პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპის თქმით, ნახა მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან არის გავრცელებული
დონალდ ტრამპის თქმით, ნახა მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან არის გავრცელებული

"ჩი­ნეთ­მა ან ვერ შე­ა­ჩე­რა კო­რო­ნა­ვირუ­სი, ან მის გავ­რცე­ლე­ბას ხელი არ შე­უ­შა­ლა" - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა მას ნა­ნა­ხი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რა­მაც და­არ­წმუ­ნა, რომ ვირუ­სი ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცელ­და, ტრამპმა უპა­სუ­ხა, რომ მას ასე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ნა­ნა­ხი ჰქონ­და.

"დიახ, ნა­ნა­ხი მაქვს. არ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, უფ­ლე­ბა არ მაქვს ეს გი­თხრათ" - დას­ძი­ნა ტრამპმა.

ცნო­ბი­სათ­ვის, „სი­ე­ნენ­მა“ ანო­ნო­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თა და­კავ­ში­რე­ბით ჩი­ნე­თის დას­ჯას აპი­რებს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, აშშ სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებს, მათ შო­რის სან­ქცი­ებს და ახა­ლი სა­ვაჭ­რო პო­ლი­ტი­კის შედ­გე­ნას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კი, პრე­ზი­დენ­ტის ფა­ვო­რიტ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია FOX NEWS-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ექ­სკლუ­ზი­უ­რი მა­სა­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცელ­და და ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბა სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

გა­მო­ცე­მა სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­იქ­მნა არა რო­გორც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი, არა­მედ იმის­თვის, რომ ჩი­ნეთს ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რამ­დე­ნად ძლი­ე­რია ვირუ­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მათ­თან ბრძო­ლის კუ­თხით, ამით სურ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით არა მხო­ლოდ თა­ნა­ბა­რია აშშ-თან, არა­მედ მას­ზე უფრო ძლი­ე­რიც.

ამას­თან, „ესო­ში­ე­ი­თედ პრე­სი“ იუ­წყე­ბა, რომ ამე­რი­კის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი არ არის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი, ან გე­ნე­ტი­კუ­რად მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

"სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლა შე­მო­მა­ვა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას გა­ნაგ­რძობს, რათა გან­სა­ზღვროს, და­ი­წყო თუ არა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ცხო­ვე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტით, თუ ეს იყო უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გი“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
26

ნუ ეხლა, თქვენ კოვიდის სამკურნალო ინექციასაც მიაგენით, დეზინფექციის ხსნარების სახით.

ალექს
13

მე ნაციონალ ქოციონალიზმი მეგონა პოლიტიკური დაავადება და კორონაც ყოფილა!?

ავტორი:

დონალდ ტრამპის თქმით, ნახა მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან არის გავრცელებული

დონალდ ტრამპის თქმით, ნახა მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან არის გავრცელებული

"ჩინეთმა ან ვერ შეაჩერა კორონავირუსი, ან მის გავრცელებას ხელი არ შეუშალა" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას ნანახი მტკიცებულება, რამაც დაარწმუნა, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ტრამპმა უპასუხა, რომ მას ასეთი მტკიცებულება ნანახი ჰქონდა.

"დიახ, ნანახი მაქვს. არ შემიძლია გითხრათ, უფლება არ მაქვს ეს გითხრათ" - დასძინა ტრამპმა.

ცნობისათვის, „სიენენმა“ ანონომურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსის პანდემიასთა დაკავშირებით ჩინეთის დასჯას აპირებს. ტელეკომპანიის ცნობით, აშშ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას აპირებს, მათ შორის სანქციებს და ახალი სავაჭრო პოლიტიკის შედგენას.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, პრეზიდენტის ფავორიტმა ტელეკომპანია FOX NEWS-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური მასალა, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა და ვირუსის წარმომავლობა სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიას უკავშირდება.

გამოცემა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ იმისთვის, რომ ჩინეთს ეჩვენებინა და დაემტკიცებინა, რამდენად ძლიერია ვირუსების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის კუთხით, ამით სურდა ეჩვენებინათ, რომ აღნიშნული თვალსაზრისით არა მხოლოდ თანაბარია აშშ-თან, არამედ მასზე უფრო ძლიერიც.

ამასთან, „ესოშიეითედ პრესი“ იუწყება, რომ ამერიკის სპეცსამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი კორონავირუსი არ არის ხელოვნურად შექმნილი, ან გენეტიკურად მოდიფიცირებული.

"სადაზვერვო სამსახური ყველა შემომავალი ინფორმაციის დეტალურ შესწავლას განაგრძობს, რათა განსაზღვროს, დაიწყო თუ არა ინფექციის გავრცელება დაინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტით, თუ ეს იყო უხანის ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

როგორ გამოიყურება "ნოტრ-დამი" ხანძრის შემდეგ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები

საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი, რომელსაც უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს, გარდაიცვალა

ალასკის ნახევარკუნძულთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე