საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს COVID-19-სგან დამცავ საშუალებად წარმოაჩენენ, ყალბია - საგანგებო განცხადება
კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს COVID-19-სგან დამცავ საშუალებად წარმოაჩენენ, ყალბია - საგანგებო განცხადება

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად ემიჯ­ნე­ბა კვლე­ვებს და მე­დი­ცი­ნის სფე­როს ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის მიგ­ნე­ბებს, რომ ნი­კო­ტი­ნი, შე­საძ­ლოა ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა იყოს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია. გთა­ვა­ზობთ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

თამ­ბა­ქოს მომ­ხა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა მსოფ­ლი­ო­ში. თამ­ბა­ქოს გლო­ბა­ლუ­რი ეპი­დე­მია ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 7 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს კლავს, მათ შო­რის 6 მი­ლი­ო­ნი მწე­ვე­ლია, ხოლო და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­ო­ნი არამ­წე­ვე­ლი. თამ­ბა­ქოს მი­ზე­ზით ყო­ველ 6 წამ­ში ერთი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა და თამ­ბა­ქოს მი­ზე­ზით გარ­დაც­ვლილ­თა 28% ბავ­შვია.

თუ არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და, 2030 წლის­თვის თამ­ბა­ქო­თი გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბის წლი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 8 მი­ლი­ონს მი­აღ­წევს; ყო­ველ 4 წამ­ში და­ი­ღუ­პე­ბა 1 ადა­მი­ა­ნი!

მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა თამ­ბა­ქო­თი გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. მსოფ­ლი­ო­ში თამ­ბა­ქოს უკავ­შირ­დე­ბა სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 12%; სა­ქარ­თვე­ლო­ში კი სი­ტუ­ა­ცია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რად უფრო ტრა­გი­კუ­ლია - ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 25%-ს აღ­წევს.

ჯან­მო-ს გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია მაქ­სი­მა­ლუ­რად იყე­ნებს COVID-19-ის გამო შექ­მნილ კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ გა­ზარ­დოს სა­კუ­თა­რი ბრენ­დე­ბის წარ­მა­ტე­ბა, აფი­ნან­სე­ბენ კვლე­ვებს და ცდი­ლო­ბენ მო­წე­ვა და ნი­კო­ტი­ნი წარ­მო­ა­ჩი­ნონ COVID-19-სგან თა­ვის და­სა­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბად.

28 აპ­რილს Bath-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს საფ­რან­გეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ორი სა­კა­მა­თო კვლე­ვის მი­მო­ხილ­ვა, რომ­ლებ­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. კვლე­ვე­ბით ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თით­ქოს მო­წე­ვამ ან ნი­კო­ტი­ნის შემ­ცველ­მა პრო­დუქ­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­რონ COVID-19-ის რის­კი.

კვლე­ვის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბამ უბიძ­გა ადა­მი­ა­ნებს, და­ე­წყოთ მო­წე­ვა, ეყი­დათ ნი­კო­ტი­ნის პრო­დუქ­ტე­ბი და ბო­რო­ტად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ნი­კო­ტი­ნი. მი­მო­ხილ­ვა აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ კვლე­ვე­ბის მიგ­ნე­ბე­ბი არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლია და მწე­ვე­ლო­ბა­სა და COVID-19-ს შო­რის კვლე­ვით აღ­წე­რი­ლი კავ­ში­რი სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მოა უკვე არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ვრცელ ჩა­მო­ნათ­ვალ­თან. იგი ასე­ვე შე­უ­სა­ბა­მოა ინ­ფექ­ცი­ის წარ­მო­შო­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის ფარ­თოდ ცნო­ბილ და აღი­ა­რე­ბულ მე­ქა­ნიზ­მთან. გარ­და ამი­სა, რაც მთა­ვა­რია, მი­მო­ხილ­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ერთ-ერთი ნაშ­რო­მის მთა­ვარ ავ­ტორს Jean-Pierre Changeux-ს ხან­გრძლი­ვი კავ­ში­რი აქვს თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ას­თან.

  • ყალ­ბი მე­თო­დე­ბი, სა­ეჭ­ვო ანა­ლი­ზე­ბი და თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის კავ­ში­რე­ბი

ორი­ვე კვლე­ვა შე­უ­სა­ბა­მოა რო­გორც მწე­ვე­ლო­ბა­სა და COVID-19-ს შო­რის კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან, ასე­ვე COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის აღი­ა­რე­ბულ მე­ქა­ნიზ­მთან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავ­ტო­რე­ბი არ აცხა­დე­ბენ ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, უნდა აღი­ნიშ­ნოს კვლე­ვის წამ­ყვა­ნი ავ­ტო­რის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ას­თან.

