კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას
"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას

უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი უკ­რა­ი­ნა­ში ვიცე-პრე­მი­ე­რის პოსტზე აღარ და­ი­ნიშ­ნე­ბა.

თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა გა­და­წყვი­ტა. შე­საძ­ლოა, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ მისი კან­დი­და­ტუ­რა ისევ ოდე­სა­ში წა­რად­გი­ნოს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს თვალს რუ­სუ­ლი მე­დია და სტა­ტი­ას სტა­ტი­ა­ზე უძღვნის.

"სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი და ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რომ­ლის და­ნიშ­ვნა­საც უკ­რა­ი­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის სა­კი­თხებ­ში ვიცე-პრე­მი­ე­რად აპი­რებ­დნენ, ამ პოსტს ვე­ღარ მი­ი­ღებს. მას სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბას შეს­თა­ვა­ზე­ბენ. არა­და, ადრე სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ უკ­რა­ი­ნის ლი­დერ­მა მას თა­ვად შეს­თა­ვა­ზა ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბა. მის კან­დი­და­ტუ­რას რა­დას დე­პუ­ტა­ტებ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს, უფრო სწო­რად, ეს სა­კი­თხი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც გა­ნუ­ხი­ლავთ" - წერს გა­მო­ცე­მა РИА Новости.

“სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ახა­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის სჭირ­დე­ბათ" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ВЗГЛЯД.РУ უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს:

"ის იყო ქვეყ­ნის ლი­დე­რი და რე­კორ­დუ­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და, რე­ფორ­მე­ბის სახე გახ­და, თუმ­ცა შემ­დეგ ომი წა­ა­გო, ოპო­ზი­ცი­ა­ზე ილაშ­ქრებ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია და ბო­ლოს, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ქვე­ყა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა... თუმ­ცა, ყვე­ლა შემ­თხვვა­ში, სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რი იყო, რო­მელ­საც მის დროს მიღ­წე­ვე­ბი ჰქონ­და. მან პა­ტა­რა, ღა­რიბ ქვე­ყა­ნა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო..." - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, ექ­სპერ­ტი ვა­სი­ლი სტო­ი­ა­კი­ნი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­კე­ტინ­გის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რია.

ავ­ტო­რი 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვუ­ლუ­ცი­ა­ში" სო­რი­სის წვლილ­ზე სა­უბ­რობს და დას­ძენს, რომ “მსოფ­ლი­ო­ში, გლო­ბა­ლის­ტე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი დას­რულ­და".

გა­ზე­თი Коммерсантъ-ი კი წერს, რომ სა­ა­კაშ­ვილს უპო­ვეს ახა­ლი ად­გი­ლი, რაც რე­ფორ­მებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბევ­რად და­ბა­ლი პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა, ვიდ­რე ვიცე-პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბაა.

"შე­საძ­ლოა, ის რე­ფორ­მე­ბის სა­კი­თხში სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს წევ­რი გახ­დეს..." - წერს გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე იუ­წყე­ბა, რომ ეს არის სა­კონ­სულ­ტა­ციო-მრჩე­ველ­თა ორ­გა­ნო.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი­ცაა.

"სო­რო­სის პრო­ექ­ტებ­ზე სა­უბ­რობს ჩვე­ნი მე­დია, რო­მე­ლიც 20 წე­ლია პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეგუ­ე­ბა... ნეტა ჩვენ­თა­ნაც გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა რამე ექ­სპე­რი­მენ­ტი, ახლა სხვა­ნა­ი­რად ვი­ცხოვ­რებ­დით, ვირუ­სის­გან და­ხო­ცი­ლებს არ დავ­მა­ლავ­დით და და­სავ­ლე­თის­კენ თითს კი არ გა­ვიშ­ვერ­დით, ადა­მი­ა­ნებს ვუმ­კურ­ნა­ლებ­დით..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი რო­მან ბო­იტ­კო.

"სხვე­ბის მი­ნუ­სებ­ზე სა­უბ­რო­ბენ მა­შინ, რო­დე­საც რუ­სეთ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ხვრე­ტენ, ან გა­მუდ­მე­ბით ცი­ხე­ში ჰყავთ. სწო­რად მივ­დი­ვართ, მთა­ვა­რია, და­სავ­ლე­თის­კენ არ ავი­ღოთ გეზი, და­ნარ­ჩე­ნი ჭა­ობ­შიც ჩავ­რჩე­ნილ­ვართ" - წერს ვა­ლე­რია ოკ­რი­ნა.

"და­სავ­ლე­თის ექ­სპე­რი­მენ­ტი #2 - უკ­რა­ი­ნა! არა­და, ნეტა სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპე­რი­მენ­ტიც არ ყო­ფი­ლი­ყო, 2003 წელს, ახლა ისევ მე­გობ­რუ­ლად ვიქ­ნე­ბო­დით... ვი­თომ ლი­ბე­რა­ლე­ბი, ხალ­ხებს შო­რის შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბით ვი­თომ დე­მოკ­რა­ტი­ას აშე­ნე­ბენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ამოძ­რა­ვებთ. კარ­გია, თუ უკ­რა­ი­ნა­ში მიხ­ვდნენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ სჭირ­დე­ბათ, ყველ­გან ინ­ტრი­გა და გან­ხეთ­ქი­ლე­ბა შე­აქვს" - წერს ვი­ტა­ლი მარ­და­შო­ვი.

"მი­ში­კოს გახ­დო­მა მო­უ­წევს: სა­ვარ­ძე­ლი პა­ტა­რა მო­უ­ვა" - წერს РИА Новости-ის კო­მენ­ტა­რებ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ფონ შტირ­ლი­ცი".

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)))))
251

არადა სააკაშვილი აშკარად რუსული პროექტია :)))

muamar kadafi
134

და­სავ­ლე­თის ექ­სპე­რი­მენ­ტი #2 - უკ­რა­ი­ნა! - სრული სიმართლე

ავტორი:

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას

უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური პროცესებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე აღარ დაინიშნება.

თუმცა, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ სააკაშვილისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზება გადაწყვიტა. შესაძლოა, მმართველმა პარტიამ მისი კანდიდატურა ისევ ოდესაში წარადგინოს.

მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს რუსული მედია და სტატიას სტატიაზე უძღვნის.

"საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომლის დანიშვნასაც უკრაინაში რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერად აპირებდნენ, ამ პოსტს ვეღარ მიიღებს. მას სხვა თანამდებობას შესთავაზებენ. არადა, ადრე სააკაშვილი აცხადებდა, რომ უკრაინის ლიდერმა მას თავად შესთავაზა ვიცე-პრემიერობა. მის კანდიდატურას რადას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, უფრო სწორად, ეს საკითხი ოფიციალურად არც განუხილავთ" - წერს გამოცემა РИА Новости.

“სააკაშვილი უკრაინაში ახალი ექსპერიმენტისთვის სჭირდებათ" - ასე ეხმაურება ВЗГЛЯД.РУ უკრაინაში ქართველი პოლიტიკოსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს:

"ის იყო ქვეყნის ლიდერი და რეკორდული რეიტინგი ჰქონდა, რეფორმების სახე გახდა, თუმცა შემდეგ ომი წააგო, ოპოზიციაზე ილაშქრებდა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და ბოლოს, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა... თუმცა, ყველა შემთხვვაში, სახელმწიფოს ლიდერი იყო, რომელსაც მის დროს მიღწევები ჰქონდა. მან პატარა, ღარიბ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აიღო..." - წერს სტატიის ავტორი, ექსპერტი ვასილი სტოიაკინი, რომელიც პოლიტიკური მარკეტინგის ცენტრის დირექტორია.

ავტორი 2003 წლის "ვარდების რევულუციაში" სორისის წვლილზე საუბრობს და დასძენს, რომ “მსოფლიოში, გლობალისტების ექსპერიმენტები დასრულდა".

გაზეთი Коммерсантъ-ი კი წერს, რომ სააკაშვილს უპოვეს ახალი ადგილი, რაც რეფორმებთან არის დაკავშირებული, თუმცა, სავარაუდოდ, ბევრად დაბალი პოზიცია ექნება, ვიდრე ვიცე-პრემიერის თანამდებობაა.

"შესაძლოა, ის რეფორმების საკითხში სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდეს..." - წერს გამოცემა, რომელიც ასევე იუწყება, რომ ეს არის საკონსულტაციო-მრჩეველთა ორგანო.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინული პოლიტიკური კარიერა რუსი ინტერნეტმომხმარებლების ინტერესის საგანიცაა.

"სოროსის პროექტებზე საუბრობს ჩვენი მედია, რომელიც 20 წელია პუტინის ხელისუფლებას ეგუება... ნეტა ჩვენთანაც განეხორციელებინა რამე ექსპერიმენტი, ახლა სხვანაირად ვიცხოვრებდით, ვირუსისგან დახოცილებს არ დავმალავდით და დასავლეთისკენ თითს კი არ გავიშვერდით, ადამიანებს ვუმკურნალებდით..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი რომან ბოიტკო.

"სხვების მინუსებზე საუბრობენ მაშინ, როდესაც რუსეთში ოპოზიციონერებს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტენ, ან გამუდმებით ციხეში ჰყავთ. სწორად მივდივართ, მთავარია, დასავლეთისკენ არ ავიღოთ გეზი, დანარჩენი ჭაობშიც ჩავრჩენილვართ" - წერს ვალერია ოკრინა.

"დასავლეთის ექსპერიმენტი #2 - უკრაინა! არადა, ნეტა საქართველოს ექსპერიმენტიც არ ყოფილიყო, 2003 წელს, ახლა ისევ მეგობრულად ვიქნებოდით... ვითომ ლიბერალები, ხალხებს შორის შუღლის ჩამოგდებით ვითომ დემოკრატიას აშენებენ, სინამდვილეში საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. კარგია, თუ უკრაინაში მიხვდნენ, რომ სააკაშვილი არ სჭირდებათ, ყველგან ინტრიგა და განხეთქილება შეაქვს" - წერს ვიტალი მარდაშოვი.

"მიშიკოს გახდომა მოუწევს: სავარძელი პატარა მოუვა" - წერს РИА Новости-ის კომენტარებში ინტერნეტმომხმარებელი "ფონ შტირლიცი".

სუსი საოკუპაციო ძალების მიერ 21 წლის მამაკაცის გატაცების ფაქტს ადასტურებს

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია