუ­მუ­ლი­რე­ბე­ლი სად­გუ­რე­ბი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა ცვლა­დი გე­ნე­რა­ცი­ის წყა­რო­ე­ბის უფრო ეფექ­ტუ­რად და­ნერგვის­თვის. თა­ვის­თა­ვად, იმ­პორ­ტი ძა­ლი­ან დიდი ნახ­ტო­მე­ბით იმი­ტომ გა­ი­ზარ­და, რომ ჩვე­ნი სიმ­ძლავ­რე­ე­ბი უკვე ვე­ღარ ფა­რავ­და მოხ­მა­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, მრეწ­ვე­ლო­ბი­სა და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ მძლავრ ელექტრო­სად­გუ­რებს შე­უძ­ლია.

- უცხო ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გო­რია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით? მა­გა­ლი­თად, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნორ­ვე­გი­ა­ში 1660 ჰე­სია. აქე­დან 1000–ზე მეტი კაშხლო­ვა­ნია. უნდა გა­ი­ზი­ა­როს თუ არა სა­ქარ­თვე­ლომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა?

- ამ კუ­თხით, ნორ­ვე­გი­ის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რა თქმა უნდა, სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. მათ სრუ­ლად აქვთ ათ­ვი­სე­ბუ­ლი ჰიდ­რო­რე­სურ­სი, მა­შინ, როცა ჩვენ მხო­ლოდ 20%-ს ვი­ყე­ნებთ. მათ გა­მოც­დი­ლე­ბას მუდ­მი­ვად ვეც­ნო­ბით და ისი­ნი, რო­გორც კონ­სულ­ტან­ტე­ბი, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ნორ­ვე­გი­ის, რო­გორც ევ­რო­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ნამ­დვი­ლად გა­მოგ­ვად­გე­ბა.

ავტორი:

კაშხლოვანი ჰესები – ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი

კაშხლოვანი ჰესები – ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი

როგორია საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციის წყაროების განვითარების პოტენციალი და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაშხლოვანი ჰესების მშენებლობის გააქტიურება – ამ თემებზე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე გვესაუბრება.

- 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის რამდენი პროცენტი ეკავა იმპორტს და რომელი ქვეყნებიდან?

- პირველ კვარტალში იმპორტის წილი 12-15%-მდე იყო. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთი და აზერბაიჯანი. რუსეთის წილი, ძირითადად, რა თქმა უნდა, აფხაზეთზე მოდის, ხოლო დანარჩენ საქართველოში იმპორტის კუთხით აზერბაიჯანი ლიდერობს.

- რატომ გაიზარდა იმპორტი, თუ უკვე თებერვლის ბოლოდან ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა და მოხმარება მკვეთრად შემცირდა?

- მოხმარება მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ძირითადი აქცენტი საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე იყო, ხოლო საწარმოო სიმძლავრეების ხარჯზე მოხმარება რამდენიმე პროცენტით შემცირდა. უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი კვარტალი დეფიციტურია და ის, ძირითადად, იმპორტის ხარჯზე კმაყოფილდება. ჰიდრორესურსები ამ პერიოდში შემცირებულია, წყალსაცავების მოცულობა ვეღარ უზრუნველყოფს მარეგულირებელი ჰესების მუშაობას. ასევე გვაქვს გაზის ლიმიტები, აქედან გამომდინარე, პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი აუცილებელია. 2020 წლის პირველ კვარტალში იმპორტის ზრდა, ძირითადად, 2017, 2018 და 2019 წლებში გაზრდილმა მოხმარებამ განაპირობა. 2017-2018 წლებში მოხმარება 7-8%-ით გაიზარდა, ასევე ზრდა დაფიქსირდა 2019 წელსაც და 2020 წლის დასაწყისში შეინიშნებოდა კლება, თუმცა არა ისე დრამატული, რასაც სურათი მნიშვნელოვნად შეიძლებოდა შეეცვალა.

- ელექტროენერგიის რა წყაროები გვაქვს საქართველოში და მთლიან გენერაციაში რამდენი პროცენტი უკავია მარეგულირებელ ჰესებს?

- საქართველოში ჰიდრორესურსები არის წამყვანი, თუმცა მისი მხოლოდ 20% გვაქვს ათვისებული. შესაბამისად, ჰიდროგენერაციას აქვს დიდი წილი.

თბოელექტროსადგურებს მთლიან გენერაციაში დაახლოებით 20% უკავია, 80%-მდე არის ჰიდროგენერაცია, ხოლო ქარისა და მზის ენერგიას აქვს გარკვეული პროცენტი. გვაქვს გორში ქარის ელექტროსადგური 20,3 მგვტ სიმძლავრის. მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბოელექტროსადგური “გარდაბანი 2”, რომელსაც აქვს მაღალი მარგი ქმედების კოეფიციანტი, თუმცა ჩვენი გენერაციის უმნიშვნელოვანეს წყაროდ ჰიდროელექტროსადგურები რჩება.

- საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) გადაწყვეტილებით, მაისიდან ივლისის ჩათვლით, გენერაციის ობიექტები ელექტროენერგიის გასაყიდად პირდაპირ ხელშეკრულებებს ვერ გააფორმებენ, ვინაიდან კოვიდპანდემიის პირობებში მოხმარება მნიშვნელოვნად არის შემცირებული. იგივე ვითარებაა მეზობელ ქვეყნებშიც და ექსპორტი ვერ განხორციელდება. ასეთ პირობებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში რჩებიან კაშხლოვანი ჰესები, ჰიდრორესურსის დაგროვების შესაძლებლობით. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში კაშხლოვანი ჰესების მშენებლობა?

- კაშხლოვანი, ანუ მარეგულირებელი ჰესები ბევრად მოქნილები არიან თავის საქმიანობაში, რადგან ჰიდრორესურსი არის განახლებადი, რომლის დაგროვება მნიშვნელოვანია, რადგან მისი წყალუხვობის პერიოდი მოკლეა და რესურსის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი ჰესების მეშვეობით. რაც შეეხება სეზონურ ელექტროსადგურებს, იმ პერიოდში, როცა ჩვენ დიდი რაოდენობით გვაქვს ჰიდრორესურსები, მათი გამოყენება რთულია. ამიტომ მნიშვნელოვანია კაშხლოვანი ელექტროსადგურები, რათა მოხდეს წყლის შენახვა და იმ დროს გამოყენება, როცა რესურსები მცირეა.

- მცირე და სეზონური ჰესები ვერ შეცვლის მარეგულირებელ ჰესებს – უნდა გადამისამართდეს თუ არა პრიორიტეტი სწორედ კაშხლოვანი ჰესების მშენებლობაზე?

- რა თქმა უნდა არა, რადგან კაშხლოვან ჰესებს გაცილებით მეტი ზემოქმედება აქვს ბუნებაზე, ვიდრე კალაპოტიან ჰესებს. ამ დროს საჭიროა მეტი ფართობის დაკავება წყალსაცავებით, რის შედეგადაც იტბორება სავარგულები, ტყეები და ხანდახან სოფლებიც. რაც შეეხება კალაპოტურ ჰესებს, ისინი ნაკლებ ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი კომპლექსურია და რაიმე ერთზე პრიორიტეტის გადატანა და აქცენტის გაკეთება არასწორია, თუმცა კაშხლოვანი ჰესების გარეშე ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემას ვერ გადავჭრით. ასევე მნიშვნელოვანია განვითარდეს ქარისა და მზის სადგურებიც.

- ბევრი ეკოლოგი აკრიტიკებს ჰესებს. თქვენ რამდენად ეკოლოგიურად სუფთად მიგაჩნიათ ჰესებზე გამომუშავებული ენერგია?

- ჰესები, საერთოდ, განახლებადი ენერგიის წყაროებად ითვლება და მათი მშენებლობა წახალისებულია, თუმცა გარემოს, რა თქმა უნდა, ადგება ზიანი. ტენდენცია არის ის, რომ ჰიდრორესურსი არის სუფთა რესურსი, თავისუფალია გაზების გამონაბოლქვისგან და ეკოლოგიურად სუფთაა. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გამოყენებით უნდა გაკეთდეს. გარემოზე ზემოქმედება აქვს ყველაფერს, მათ შორის ქარისა და მზის ელექტროსადგურებსაც, მთავარია ეს ზემოქმედება სწორად იყოს შეფასებული და ადეკვატური ღონისძიებები გატარდეს.

- შუახევჰესი ექსპლუატაციაში გაეშვა. რამდენად მნივშნელოვანია ნენსკრა ჰესის მშენებლობა იმპორტჩანაცვლების კუთხით? – პანდემია დასრულდება და მოხმარება ისევ გაიზრდება.

- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ენერგიის გამოყენების გარეშე, საწარმოებსა და ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. გვჭირდება გენერაციის წყაროების განვითარება, რადგან მოხმარება იზრდება და მას ადგილობრივი წყაროები ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომ გვჭირდება ხოლმე ელექტროენერგიის იმპორტი. მოგეხსენებათ, მძლავრი და წყალსაცავიანი ჰესები და თუ განვითარდება ასევე ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ცვლადი გენერაციის წყაროების უფრო ეფექტურად დანერგვისთვის. თავისთავად, იმპორტი ძალიან დიდი ნახტომებით იმიტომ გაიზარდა, რომ ჩვენი სიმძლავრეები უკვე ვეღარ ფარავდა მოხმარებას. შესაბამისად, მრეწველობისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მხოლოდ მძლავრ ელექტროსადგურებს შეუძლია.

- უცხო ქვეყნების გამოცდილება როგორია ამ მიმართულებით? მაგალითად, როგორც ცნობილია, ნორვეგიაში 1660 ჰესია. აქედან 1000–ზე მეტი კაშხლოვანია. უნდა გაიზიაროს თუ არა საქართველომ ეს გამოცდილება?

- ამ კუთხით, ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება. მათ სრულად აქვთ ათვისებული ჰიდრორესურსი, მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ. მათ გამოცდილებას მუდმივად ვეცნობით და ისინი, როგორც კონსულტანტები, აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. შესაბამისად, ნორვეგიის, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ენერგეტიკული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ნამდვილად გამოგვადგება.

"უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია" - პატრიარქი

თეთრიწყაროში კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა

კახეთი კვლავ "მწვანე ზონაა" - საგარეჯოში მომუშავე ექთანს კორონავირუსი არც სიღრმისეული კვლევებით დაუდასტურდა