პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს ვიღაც ძალიან მფარველობს" - რას ამბობენ ექსპერტები სააკაშვილის დანიშვნაზე და რას წერს უცხოური მედია?
"სააკაშვილს ვიღაც ძალიან მფარველობს" - რას ამბობენ ექსპერტები სააკაშვილის დანიშვნაზე და რას წერს უცხოური მედია?

მას მერე, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ა­ნის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად და­ნიშ­ვნა არ მო­ხერ­ხდა, უკა­რი­ა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ მას სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­მო­უ­ძებ­ნა და რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნა. რო­გორც ჩანს, ეს და­ნიშ­ვნა სკნა­და­ლუ­რი გა­მოდ­გე­ბა - ოფი­ცი­ა­ლურ­მა თბი­ლის­მა უკვე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩს, თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძეს თბი­ლის­ში კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე გა­მო­ი­ძა­ხე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო არ გა­ნი­ხი­ლავს უკ­რა­ი­ნას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტას ან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გა­და­ხედ­ვას, თუმ­ცა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მხრი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მიერ მსჯავ­რდე­ბუ­ლი და ძებ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი და­ნიშ­ვნაც შე­კი­თხვებს იწ­ვევს, რის გა­მოც, ელ­ჩის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, თუ რა ქმე­დე­ბე­ბია აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რათა შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ ნე­გა­ტი­უ­რად არ იმოქ­მე­დოს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა მსოფ­ლიო მე­დი­ა­შიც.

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის ბი-ბი-სის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი («BBC Russian») აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­ინც შე­ვი­და - იგი რე­ფორ­მე­ბის საბ­ჭოს აღ­მას­კო­მს უხელ­მძღა­ნე­ლებს", რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­იქ­მნა იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის პეტ­რო პო­რო­შენ­კოს მიერ და სა­კონ­სულ­ტა­ციო-სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოს სტა­ტუ­სი აქვს, მის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში შე­დის რე­ფორ­მე­ბის პო­ლი­ტი­კის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, და­გეგ­მვა და რე­ა­ლი­ზე­ბა. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი კი პრე­ზი­დენ­ტია და ის არ­ჩევს საბ­ჭოს პერ­სო­ნა­ლურ შე­მად­გენ­ლო­ბას. საბ­ჭომ თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე 28 სხდო­მა ჩა­ა­ტა­რა, ბოლო სხდო­მა კი 2018 წლის მარ­ტში ჰქონ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მარ­თულ­მა სხდო­მამ, რომ­ლის დრო­სას ოდე­სის ოლ­ქის მა­შინ­დელ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა არ­სენ ავა­კოვ­მა ერ­თმა­ნეთ­ში ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­ჩე­ვა და­ი­წყეს, რაც სა­ჯა­რო შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში გა­და­ი­ზარ­და - ჭი­ქე­ბი­დან წყლის შეს­ხმით. რო­გორც ჩანს, რად­გან ახ­ლაც ორი­ვე პო­ლი­ტი­კო­სი რე­ფორ­მე­ბის საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან, სხდო­მა­ზე ისი­ნი ისევ ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდე­ბი­ან ხოლ­მე..."

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ­ჟა­მინ­დე­ლი და­ნიშ­ვნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სათ­ვის უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მე­ო­რედ მოს­ვლას წარ­მო­ად­გენს. იგი კი­ევ­ში 2014 წელს თა­ვი­სი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­გის, უკ­რა­ი­ნის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის პეტ­რო პო­რო­შენ­კოს მიწ­ვე­ვით ჩა­ვი­და, იმა­ვე წელსვე უკ­რა­ი­ნის მოქ­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კო­რუფ­ცი­ას­თან და ოლი­გარ­ქებ­თან უკომ­პრო­მი­სო მებ­რძო­ლის სა­ხე­ლი ჰქონ­და გა­ვარ­დნი­ლი, იგი თავს ეს­ხმო­და ქვეყ­ნის მა­შინ­დელ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ­სენ ია­ცე­ნი­უკს, რომ­ლის გა­და­ყე­ნე­ბა, სხვა­თა შო­რის, პეტ­რო პო­რო­შენ­კო­საც სურ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტი­სა­გან ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოს­ტი მი­ი­ღო, მაგ­რამ თან­და­თა­ნო­ბით იგი პრე­ზი­დენ­ტსაც მის­წვდა და პეტ­რო პო­რო­შენ­კოს კრი­ტი­კაც და­ი­წყო. გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­ი­წყო. სა­ბო­ლო­ოდ, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვა და ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა".

სა­ა­კაშ­ვი­ლის ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წერს კი­დევ ერთი ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "ფა­ი­ნენ­შელ თა­იმ­სი" («Financial Times») სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ფორ­მე­ბის გამ­ტა­რებ­ლად და­ი­ნიშ­ნა: ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ვიცე-პრე­მი­ე­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ახლა რე­ფორ­მე­ბის მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბელ როლს შე­ას­რუ­ლებს". პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში, კერ­ძოდ, ნათ­ქვა­მია: "2019 წელს არ­ჩე­ულ­მა უკ­რა­ი­ნის ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­უბ­რუ­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნა სურ­და, ცდი­ლობ­და ვერ­ხოვ­ნა რა­და­ში სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" მხარ­და­ჭე­რა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ამა­ოდ. ბევ­რმა დე­პუ­ტატ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ზედ­მე­ტად კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი იქ­ნე­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძვე­ლე­ბუ­რად პრე­ზი­დენტს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბაო.

თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი გახ­დე­ბო­და, მისი თქმით, იგი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან და სხვა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ნა­ვი­თა­რებ­და უკ­რა­ი­ნის ეკო­ნო­მი­კის სა­სარ­გებ­ლოდ. უკ­რა­ი­ნის ბიზ­ნეს-სა­ზო­გა­დო­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო ისე­თი პო­ლი­ტი­კო­სის დაბ­რუ­ნე­ბით, რო­მელ­საც რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა კი ჰქონ­და, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კურ მო­კავ­ში­რე­ებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­თაც იყო ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა მა­ინც დიდი იმე­დე­ბი არ­სე­ბობ­და იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­აჩ­ქა­რებ­და, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს კრე­დი­ტე­ბის აღე­ბას გა­უ­ად­ვი­ლებ­და და ოლი­გარ­ქებს გვერ­დზე გას­წევ­და". წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
19

ნეტრა არიან მორწმუნენი და ძაან მორწმუნეების და ძაან იდეურების, არა მწამს!

2020
267

სამწუხაროდ უკრაინა მალე დაკარგავს ახალ ტერიტორიებს ნამდ ილი ხახოლები ყოფილან წამიხდა შთაბეჭდილება 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სააკაშვილს ვიღაც ძალიან მფარველობს" - რას ამბობენ ექსპერტები სააკაშვილის დანიშვნაზე და რას წერს უცხოური მედია?

"სააკაშვილს ვიღაც ძალიან მფარველობს" - რას ამბობენ ექსპერტები სააკაშვილის დანიშვნაზე და რას წერს უცხოური მედია?

მას მერე, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაიანის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა არ მოხერხდა, უკარიანის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას სხვა თანამდებობა გამოუძებნა და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. როგორც ჩანს, ეს დანიშვნა სკნადალური გამოდგება - ოფიციალურმა თბილისმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

სააკაშვილის დანიშვნას გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მედიაშიც.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსული სამსახური («BBC Russian») აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში მაინც შევიდა - იგი რეფორმების საბჭოს აღმასკომს უხელმძღანელებს", რომელშიც ვკითხულობთ:

"რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა იმდროინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ და საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს სტატუსი აქვს, მის უფლებამოსილებაში შედის რეფორმების პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და რეალიზება. მისი ხელმძღვანელი კი პრეზიდენტია და ის არჩევს საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას. საბჭომ თავისი არსებობის მანძილზე 28 სხდომა ჩაატარა, ბოლო სხდომა კი 2018 წლის მარტში ჰქონდა. განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია 2015 წლის დეკემბერში გამართულმა სხდომამ, რომლის დროსას ოდესის ოლქის მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ერთმანეთში ურთიერთობის გარჩევა დაიწყეს, რაც საჯარო შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა - ჭიქებიდან წყლის შესხმით. როგორც ჩანს, რადგან ახლაც ორივე პოლიტიკოსი რეფორმების საბჭოს წევრები არიან, სხდომაზე ისინი ისევ ერთმანეთს შეხვდებიან ხოლმე..."

მოგეხსენებათ, ამჟამინდელი დანიშვნა მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის ხელისუფლებაში მეორედ მოსვლას წარმოადგენს. იგი კიევში 2014 წელს თავისი საუნივერსიტეტო კოლეგის, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიწვევით ჩავიდა, იმავე წელსვე უკრაინის მოქლაქეობა მიიღო. მიხეილ სააკაშვილს კორუფციასთან და ოლიგარქებთან უკომპრომისო მებრძოლის სახელი ჰქონდა გავარდნილი, იგი თავს ესხმოდა ქვეყნის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს არსენ იაცენიუკს, რომლის გადაყენება, სხვათა შორის, პეტრო პოროშენკოსაც სურდა. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტისაგან ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი მიიღო, მაგრამ თანდათანობით იგი პრეზიდენტსაც მისწვდა და პეტრო პოროშენკოს კრიტიკაც დაიწყო. გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საპროტესტო აქციების ჩატარება დაიწყო. საბოლოოდ, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა".

სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე წერს კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა "ფაინენშელ თაიმსი" («Financial Times») სტატიაში, სათაურით: "მიხეილ სააკაშვილი რეფორმების გამტარებლად დაინიშნა: ქართველი, რომელიც ვიცე-პრემიერი უნდა ყოფილიყო, ახლა რეფორმების მაკოორდინირებელ როლს შეასრულებს". პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია: "2019 წელს არჩეულმა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. თავდაპირველად ვლადიმერ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სურდა, ცდილობდა ვერხოვნა რადაში საკუთარი პარტიის "ხალხის მსახურის" მხარდაჭერა მოეპოვებინა, მაგრამ ამაოდ. ბევრმა დეპუტატმა ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილი ზედმეტად კონფრონტაციული იქნება და საბოლოო ჯამში, ძველებურად პრეზიდენტს დაუპირისპირდებაო.

თუ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერი გახდებოდა, მისი თქმით, იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო ურთიერთობას განავითარებდა უკრაინის ეკონომიკის სასარგებლოდ. უკრაინის ბიზნეს-საზოგადოება თავდაპირველად შეშფოთებული იყო ისეთი პოლიტიკოსის დაბრუნებით, რომელსაც რეფორმების გატარების გამოცდილება კი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკურ მოკავშირეებთან დაპირისპირებითაც იყო ცნობილი. თუმცა მაინც დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების განხორციელებას დააჩქარებდა, მცირე და საშუალო ბიზნესს კრედიტების აღებას გაუადვილებდა და ოლიგარქებს გვერდზე გასწევდა". წაიკითხეთ სრულად

19 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება იგეგმება - "ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ შტაბის წარმოდგენა"

"გზააბნეული "მესიჯბოქსის" შემდეგ, თალაკვაძის განცხადებაში აისახა ის, რაც წასვლისას დავაფიქსირეთ" - გახარიას გუნდი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

"გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს