სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი პირების ყალბი "ფეისბუქ"-გვერდები და "ოცნების" მხარდაჭერა რუსული პორტალებიდან - კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული 800-მდე ანგარიში დაიბლოკა
ცნობილი პირების ყალბი "ფეისბუქ"-გვერდები და "ოცნების" მხარდაჭერა რუსული პორტალებიდან - კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული 800-მდე ანგარიში დაიბლოკა

სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა "ფე­ის­ბუქ­მა" ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი არა­ავ­თენ­ტუ­რი "ფე­ის­ბუქ"-ან­გა­რი­ში დაბ­ლო­კა.

ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სა­ერ­თო ჯამ­ში, ქარ­თულ სივ­რცე­ში წა­ი­შა­ლა 943 ან­გა­რი­ში (ფე­ი­ჯი, პრო­ფი­ლი, ჯგუ­ფი, ინ­სტაგ­რა­მის ან­გა­რი­ში). მათ­გან 790 და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ქარ­თულ მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცია "ეSპერ­სო­ნას­თან", ხოლო 153 "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან".

"ამ აქ­ტი­ვო­ბის უკან მდგა­რი პი­რე­ბი ყალბ ან­გა­რი­შებს იყე­ნებ­დნენ, რათა შე­ექ­მნათ ფიქ­ტი­უ­რი პერ­სო­ნე­ბი, თავი გა­ე­სა­ღე­ბი­ნათ ოპო­ზი­ცი­ურ ლი­დე­რე­ბად და ად­გი­ლობ­რი­ვი ჯან­დაც­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბად, ემარ­თათ ჯგუ­ფე­ბი და გვერ­დე­ბი და თა­ვი­ან­თი კონ­ტენ­ტი იმა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლად წარ­მო­ე­ჩი­ნათ, ვიდ­რე არის.

ქსე­ლის უკან მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი კუ­რი­რებ­დნენ გვერ­დებ­საც (რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რე­ბელ­თა პრო­ფი­ლებს ჰგავ­და, იყე­ნებ­დნენ ყალბ სა­ხე­ლებს და პრო­ფი­ლის სუ­რა­თებს), რათა და­ე­პოს­ტათ და გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი კონ­ტენ­ტი, ასე­ვე, თა­ვი­დან აე­რი­დე­ბი­ნათ მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და წაშ­ლა. გვერ­დე­ბის ნა­წი­ლი პო­ზი­ცი­ო­ნი­რებ­და რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მო­ცე­მა. გვერ­დე­ბის ად­მი­ნე­ბი და ან­გა­რი­შე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი ტი­პი­უ­რად, სა­ში­ნაო სა­კი­თხებ­ზე ნი­უ­სე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ პოს­ტავ­დნენ - რო­გო­რი­ცაა არ­ჩევ­ნე­ბი, მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი.

ასევე დაგაინტერესებთ
16:46 / 23-12-2019

რატომ გააუქმა "ფეისბუქმა" ათობით ქართული გვერდი - ვინ გადაურჩა და ვინ ვერ გადაურჩა "ფეისბუქ წმენდას"

11:06 / 06-05-2020

შენიღბული "ფეისბუქ" გვერდები და ყალბი ანგარიშები - "ფეისბუქმა" საქართველოში "სპუტნიკის" ქსელი გააუქმა

15:36 / 06-05-2020

"ნაცმოძრაობა" - ყალბი ინფორმაციის წყაროები ნაცვლიშვილის, ყანდიაშვილის და რამიშვილის ავტორობით, რუსეთი და "ქართული ოცნება“ არიან

17:59 / 06-05-2020

"მიკვირს... კოკა ყანდიაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში არაერთხელ მყავს ნანახი" - დიმიტრი ცქიტიშვილი მდინარაძის განცხადებაზე

18:15 / 06-05-2020

კოკა ყანდიაშვილი მასთან დაკავშირებული ფეისბუქ-ანგარიშების წაშლას განცხადებით ეხმაურება

ასე­ვე, აკ­რი­ტი­კებ­დნენ ოპო­ზი­ცი­ას, ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ად­გი­ლობ­რივ აქ­ტი­ვის­ტებს. სულ ახ­ლა­ხანს, ამ ქსელ­მა გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლა გა­ა­ზი­ა­რა COVID-19-ის შე­სა­ხებ, მათ შო­რის პოს­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გამო, ჩვე­ნი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით წა­ი­შა­ლა" - ნათ­ქვა­მია "ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცია "ეSპერ­სო­ნა", რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 800-მდე ან­გა­რი­ში წა­შა­ლა "ფე­ის­ბუქ­მა", წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის და "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კონ­სულ­ტან­ტის კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

ის თუ რო­გორ იყე­ნებ­და ყან­დი­აშ­ვი­ლის პლატ­ფორ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელს სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად, "ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ციფ­რუ­ლი კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის" (DFRLab) ვრცელ კვლე­ვა­შია ნაჩ­ვე­ნე­ბი, რო­მე­ლიც ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა და AMBEBI.GE მის ქარ­თულ თარ­გმანს გთა­ვა­ზობთ.

  • "ეSპერ­სო­ნა" და კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლი

"ეSპერ­სო­ნას" ვებ-სა­იტ­ზე დაყ­რდნო­ბით, ეს მე­დია პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც ერთ სივ­რცე­ში აერ­თი­ა­ნებს პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ჯა­რო ფი­გუ­რე­ბის პრო­ფი­ლებ­სა და „ცხელ“ ნი­უ­სებს, აშუ­ქებს პო­ლი­ტი­კას, ბიზ­ნეს­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ვებ-სა­იტს ცალ­კე სექ­ცია აქვს, რო­მელ­ზეც გან­თავ­სე­ბუ­ლია რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე - უცხო­ე­ლი ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, "სე­ლებ­რი­თე­ბის" და სპორ­ტის ვარ­სკვლა­ვე­ბის პრო­ფი­ლე­ბი.

"ეSპერ­სო­ნას" მფლო­ბე­ლი კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლია. ამ ვებ-სა­ი­ტი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­სის თა­ნახ­მად, 2013 წლის აპ­რი­ლი­დან დე­კემ­ბრამ­დე, ყან­დი­აშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ქვეშ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი იყო. ამის შემ­დეგ ის მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის კონ­სულ­ტან­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ვი­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში.

ახ­ლა­ხანს, მისი სა­ხე­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს "ტრო­ლე­ბის ქარ­ხა­ნას­თან", მას შემ­დეგ, რაც ლო­კა­ლურ­მა მე­დი­ამ და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მისი, რო­გორც ამ ქარ­ხნის ხელ­მძღვა­ნე­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, თუმ­ცა ყან­დი­აშ­ვი­ლი გა­მუდ­მე­ბით უარ­ყოფ­და მის კავ­შირს "ტრო­ლე­ბის ქარ­ხა­ნას­თან". "ფე­ის­ბუქ­მა" ყან­დი­აშ­ვი­ლის პი­რა­დი ან­გა­რი­შიც წა­შა­ლა, ისე­ვე, რო­გორც გვერ­დი მისი სა­ხე­ლით (რო­მელ­საც თა­ვად­ვე მარ­თავ­და) და ჯგუ­ფე­ბი (რო­მელ­თაც ასე­ვე თა­ვად­ვე მარ­თავ­და).

"ფე­ის­ბუქ­მა" წა­შა­ლა ყან­დი­აშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნონა ყან­დი­აშ­ვი­ლის პი­რა­დი ან­გა­რი­შიც, რო­მე­ლიც 2012-2017 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის პრეს-ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და.

კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლის "ეს­პერ­სო­ნა" "ფე­ის­ბუქ­ზე" მი­ნი­მუმ 8 გვერდს მარ­თავ­და. ამ გვერ­დე­ბის მო­წო­ნე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა კი, და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 იყო. ზოგი გვერ­დი კონ­ტენტს „ეს­პერ­სო­ნას“ ვებ-სა­ი­ტი­დან აზი­ა­რებ­და, თუმ­ცა ზოგს ნუ­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბა ჰქონ­და. DFRLab-ის ანა­ლი­ზის თა­ნახ­მად, „ეს­პერ­სო­ნას“ 8-იდან 7 გვერ­დი „ფე­ის­ბუქ“ ჯგუ­ფებ­საც მარ­თავ­და.

  • ფე­ის­ბუქ-გვერ­დე­ბი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის ან თა­ვის სხვად გა­სა­ღე­ბის­თვის

გვერ­დე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ი­სა და აქ­ტი­ვის­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით მოქ­მე­დებ­და. ამათ­გან, თავ­და­პირ­ვე­ლი გვერ­დე­ბი­დან ყვე­ლა 2018 წელს შე­იქ­მნა, დუბ­ლი­კა­ტე­ბი კი 2019 წლის 29 და 30 ივ­ლისს გა­კეთ­და.

წაშ­ლი­ლი გვერ­დე­ბი­დან ზოგს იდენ­ტუ­რი და­სა­ხე­ლე­ბა ჰქონ­და, URL-ში კი მხო­ლოდ მცი­რე გან­სხვა­ვე­ბა იყო. 2018 წელს შექ­მნი­ლი გვერ­დე­ბის „ფო­ლო­უ­ე­რე­ბის“ რა­ო­დე­ნო­ბა 11-დან 40 ათა­სამ­დე აღ­წევ­და, 2019 წელს შექ­მნილ დუბ­ლი­კა­ტებს კი დაბ­ლოკ­ვის დრო­ის­თვის მხო­ლოდ 300-დან 600 „ფო­ლო­უ­ე­რი“ ჰყავ­და.

ქსე­ლი ასე­ვე მო­ი­ცავს გვერ­დებს ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბით. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და COVID-19-ის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, მა­შინ, რო­დე­საც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რამ­დე­ნი­მე ექი­მი­სა და ვირუ­სო­ლო­გის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ყო­ველ­დღი­უ­რად ავ­რცე­ლებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ნდო­ბა გა­უჩ­ნდათ.

ასე­თი ან­გა­რი­შე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, ცდი­ლობ­დნენ, რომ მო­მა­ვალ­ში ეს გვერ­დე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­წო­დე­ბელ წყა­როდ გა­ე­ხა­დათ. ერთ-ერთი წაშ­ლი­ლი გვერ­დი ლე­ვან რა­ტი­ა­ნის სა­ხე­ლის მით­ვი­სე­ბას ცდი­ლობ­და, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია.

გვერ­დი ლე­ვან რა­ტი­ა­ნის სა­ხე­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებ­და სი­ახ­ლე­ებს, მათ შო­რის პი­რა­დი სტა­ტუ­სე­ბის სა­ხით.

DFRLab-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, კი­დევ ერთი გვერ­დი კი თით­ქოს, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერს, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. გვერ­დზე ნათ­ქვა­მი იყო, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებ­და სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს იმ მიზ­ნით და­ი­წე­რა, რომ მე­რა­ბიშ­ვილს მარ­თლაც ეთ­ქვა უარი პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, ან მის მხარ­დამ­ჭე­რებს გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი გა­და­წუ­რო­დათ. გვერ­დზე ასე­ვე მო­ცე­მუ­ლი იყო "ტვი­ტე­რის" ყალ­ბი ან­გა­რი­ში, თუმ­ცა ეს ბმუ­ლი "ტვი­ტერ­ზე" სა­ერ­თოდ არ გა­და­დი­ო­და.

  • არა­ავ­თენ­ტუ­რი გვერ­დე­ბი და ყალ­ბი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი

DFRLab-მა "ეს­პერ­სო­ნას" 269 წაშ­ლი­ლი გვერ­დის ანა­ლი­ზი გა­ა­კე­თა. ქსელ­ში შე­მა­ვა­ლი ზოგი მათ­გა­ნი გარე სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლებს ეკუთ­ვნო­და. „ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ციფ­რუ­ლი კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ“ ასე­თი 14 პორ­ტა­ლი და­ით­ვა­ლა, რო­მელ­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი „ფე­ის­ბუქ­მა“ წა­შა­ლა.

