სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ
"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

გეგ­მი­უ­რი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა 22 მა­ი­სი­დან აღ­დგე­ბა.

რისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უ­წევთ რო­გორც პა­ცი­ენ­ტებს, ისე სტო­მა­ტო­ლო­გებს პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში - ამ სა­კი­თხებ­ზე სტო­მა­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ქე­თე­ვან გო­გი­ლაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში" ისა­უბ­რა.

მისი თქმით, სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებს უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის დაც­ვა და ახა­ლი ეკი­პი­რე­ბის შე­ძე­ნა მო­უ­წევთ, რა­მაც შე­საძ­ლოა, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი გა­ზარ­დოს.

"სტო­მა­მა­ტო­ლო­გია ერთ-ერთი რის­კის­შემ­ცვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში. რა თქმა უნდა, სტო­მა­ტო­ლო­გი ვერ და­ი­ცავს ორ­მეტ­რი­ან დის­ტან­ცას, თუმ­ცა ჩვენ მზად ვართ ყვე­ლა იმ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­ყოთ აღ­ჭურ­ვი­ლი, რაც სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალს ევა­ლე­ბა.

ასო­ცი­ა­ცი­ის ექ­სპერტთა საბ­ჭომ შე­ი­მუ­შა­ვა დრო­ე­ბი­თი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის­თვის, რომ­ლი­თაც უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი. დავ­ყა­ვით პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ბალ, სა­შუ­ა­ლო და მა­ღალ რის­კე­ბად, მი­ვუ­თი­თეთ, რო­გო­რი უნდა იყოს თი­თო­ე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას სპე­ცი­ა­ლის­ტის ეკი­პი­რე­ბა.

მა­გა­ლი­თად, პა­რო­დონ­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ყვე­ლა­ზე მა­ღალ რისკთან, გავ­წე­რეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სტო­მა­ტო­ლო­გი­სა და მისი ასის­ტენ­ტის­თვის, რო­გო­რი უნდა იყოს ვენ­ტი­ლა­ცია, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ა.შ.

მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია ხარ­ჯე­ბი - იმის­თვის, რომ სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ­მა კლი­ნი­კებ­მა შეძ­ლონ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, მას ჰქონ­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მა­რა­გი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უხე­შად რომ დავ­თვა­ლოთ, მა­გა­ლი­თად პა­რო­დონ­ტო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბის დროს, სა­შუ­ა­ლოდ მი­ნი­მუმ 50 ლა­რით გა­იზ­რდე­ბა სტო­მა­ტო­ლო­გის ეკი­პი­რე­ბის ხარ­ჯი. იგი­ვე ფა­სით რომ და­ტო­ვო მომ­სა­ხუ­რე­ბა, მხო­ლოდ ეკი­პი­რე­ბა გა­აძ­ვი­რებს პრო­ცე­დუ­რას" - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ლაშ­ვილ­მა "სა­ღა­მოს ნი­უს­რუ­მის" ეთერ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას, სტო­მა­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, გარ­კვე­ულ ნა­წილს სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წი­ეს, თუმ­ცა იყო პა­ცი­ენ­ტიც, რო­მელ­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა დას­ჭირ­და:

"მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ და­მი­რე­კეს რომ ზუგ­დიდ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენტს სჭირ­დე­ბა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა. ზუგ­დიდ­ში ჩვენს წარ­მო­მად­გე­ნელს და­ვუ­კავ­შირ­დი, ხვალ ამ პა­ცი­ენტს მი­იყ­ვა­ნენ კლი­ნი­კა­ში და გა­უ­წე­ვენ გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას ყვე­ლა წე­სის დაც­ვით" - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ლაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სელე
1

80 ლარი ღირდა სტანდარტული დაპლომბვა კბილის და ახლა 200 თუ გახადეთ ვინღა მოახერხებს გადახდას? ისე საჭმელი თუ აღარ ქონდა ხალხს კბილებიც აღარ დაჭირდებათ.

Status quo
4

იმდენს იზამენ, კბილი რომ ამტკივდება, პლოსკოთი მე თვითონ ამოვიღებ კბილს. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება.

რისი გათვალისწინება მოუწევთ როგორც პაციენტებს, ისე სტომატოლოგებს პანდემიის პერიოდში - ამ საკითხებზე სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" ისაუბრა.

მისი თქმით, სტომატოლოგიურ კლინიკებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა და ახალი ეკიპირების შეძენა მოუწევთ, რამაც შესაძლოა, მომსახურების ხარჯები გაზარდოს.

"სტომამატოლოგია ერთ-ერთი რისკისშემცველი საქმიანობაა, განსაკუთრებით ამ ვირუსის პირობებში. რა თქმა უნდა, სტომატოლოგი ვერ დაიცავს ორმეტრიან დისტანცას, თუმცა ჩვენ მზად ვართ ყველა იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებით ვიყოთ აღჭურვილი, რაც სტომატოლოგიურ კლინიკაში მომუშავე პერსონალს ევალება.

ასოციაციის ექსპერტთა საბჭომ შეიმუშავა დროებითი გაიდლაინები სტომატოლოგებისთვის, რომლითაც უნდა განხორციელდეს მკურნალობის პროცესი. დავყავით პროცედურები დაბალ, საშუალო და მაღალ რისკებად, მივუთითეთ, როგორი უნდა იყოს თითოეული პროცედურის განხორციელებისას სპეციალისტის ეკიპირება.

მაგალითად, პაროდონტოლოგიური მომსახურება დაკავშირებულია ყველაზე მაღალ რისკთან, გავწერეთ სპეციალური ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სტომატოლოგისა და მისი ასისტენტისთვის, როგორი უნდა იყოს ვენტილაცია, ინფრასტრუქტურა და ა.შ.

მტკივნეული საკითხია ხარჯები - იმისთვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკებმა შეძლონ მუშაობის გაგრძელება, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მას ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი. აქედან გამომდინარე, უხეშად რომ დავთვალოთ, მაგალითად პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ მინიმუმ 50 ლარით გაიზრდება სტომატოლოგის ეკიპირების ხარჯი. იგივე ფასით რომ დატოვო მომსახურება, მხოლოდ ეკიპირება გააძვირებს პროცედურას" - განაცხადა გოგილაშვილმა "საღამოს ნიუსრუმის" ეთერში.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას, სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, გარკვეულ ნაწილს სატელეფონო კონსულტაცია გაუწიეს, თუმცა იყო პაციენტიც, რომელსაც გადაუდებელი მომსახურება დასჭირდა:

"მაგალითად, ცოტა ხნის წინ დამირეკეს რომ ზუგდიდში ინფიცირებულ პაციენტს სჭირდება სტომატოლოგიური დახმარება. ზუგდიდში ჩვენს წარმომადგენელს დავუკავშირდი, ხვალ ამ პაციენტს მიიყვანენ კლინიკაში და გაუწევენ გადაუდებელ დახმარებას ყველა წესის დაცვით" - განაცხადა გოგილაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე