საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სკანდალები უკავშირდება უხანის ლაბორატორიას - უცნობი ფაქტები და ფოტოები ადგილიდან, რომელსაც COVID-19-ის გავრცელებაში ადანაშაულებენ
რა სკანდალები უკავშირდება უხანის ლაბორატორიას - უცნობი ფაქტები და ფოტოები ადგილიდან, რომელსაც COVID-19-ის გავრცელებაში ადანაშაულებენ

ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სი, COVID-19 მსოფ­ლი­ო­ში ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. დღეს COVID-19 212 ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ზეა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და მსოფ­ლიო პან­დე­მი­ას ებ­რძვის.

ვირუ­სის გა­მო­ჩე­ნის დღი­დან, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უამ­რა­ვი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია შე­იქ­მნა. ერთ-ერთი ასე­თი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რია უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­სა და მის ბა­ზა­ზე არ­სე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა - თით­ქოს, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 სწო­რედ ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცელ­და.

ეჭ­ვე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბამ, რომ ნა­ნა­ხი აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რა­მაც და­არ­წმუ­ნა, რომ ვირუ­სი ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცელ­და. თუმ­ცა, ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი არ არის.

სა­ნამ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ა­ზე უფრო ვრცლად ვი­სა­უბ­რებთ, მა­ნამ­დე გა­ვეც­ნოთ, რო­დის შე­იქ­მნა უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რია და რა მნიშ­ვე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბი უკავ­შირ­დე­ბა მას:

უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტესტს ატა­რებს

ასევე დაგაინტერესებთ
15:39 / 24-03-2020

როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?

10:31 / 16-04-2020

FOX NEWS: კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ხოლო ჩინეთმა მონაცემები 100%-ით გააყალბა

09:33 / 01-05-2020

დონალდ ტრამპის თქმით, ნახა მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან არის გავრცელებული

10:04 / 11-05-2020

კარანტინის შემსუბუქებიდან ერთი თვის შემდეგ, უხანში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა

10:09 / 12-06-2020

უხანში კორონავირუსმა 2019 წლის აგვისტოში იფეთქა? - თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ჰარვარდში სკანდალური კვლევა მოამზადეს

14:40 / 18-06-2020

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილია - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო მონაცემებით

11:12 / 29-06-2020

კორონავირუსი და მსოფლიო - სად იზრდება და სად მცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა

15:19 / 18-08-2020

სიჩუმის ქალაქიდან ხმაურიანი წვეულებების ქალაქამდე - ფოტოები უხანიდან, რომელიც საზოგადოების კრიტიკის მიზეზი გახდა

13:10 / 06-01-2021

რატომ არ უშვებენ ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფს უხანში და რას მალავს ჩინეთი - "იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც ჩინეთმა პირობა არ შეასრულა“

13:47 / 28-05-2021

გაჟონა თუ არა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან? - რატომ აღარ უწოდებენ მოსაზრებას შეთქმულების თეორიას და რა მასალები გამოაქვეყნა აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა

უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას ჩი­ნე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია უწევს. რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ, ის 1956 წელს და­არ­სდა რო­გორც უხა­ნის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რია. 1961 წელს ის სამ­ხრეთ ჩი­ნე­თის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი გახ­და, ხოლო 1962 წელს მას სა­ხე­ლი გა­და­ერ­ქვა და უხა­ნის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი და­არ­ქვეს.

2015 წელს აქ გა­იხ­სნა ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია, რომ­ლის შექ­მნაც 300 მი­ლი­ო­ნი იუ­ა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით, 44 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაჯ­და.

  • ვი­კი­პე­დი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ლა­ბო­რა­ტო­რია საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბას­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით შე­იქ­მნა და მის შექ­მნას ნა­წი­ლობ­რივ აშშ-ის მთავ­რო­ბაც აფი­ნან­სებ­და.

ეს არის მე­ო­თხე დო­ნის ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია და მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გალ­ვეს­ტო­ნის ეროვ­ნულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას­თან. ასე­ვე კავ­ში­რი ჰქონ­და კა­ნა­დის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას­თან მა­ნამ­დე, სა­ნამ აღ­ნიშ­ნულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მო­მუ­შა­ვე უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბი - ჩი­ან­გუ ქიუ და მისი ქმა­რი, არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ყო­ვე­ლი­ვე 2019 წლის ივ­ლის­ში მოხ­და.

სა­მუ­შაო პრო­ცე­სი - ფოტო 2017 წლის 23 თე­ბერ­ვალ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი

  • კა­ნა­დის სკან­და­ლი

კა­ნა­დუ­რი გა­მო­ცე­მის, cbc.ca-ს 2019 წლის 14 ივ­ლისს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში წე­რია, რომ მეც­ნი­ე­რე­ბი ჩი­ან­გუ ქიუ და მისი ქმა­რი კე­დინგ ჩენ­გი კა­ნა­დის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­მო­უშ­ვეს "პო­ლი­ტი­კის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვის“ გამო. ცოლ-ქმარ­თან ერ­თად გა­მო­უშ­ვეს მათი ჩი­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბიც.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია, მაგ­რამ ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, შე­საძ­ლოა, ყო­ვე­ლი­ვე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ქურ­დო­ბას­თან და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა თუ მიღ­წე­ვე­ბის ჩი­ნეთ­ში გა­ჟონ­ვას­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ფო­ტო­ზე ჩი­ნე­ლი მკვლე­ვა­რი ჩი­ან­გუ ქიუ

"კა­ნა­დის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას აქვს ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, მათ უცხო ქვეყ­ნებს გა­უ­ზი­ა­რეს. მიკ­რო­ბი­ო­ლო­გია ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხსაც უკავ­შირ­დე­ბა“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი გორ­დონ ჰოლ­დე­ნი.

  • კვლე­ვა კო­რო­ნა­ვირუს­ზე

კო­რო­ნა­ვირუ­სებ­ზე კვლე­ვა უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში ჯერ კი­დევ მა­შინ ჩა­ტარ­და, სა­ნამ მე­ო­თხე დო­ნის ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და. 2005 წელს მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვლე­ვა, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის ჯგუ­ფის, SARS-ის წარ­მო­მავ­ლო­ბას ეხე­ბო­და. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ღა­მუ­რე­ბის ერთი სა­ხე­ო­ბა არის SARS-ის მსგავ­სი კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი რე­ზერ­ვუ­ა­რი.

2015 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დმა და მათ შო­რის ინ­სტი­ტუ­ტის ორმა მეც­ნი­ერ­მა შე­ი­მუ­შა­ვა ჰიბ­რი­დი ვირუ­სი, რო­მე­ლიც ღა­მუ­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვირუ­სის­გან შე­იქ­მნა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ჰიბ­რიდ­მა ვირუს­მა შეძ­ლო ადა­მი­ა­ნის უჯრე­დე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა.

2019 წლის დე­კემ­ბერ­ში უხა­ნის ჯან­დაც­ვის ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პნევ­მო­ნი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი უც­ნობ კო­რო­ნა­ვირუსს უკავ­შირ­დე­ბო­და. ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ვირუ­სი არც ერთი უკვე არ­სე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი არ იყო. მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ საქ­მე ჰქონ­დათ ახალ ვირუს­თან, რო­მე­ლიც 96%-ით იდენ­ტუ­რი იყო მა­ნამ­დე ღა­მუ­რებ­ში აღ­მო­ჩე­ნილ ვირუს­თან.

2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში New York Times-მა და­წე­რა, რომ უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რებ­მა, ში ჯენ­გლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ საქ­მე ეხე­ბო­და ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუსს.

  • შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია

ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ვირუ­სი უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცელ­და. მათ შო­რის, ისე­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ფი­გუ­რა, რო­გო­რიც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პია.

"ჩი­ნეთ­მა ან ვერ შე­ა­ჩე­რა კო­რო­ნა­ვირუ­სი, ან მის გავ­რცე­ლე­ბას ხელი არ შე­უ­შა­ლა" - ამ­ბობს ტრამ­პი. მი­სი­ვე თქმით, ნა­ნა­ხი აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რა­მაც და­არ­წმუ­ნა, რომ ვირუ­სი ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცელ­და.

ამას­თან, Foxnews.com აქ­ვეყ­ნებს ექ­სკლუ­ზი­ურ მა­სა­ლას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცელ­და. გა­მო­ცე­მა სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­იქ­მნა არა რო­გორც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი, არა­მედ იმის­თვის, რომ ჩი­ნეთს მსოფ­ლი­ოს­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რამ­დე­ნად ძლი­ე­რია ვირუ­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მათ­თან ბრძო­ლის კუ­თხით.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით­ვე, ჩი­ნეთ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჯერ კი­დევ 2018 წლის გას­ცეს გაფრ­თხი­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის არა­საკ­მა­რი­სი დონე იყო. მათ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რებს. მა­შინ სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და ღა­მუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­რის­კო კვლე­ვებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეც­ნი­ე­რე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან აღ­ნიშ­ნულ მო­საზ­რე­ბას. Nature Medicine-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ვირუ­სი ბუ­ნებ­რი­ვად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ღა­მუ­რის­გან ან პან­გო­ლი­ნის­გან გავ­რცელ­და. კვლე­ვის დას­კვნა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ჩვე­ნი ანა­ლი­ზი ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ SARS-CoV-2 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კონ­სტრუქ­ცია, ან გა­მიზ­ნუ­ლად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბუ­ლი ვირუ­სი არ არის“.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
6

ამერიკამ მექსიკაში ხოლო დასავლეთ ევროპამ აღმოსავლეთ ევროპაში უნდა გადაიტანონ თავისი ეკონომიკური სიმძლავრეები, ეს იქნება ჩინეთის დასჯის საუკეთესო საშვალება.

გოჩა
5

შექმნით ალბათ არ შეუქმნიათ მაგრამ ,უხანი რო ჩაკეტეს მთლიანი ჩინეთი უნდა ჩაეკეტათ და აღარ გაავრცელებდნენ მთელ მსოფლიოში.მაგრამ გლობალურად არ იფიქრეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა სკანდალები უკავშირდება უხანის ლაბორატორიას - უცნობი ფაქტები და ფოტოები ადგილიდან, რომელსაც COVID-19-ის გავრცელებაში ადანაშაულებენ

რა სკანდალები უკავშირდება უხანის ლაბორატორიას - უცნობი ფაქტები და ფოტოები ადგილიდან, რომელსაც COVID-19-ის გავრცელებაში ადანაშაულებენ

ახალი ტიპის კორონავირუსი, COVID-19 მსოფლიოში ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. დღეს COVID-19 212 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა გამოვლენილი და მსოფლიო პანდემიას ებრძვის.

ვირუსის გამოჩენის დღიდან, მასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი შეთქმულების თეორია შეიქმნა. ერთ-ერთი ასეთი კონსპირაციული თეორია უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და მის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიას უკავშირდება - თითქოს, კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 სწორედ ამ ლაბორატორიიდან გავრცელდა.

ეჭვები გააძლიერა ტრამპის განცხადებამ, რომ ნანახი აქვს მტკიცებულება, რამაც დაარწმუნა, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა. თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის.

სანამ შეთქმულების თეორიაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, მანამდე გავეცნოთ, როდის შეიქმნა უხანის ლაბორატორია და რა მნიშველოვანი ფაქტები უკავშირდება მას:

უხანის ლაბორატორიის თანამშრომელი კორონავირუსზე ტესტს ატარებს

უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ადმინისტრირებას ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია უწევს. როგორც ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ის 1956 წელს დაარსდა როგორც უხანის მიკრობიოლოგიის ლაბორატორია. 1961 წელს ის სამხრეთ ჩინეთის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი გახდა, ხოლო 1962 წელს მას სახელი გადაერქვა და უხანის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი დაარქვეს.

2015 წელს აქ გაიხსნა ბიოუსაფრთხოების ეროვნული ლაბორატორია, რომლის შექმნაც 300 მილიონი იუანი, დაახლოებით, 44 მილიონი დოლარი დაჯდა.

  • ვიკიპედიაში ვკითხულობთ, რომ ლაბორატორია საფრანგეთის მთავრობასთან კოლაბორაციით შეიქმნა და მის შექმნას ნაწილობრივ აშშ-ის მთავრობაც აფინანსებდა.

ეს არის მეოთხე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია და მჭიდრო კავშირი აქვს ტეხასის უნივერსიტეტის გალვესტონის ეროვნულ ლაბორატორიასთან. ასევე კავშირი ჰქონდა კანადის მიკრობიოლოგიის ეროვნულ ლაბორატორიასთან მანამდე, სანამ აღნიშნულ ლაბორატორიაში მომუშავე უხანის ლაბორატორიის მეცნიერები - ჩიანგუ ქიუ და მისი ქმარი, არ გაათავისუფლეს. ყოველივე 2019 წლის ივლისში მოხდა.

სამუშაო პროცესი - ფოტო 2017 წლის 23 თებერვალსაა გადაღებული

  • კანადის სკანდალი

კანადური გამოცემის, cbc.ca-ს 2019 წლის 14 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ მეცნიერები ჩიანგუ ქიუ და მისი ქმარი კედინგ ჩენგი კანადის მიკრობიოლოგიის ეროვნული ლაბორატორიიდან გამოუშვეს "პოლიტიკის შესაძლო დარღვევის“ გამო. ცოლ-ქმართან ერთად გამოუშვეს მათი ჩინელი სტუდენტებიც.

გამოცემა წერს, რომ მომხდარის შესახებ დეტალები უცნობია, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა, ყოველივე ინტელექტუალურ ქურდობასთან და ტექნოლოგიებისა თუ მიღწევების ჩინეთში გაჟონვასთან იყოს დაკავშირებული.

ფოტოზე ჩინელი მკვლევარი ჩიანგუ ქიუ

"კანადის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიას აქვს ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი ბიოლოგიური კვლევები, რომელიც შესაძლოა, მათ უცხო ქვეყნებს გაუზიარეს. მიკრობიოლოგია ეროვნული უსაფრთხოების საკითხსაც უკავშირდება“, - ამბობს პროფესორი გორდონ ჰოლდენი.

  • კვლევა კორონავირუსზე

კორონავირუსებზე კვლევა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ჯერ კიდევ მაშინ ჩატარდა, სანამ მეოთხე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია ჩამოყალიბდებოდა. 2005 წელს მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც კორონავირუსების ჯგუფის, SARS-ის წარმომავლობას ეხებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ ღამურების ერთი სახეობა არის SARS-ის მსგავსი კორონავირუსების ბუნებრივი რეზერვუარი.

2015 წელს საერთაშორისო გუნდმა და მათ შორის ინსტიტუტის ორმა მეცნიერმა შეიმუშავა ჰიბრიდი ვირუსი, რომელიც ღამურებში არსებული ვირუსისგან შეიქმნა, აღმოჩნდა, რომ ჰიბრიდმა ვირუსმა შეძლო ადამიანის უჯრედების ინფიცირება.

2019 წლის დეკემბერში უხანის ჯანდაცვის ავტორიტეტულმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პნევმონიების შემთხვევები უცნობ კორონავირუსს უკავშირდებოდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი არც ერთი უკვე არსებული კორონავირუსი არ იყო. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საქმე ჰქონდათ ახალ ვირუსთან, რომელიც 96%-ით იდენტური იყო მანამდე ღამურებში აღმოჩენილ ვირუსთან.

2020 წლის თებერვალში New York Times-მა დაწერა, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა, ში ჯენგლის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინეს, რომ საქმე ეხებოდა ახალი ტიპის კორონავირუსს.

  • შეთქმულების თეორია

ბევრი ადამიანი იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვირუსი უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიიდან გავრცელდა. მათ შორის, ისეთი ავტორიტეტული ფიგურა, როგორიც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია.

"ჩინეთმა ან ვერ შეაჩერა კორონავირუსი, ან მის გავრცელებას ხელი არ შეუშალა" - ამბობს ტრამპი. მისივე თქმით, ნანახი აქვს მტკიცებულება, რამაც დაარწმუნა, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

ამასთან, Foxnews.com აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. გამოცემა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ იმისთვის, რომ ჩინეთს მსოფლიოსთვის ეჩვენებინა და დაემტკიცებინა, რამდენად ძლიერია ვირუსების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის კუთხით.

გამოცემის ცნობითვე, ჩინეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2018 წლის გასცეს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ უხანის ლაბორატორიაში უსაფრთხოების არასაკმარისი დონე იყო. მათ ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მსოფლიოს მეცნიერებს. მაშინ საუბარი ეხებოდა ღამურებთან დაკავშირებულ სარისკო კვლევებს.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ეწინააღმდეგებიან აღნიშნულ მოსაზრებას. Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ვირუსი ბუნებრივად, სავარაუდოდ, ღამურისგან ან პანგოლინისგან გავრცელდა. კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ: "ჩვენი ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ SARS-CoV-2 ლაბორატორიული კონსტრუქცია, ან გამიზნულად მანიპულირებული ვირუსი არ არის“.

"ევროპის წამლის სააგენტომ" 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

გაჟონა თუ არა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან? - რატომ აღარ უწოდებენ მოსაზრებას შეთქმულების თეორიას და რა მასალები გამოაქვეყნა აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა

ინდოეთში კორონავირუსის ქალღმერთები გამოიგონეს და მათ ფიგურებზე ლოცულობენ - მომლოცველები ქალღმერთებს რძეში და კურკუმას წყალში "აბანავებენ"