ამ 14 გვერ­დის „ფო­ლო­უ­ე­რე­ბის“ სა­ერ­თო ჯამი მცი­რედ აღე­მა­ტე­ბო­და 8 400-ს, თი­თო­ე­უ­ლის 67-დან 5 900-მდე მერ­ყე­ობ­და. ეს გარე სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლე­ბი ძი­რი­თა­დად პრო-სამ­თავ­რო­ბო კონ­ტენტს აზი­ა­რებ­დნენ და მა­სა­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი იყო. ასე­ვე, მათი კონ­ტენ­ტი სხვა­დას­ხვა ისეთ ჯგუფ­ში ვრცელ­დე­ბო­და, რაც „ფე­ის­ბუქ­მა“ ასე­ვე დაბ­ლო­კა.

DFRLab-მა ამ­გვა­რი გვერ­დე­ბის შექ­მნის თა­რი­ღე­ბი შე­ა­მოწ­მა. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ერთ დღეს - 2019 წლის 27 მა­ისს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი 2019 წლის ივ­ნი­სის ბო­ლოს შე­იქ­მნა. ასე­ვე, გარე ვებ-სა­ი­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ერთ დღეს - 2019 წლის 12 მა­ისს შე­იქ­მნა.

კვლე­ვა­ში ასე­ვე მო­ცე­მუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია 90 "ფე­ის­ბუქ"-გვერ­დის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც ფე­იჯ­ზე არა­ნა­ი­რი აქ­ტი­ვო­ბა არ ჰქონ­დათ, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რებ­დნენ კონ­ტენტს მათ მი­ერ­ვე მარ­თულ ჯგუ­ფებ­ში. ზოგი ასე­თი გვერ­დი ჯგუ­ფებ­ში მხო­ლოდ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი გარე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მა­სა­ლებს აზი­ა­რებ­და.

არა­ავ­თენ­ტუ­რი ქსე­ლი ასე­ვე მო­ი­ცავ­და ათო­ბით ნაკ­ლე­ბად პო­ლი­ტი­კურ გვერდს, რომ­ლე­ბიც ფილ­მებს, ფეხ­ბურთს, გარ­თო­ბას, სა­სიყ­ვა­რუ­ლო თე­მა­ტი­კას ეძღვნე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ ნაკ­ლე­ბად პო­ლი­ტი­კუ­რი ბუ­ნე­ბის გამო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა გვერ­დებ­თან შე­და­რე­ბით უფრო ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ე­ბი ჰყავ­დათ. ისი­ნი შე­საძ­ლოა, აუ­დი­ტო­რი­ის ზრდის ეტაპ­ზე იყ­ვნენ, „ფო­ლო­უ­ე­რე­ბის“ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მო­ზიდ­ვის პრო­ცეს­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტენ­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე გა­და­ვი­დოდ­ნენ.

  • არა­ავ­თენ­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი

„ფე­ის­ბუქ­მა“ ასე­ვე წა­შა­ლა 99 ჯგუ­ფი, რო­მელ­თაც არა­ავ­თენ­ტურ ქსელ­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი მარ­თავ­დნენ. ამ ჯგუ­ფებ­ში გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი კონ­ტენ­ტი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, ნი­უ­სე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, რე­ლი­გი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, ჯგუ­ფე­ბის ნა­წილს რამ­დე­ნი­მე ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ჰყავ­და, ნამ­დვი­ლი პი­რე­ბის, ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბის და გვერ­დე­ბის ჩათ­ვლით. "ეს­პერ­სო­ნას" და უკვე მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი გარე სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლე­ბის პრო-სამ­თავ­რო­ბო და ანტი-ოპო­ზი­ცი­უ­რი კონ­ტენ­ტი ჯგუ­ფებ­ში მუდ­მი­ვად ვრცელ­დე­ბო­და. „ფე­ის­ბუქ­მა“ ასე­ვე წა­შა­ლა ზოგი ისე­თი პი­რის პი­რა­დი ან­გა­რი­შე­ბი, ვინც და­კავ­ში­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ რო­გორც „ეს­პერ­სო­ნას­თან“, ასე­ვე, გარე სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლებ­თან, და რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ კონ­ტენტს ჯგუ­ფებ­ში აზი­ა­რებ­დნენ.

DFRLab-მა ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ზო­გი­ერთ წაშ­ლილ ჯგუფ­ში, კონ­ტენ­ტი რე­გუ­ლა­რუ­ლად იდე­ბო­და რუ­სუ­ლი დო­მე­ი­ნის მქო­ნე ორი სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი­დან: Geoposts1.ru და Informaciebia.ru-დან. რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამ ვებ-სა­ი­ტე­ბის სტა­ტი­ე­ბის ბმულ­ზე გა­დას­ვლას ცდი­ლობ­და, ბმუ­ლებს ის ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­დაჰ­ყავ­და სხვა რუ­სულ „სა­ინ­ფორ­მა­ციო“ ვებ-სა­ი­ტებ­ზე - Debatnews.ru-ზე და todaynewss.ru-ზე. ორი­ვე მათ­გა­ნი ამ­ბებს სენ­სა­ცი­უ­რი, თვალ­ში­სა­ცე­მი ქარ­თუ­ლი სა­თა­უ­რე­ბით აქ­ვეყ­ნებს. ვებ-სა­ი­ტე­ბი ძი­რი­თა­დად, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბილ კონ­ტენტს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

ამ სა­ი­ტე­ბის დი­ზა­ი­ნი თით­ქმის იდენ­ტუ­რია, ძა­ლი­ან წა­ა­გავს მა­სა­ლე­ბიც. ამ­დე­ნი ერ­თნა­ი­რი ვებ-სა­ი­ტე­ბის მარ­თვის ნამ­დვი­ლი მი­ზა­ნი ცნო­ბი­ლი არაა, თუმ­ცა ვი­ზი­ტო­რე­ბის გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, ნახ­ვე­ბი­სა და რეკ­ლა­მებ­ზე „კლი­კე­ბის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, მეტი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის კარ­გი წყა­როა.

ნა­ხეთ "ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ციფ­რუ­ლი კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის" (DFRLab) კვლე­ვა ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუგა
93

ოცნებას გაყალბებით და მოტყუებით თუ შეძლებენ გამარჯვებას როგორც ყოველთვის 2012 დან დაწყებული აფერისტობით იმარჯვებენ მშიერი ხალხი კიდე ხმებს ყიდის კარტოფილზე ტფუი

Tata
28

Wow, მაგრად უმუშავია ბატონ კოკას:)) წაიღეს ტვინი ამ უაზრო პროპაგანდებით და ურჯულო მკვლელი რუსეთის გაპიარებით. დავისვენოთ იქნებ ცოტახანს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ცნობილი პირების ყალბი "ფეისბუქ"-გვერდები და "ოცნების" მხარდაჭერა რუსული პორტალებიდან - კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული 800-მდე ანგარიში დაიბლოკა

ცნობილი პირების ყალბი "ფეისბუქ"-გვერდები და "ოცნების" მხარდაჭერა რუსული პორტალებიდან - კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული 800-მდე ანგარიში დაიბლოკა

სოციალურმა ქსელმა "ფეისბუქმა" ქართულ ინტერნეტსივრცეში რამდენიმე ასეული არაავთენტური "ფეისბუქ"-ანგარიში დაბლოკა.

ამის შესახებ "ფეისბუქის“ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომლის თანახმადაც საერთო ჯამში, ქართულ სივრცეში წაიშალა 943 ანგარიში (ფეიჯი, პროფილი, ჯგუფი, ინსტაგრამის ანგარიში). მათგან 790 დაკავშირებული იყო ქართულ მედია ორგანიზაცია "ეSპერსონასთან", ხოლო 153 "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან".

"ამ აქტივობის უკან მდგარი პირები ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ, რათა შეექმნათ ფიქტიური პერსონები, თავი გაესაღებინათ ოპოზიციურ ლიდერებად და ადგილობრივი ჯანდაცვის თანამდებობის პირებად, ემართათ ჯგუფები და გვერდები და თავიანთი კონტენტი იმაზე პოპულარულად წარმოეჩინათ, ვიდრე არის.

ქსელის უკან მყოფი ადამიანები კურირებდნენ გვერდებსაც (რომლებიც მომხმარებელთა პროფილებს ჰგავდა, იყენებდნენ ყალბ სახელებს და პროფილის სურათებს), რათა დაეპოსტათ და გაევრცელებინათ თავიანთი კონტენტი, ასევე, თავიდან აერიდებინათ მათი იდენტიფიცირება და წაშლა. გვერდების ნაწილი პოზიციონირებდა როგორც დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოცემა. გვერდების ადმინები და ანგარიშების მფლობელები ტიპიურად, საშინაო საკითხებზე ნიუსებისა და პოლიტიკური საკითხების შესახებ პოსტავდნენ - როგორიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, თანამდებობის პირები.

ასევე, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას, ჟურნალისტებსა და ადგილობრივ აქტივისტებს. სულ ახლახანს, ამ ქსელმა გარკვეული მასალა გააზიარა COVID-19-ის შესახებ, მათ შორის პოსტები, რომელიც ჯანდაცვის სფეროში დეზინფორმაციის გამო, ჩვენი წესების მიხედვით წაიშალა" - ნათქვამია "ფეისბუქის“ ოფიციალურ განცხადებაში.

მედია ორგანიზაცია "ეSპერსონა", რომელთან დაკავშირებული 800-მდე ანგარიში წაშალა "ფეისბუქმა", წარსულში ცნობილი ტელეწამყვანის და "ოცნების" ხელისუფლებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტის კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება.

ის თუ როგორ იყენებდა ყანდიაშვილის პლატფორმა სოციალურ ქსელს სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად, "ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის" (DFRLab) ვრცელ კვლევაშია ნაჩვენები, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა და AMBEBI.GE მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

  • "ეSპერსონა" და კოკა ყანდიაშვილი

"ეSპერსონას" ვებ-საიტზე დაყრდნობით, ეს მედია პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს პოპულარული საჯარო ფიგურების პროფილებსა და „ცხელ“ ნიუსებს, აშუქებს პოლიტიკას, ბიზნესსა და საზოგადოებას. ვებ-საიტს ცალკე სექცია აქვს, რომელზეც განთავსებულია როგორც ქართველი, ისე - უცხოელი ცნობილი პოლიტიკოსების, "სელებრითების" და სპორტის ვარსკვლავების პროფილები.

"ეSპერსონას" მფლობელი კოკა ყანდიაშვილია. ამ ვებ-საიტისა და პრემიერ-მინისტრის ოფისის თანახმად, 2013 წლის აპრილიდან დეკემბრამდე, ყანდიაშვილი "ქართული ოცნების" პარტიის ხელმძღვანელობის ქვეშ, საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. ამის შემდეგ ის მთავრობის კანცელარიის კონსულტანტის პოზიციაზე გადავიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

ახლახანს, მისი სახელი დაკავშირებული იყო საქართველოს "ტროლების ქარხანასთან", მას შემდეგ, რაც ლოკალურმა მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მისი, როგორც ამ ქარხნის ხელმძღვანელის იდენტიფიცირება მოახდინეს, თუმცა ყანდიაშვილი გამუდმებით უარყოფდა მის კავშირს "ტროლების ქარხანასთან". "ფეისბუქმა" ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც წაშალა, ისევე, როგორც გვერდი მისი სახელით (რომელსაც თავადვე მართავდა) და ჯგუფები (რომელთაც ასევე თავადვე მართავდა).

"ფეისბუქმა" წაშალა ყანდიაშვილის ყოფილი მეუღლის, ნონა ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც, რომელიც 2012-2017 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრეს-ოფისის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კი თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გახდა.

კოკა ყანდიაშვილის "ესპერსონა" "ფეისბუქზე" მინიმუმ 8 გვერდს მართავდა. ამ გვერდების მოწონების საერთო რაოდენობა კი, დაახლოებით 40 000 იყო. ზოგი გვერდი კონტენტს „ესპერსონას“ ვებ-საიტიდან აზიარებდა, თუმცა ზოგს ნულოვანი აქტივობა ჰქონდა. DFRLab-ის ანალიზის თანახმად, „ესპერსონას“ 8-იდან 7 გვერდი „ფეისბუქ“ ჯგუფებსაც მართავდა.

  • ფეისბუქ-გვერდები დისკრედიტაციისთვის ან თავის სხვად გასაღებისთვის

გვერდები პოლიტიკური ოპოზიციისა და აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებდა. ამათგან, თავდაპირველი გვერდებიდან ყველა 2018 წელს შეიქმნა, დუბლიკატები კი 2019 წლის 29 და 30 ივლისს გაკეთდა.

წაშლილი გვერდებიდან ზოგს იდენტური დასახელება ჰქონდა, URL-ში კი მხოლოდ მცირე განსხვავება იყო. 2018 წელს შექმნილი გვერდების „ფოლოუერების“ რაოდენობა 11-დან 40 ათასამდე აღწევდა, 2019 წელს შექმნილ დუბლიკატებს კი დაბლოკვის დროისთვის მხოლოდ 300-დან 600 „ფოლოუერი“ ჰყავდა.

ქსელი ასევე მოიცავს გვერდებს ოპოზიციის ლიდერებისა და ჯანდაცვის თანამდებობის პირების სახელებით. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, მაშინ, როდესაც ქართულ საზოგადოებას რამდენიმე ექიმისა და ვირუსოლოგის მიმართ, რომლებიც ქვეყანაში COVID-19-ის მიმდინარეობის შესახებ ყოველდღიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, ნდობა გაუჩნდათ.

ასეთი ანგარიშები სავარაუდოდ, ცდილობდნენ, რომ მომავალში ეს გვერდები ფართო საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის მიმწოდებელ წყაროდ გაეხადათ. ერთ-ერთი წაშლილი გვერდი ლევან რატიანის სახელის მითვისებას ცდილობდა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მოწინავე თანამდებობის პირია.

გვერდი ლევან რატიანის სახელით საქართველოში COVID-19-ის მიმდინარეობის შესახებ ავრცელებდა სიახლეებს, მათ შორის პირადი სტატუსების სახით.

DFRLab-ის კვლევის თანახმად, კიდევ ერთი გვერდი კი თითქოს, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს, ვანო მერაბიშვილს ეკუთვნოდა. გვერდზე ნათქვამი იყო, რომ მერაბიშვილი მონაწილეობას არ მიიღებდა საშინაო პოლიტიკურ ბრძოლაში. სავარაუდოდ, ეს იმ მიზნით დაიწერა, რომ მერაბიშვილს მართლაც ეთქვა უარი პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობაზე, ან მის მხარდამჭერებს გამარჯვების იმედი გადაწუროდათ. გვერდზე ასევე მოცემული იყო "ტვიტერის" ყალბი ანგარიში, თუმცა ეს ბმული "ტვიტერზე" საერთოდ არ გადადიოდა.

  • არაავთენტური გვერდები და ყალბი საინფორმაციო სააგენტოები

DFRLab-მა "ესპერსონას" 269 წაშლილი გვერდის ანალიზი გააკეთა. ქსელში შემავალი ზოგი მათგანი გარე საინფორმაციო პორტალებს ეკუთვნოდა. „ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიამ“ ასეთი 14 პორტალი დაითვალა, რომელთა ოფიციალური გვერდები „ფეისბუქმა“ წაშალა.

ამ 14 გვერდის „ფოლოუერების“ საერთო ჯამი მცირედ აღემატებოდა 8 400-ს, თითოეულის 67-დან 5 900-მდე მერყეობდა. ეს გარე საინფორმაციო პორტალები ძირითადად პრო-სამთავრობო კონტენტს აზიარებდნენ და მასალები ძირითადად ოპოზიციური პარტიების მიმართ კრიტიკული იყო. ასევე, მათი კონტენტი სხვადასხვა ისეთ ჯგუფში ვრცელდებოდა, რაც „ფეისბუქმა“ ასევე დაბლოკა.

DFRLab-მა ამგვარი გვერდების შექმნის თარიღები შეამოწმა. მათი უმრავლესობა ერთ დღეს - 2019 წლის 27 მაისს, დანარჩენები კი 2019 წლის ივნისის ბოლოს შეიქმნა. ასევე, გარე ვებ-საიტების უმეტესობა ერთ დღეს - 2019 წლის 12 მაისს შეიქმნა.

კვლევაში ასევე მოცემულია ინფორმაცია 90 "ფეისბუქ"-გვერდის შესახებ, რომელთაც ფეიჯზე არანაირი აქტივობა არ ჰქონდათ, თუმცა აქტიურად აზიარებდნენ კონტენტს მათ მიერვე მართულ ჯგუფებში. ზოგი ასეთი გვერდი ჯგუფებში მხოლოდ ზემოთ მოყვანილი გარე საინფორმაციო სააგენტოების მასალებს აზიარებდა.

არაავთენტური ქსელი ასევე მოიცავდა ათობით ნაკლებად პოლიტიკურ გვერდს, რომლებიც ფილმებს, ფეხბურთს, გართობას, სასიყვარულო თემატიკას ეძღვნებოდა. სავარაუდოდ, მათ ნაკლებად პოლიტიკური ბუნების გამო, სოციალურ ქსელში სხვა გვერდებთან შედარებით უფრო ფართო აუდიტორიები ჰყავდათ. ისინი შესაძლოა, აუდიტორიის ზრდის ეტაპზე იყვნენ, „ფოლოუერების“ დიდი რაოდენობის მოზიდვის პროცესში, მოგვიანებით კი მეტი პოლიტიკური კონტენტის გამოქვეყნებაზე გადავიდოდნენ.

  • არაავთენტური ჯგუფები

„ფეისბუქმა“ ასევე წაშალა 99 ჯგუფი, რომელთაც არაავთენტურ ქსელში ჩართული პირები მართავდნენ. ამ ჯგუფებში გაზიარებული კონტენტი მრავალფეროვანი იყო, ნიუსებიდან დაწყებული, რელიგიით დამთავრებული.

კვლევის თანახმად, ჯგუფების ნაწილს რამდენიმე ადმინისტრატორი ჰყავდა, ნამდვილი პირების, ყალბი ანგარიშების და გვერდების ჩათვლით. "ესპერსონას" და უკვე მოხსენიებული გარე საინფორმაციო პორტალების პრო-სამთავრობო და ანტი-ოპოზიციური კონტენტი ჯგუფებში მუდმივად ვრცელდებოდა. „ფეისბუქმა“ ასევე წაშალა ზოგი ისეთი პირის პირადი ანგარიშები, ვინც დაკავშირებულნი იყვნენ როგორც „ესპერსონასთან“, ასევე, გარე საინფორმაციო პორტალებთან, და რომლებიც თავიანთ კონტენტს ჯგუფებში აზიარებდნენ.

DFRLab-მა ასევე აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ წაშლილ ჯგუფში, კონტენტი რეგულარულად იდებოდა რუსული დომეინის მქონე ორი საინფორმაციო პორტალიდან: Geoposts1.ru და Informaciebia.ru-დან. როდესაც მომხმარებელი ამ ვებ-საიტების სტატიების ბმულზე გადასვლას ცდილობდა, ბმულებს ის ავტომატურად გადაჰყავდა სხვა რუსულ „საინფორმაციო“ ვებ-საიტებზე - Debatnews.ru-ზე და todaynewss.ru-ზე. ორივე მათგანი ამბებს სენსაციური, თვალშისაცემი ქართული სათაურებით აქვეყნებს. ვებ-საიტები ძირითადად, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ კეთილგანწყობილ კონტენტს აქვეყნებენ.

ამ საიტების დიზაინი თითქმის იდენტურია, ძალიან წააგავს მასალებიც. ამდენი ერთნაირი ვებ-საიტების მართვის ნამდვილი მიზანი ცნობილი არაა, თუმცა ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა, ნახვებისა და რეკლამებზე „კლიკების“ საშუალებით, მეტი ფულის გამომუშავების კარგი წყაროა.

ნახეთ "ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის" (DFRLab) კვლევა ვრცლად

"შესაძლოა, ბანკებს კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ..." - რომან კაკულია

"მინდა ვუთხრა პატრულის ამ თანამშრომელს, დოქსოპულო შენ დედა გყავს?!"- რა შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია

მამა შალვა კორონავირუსის ვაქცინაზე - "თუ სავალდებულო იქნება, მეც პირადად მოვუწოდებ, რომ არავინ გაიკეთოს"