1995-1998 წლებ­ში Jean-Pierre Changeux-მა თამ­ბა­ქოს კვლე­ვის საბ­ჭოს­გან მი­ი­ღო გრან­ტე­ბი ბი­უ­ჯე­ტით 220 000 აშშ დო­ლა­რი. 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს იგი გახ­და RJ Reynolds ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია Targacept-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და მრჩე­ვე­ლი, 2006/2007 წლებ­ში იგი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და გა­მო­აქ­ვეყ­ნა Philip Morris International-ის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი.

  • ნუ შე­ი­ძენთ ნი­კო­ტი­ნის პრო­დუქ­ტებს!

კვლე­ვებ­მა გა­მო­იწ­ვია შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­შუ­ქე­ბა ფარ­თო სპექტრის მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში სა­თა­უ­რე­ბით: „მწე­ვე­ლე­ბი ოთხჯერ ნაკ­ლე­ბად გა­ნიც­დი­ან covid-19-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკს“, „გეხ­მა­რე­ბა თუ არა ნი­კო­ტი­ნი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში“, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ თით­ქოს მწე­ვე­ლო­ბამ და ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როს covid-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი.

შე­დე­გად, მი­ვი­ღეთ სა­ხი­ფა­თო გა­ურ­კვევ­ლო­ბა. საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ გა­ა­კე­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა და შემ­დეგ­ში ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­ზღუდ­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა, რათა თა­ვი­დან ყო­ფი­ლი­ყო აცი­ლე­ბუ­ლი ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის პა­ნი­კუ­რი ყიდ­ვა და არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა.

ირა­ნის თამ­ბა­ქოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ეს ინ­ფორ­მა­ცია ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც COVID-19-ის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ორ­გა­ნი­ზა­ცია იუ­წყე­ბა, რომ არამ­წე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იწყე­ბენ მო­წე­ვას იმ რწმე­ნით, რომ და­იც­ვან თავი COVID-19-სგან. თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია კი, რო­გორც მწარ­მო­ებ­ლე­ბი, ასე­ვე სა­ცა­ლო მო­ვაჭ­რე­ე­ბი, ამ ფონ­ზე ზრდი­ან ფა­სებს სი­გა­რე­ტებ­ზე და ნი­კო­ტი­ნის შემ­ცველ სხვა პრო­დუქ­ტებ­ზე.

ყვე­ლა ამ გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახლა რო­გორც არას­დროს უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლი­ტი­კის შემ­ქმნე­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი, და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში სა­დაც კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია მწე­ვე­ლე­ბის 80%.

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 11 400 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა თამ­ბა­ქოს­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით და მათ­გან ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე პა­სი­უ­რი მწე­ვე­ლია
  • სა­ქარ­თვე­ლო­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი მთლი­ა­ნი ყო­ველ­წლი­უ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ტვირ­თი და­ახ­ლო­ე­ბით 825 მი­ლი­ონ ლარს უტოლ­დე­ბა (მშპ 2.43%)
  • თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ოთხი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ით, კერ­ძოდ თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო-კონ­ვენ­ცი­ის (“FCTC“) აღ­სრუ­ლე­ბით 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­დან აი­ცი­ლებს 53 100 ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და 2033 წლი­სათ­ვის 3.6 მი­ლი­არ­დი ლა­რით შე­ამ­ცი­რებს თამ­ბა­ქოს­თან ასო­ცი­რე­ბულ მთლი­ან ეკო­ნო­მი­კურ ხარ­ჯებს.
  • თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რებ­ლებ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­ღა­ლია და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მით გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი!!!

ამ სა­კი­თხებს ეხ­მა­უ­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცი­ის სამ­დივ­ნოს თავ­მჯდო­მა­რის, დოქ­ტორ ად­რი­ა­ნა ბლან­კოს გან­ცხა­დე­ბა 4 მა­ი­სის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქარ­თუ­ლად ითარ­გმნა.

"და­ვი­ნა­ხეთ, რომ COVID-19-ით სიკ­ვდი­ლის დონე უფრო მა­ღა­ლია ადა­მი­ა­ნებ­ში, რო­მელ­თაც ქონ­დათ არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, რო­გო­რი­ცაა გულ-სის­ხლძარ­ღვთა და ქრო­ნი­კუ­ლი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, კი­ბო­სა და დი­ა­ბე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რია და ვი­ცით, რომ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა არის ამ და­ა­ვა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მთა­ვა­რი და სა­ერ­თო რისკ-ფაქ­ტო­რი!

თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად 8 მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს კლავს გლო­ბა­ლუ­რად და უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა უამ­რა­ვი სხვა ადა­მი­ა­ნის რეს­პი­რა­ცი­ულ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

თუმ­ცა, COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა ვი­თარ­დე­ბა, ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ მო­წე­ვა აუ­ა­რე­სებს კო­რო­ნა­ვირუ­სი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას

...პა­რა­დოქ­სი სა­ო­ცა­რია - თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია გვთა­ვა­ზობს დახ­მა­რე­ბას და მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რას პან­დე­მი­ის დროს, არა­და, განა ეს სწო­რედ ის ინ­დუსტრია არაა, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს და აგ­რე­სი­უ­ლად ყი­დის ნარ­კო­ტი­კულ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც კლავს მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­ხე­ვარს? განა ეს ის ინ­დუსტრია არაა, რომ­ლის პრო­დუქ­ტე­ბიც იწ­ვევს არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, აუ­ა­რე­სებს COVID-19-ის პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას?

შეგ­ვიძ­ლია მო­ვე­ლო­დეთ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის­გან, რომ მიყ­ვე­ბი­ან თა­ვი­ან­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­მა­შის გეგ­მას იმის მტკი­ცე­ბით, რომ ისი­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან მხარ­და­ჭე­რას უწე­ვენ მთავ­რო­ბებს პან­დე­მი­ის დროს, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მათ­ზე ზე­წო­ლას ან ჩა­რე­ვას იმა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა­ში.

ამ პან­დე­მი­ის დროს, მსურს შე­ვახ­სე­ნო ყვე­ლა მხა­რეს, რომ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა უფრო შე­სა­ფე­რი­სი დრო თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, რათა მათ ცა­დონ თავი და­ა­ნე­ბონ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას. ჩვენ ასე­ვე, რამ­დე­ნა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, უნდა და­ვიც­ვათ, თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კუ­თხით მი­ღე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი, ასეთ რთულ პე­რი­ოდ­შიც კი. მხა­რე­თა და­სახ­მა­რებ­ლად ამ მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, კონ­ვენ­ცი­ის სამ­დივ­ნო მზად არის მხა­რი და­უ­ჭი­როს მათ, ვი­საც სურს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ან გა­აძ­ლი­ე­როს თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და შექ­მნას უფრო ჯან­მრთე­ლი გა­რე­მო მათი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის.

ყვე­ლას გვახ­სოვ­დეს, რომ თამ­ბა­ქოს კვამ­ლი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო, თვალ­სა­ჩი­ნო სა­მე­დი­ცი­ნო გაფ­თხი­ლე­ბე­ბი თამ­ბა­ქოს კო­ლო­ფებ­ზე ან თუნ­დაც სადა შე­ფუთ­ვა, თამ­ბა­ქოს ყვე­ლა ფორ­მის რეკ­ლა­მი­რე­ბის, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და სპონ­სო­რო­ბის აკ­რძალ­ვა და ბო­ლოს, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - გა­და­სა­ხა­დე­ბის და ფა­სე­ბის ზრდა თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტებ­ზე, არის ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცი­ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­წი­ლი. ეს გა­ნი­სა­ზღვრა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ, რო­გორც ძა­ლი­ან ხარჯთე­ფექ­ტუ­რი ზო­მე­ბი არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის­თვის და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­რე­მო­შიც კი.

რე­სურ­სე­ბის შე­ზღუდ­ვის სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით, და­დას­ტურ­და, რომ თამ­ბა­ქოს გა­და­სა­ხა­დე­ბის ზრდა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, მო­მა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და სი­ცო­ცხლე­ე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. თამ­ბა­ქოს და­ბეგ­ვრა ასე­ვე ზრდის მთავ­რო­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო შე­მო­სავ­ლებს, თა­ვი­დან არი­დებს მათ მო­სა­ლოდ­ნელ ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯებს და ამ­სუ­ბუ­ქებს ტვირთს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მებ­ზე.

გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, მჯე­რა, რომ ახლა სა­უ­კე­თე­სო დროა, რათა ვი­ფიქ­როთ თამ­ბა­ქოს გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რდა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­სურ­სე­ბის შე­ზღუდ­ვე­ბის და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის უარ­ყო­ფი­თი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.ამ რთულ პე­რი­ოდ­ში, კი­დევ ერთხელ მინ­და აღ­ვნიშ­ნო ჩემი მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი მხა­რე­ე­ბის­თვის და პი­რა­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას მსოფ­ლი­ო­ში, ვინც საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძი­რი­თა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად" - ნათ­ქვა­მია ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცი­ის სამ­დივ­ნოს თავ­მჯდო­მა­რე დოქ­ტორ ად­რი­ა­ნა ბლან­კოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
9

არადა ეს კარანტინი და სახლში ჩაჯდომა რა შესანიშნავი შანსია ბევრისთვის რომ სიგარეტს დაანებოს თავი და არ თქვას 'სამსახურში ყველა ეწევა და სტრესის გამო მეც ვეწევიო'. ჯანმრთელობას ინადგურებ და სიცოცხლეს იმოკლებ - კაი, შენი სიცოცხლეა, სხვას ბოლს ასუნთქინებ - კაი, მაგრამ რამდენი ფული იხარჯება არაფერში?? იმაში რომ 'ლომკა' არ გქონდეს და 'ნიხვატკა'

დათო
6

როცა კი ყურადღების გადატანა უნდათ ეგრევე თამბაქოს პრობლემას წამოჭრიან ხოლმე, თითქოს სხვა პრობლემები მოგვარებულია. რატო ლარის კურსი 3.25 როა არავის აწუხებს საინტერესოა

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს COVID-19-სგან დამცავ საშუალებად წარმოაჩენენ, ყალბია - საგანგებო განცხადება

კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს COVID-19-სგან დამცავ საშუალებად წარმოაჩენენ, ყალბია - საგანგებო განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კატეგორიულად ემიჯნება კვლევებს და მედიცინის სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის მიგნებებს, რომ ნიკოტინი, შესაძლოა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საშუალება იყოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. გთავაზობთ განცხადებას, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა:

თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოში. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი არამწეველი. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია.

თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს; ყოველ 4 წამში დაიღუპება 1 ადამიანი!

მნიშვნელოვნად გაიზრდება თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოშიც. მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 12%; საქართველოში კი სიტუაცია ამ მიმართულებით ბევრად უფრო ტრაგიკულია - ეს მაჩვენებელი 25%-ს აღწევს.

ჯანმო-ს განცხადების თანახმად, თამბაქოს ინდუსტრია მაქსიმალურად იყენებს COVID-19-ის გამო შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას, რომ გაზარდოს საკუთარი ბრენდების წარმატება, აფინანსებენ კვლევებს და ცდილობენ მოწევა და ნიკოტინი წარმოაჩინონ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად.

28 აპრილს Bath-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაავრცელეს საფრანგეთში გამოქვეყნებული ორი საკამათო კვლევის მიმოხილვა, რომლებმაც ჯანმრთელობის სპეციალისტებსა და საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. კვლევებით ირწმუნებოდნენ, რომ თითქოს მოწევამ ან ნიკოტინის შემცველმა პროდუქტებმა შეიძლება შეამცირონ COVID-19-ის რისკი.

კვლევის ფართოდ გავრცელებამ უბიძგა ადამიანებს, დაეწყოთ მოწევა, ეყიდათ ნიკოტინის პროდუქტები და ბოროტად გამოეყენებინათ ნიკოტინი. მიმოხილვა აღნიშნავს, რომ ამ კვლევების მიგნებები არათანმიმდევრულია და მწეველობასა და COVID-19-ს შორის კვლევით აღწერილი კავშირი სრულიად შეუსაბამოა უკვე არსებულ მტკიცებულებათა ვრცელ ჩამონათვალთან. იგი ასევე შეუსაბამოა ინფექციის წარმოშობისა და გავრცელების ფართოდ ცნობილ და აღიარებულ მექანიზმთან. გარდა ამისა, რაც მთავარია, მიმოხილვა აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ნაშრომის მთავარ ავტორს Jean-Pierre Changeux-ს ხანგრძლივი კავშირი აქვს თამბაქოს ინდუსტრიასთან.

  • ყალბი მეთოდები, საეჭვო ანალიზები და თამბაქოს ინდუსტრიის კავშირები

ორივე კვლევა შეუსაბამოა როგორც მწეველობასა და COVID-19-ს შორის კავშირების შესახებ არსებულ მტკიცებულებებთან, ასევე COVID-19-ით ინფიცირების აღიარებულ მექანიზმთან. მიუხედავად იმისა, რომ ავტორები არ აცხადებენ ფინანსური ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, უნდა აღინიშნოს კვლევის წამყვანი ავტორის გრძელვადიანი ისტორიული კავშირების შესახებ თამბაქოს ინდუსტრიასთან.

1995-1998 წლებში Jean-Pierre Changeux-მა თამბაქოს კვლევის საბჭოსგან მიიღო გრანტები ბიუჯეტით 220 000 აშშ დოლარი. 90-იანი წლების ბოლოს იგი გახდა RJ Reynolds ფარმაცევტული შვილობილი კომპანია Targacept-ის თანამშრომელი და მრჩეველი, 2006/2007 წლებში იგი ხელმძღვანელობდა და გამოაქვეყნა Philip Morris International-ის მიერ დაფინანსებული კვლევები.

  • ნუ შეიძენთ ნიკოტინის პროდუქტებს!

კვლევებმა გამოიწვია შეცდომაში შემყვანი ინფორმაციების გაშუქება ფართო სპექტრის მედია საშუალებებში სათაურებით: „მწეველები ოთხჯერ ნაკლებად განიცდიან covid-19-ით დაინფიცირების რისკს“, „გეხმარება თუ არა ნიკოტინი ახალი კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, რაც მიანიშნებს, რომ თითქოს მწეველობამ და ნიკოტინის მოხმარებამ შეიძლება შეამციროს covid-19-ით ინფიცირების რისკი.

შედეგად, მივიღეთ სახიფათო გაურკვევლობა. საფრანგეთის მთავრობამ გააკეთა სპეციალური განცხადება და შემდეგში ნიკოტინის შემცველი პროდუქტების რეალიზაციის შეზღუდვის განკარგულება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ნიკოტინის შემცველი პროდუქტების პანიკური ყიდვა და არასწორი გამოყენება.

ირანის თამბაქოს საწინააღმდეგო ასოციაციის განცხადების თანახმად, ეს ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა ქვეყანაში, სადაც COVID-19-ისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია. ორგანიზაცია იუწყება, რომ არამწეველი ადამიანები იწყებენ მოწევას იმ რწმენით, რომ დაიცვან თავი COVID-19-სგან. თამბაქოს ინდუსტრია კი, როგორც მწარმოებლები, ასევე საცალო მოვაჭრეები, ამ ფონზე ზრდიან ფასებს სიგარეტებზე და ნიკოტინის შემცველ სხვა პროდუქტებზე.

ყველა ამ გარემოებიდან გამომდინარე, ახლა როგორც არასდროს უაღრესად მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და თამბაქოს კონტროლის ზომების გამკაცრება. განსაკუთრებით კი, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში სადაც კონცენტრირებულია მწეველების 80%.

  • საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით და მათგან ყოველი მეხუთე პასიური მწეველია
  • საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული მთლიანი ყოველწლიური ეკონომიკური ტვირთი დაახლოებით 825 მილიონ ლარს უტოლდება (მშპ 2.43%)
  • თამბაქოს კონტროლის ოთხი პრიორიტეტული ინტერვენციით, კერძოდ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის (“FCTC“) აღსრულებით 15 წლის განმავლობაში საქართველო თავიდან აიცილებს 53 100 ადამიანის გარდაცვალებას და 2033 წლისათვის 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს.
  • თამბაქოს მომხმარებლებში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მაღალია დაავადების მძიმე ფორმით განვითარების რისკი!!!

ამ საკითხებს ეხმაურება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს თავმჯდომარის, დოქტორ ადრიანა ბლანკოს განცხადება 4 მაისის განცხადება, რომელიც საზოგადოებრის ინტერესებიდან გამომდინარე ქართულად ითარგმნა.

"დავინახეთ, რომ COVID-19-ით სიკვდილის დონე უფრო მაღალია ადამიანებში, რომელთაც ქონდათ არაგადამდები დაავადებების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, კიბოსა და დიაბეტის სამედიცინო ისტორია და ვიცით, რომ თამბაქოს მოხმარება არის ამ დაავადებებთან დაკავშირებული მთავარი და საერთო რისკ-ფაქტორი!

თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს გლობალურად და უარყოფითად აისახება უამრავი სხვა ადამიანის რესპირაციულ ჯანმრთელობაზე.

თუმცა, COVID-19-თან დაკავშირებული მეცნიერება ვითარდება, ჩვენს მიერ მოპოვებული შეზღუდული მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ მოწევა აუარესებს კორონავირუსიანი პაციენტების მდგომარეობას

...პარადოქსი საოცარია - თამბაქოს ინდუსტრია გვთავაზობს დახმარებას და მთავრობის მხარდაჭერას პანდემიის დროს, არადა, განა ეს სწორედ ის ინდუსტრია არაა, რომელიც აწარმოებს და აგრესიულად ყიდის ნარკოტიკულ პროდუქტს, რომელიც კლავს მისი მომხმარებლების ნახევარს? განა ეს ის ინდუსტრია არაა, რომლის პროდუქტებიც იწვევს არაგადამდები დაავადებების განვითარებას, რომელიც თავის მხრივ, აუარესებს COVID-19-ის პაციენტების მდგომარეობას?

შეგვიძლია მოველოდეთ თამბაქოს ინდუსტრიისგან, რომ მიყვებიან თავიანთი ჩვეულებრივი თამაშის გეგმას იმის მტკიცებით, რომ ისინი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ მთავრობებს პანდემიის დროს, მაგრამ შემდეგ განახორციელებენ მათზე ზეწოლას ან ჩარევას იმავე ხელისუფლების თამბაქოს კონტროლის გაძლიერების ძალისხმევაში.

ამ პანდემიის დროს, მსურს შევახსენო ყველა მხარეს, რომ არასოდეს ყოფილა უფრო შესაფერისი დრო თქვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად, რათა მათ ცადონ თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას. ჩვენ ასევე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა დავიცვათ, თამბაქოს კონტროლის კუთხით მიღებული მიღწევები, ასეთ რთულ პერიოდშიც კი. მხარეთა დასახმარებლად ამ მიზნების შესრულებაში, კონვენციის სამდივნო მზად არის მხარი დაუჭიროს მათ, ვისაც სურს განახორციელოს ან გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის რეგულაციები და შექმნას უფრო ჯანმრთელი გარემო მათი მოსახლეობისათვის.

ყველას გვახსოვდეს, რომ თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი გარემო, თვალსაჩინო სამედიცინო გაფთხილებები თამბაქოს კოლოფებზე ან თუნდაც სადა შეფუთვა, თამბაქოს ყველა ფორმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი - გადასახადების და ფასების ზრდა თამბაქოს პროდუქტებზე, არის ჩარჩო კონვენციის ფუნდამენტური ნაწილი. ეს განისაზღვრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, როგორც ძალიან ხარჯთეფექტური ზომები არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლისთვის და მათი განხორციელება შეიძლება შეზღუდული რესურსების გარემოშიც კი.

რესურსების შეზღუდვის საკითხთან მიმართებით, დადასტურდა, რომ თამბაქოს გადასახადების ზრდა ყველაზე ეფექტური ინდივიდუალური ღონისძიებაა თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად, მომავალი დაავადებების თავიდან ასაცილებლად და სიცოცხლეების გადასარჩენად. თამბაქოს დაბეგვრა ასევე ზრდის მთავრობებისთვის საჭირო შემოსავლებს, თავიდან არიდებს მათ მოსალოდნელ ჯანმრთელობის ხარჯებს და ამსუბუქებს ტვირთს ჯანდაცვის სისტემებზე.

გამომდინარე აქედან, მჯერა, რომ ახლა საუკეთესო დროა, რათა ვიფიქროთ თამბაქოს გადასახადების გაზრდაზე, განსაკუთრებით რესურსების შეზღუდვების და თამბაქოს მოხმარების უარყოფითი ჯანმრთელობის შედეგების გათვალისწინებით.ამ რთულ პერიოდში, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ჩემი მხარდაჭერა ჩვენი მხარეებისთვის და პირადი მადლობა გადავუხადო ყველას მსოფლიოში, ვინც საფრთხის წინაშე აყენებს საკუთარ სიცოცხლეს საზოგადოების ძირითადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად" - ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს თავმჯდომარე დოქტორ ადრიანა ბლანკოს განცხადებაში.

LIVE "ნიუსრუმიდან" - სტუმრები: ბადრი ჯაფარიძე; თურქეთში "საუკუნის ექიმი" ისმეთ დინდერ მიქელაძე

სოხუმელი ექიმის გატაცება, რომელიც შემოსავლიან ბიზნესად იქცა - გაიცანით, ბოსტნეულის "ცუკატების დედოფალი"

საქართველოში დღეიდან ყველა სახის მაღაზია და წარმოება იხსნება, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა