საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარანტინის დღიურიდან: რჩევები და ხრიკები იზოლაციით დატანჯულებისა და ჭამის მოყვარულებისთვის
კარანტინის დღიურიდან: რჩევები და ხრიკები იზოლაციით დატანჯულებისა და ჭამის მოყვარულებისთვის

ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. შე­იძ­ლე­ბა ერთ დღე­საც პრე­ა­პო­კა­ლიფ­სურ ფილმში გა­გეღ­ვი­ძოს და სულ სხვა რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე. მა­გა­ლი­თად, რო­გორც ახლა. მთე­ლი მსოფ­ლიო ლას-ვე­გა­სად გა­და­იქ­ცა. არა­ვინ მუ­შა­ობს, ყვე­ლა ფულს ხარ­ჯავს, დღის ნე­ბის­მი­ერ ნა­წილ­ში სვა­მენ ალ­კოჰო­ლურ სას­მელს და არა­ვინ იცის, კვი­რის რო­მე­ლი დღეა. ჩვენ ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მი­სია გვა­კის­რია. სამ­ყა­რო უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ სხვა­დას­ხვა დი­ვან­ზე ჯდო­მით.

ამ ბლოგ­საც დი­ვან­ზე წა­მო­გო­რე­ბუ­ლი ვწერ. დი­ვა­ნი ახლა ჩემი სამ­სა­ხუ­რია. ოფი­სის სკამ­თან შე­და­რე­ბით, კომ­ფორ­ტუ­ლია, მაგ­რამ პო­ზე­ბი თუ ხში­რად არ ცვა­ლე, ძა­ლი­ან მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი ხდე­ბა. თუ სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლის დროს ცხოვ­რე­ბის მჯდო­მა­რე

წე­სით ვი­ტან­ჯე­ბო­დი, ახლა ცხოვ­რე­ბის მწო­ლი­ა­რე წესი მა­წუ­ხებს. ამას წი­ნათ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვინ­ტე­რეს­დი, ნე­ტავ რამ­დენ ხან­ში ჩნდე­ბა ნა­წო­ლე­ბი?

ჰო, ვი­თომ სა­კუ­თარ სახ­ლში ხარ, მაგ­რამ რად გინ­და? სა­კუ­თარ სა­ძი­ნე­ბელ­შიც ვერ შეხ­ვალ პი­ჟა­მით. იქ ახლა ჩემი ქმრის სამ­სა­ხუ­რია. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სულ ონ­ლა­ინ­თათ­ბირ­ზეა გა­მომ­ჯდა­რი. არა, რად მინ­დო­და დი­რექ­ტო­რი ქმა­რი? - გავ­ყო­ლო­დი კუ­რი­ერს. მაგ­რამ რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მო­მავ­ლის პრო­ფე­სია - კუ­რი­ე­რი იქ­ნე­ბო­და?

ბავ­შვის ოთახ­ში - სკო­ლაა. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ლანჩზე ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს. სა­ღა­მო­ო­ბით, ჩემს ქმარს ნარდს ვე­თა­მა­შე­ბი სა­ნაძ­ლე­ო­ზე, თუ ვინ გა­დაყ­რის ნა­გავს მე­ო­რე დღეს. ძაღ­ლის ბედი აქვს. სულ დუ­შა­შებს აგო­რებს. არა­და, რომ გე­კი­თხა, ნაგ­ვის გა­დაყ­რა ჭი­რის დღე­სა­ვით ეჯავ­რე­ბო­და. ერთხელ გა­მო­მი­ცხა­და, ნაგ­ვის ტა­რე­ბას ლო­დე­ბის ზიდ­ვა მირ­ჩევ­ნი­აო. - ახლა შე­უყ­ვარ­და?

ორ დღე­ში ერთხელ „ნი­კო­რა­ში“ ჩას­ვლა­ზეც დის­ტან­ცი­უ­რად ვჩხუ­ბობ­დით, მაგ­რამ მერე ახა­ლი წესი შე­მო­ვი­ღე: ვინც მა­ღა­ზი­ა­ში ჩავა, საჭ­მე­ლიც მან უნდა გა­ა­კე­თოს. ეგ­რე­ვე და­ყა­რა ფარ-ხმა­ლი. მე მო­გე­ბულ­ში დავ­რჩი. საჭ­მე­ლი ასეც და ისეც მა­ინც ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. ასე რომ, სა­მარ­თლი­ა­ნად და­ვიმ­სა­ხუ­რე. თა­ნაც, „ნი­კო­რას“ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის წყა­ლო­ბით ხში­რად იო­ლას გავ­დი­ვარ.

ვგიჟ­დე­ბი მა­ღა­ზი­ა­ში ჩას­ვლა­ზე. თავი სა­თავ­გა­და­სავ­ლო ფილ­მის გმი­რი მგო­ნია. სახ­ლი­დან გას­ვლის წინ მთე­ლი ეკი­პი­რე­ბა რომ უნდა გა­ი­ა­რო: ნი­ღა­ბი, ფარი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი. მა­კი­ა­ჟის წას­მაც არაა სა­ჭი­რო.ლიფტს მოხ­რი­ლი თი­თის ფა­ლან­გით ვი­ძა­ხებ. ყვე­ლა კარს იდაყ­ვე­ბით და მუხ­ლე­ბით ვა­ღებ. მგო­ნი მალე მო­ბი­ლურ­ში იდაყ­ვით სქ­როლ­ვა­საც და­ვა­მუ­ღა­მებ.გა­რეთ გა­ვე­დი და სა­კუ­თა­რი ნახ­ში­რორ­ჟან­გი ღრმად ჩა­ვი­სუნ­თქე. რაც ამ ნი­ღაბ-რეს­პი­რა­ტო­რე­ბის და ფა­რე­ბის ტა­რე­ბა და­ვი­წყე, ნი­ორს და ხახვს აღარ ვჭამ. არა­და, რო­გორ მო­მე­ნატ­რა „ნი­კო­რას“ ხაში, თა­ვი­სი ნივ­რის სა­კაზ­მით.

მზი­ა­ნი დღე იყო და დის­ტან­ცი­რე­ბულ რიგ­ში ჩავ­დე­ქი. მე­ხუ­თე ვი­ყა­ვი. ხელ­ში წი­ნას­წარ ჩა­მო­წე­რი­ლი სა­ყიდ­ლე­ბის სია და­ვი­კა­ვე. ძა­ლი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ვარ. სხვე­ბი რომ არ ვა­ლო­დი­ნო რიგ­ში, სიას წი­ნას­წარ ვწერ, შევ­დი­ვარ და უც­ბად ვყრი კა­ლათ­ში, რისი ყიდ­ვაც მინ­და.უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქაც მკაც­რად იცა­ვენ. ერ­თად მხო­ლოდ ორ ადა­მი­ანს უშ­ვე­ბენ. შე­სას­ვლელ­ში დე­ზო­ბა­რი­ე­რია, რა­ზეც ფე­ხე­ბი უნდა გა­იწ­მინ­დო. იქ­ვეა ხელ­თათ­მა­ნე­ბი და ან­ტი­სეპ­ტი­კი. ნიღ­ბის და ხელ­თათ­მა­ნე­ბის გა­რე­შე მა­ღა­ზი­ა­ში ვერ შეხ­ვალ. ჩემი რიგი რომ მო­ვი­და, ფე­ხე­ბი დე­ზო­ბა­რი­ერ­ზე გა­ვიწ­მინ­დე და სუ­პერ­გმი­რი „ფლე­ში­ვით“ ჩა­მო­ვუშ­ხუ­ი­ლე დახ­ლებს. ელ­ვის სის­წრა­ფით ვყრი­დი კა­ლათ­ში პრო­დუქ­ტებს.

ლუდი, ჩემი ქმრის საყ­ვა­რე­ლი მო­ნა­დი­რუ­ლი სო­სი­სი და „კა­ი­ზე­რის“ ძეხ­ვე­უ­ლიც ავი­ღე. ბავ­შვის­თვის ხა­ჭოს "ვა­რე­ნი­კი" ჩა­ვაგ­დე კა­ლათ­ში. ძა­ლი­ან უყ­ვარს. უც­ბად მზად­დე­ბა და გემ­რი­ე­ლი და ნოყი­ე­რი ვახ­შა­მი გა­მო­დის. „ციმ­ბი­რუ­ლი“ პელ­მე­ნიც ავი­ღე. სო­სი­სე­ბის, ძეხ­ვე­ბი­სა და ლუ­დის წყა­ლო­ბით ვა­ი­ძუ­ლებ ქმარს, სა­ღა­მო­ო­ბით ჩემ­თან ერ­თად სე­რი­ალ „სექ­სი დიდ ქა­ლაქ­შის“ უყუ­როს. არ მიყ­ვარს მარ­ტოს რა­მის ყუ­რე­ბა. თუ გინ­დათ, რომ მა­მა­კაცს გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ ნე­ბის­მი­ე­რი რამ, მისი საყ­ვა­რე­ლი ლუ­დით და ლუდ­ზე მი­სა­ყო­ლე­ბე­ლი გემ­რი­ე­ლო­ბე­ბით უნდა მო­ის­ყი­დოთ. და­მი­ჯე­რეთ, კარ­გად ნა­ცა­დი მე­თო­დია. თუ ხორ­ცის პელ­მენ­საც მო­უ­ხარ­შავთ, ჩათ­ვა­ლეთ, რომ მისი გული მო­ი­ნა­დი­რეთ!

დი­ლით, როცა დი­ვან­ზე, სამ­სა­ხურ­ში მეჩ­ქა­რე­ბა, შე­საწ­ვავ ხორ­ცის ან ყვე­ლის ბლი­ნებს ვწვავ. ესეც სწრა­ფი, გემ­რი­ე­ლი და იდე­ა­ლუ­რი სა­უზ­მეა ჩემ­თვის. კი­დევ, ტოს­ტის პუ­რით, ყვე­ლის ფირ­ფი­ტე­ბით და შაშ­ხით ძა­ლი­ან გემ­რი­ელ სენდვი­ჩებს ვამ­ზა­დებ.პელ­მე­ნის სუ­პიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მომ­დის. სო­კოს ან ბოსტნე­უ­ლის ბუ­ლი­ო­ნის კუბს („გა­ლი­ნა ბლან­კა“) ვაგ­დებ წყლი­ან ქვაბ­ში და ვხარ­შავ პელ­მენს („ციმ­ბი­რულს“ ან „გურ­მანს“). მა­რილს სა­ნამ და­უ­მა­ტებთ, ჯერ გა­სინ­ჯეთ, რად­გან ბუ­ლი­ო­ნის კუ­ბე­ბი საკ­მა­ოდ მა­რი­ლი­ა­ნია. რო­დე­საც პელ­მე­ნი მო­ი­ხარ­შე­ბა, წვენ­თან ერ­თად ამო­ი­ღეთ ღრმა ჯამ­ში და ზე­მო­დან ერთი ცალი ყვე­ლის ფირ­ფი­ტა და­აგ­დეთ. ის მა­შინ­ვე ჩად­ნე­ბა და უგემ­რი­ე­ლე­სი პელ­მე­ნის წვნი­ა­ნი გა­მო­დის. ყვე­ლის ნაც­ვლად შე­გიძ­ლი­ათ არა­ჟა­ნი და პილ­პი­ლი და­ა­მა­ტოთ.

ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რომ პრო­დუქ­ტი შე­ფუ­თუ­ლი სა­ხით ვი­ყი­დო. ვიცი, რომ შე­ფუ­თუ­ლი სო­სი­სი, ყვე­ლი და სხვა რამ გა­ცი­ლე­ბით და­ცუ­ლი და უსაფრ­თხოა. თა­ნაც, მარ­ტი­ვად გა­რე­ცხავთ.

და­ბო­ლოს, მთა­ვა­რია, არ და­გა­ვი­წყდეთ დრო­დად­რო ჯინ­სის შარ­ვლის მო­ზომ­ვა. ნუ ენ­დო­ბით მზაკ­ვრულ პი­ჟა­მებს და ეცა­დეთ, არ გა­მოხ­ვი­დეთ სახ­ლი­დან და წყო­ბი­ლე­ბი­და­ნაც.

#დარ­ჩი­სახ­ლში

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tata
3

როგორ მომბეზრდა უკვე ეს ვითარება,აღარც მაღაზიაშიი ჩასვლა მინდა და აღარც აღარაფერი.

გივი
1

კარგია , როცა ფული გაქვს და არ განაღვლებს კარანტინში ყოფნა, ჩადი ლუდი , ძეხვეული , გემრიელი რაღაცეები იყიდე და ჩაუჯექი ფილმებს 

ავტორი:

კარანტინის დღიურიდან: რჩევები და ხრიკები იზოლაციით დატანჯულებისა და ჭამის მოყვარულებისთვის

კარანტინის დღიურიდან: რჩევები და ხრიკები იზოლაციით დატანჯულებისა და ჭამის მოყვარულებისთვის

ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ერთ დღესაც პრეაპოკალიფსურ ფილმში გაგეღვიძოს და სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდე. მაგალითად, როგორც ახლა. მთელი მსოფლიო ლას-ვეგასად გადაიქცა. არავინ მუშაობს, ყველა ფულს ხარჯავს, დღის ნებისმიერ ნაწილში სვამენ ალკოჰოლურ სასმელს და არავინ იცის, კვირის რომელი დღეა. ჩვენ ძალიან საპასუხისმგებლო მისია გვაკისრია. სამყარო უნდა გადავარჩინოთ სხვადასხვა დივანზე ჯდომით.

ამ ბლოგსაც დივანზე წამოგორებული ვწერ. დივანი ახლა ჩემი სამსახურია. ოფისის სკამთან შედარებით, კომფორტულია, მაგრამ პოზები თუ ხშირად არ ცვალე, ძალიან მოსაბეზრებელი ხდება. თუ სამსახურში სიარულის დროს ცხოვრების მჯდომარე

წესით ვიტანჯებოდი, ახლა ცხოვრების მწოლიარე წესი მაწუხებს. ამას წინათ სერიოზულად დავინტერესდი, ნეტავ რამდენ ხანში ჩნდება ნაწოლები?

ჰო, ვითომ საკუთარ სახლში ხარ, მაგრამ რად გინდა? საკუთარ საძინებელშიც ვერ შეხვალ პიჟამით. იქ ახლა ჩემი ქმრის სამსახურია. დღის პირველ ნახევარში სულ ონლაინთათბირზეა გამომჯდარი. არა, რად მინდოდა დირექტორი ქმარი? - გავყოლოდი კურიერს. მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ მომავლის პროფესია - კურიერი იქნებოდა?

ბავშვის ოთახში - სკოლაა. დღის პირველ ნახევარში ოჯახის წევრები სამზარეულოში, ლანჩზე ვხვდებით ერთმანეთს. საღამოობით, ჩემს ქმარს ნარდს ვეთამაშები სანაძლეოზე, თუ ვინ გადაყრის ნაგავს მეორე დღეს. ძაღლის ბედი აქვს. სულ დუშაშებს აგორებს. არადა, რომ გეკითხა, ნაგვის გადაყრა ჭირის დღესავით ეჯავრებოდა. ერთხელ გამომიცხადა, ნაგვის ტარებას ლოდების ზიდვა მირჩევნიაო. - ახლა შეუყვარდა?

ორ დღეში ერთხელ „ნიკორაში“ ჩასვლაზეც დისტანციურად ვჩხუბობდით, მაგრამ მერე ახალი წესი შემოვიღე: ვინც მაღაზიაში ჩავა, საჭმელიც მან უნდა გააკეთოს. ეგრევე დაყარა ფარ-ხმალი. მე მოგებულში დავრჩი. საჭმელი ასეც და ისეც მაინც ჩემი გასაკეთებელია. ასე რომ, სამართლიანად დავიმსახურე. თანაც, „ნიკორას“ ნახევარფაბრიკატების წყალობით ხშირად იოლას გავდივარ.

ვგიჟდები მაღაზიაში ჩასვლაზე. თავი სათავგადასავლო ფილმის გმირი მგონია. სახლიდან გასვლის წინ მთელი ეკიპირება რომ უნდა გაიარო: ნიღაბი, ფარი, ხელთათმანები. მაკიაჟის წასმაც არაა საჭირო.ლიფტს მოხრილი თითის ფალანგით ვიძახებ. ყველა კარს იდაყვებით და მუხლებით ვაღებ. მგონი მალე მობილურში იდაყვით სქროლვასაც დავამუღამებ.გარეთ გავედი და საკუთარი ნახშირორჟანგი ღრმად ჩავისუნთქე. რაც ამ ნიღაბ-რესპირატორების და ფარების ტარება დავიწყე, ნიორს და ხახვს აღარ ვჭამ. არადა, როგორ მომენატრა „ნიკორას“ ხაში, თავისი ნივრის საკაზმით.

მზიანი დღე იყო და დისტანცირებულ რიგში ჩავდექი. მეხუთე ვიყავი. ხელში წინასწარ ჩამოწერილი საყიდლების სია დავიკავე. ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ. სხვები რომ არ ვალოდინო რიგში, სიას წინასწარ ვწერ, შევდივარ და უცბად ვყრი კალათში, რისი ყიდვაც მინდა.უსაფრთხოების წესებს და რეკომენდაციებს აქაც მკაცრად იცავენ. ერთად მხოლოდ ორ ადამიანს უშვებენ. შესასვლელში დეზობარიერია, რაზეც ფეხები უნდა გაიწმინდო. იქვეა ხელთათმანები და ანტისეპტიკი. ნიღბის და ხელთათმანების გარეშე მაღაზიაში ვერ შეხვალ. ჩემი რიგი რომ მოვიდა, ფეხები დეზობარიერზე გავიწმინდე და სუპერგმირი „ფლეშივით“ ჩამოვუშხუილე დახლებს. ელვის სისწრაფით ვყრიდი კალათში პროდუქტებს.

ლუდი, ჩემი ქმრის საყვარელი მონადირული სოსისი და „კაიზერის“ ძეხვეულიც ავიღე. ბავშვისთვის ხაჭოს "ვარენიკი" ჩავაგდე კალათში. ძალიან უყვარს. უცბად მზადდება და გემრიელი და ნოყიერი ვახშამი გამოდის. „ციმბირული“ პელმენიც ავიღე. სოსისების, ძეხვებისა და ლუდის წყალობით ვაიძულებ ქმარს, საღამოობით ჩემთან ერთად სერიალ „სექსი დიდ ქალაქშის“ უყუროს. არ მიყვარს მარტოს რამის ყურება. თუ გინდათ, რომ მამაკაცს გააკეთებინოთ ნებისმიერი რამ, მისი საყვარელი ლუდით და ლუდზე მისაყოლებელი გემრიელობებით უნდა მოისყიდოთ. დამიჯერეთ, კარგად ნაცადი მეთოდია. თუ ხორცის პელმენსაც მოუხარშავთ, ჩათვალეთ, რომ მისი გული მოინადირეთ!

დილით, როცა დივანზე, სამსახურში მეჩქარება, შესაწვავ ხორცის ან ყველის ბლინებს ვწვავ. ესეც სწრაფი, გემრიელი და იდეალური საუზმეა ჩემთვის. კიდევ, ტოსტის პურით, ყველის ფირფიტებით და შაშხით ძალიან გემრიელ სენდვიჩებს ვამზადებ.პელმენის სუპიც არაჩვეულებრივი გამომდის. სოკოს ან ბოსტნეულის ბულიონის კუბს („გალინა ბლანკა“) ვაგდებ წყლიან ქვაბში და ვხარშავ პელმენს („ციმბირულს“ ან „გურმანს“). მარილს სანამ დაუმატებთ, ჯერ გასინჯეთ, რადგან ბულიონის კუბები საკმაოდ მარილიანია. როდესაც პელმენი მოიხარშება, წვენთან ერთად ამოიღეთ ღრმა ჯამში და ზემოდან ერთი ცალი ყველის ფირფიტა დააგდეთ. ის მაშინვე ჩადნება და უგემრიელესი პელმენის წვნიანი გამოდის. ყველის ნაცვლად შეგიძლიათ არაჟანი და პილპილი დაამატოთ.

ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პროდუქტი შეფუთული სახით ვიყიდო. ვიცი, რომ შეფუთული სოსისი, ყველი და სხვა რამ გაცილებით დაცული და უსაფრთხოა. თანაც, მარტივად გარეცხავთ.

დაბოლოს, მთავარია, არ დაგავიწყდეთ დროდადრო ჯინსის შარვლის მოზომვა. ნუ ენდობით მზაკვრულ პიჟამებს და ეცადეთ, არ გამოხვიდეთ სახლიდან და წყობილებიდანაც.

#დარჩისახლში

საქართველოში შექმნილი ფაგები, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს

„ტერასა ბაკურიანი“ აპარტამენტებზე 12%-მდე ფასდაკლებას და 30-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას გთავაზობთ

ყველაზე სწრაფი სესხი შენი ბიზნესისათვის!