საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო" - რეზი არველაძე ბავშვობაზე, ტყუპებსა და ფეხბურთზე
"დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო" - რეზი არველაძე ბავშვობაზე, ტყუპებსა და ფეხბურთზე

ტყუ­პი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი თა­ვად აღი­ა­რე­ბენ, რომ მათ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში უფ­როს­მა ძმამ რე­ზიმ დიდი როლი ითა­მა­შა. ახლა სა­კუ­თარ შვილს ზრდის - ვატო არ­ვე­ლა­ძე სხვა­დას­ხვა ასა­კის ნაკ­რებ­ში წარ­მა­ტე­ბით თა­მა­შობს.

ჩემი სა­გან­ძუ­რი

- ფეხ­ბურ­თი მა­მა­ჩემ­მა შე­მაყ­ვა­რა. ერთხელ, სა­ღა­მოს დარ­ბაზ­ში წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც მისი მე­გობ­რე­ბი მინი-ფეხ­ბურთს ძა­ლი­ან მაგ­რად თა­მა­შობ­დნენ. სახ­ლში ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ ზურა ყი­ფი­ა­ნი, მე­რაბ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, იგი­ვე მა­მუ­ლი­ჩა, ზაზა ბო­კე­რია, მიშა დაფ­ქვი­აშ­ვი­ლი, ლე­ვან ჭა­ჭი­აშ­ვი­ლი, ვა­ლე­რი კო­ბა­ხი­ძე, შო­თი­კა ჭე­იშ­ვი­ლი და სულ ფეხ­ბურთზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. რო­დე­საც ვკი­თხუ­ლობ­დი, მამა სა­დაა-მეთ­ქი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - მოს­კოვ­ში თა­სის ფი­ნალ­ზე, "დი­ნა­მოს" მატჩზეა ან მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზეო. მოკ­ლედ, ჩვე­ნი ოჯა­ხი ფეხ­ბურ­თით ცხოვ­რობ­და. ეზო­ში ხომ, თა­ვის­თა­ვად, სულ ვთა­მა­შობ­დით.

- დედა ამას რო­გორ იტან­და?

- ვერ იტან­და, მაგ­რამ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ფეხ­ბურ­თე­ლი გა­მო­ვი­დო­დი თუ ექი­მი? ვარ­ჯი­ში "ავა­ზა­ზე" და­ვი­წყე, გუნდს ვე­რის პარკში ზუ­რაბ მა­ი­სუ­რა­ძე ავარ­ჯი­შებ­და. ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გვყავ­და – ომარ თეთ­რა­ძე, გუ­ბაზ დო­ლი­ძე, როინ კერ­ძე­ვა­ძე, თე­მურ შა­ლამ­ბე­რი­ძე, გია გუ­ლი­აშ­ვი­ლი, ზაზა თურ­მა­ნი­ძე. მერე 35-ე სკო­ლის გუნდში გა­და­ვე­დით და სკო­ლას ვამ­თავ­რებ­დით, 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი რომ შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ - ვას­კა მა­ი­სუ­რა­ძე, ზაალ ქო­ჩ­ლა­ძე, მიშა ჩუ­ბი­ნი­ძე, მიშა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, გოჩა ჯა­მა­რა­უ­ლი. მაგ­რამ მერე ერთი წელი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფეხ­ბურთზე არც მივ­ლია, რად­გან ინ­სტი­ტუ­ტში ვა­ბა­რებ­დი და ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი.

- სწავ­ლას ამ­ხე­ლა დროს უთ­მობ­დი?

- 55-ე სკო­ლა­ში უს­წავ­ლე­ლო­ბა არ გა­მო­დი­ო­და და საკ­მა­ოდ კარ­გად და­ვამ­თავ­რე. მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც იმის ენერ­გია არ ჰქო­ნია, რომ მე­დალ­ზე ეს­წავ­ლა. ძა­ლი­ან კარ­გი კლა­სი მყავ­და. იქი­დან დამ­რჩა უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გობ­რე­ბი, ბი­ჭე­ბიც, გო­გო­ე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე ვი­ცხოვ­რე, რომ ძმო­ბა­ში არა­ვინ და­მი­კარ­გავს, გარ­დაც­ვლილ ბიჭს, ივა­ნიშ­ვილს თუ არ ჩავ­თვლით. მათი თავი ყვე­ლა სა­ფეხ­ბურ­თო რე­გა­ლი­ას, ტი­ტულ­სა და გა­მარ­ჯვე­ბას მირ­ჩევ­ნია. ესა ჩემი სა­გან­ძუ­რი.

- ბევ­რს ჩხუ­ბობ­დით?

- ვერ ვი­ტყვი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ჩხუ­ბა­რი ვი­ყა­ვი, დიდი წი­თუ­რი თმე­ბი უფრო გა­მო­მარ­ჩევ­და.

- შა­ტა­ლო­ზე ხში­რად და­დი­ო­დით?

- ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი შა­ტა­ლო გი­თხრათ? ჩემ ძმა­კაც­თან, შაკო გარ­და­ფხა­ძეს­თან მი­ვე­დით და პირ­ვე­ლად ვნა­ხე "უჟა­სი" და ნა­ხევ­რად სა­სიყ­ვა­რუ­ლი ფილ­მი. აზ­რზე მოდი, ვი­დეო ვი­ქი­რა­ვეთ! დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ ვი­ყა­ვი. მა­შინ მო­ბი­ლუ­რე­ბი არ იყო და უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რე­ბი ვერ გვპო­უ­ლობ­დნენ.

- გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­მე­ლი საგ­ნე­ბი მოგ­წონ­და?

- ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლე­ბი. მაგ­რამ ქი­მი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. კვი­რა­ში ერთხელ თუ ვვარ­ჯი­შობ­დი. ბავ­შო­ბი­დან მა­თე­მა­ტი­კა მარ­გად ვი­ცო­დი, რად­გან ბან­ქოს თა­მა­ში გათ­ვლებს გას­წავ­ლის. ჭად­რაკ­ზეც დავ­დი­ო­დი. ქი­მი­ა­ში კი მომ­ზა­დე­ბა დამ­ჭირ­და და მაგ­რად ვის­წავ­ლე. მა­გი­დის ჩოგ­ბურთზე არ შევ­სულ­ვარ, თუმ­ცა კარ­გად ვთა­მა­შობ­დი. ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი თუ გა­მო­მე­კი­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვო­ბი­დან მი­ზე­ზი მო­მი­ძებ­ნოს, "მა­ზი­ა­ნე­ბი" მაქვს მო­გე­ბუ­ლი და გა­და­სა­ხა­დებს ვმა­ლავ­დი.

- ახ­ლაც თა­მა­შობ?

- მხო­ლოდ 18 წლამ­დე. მერე ამის­თვის ვის ეცა­ლა.

"ტყუ­ი­ლია, სულ მდიდ­რე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ"

- ხი­ლი­ან­ზე ცხოვ­რობ­დი და ვა­კე­ში რა­ტომ სწავ­ლობ­დი?

- ხი­ლი­ან­ზე მერე გა­და­ვე­დით. თა­ვი­დან "პლე­ხა­ნოვ­ზე" პა­ტა­რა ორო­თა­ხი­ა­ნი სახ­ლი გვქონ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა ვერ ვე­ტე­ო­დით. ამი­ტომ, ხში­რად მიწ­ვე­და ვა­კე­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ან დე­და­ჩე­მის მა­მი­დებ­თან ცხოვ­რე­ბა და 1975 წელს 55-ე სკო­ლა­შიც ამი­ტომ შე­მიყ­ვა­ნეს. დე­დის მხრი­დან ბა­ბუა ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის, სიკო დო­ლი­ძის ძმა ბო­რი­სი იყო.

- და ორ ოთახ­ში ცხოვ­რობ­დით?!

- დიახ, ასე იყო. "პლე­ხა­ნოვ­ზე" მარ­ტო ჩვენ კი არ ვი­ყა­ვით - მა­მა­ჩე­მის მშობ­ლე­ბი და მა­მი­და­ჩე­მის ოჯა­ხი ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. მა­გა­რი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: ერთი ხა­ნო­ბა, დი­დუ­ბე­ში გა­და­ვე­დით. ამ დროს, უკვე "დი­ნა­მო­შიც" ვთა­მა­შობ­დი, 140 მა­ნე­თი ხელ­ფა­სი და­მი­ნიშ­ნეს. პირ­ველ კურ­სზეც ვი­ყა­ვი, სტი­პენ­დი­ა­საც ვი­ღებ­დი და ჯი­ბის ფუ­ლიც მქონ­და. დე­და­ჩემ­ზე მეტი ხელ­ფა­სიც მქონ­და და მა­მა­ჩემ­ზეც. დი­დუ­ბე­შიც პა­ტა­რა სახ­ლი გვქონ­და და მო­რი­გე­ო­ბით, ერთი ჩვენ­გა­ნი "ლეჟან­კა­ზე" უნდა და­წო­ლი­ლი­ყო. ერთი, ტყუ­პებს კი­თხე, სა­წო­ლის გაც­ვლა­ში რამ­დე­ნი "თუ­მა­ნი" აქვთ აღე­ბუ­ლი? მა­ტყა­ვებ­დნენ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

მაგარი ოჯახისშვილები, რომ ხართ და კარგი დედ-მამის აღზრდილები ამიტომ ხართ მაგარი კაცები, გაიხარეთ!!!

დათო
21

მოკლედ ძველი ბიჭები ყოფილხართ ყოჩაღ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო" - რეზი არველაძე ბავშვობაზე, ტყუპებსა და ფეხბურთზე

"დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო" - რეზი არველაძე ბავშვობაზე, ტყუპებსა და ფეხბურთზე

ტყუპი არველაძეები თავად აღიარებენ, რომ მათ ჩამოყალიბებაში უფროსმა ძმამ რეზიმ დიდი როლი ითამაშა. ახლა საკუთარ შვილს ზრდის - ვატო არველაძე სხვადასხვა ასაკის ნაკრებში წარმატებით თამაშობს.

ჩემი საგანძური

- ფეხბურთი მამაჩემმა შემაყვარა. ერთხელ, საღამოს დარბაზში წამიყვანა, სადაც მისი მეგობრები მინი-ფეხბურთს ძალიან მაგრად თამაშობდნენ. სახლში ხშირად მოდიოდნენ ზურა ყიფიანი, მერაბ მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, ზაზა ბოკერია, მიშა დაფქვიაშვილი, ლევან ჭაჭიაშვილი, ვალერი კობახიძე, შოთიკა ჭეიშვილი და სულ ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ. როდესაც ვკითხულობდი, მამა სადაა-მეთქი, მეუბნებოდნენ - მოსკოვში თასის ფინალზე, "დინამოს" მატჩზეა ან მსოფლიოს ჩემპიონატზეო. მოკლედ, ჩვენი ოჯახი ფეხბურთით ცხოვრობდა. ეზოში ხომ, თავისთავად, სულ ვთამაშობდით.

- დედა ამას როგორ იტანდა?

- ვერ იტანდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ფეხბურთელი გამოვიდოდი თუ ექიმი? ვარჯიში "ავაზაზე" დავიწყე, გუნდს ვერის პარკში ზურაბ მაისურაძე ავარჯიშებდა. ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა – ომარ თეთრაძე, გუბაზ დოლიძე, როინ კერძევაძე, თემურ შალამბერიძე, გია გულიაშვილი, ზაზა თურმანიძე. მერე 35-ე სკოლის გუნდში გადავედით და სკოლას ვამთავრებდით, 1971 წელს დაბადებულები რომ შემოგვიერთდნენ - ვასკა მაისურაძე, ზაალ ქოჩლაძე, მიშა ჩუბინიძე, მიშა ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული. მაგრამ მერე ერთი წელი, ფაქტობრივად, ფეხბურთზე არც მივლია, რადგან ინსტიტუტში ვაბარებდი და ვმეცადინეობდი.

- სწავლას ამხელა დროს უთმობდი?

- 55-ე სკოლაში უსწავლელობა არ გამოდიოდა და საკმაოდ კარგად დავამთავრე. მაგრამ ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, რომელსაც იმის ენერგია არ ჰქონია, რომ მედალზე ესწავლა. ძალიან კარგი კლასი მყავდა. იქიდან დამრჩა უსაყვარლესი მეგობრები, ბიჭებიც, გოგოები. საბედნიეროდ, ისე ვიცხოვრე, რომ ძმობაში არავინ დამიკარგავს, გარდაცვლილ ბიჭს, ივანიშვილს თუ არ ჩავთვლით. მათი თავი ყველა საფეხბურთო რეგალიას, ტიტულსა და გამარჯვებას მირჩევნია. ესა ჩემი საგანძური.

- ბევრს ჩხუბობდით?

- ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული მოჩხუბარი ვიყავი, დიდი წითური თმები უფრო გამომარჩევდა.

- შატალოზე ხშირად დადიოდით?

- ყველაზე დასამახსოვრებელი შატალო გითხრათ? ჩემ ძმაკაცთან, შაკო გარდაფხაძესთან მივედით და პირველად ვნახე "უჟასი" და ნახევრად სასიყვარული ფილმი. აზრზე მოდი, ვიდეო ვიქირავეთ! დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. მაშინ მობილურები არ იყო და უბნის ინსპექტორები ვერ გვპოულობდნენ.

- განსაკუთრებით, რომელი საგნები მოგწონდა?

- ჰუმანიტარულები. მაგრამ ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. კვირაში ერთხელ თუ ვვარჯიშობდი. ბავშობიდან მათემატიკა მარგად ვიცოდი, რადგან ბანქოს თამაში გათვლებს გასწავლის. ჭადრაკზეც დავდიოდი. ქიმიაში კი მომზადება დამჭირდა და მაგრად ვისწავლე. მაგიდის ჩოგბურთზე არ შევსულვარ, თუმცა კარგად ვთამაშობდი. ანტიკორუფციული თუ გამომეკიდება, შეიძლება, ბავშვობიდან მიზეზი მომიძებნოს, "მაზიანები" მაქვს მოგებული და გადასახადებს ვმალავდი.

- ახლაც თამაშობ?

- მხოლოდ 18 წლამდე. მერე ამისთვის ვის ეცალა.

"ტყუილია, სულ მდიდრები არ ვყოფილვართ"

- ხილიანზე ცხოვრობდი და ვაკეში რატომ სწავლობდი?

- ხილიანზე მერე გადავედით. თავიდან "პლეხანოვზე" პატარა ოროთახიანი სახლი გვქონდა. ბუნებრივია, ყველა ვერ ვეტეოდით. ამიტომ, ხშირად მიწვედა ვაკეში, ბებია-ბაბუასთან ან დედაჩემის მამიდებთან ცხოვრება და 1975 წელს 55-ე სკოლაშიც ამიტომ შემიყვანეს. დედის მხრიდან ბაბუა ცნობილი რეჟისორის, სიკო დოლიძის ძმა ბორისი იყო.

- და ორ ოთახში ცხოვრობდით?!

- დიახ, ასე იყო. "პლეხანოვზე" მარტო ჩვენ კი არ ვიყავით - მამაჩემის მშობლები და მამიდაჩემის ოჯახი ერთად ვცხოვრობდით. მაგარი ამბავი გამახსენდა: ერთი ხანობა, დიდუბეში გადავედით. ამ დროს, უკვე "დინამოშიც" ვთამაშობდი, 140 მანეთი ხელფასი დამინიშნეს. პირველ კურსზეც ვიყავი, სტიპენდიასაც ვიღებდი და ჯიბის ფულიც მქონდა. დედაჩემზე მეტი ხელფასიც მქონდა და მამაჩემზეც. დიდუბეშიც პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო. ერთი, ტყუპებს კითხე, საწოლის გაცვლაში რამდენი "თუმანი" აქვთ აღებული? მატყავებდნენ. წაიკითხეთ სრულად