საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობენ ძამას ხეობის სასულიერო პირები, რომელთა კრიმინალური გარჩევით გამოძიება დაინტერესდა
რა ქონებას ფლობენ ძამას ხეობის სასულიერო პირები, რომელთა კრიმინალური გარჩევით გამოძიება დაინტერესდა

29 აპ­რილს გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ყინ­წვი­სის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მამა და­ვით აქი­აშ­ვილ­მა (ერის­კა­ცო­ბა­ში კობა კო­ბა­ი­ძე) 20 აპ­რილს გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რი­ე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნა ავ­ტო­მან­ქა­ნას, რო­მელ­საც ასე­ვე სა­სუ­ლი­ე­რო პირი, არ­ქი­მან­დრი­ტი საბა ჟღენ­ტი მარ­თავ­და, რის შემ­დგო­მაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 7 ტყვია ამო­ი­ღეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ და­ვით კო­ბა­ი­ძემ საბა ჟღენ­ტის ავ­ტო­მო­ბილს რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას თვითმხილ­ვე­ლე­ბი არ ჰყავს, რად­გან ინ­ცი­დენ­ტი კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს მოხ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ და­პი­რის­პი­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი კო­ბა­ი­ძე მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი არას­დროს ყო­ფი­ლა და ის მო­ნას­ტრის რი­გი­თი წევ­რია.

ძა­მას ხე­ო­ბა­ში 58 ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი მოქ­მე­დებს, სა­დაც 258 სა­სუ­ლი­ე­რო პირი ცხოვ­რობს. შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია ყინ­წვი­სის მო­ნას­ტრის სქემ-იღუ­მენ მამა და­ვი­თის (ბრალ­დე­ბუ­ლი) პი­რა­დი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ.

აღ­მოჩ­ნდა რომ, მე­უ­ფე იო­ბის შვი­ლო­ბილს, ეკუთ­ვნის სამ­ხერ­ხაო და ფერ­მა, ასე­ვე, სოფ­ლის სა­თი­ბე­ბი და ტყის მა­სი­ვი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, მამა და­ვითს (კობა კო­ბა­ი­ძეს) სამ­ხერ­ხაო და ფერ­მა გა­და­უ­ფორ­მა მამა სტე­ფა­ნემ (გი­ორ­გი კო­რინ­თე­ლი).

ფო­ტო­ზე ყვით­ლად მო­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია ეკუთ­ვნის მამა სტე­ფა­ნეს (გი­ორ­გი კო­რინ­თე­ლი), წი­თელ ფერ­ში - მამა და­ვითს (კობა კო­ბა­ი­ძეს); ლურჯ ფერ­ში - არ­ქი­მან­დრიტ საბა ჟღენტს

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ქი­მან­დრიტ საბა ჟღენტს, მის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­შია სო­ფელ ტყემ­ლო­ვა­ნას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შუ­ა­ნოს მთის მო­ნას­ტერ­თან, 915 000 კვ.მ მი­წის ფარ­თო­ბი (სა­თი­ბი, სა­ძო­ვა­რი, ტყე)...

2012 წლის მა­ის­ში, როცა კობა კო­ბა­ი­ძე 26 წლის იყო, სო­ფელ ელ­ბა­ქი­ანთკარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რის­გან, ნი­კა­ლა ელ­ბა­ქი­ძის­გან 3 სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა. ჯამ­ში სა­მი­ვე მი­წის ნაკ­ვე­თი 5 ათას კვად­რა­ტულ მეტრს უდ­რის. 2012 წლის მა­ის­ში სარ­კი­ნე­თის მო­ნას­ტრის გარ­შე­მო მი­წე­ბის მფლო­ბე­ლი კობა კო­ბა­ი­ძე გახ­და. 3 წლის შემ­დეგ ეს მი­წე­ბი კო­ბა­ი­ძემ მე­უ­ფე იობს, მის მა­მო­ბილს გა­და­უ­ფორ­მა.

სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, იობ აქი­აშ­ვი­ლი (მე­უ­ფე იობი) ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ამ მი­წე­ბის მე­სა­კუთ­რე გახ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, სარ­კი­ნე­თის მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი გა­ფარ­თოვ­და, იქ მცხოვ­რებ ბე­რებს კი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბიც გა­უჩ­ნდათ, სა­დაც მო­სა­ვა­ლი მო­ყავთ წა­ი­კი­თხეთ ვრცლად qartli.ge-ს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მოკ­ვლე­ვა

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
38

შემოდით, გააპრავეთ, თორემ წახდა საქმე.

ნნ
26

მათ აღსარება როგორ უნდა ჩააბარო ადამიანმა ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა ქონებას ფლობენ ძამას ხეობის სასულიერო პირები, რომელთა კრიმინალური გარჩევით გამოძიება დაინტერესდა

რა ქონებას ფლობენ ძამას ხეობის სასულიერო პირები, რომელთა კრიმინალური გარჩევით გამოძიება დაინტერესდა

29 აპრილს გორის რაიონულმა სასამართლომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეუფარდა

გამოძიების ინფორმაციით, მამა დავით აქიაშვილმა (ერისკაცობაში კობა კობაიძე) 20 აპრილს გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ავტომანქანას, რომელსაც ასევე სასულიერო პირი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი მართავდა, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავებმა 7 ტყვია ამოიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით კობაიძემ საბა ჟღენტის ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა. შეიარაღებულ დაპირისპირებას თვითმხილველები არ ჰყავს, რადგან ინციდენტი კომენდანტის საათის დროს მოხდა.

საინტერესოა, რომ მომხდარი დაპირისპირებისა და სასულიერო პირის დაკავების შემდეგ, რუის-ურბნისის ეპარქიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ დაპირისპირების საქმეზე დაკავებული კობაიძე მონასტრის წინამძღვარი არასდროს ყოფილა და ის მონასტრის რიგითი წევრია.

ძამას ხეობაში 58 ეკლესია-მონასტერი მოქმედებს, სადაც 258 სასულიერო პირი ცხოვრობს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია ინფორმაცია ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენ მამა დავითის (ბრალდებული) პირადი ქონების შესახებ.

აღმოჩნდა რომ, მეუფე იობის შვილობილს, ეკუთვნის სამხერხაო და ფერმა, ასევე, სოფლის სათიბები და ტყის მასივი. აღსანიშნავია რომ, მამა დავითს (კობა კობაიძეს) სამხერხაო და ფერმა გადაუფორმა მამა სტეფანემ (გიორგი კორინთელი).

ფოტოზე ყვითლად მონიშნული ტერიტორია ეკუთვნის მამა სტეფანეს (გიორგი კორინთელი), წითელ ფერში - მამა დავითს (კობა კობაიძეს); ლურჯ ფერში - არქიმანდრიტ საბა ჟღენტს

რაც შეეხება არქიმანდრიტ საბა ჟღენტს, მის კერძო საკუთრებაშია სოფელ ტყემლოვანას ტერიტორიაზე, შუანოს მთის მონასტერთან, 915 000 კვ.მ მიწის ფართობი (სათიბი, საძოვარი, ტყე)...

2012 წლის მაისში, როცა კობა კობაიძე 26 წლის იყო, სოფელ ელბაქიანთკარში ადგილობრივი მკვიდრისგან, ნიკალა ელბაქიძისგან 3 სხვადასხვა ადგილას მიწის ნაკვეთი შეიძინა. ჯამში სამივე მიწის ნაკვეთი 5 ათას კვადრატულ მეტრს უდრის. 2012 წლის მაისში სარკინეთის მონასტრის გარშემო მიწების მფლობელი კობა კობაიძე გახდა. 3 წლის შემდეგ ეს მიწები კობაიძემ მეუფე იობს, მის მამობილს გადაუფორმა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იობ აქიაშვილი (მეუფე იობი) ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ამ მიწების მესაკუთრე გახდა. ფაქტობრივად, სარკინეთის მამათა მონასტერი გაფართოვდა, იქ მცხოვრებ ბერებს კი მიწის ნაკვეთებიც გაუჩნდათ, სადაც მოსავალი მოყავთ წაიკითხეთ ვრცლად qartli.ge-ს ჟურნალისტური მოკვლევა

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სესხის აღებაზე შუამავლობას გთავაზობთ, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს - სებ-ის გაფრთხილება

როგორ ატარებს საქართველოში დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული (ფოტო)

"შავი ჭირით 26 წლის ბიჭი მოგვიკვდა... დღემდე იმის სურათი კედელზე გვაქვს" - 92 წლის ქალი პანდემიასა და მძიმე წარსულზე, როცა "მტრის შვილად" გამოაცხადეს