საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც გახდება იარაღი ეშმაკის ხელში ადამიანების სამართავად" - მეუფე საბა
"შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც გახდება იარაღი ეშმაკის ხელში ადამიანების სამართავად" - მეუფე საბა

ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პო­სის მე­უ­ფე სა­ბას (გი­გი­ბე­რია) ქა­და­გე­ბის თა­ნახ­მად, მო­წო­დე­ბა - "დარ­ჩით სახ­ლში", ეშ­მა­კი­სე­უ­ლია. ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფემ კვი­რას, წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ამ­ბი­ო­ნი­დან იქა­და­გა.

მან ასე­ვე გა­აკ­რი­ტი­კა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და არამ­ხო­ლოდ, რომ­ლებ­მაც ვირუ­სის ში­შით, მრევლს მო­უ­წო­დეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე ეკ­ლე­სი­ა­ში არ მი­სუ­ლიყ­ვნენ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე.

"ამ პე­რი­ოდ­ში მთელს მსოფ­ლი­ო­ში იყო მო­წო­დე­ბა, ქრის­ტი­ა­ნის თუ არაქ­რის­ტი­ა­ნის­თვის - დარ­ჩით სახ­ლში, გან­მარ­ტოვ­დით, ნუ წახ­ვალთ ეკ­ლე­სი­ა­ში, ნუ აღ­ნიშ­ნავთ ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს. არ ვიცი, ადა­მი­ანს რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს დახ­შუ­ლი გო­ნე­ბა, რომ ვერ მიხ­ვდეს - არ და­ეს­წრო აღ­დგო­მას, ამას ვინ იტყვის თუ არა ეშ­მა­კი? სწო­რედ ეს არის ის უხი­ლა­ვი მტე­რი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­ში შე­მო­ვი­და და სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა და­აშ­ვე­ბი­ნა...

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დღეს სახ­ლში ჯდო­მა და ლოც­ვა შე­ა­და­რო პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში წმინ­და მა­მე­ბის ლოც­ვას, რომ­ლე­ბიც გან­მარ­ტოვ­დე­ბოდ­ნენ უდაბ­ნო­ში და სუ­ლით მუ­დამ მო­ნას­ტერ­ში იყ­ვნენ? ამას რო­გორ უნდა შე­ა­და­რო იმ სახ­ლში აღ­ვლე­ნი­ლი ლოც­ვა, სა­დაც ხში­რად, ლოც­ვა­ზე მე­ტად გი­ნე­ბა ის­მის და ლოც­ვა­ზე მეტი ცოდ­ვა აღეს­რუ­ლე­ბა?...

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უპი­რო­ბოდ არ უნდა ემ­სა­ხუ­რო, თუ ის ხელს უშ­ლის ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლის ცხო­ნე­ბას და ღმერ­თთან ერ­თო­ბას, თუ ის ებ­რძვის ღმერ­თს და ეკ­ლე­სი­ას. აქ უპი­რო­ბოდ უნდა და­უ­პი­რის­პირ­დე ხე­ლი­სუ­ფალს და არ უნდა და­ე­მორ­ჩი­ლო მას. დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ვერ ვი­ტყვი, რომ ხელს უშ­ლის ადა­მი­ა­ნებს სუ­ლი­ე­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი რომ ღვთის­თვის სათ­ნო იყოს რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ...

დღე­ვან­დე­ლი ვირუ­სი, ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა ეშ­მა­კის ხელ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ მო­აქ­ცი­ოს. ვირუ­სი რე­ა­ლუ­რია, თუმ­ცა არა სა­ბე­დის­წე­რო. მოვა დრო, ამა­ზე უფრო მას­შტა­ბუ­რად მოგ­ვი­წევს სა­უ­ბა­რი - შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც არა იმ­დე­ნად ვირუსს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, არა­მედ ადა­მი­ა­ნის და­მო­ნე­ბას, მარ­თვას, და­მორ­ჩი­ლე­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა და გახ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ია­რა­ღი ეშ­მა­კის ხელ­ში, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თოს და ად­ვი­ლად წარ­წყმი­დოს...

მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ბოლო ჟამს, რო­დე­საც მო­გი­წევთ გა­ექ­ცეთ ან­ტიქ­რის­ტეს დევ­ნას, გა­ე­ქე­ცით არა თითო-თითო, არა­მედ ბევ­რი ერ­თად, რომ ერ­თმა ადა­მი­ან­მა მე­ო­რე გა­აძ­ლი­ე­როს. დღეს ეშ­მა­კი ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ადა­მი­ა­ნებს ალა­პა­რა­კებს - დარ­ჩით მარ­ტო, დარ­ჩით სახ­ლში, მი­ეჩ­ვი­ეთ მარ­ტო­ო­ბას და მარ­ტო ებ­რძო­ლეთ იმას, რა რე­ა­ლო­ბა­შიც ხართ. თუ ღრმად ჩავ­წვდე­ბით, მარ­ტო უნდა ვებ­რძო­ლოთ არა კო­რო­ნა­ვირუსს, არა­მედ უნდა ვებ­რძო­ლოთ ეშ­მაკს და მარ­ტო ეშ­მაკ­თან ბრძო­ლა ძა­ლი­ან რთუ­ლია...

თუ ვირუ­სი გახ­და მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა, ეს არ იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ვირუს­მა მოკ­ლა ადა­მი­ა­ნი - უბ­რა­ლოდ, მო­ვი­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის დრო. გარ­დაც­ვა­ლე­ბა ზო­გის­თვის ვირუ­სის ქვეშ ხდე­ბა, ზო­გის­თვის ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ან ავა­რი­ის დროს... ასე რომ, რა­ტომ არ ვფიქ­რობთ სხვა გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს და ასე­თი კრი­ტი­კუ­ლი რა­ტომ ვართ კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს? სულ­ზე იფიქ­რეთ და ის, რის­თვი­საც ცხოვ­რობთ ამ ქვე­ყა­ნა­ზე, იქ­ნე­ბა აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი!" - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ ქა­და­გე­ბი­სას.

მკითხველის კომენტარები / 110 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიჯი
66

პირველი გაიკეთებს ეს რამე რომ იყოს,ასე არ შეიძლება

2020
59

საინტერესოა პაციენტი წამლის გარეშე როგორ უნდა გსმოჯამრთელდეს თუ ნაკურთხი წყალით და ლოცვით განიკურნება 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც გახდება იარაღი ეშმაკის ხელში ადამიანების სამართავად" - მეუფე საბა

"შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც გახდება იარაღი ეშმაკის ხელში ადამიანების სამართავად" - მეუფე საბა

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე საბას (გიგიბერია) ქადაგების თანახმად, მოწოდება - "დარჩით სახლში", ეშმაკისეულია. ამის შესახებ მეუფემ კვირას, წირვის დასრულების შემდეგ ამბიონიდან იქადაგა.

მან ასევე გააკრიტიკა სასულიერო პირები და არამხოლოდ, რომლებმაც ვირუსის შიშით, მრევლს მოუწოდეს ღვთისმსახურებაზე ეკლესიაში არ მისულიყვნენ აღდგომის დღესასწაულზე.

"ამ პერიოდში მთელს მსოფლიოში იყო მოწოდება, ქრისტიანის თუ არაქრისტიანისთვის - დარჩით სახლში, განმარტოვდით, ნუ წახვალთ ეკლესიაში, ნუ აღნიშნავთ ტრადიციული წესით აღდგომის დღესასწაულს. არ ვიცი, ადამიანს რამდენად შეიძლება ჰქონდეს დახშული გონება, რომ ვერ მიხვდეს - არ დაესწრო აღდგომას, ამას ვინ იტყვის თუ არა ეშმაკი? სწორედ ეს არის ის უხილავი მტერი, რომელიც ადამიანის გონებაში შემოვიდა და საბედისწერო შეცდომა დააშვებინა...

როგორ შეიძლება დღეს სახლში ჯდომა და ლოცვა შეადარო პირველ საუკუნეებში წმინდა მამების ლოცვას, რომლებიც განმარტოვდებოდნენ უდაბნოში და სულით მუდამ მონასტერში იყვნენ? ამას როგორ უნდა შეადარო იმ სახლში აღვლენილი ლოცვა, სადაც ხშირად, ლოცვაზე მეტად გინება ისმის და ლოცვაზე მეტი ცოდვა აღესრულება?...

ხელისუფლებას უპირობოდ არ უნდა ემსახურო, თუ ის ხელს უშლის ადამიანების სულის ცხონებას და ღმერთთან ერთობას, თუ ის ებრძვის ღმერთს და ეკლესიას. აქ უპირობოდ უნდა დაუპირისპირდე ხელისუფალს და არ უნდა დაემორჩილო მას. დღევანდელი ხელისუფლება, ვერ ვიტყვი, რომ ხელს უშლის ადამიანებს სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რომ ღვთისთვის სათნო იყოს რასაც ისინი აკეთებენ...

დღევანდელი ვირუსი, ეს არის საშუალება ეშმაკის ხელში, ადამიანები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ვირუსი რეალურია, თუმცა არა საბედისწერო. მოვა დრო, ამაზე უფრო მასშტაბურად მოგვიწევს საუბარი - შემოთავაზებული იქნება კაცობრიობისთვის, ადამიანებისთვის ვაქცინა, რომელიც არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, მართვას, დამორჩილებას მოემსახურება და გახდება მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს და ადვილად წარწყმიდოს...

მამები ამბობენ, ბოლო ჟამს, როდესაც მოგიწევთ გაექცეთ ანტიქრისტეს დევნას, გაექეცით არა თითო-თითო, არამედ ბევრი ერთად, რომ ერთმა ადამიანმა მეორე გააძლიეროს. დღეს ეშმაკი ამის საწინააღმდეგოდ ადამიანებს ალაპარაკებს - დარჩით მარტო, დარჩით სახლში, მიეჩვიეთ მარტოობას და მარტო ებრძოლეთ იმას, რა რეალობაშიც ხართ. თუ ღრმად ჩავწვდებით, მარტო უნდა ვებრძოლოთ არა კორონავირუსს, არამედ უნდა ვებრძოლოთ ეშმაკს და მარტო ეშმაკთან ბრძოლა ძალიან რთულია...

თუ ვირუსი გახდა მაპროვოცირებელი გარდაცვალებისა, ეს არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ვირუსმა მოკლა ადამიანი - უბრალოდ, მოვიდა გარდაცვალების დრო. გარდაცვალება ზოგისთვის ვირუსის ქვეშ ხდება, ზოგისთვის ალკოჰოლური თრობის ან ავარიის დროს... ასე რომ, რატომ არ ვფიქრობთ სხვა გარდაცვალების დროს და ასეთი კრიტიკული რატომ ვართ კორონავირუსით გარდაცვალების დროს? სულზე იფიქრეთ და ის, რისთვისაც ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, იქნება აღსრულებული!" - განაცხადა მეუფემ ქადაგებისას.

"ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტის მიღება, მკურნალობის ხარჯებს მთავრობა არ აფინანსებს" - 5 თვის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება

საპატრიარქო - ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ" გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა

"მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება" - შსს-ს წარმომადგენელი ბოლო ცნობებით სოფელ ნამახვანიდან