საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"
"უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ქვეყ­ნის არც ერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ მის­ცემს უფ­ლე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სულ მცი­რე­დი­თაც კი გა­ა­უ­ა­რე­სოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია.

„შე­იძ­ლე­ბა ერთი არა­მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი კი­თხვა? ელჩი, რო­მე­ლიც „გა­იწ­ვი­ეს“, რო­გორ ჩავა?

ახლა კი სე­რი­ო­ზუ­ლად:

პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი ემ­ხრო­ბა იმას, რომ უკ­რა­ი­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ნა­ვი­თა­როს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ იქ­ნე­ბა იქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ამა­ში მე მას სრუ­ლად ვუ­ჭერ მხარს. ეს არის ბრძნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ქვეყ­ნის არც ერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ მის­ცემს უფ­ლე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სულ მცი­რე­დი­თაც კი გა­ა­უ­ა­რე­სოს.

მე ვფიქ­რობ, რომ უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ორი ქვეყ­ნის მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, 7 მა­ისს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ფორ­მე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნა. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბამ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის თბი­ლის­ში და­ი­ბა­რა. რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო არ გა­ნი­ხი­ლავს უკ­რა­ი­ნას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტას, ან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გა­და­ხედ­ვას, თუმ­ცა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მხრი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მიერ მსჯავ­რდე­ბუ­ლი და ძებ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი და­ნიშ­ვნაც შე­კი­თხვებს იწ­ვევს, რის გა­მოც, ელ­ჩის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, თუ რა ქმე­დე­ბე­ბია აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რათა შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ ნე­გა­ტი­უ­რად არ იმოქ­მე­დოს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფატიმა მოძმანაშვილი
83

ნუთუ ეს რუსეთის პროექტი აღარ უნდა დასრულდეს? წავიდეს და იცხოვროს მშვიდად ჩვენც დაგვასენოს და მისი გულშემატკივრებიც

 

2020
101

საქართველოს სირცხვილი

ავტორი:

"უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"

"უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"

საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობები სულ მცირედითაც კი გააუარესოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, უკრაინა-საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ გააჩნია.

„შეიძლება ერთი არამოკრძალებული კითხვა? ელჩი, რომელიც „გაიწვიეს“, როგორ ჩავა?

ახლა კი სერიოზულად:

პრეზიდენტი ზელენსკი ემხრობა იმას, რომ უკრაინამ საქართველოსთან ურთიერთობები განავითაროს მიუხედავად იმისა, ვინ იქნება იქ ხელისუფლებაში და ამაში მე მას სრულად ვუჭერ მხარს. ეს არის ბრძნული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობები სულ მცირედითაც კი გააუარესოს.

მე ვფიქრობ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება, ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

LIVE "ნიუსრუმიდან" - გია ხუხაშვილი

LIVE: "360 გრადუსი" - სერგო რატიანი; მერაბ ქვარაია; პაატა იმნაძე

"ერთად შეხმატკბილებულები ჩამოვლენ" - ნუკრი ქანთარია ბესელიას და ოხანაშვილს სამოგზაუროდ წასვლას სთავაზობს