სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკის 50-ვე შტატი მოვიარე... ვირუსის პერიოდში შეზღუდვა დიდად არაფერშია" - რას ყვება აშშ-ზე და როგორ ამხნევებს ქართველებს პანდემიის დროს მსოფლიო მოქალაქე
"ამერიკის 50-ვე შტატი მოვიარე... ვირუსის პერიოდში შეზღუდვა დიდად არაფერშია"  - რას ყვება აშშ-ზე და როგორ ამხნევებს ქართველებს პანდემიის დროს მსოფლიო მოქალაქე

მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში უცხო­ეთ­ში მყო­ფი არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი ერ­თვე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვამს. მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე, ნი­კო­ლოზ ბარ­ტყუ­ლაშ­ვი­ლი, იგი­ვე ნიქ­სი, რო­მელ­საც, რო­გორც ამ­ბობს, უკვე 180-ზე მეტი ქვე­ყა­ნა აქვს მოვ­ლი­ლი, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში დარ­ჩე­ნი­ლებს, აშშ-ში მყო­ფი, „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში გვა­მოგ­ზა­უ­რებს, ნი­კო­ლო­ზი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­ლა­ი­ვით ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბი­დან ერ­თვე­ბა.

ის იქ გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში ჩა­ვი­და, რო­გორც ამ­ბობს, უკვე 50 შტა­ტი მო­ი­ა­რა და მოგ­ზა­უ­რო­ბას ახლა უკვე პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გა­ნაგ­რძობს. მისი ვი­დე­ო­ლა­ი­ვე­ბი საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რია, ოპ­ტი­მის­ტუ­რი, რი­თაც მე­გობ­რებს და ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლებს მხნე­ო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

ნი­კო­ლო­ზი თა­ვის სა­მოგ­ზა­უ­რო ის­ტო­რი­ე­ბი­თა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით ჩვე­ნი სტუ­მა­რი სხვა დრო­საც ყო­ფი­ლა.

ამ­ჟა­მად ვთხო­ვეთ, მო­ე­თხრო რო­გო­რია პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მისი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი აშშ.

„ამე­რი­კა­ში გა­სულ ზა­ფხულს ჩა­მო­ვე­დი და მას მერე 50-ვე შტა­ტი მო­ვი­ა­რე. ეს შტა­ტე­ბი მხო­ლოდ კი არ გა­ვი­ა­რე, იქა­უ­რი წე­სე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, კა­ნო­ნე­ბი შე­ვის­წავ­ლე. თი­თო­ე­უ­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა ერ­თმა­ნე­თის­გან, თუნ­დაც თა­ვი­სი გა­და­სა­ხა­დე­ბის სის­ტე­მით. მა­გა­ლი­თად, არის შტა­ტი, სა­დაც წი­თელ­ზე გავ­ლის­თვის ჯა­რი­მა 20 დო­ლა­რია, მაგ­რამ არის შტა­ტი, სა­დაც ამ დარ­ღვე­ვა­ზე გა­და­სა­ხა­დი - 500 დო­ლა­რია.

ბოლო დღე­ებ­ში სა­ნამ ნიუ-იორ­კი­დან ლოს-ან­ჯე­ლე­სამ­დე ჩა­მო­ვე­დი (ეს გზა სხვა დრო­საც არა­ერ­თხელ გა­მივ­ლია), ვნა­ხე, რომ მი­სუ­რი­ში ბენ­ზი­ნის ფასი ერთი დო­ლა­რია, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში კი საწ­ვა­ვი 4 დო­ლა­რად ჩა­ვას­ხი,“ - გვიყ­ვე­ბა ნი­კო­ლო­ზი, რო­მე­ლიც სამი წლის წინ გა­მო­ცე­მულ თა­ვის წიგნ­ში „აღ­მო­ა­ჩი­ნე სამ­ყა­რო შენ­ში“ 148 ქვე­ყან­ში მი­ღე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე წერ­და. ამ ეტაპ­ზე კი მის მიერ მოვ­ლი­ლი ქვეყ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 180-ზე მე­ტია.

„მაგ­რამ არ ვარ მომ­ხრე, ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ციფ­რე­ბად ვაქ­ციო, რად­გა­ნაც მსოფ­ლიო იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მრა­ვალ­მხრი­ვი, რომ ამის დე­ტა­ლუ­რად გად­მო­სა­ცე­მად ციფ­რე­ბი კი არა, სი­ტყვე­ბიც არ კმა­რა. მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა, იმოგ­ზა­უ­რო მხო­ლოდ ჩი­ნეთ­ში და იმ­დენ­ნა­ი­რი ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბა მო­გიხ­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წო­ნოს... შე­იძ­ლე­ბა,ზოგ­ჯერ ერ­თდრო­უ­ლად ნახო - ზღვა, ტრო­პი­კე­ბი, თუნ­დაც, აშშ... მა­გა­ლი­თად, მა­ი­ა­მი­ში ტრო­პი­კებ­სა და ჯუნ­გლებს შეხ­ვდე­ბი, მონ­ტა­ნა­ში - სი­ცი­ვეს, ყინ­ვას (წლის უმე­ტეს დროს), არა­და, ორი­ვე ერთი ქვე­ყა­ნაა...

იგი­ვე ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო რომ ავი­ღოთ, ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში იმ­დენ­ნა­ი­რი კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცია, დი­ა­ლექ­ტი და სა­უბ­რის სტი­ლია, რომ უცხო ადა­მი­ა­ნი მისი გაც­ნო­ბი­სას გა­ო­ცე­ბუ­ლი რჩე­ბა. სვა­ნე­თი, მთი­ა­ნი აჭა­რა სა­ოც­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, გა­მორ­ჩე­უ­ლია კა­ხე­თი და ა.შ. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა სამი-ოთხი ქვეყ­ნის მოვ­ლა­საც გა­უ­ტოლ­დეს.

ხოლო ისე­თი ხრი­ო­კი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ყა­ზა­ხე­თი, თურ­ქმე­ნე­თი, ყირ­გი­ზე­თი, ავ­ღა­ნე­თი, მონ­ღო­ლე­თი - იქ ფაქ­ტობ­რი­ვად, სხვა­ო­ბას ვერც ამ­ჩნევ - რომ­ლი­დან რო­მელ­ში გა­და­დი­ხარ და გად­მო­დი­ხარ, მცი­რე­დი სტი­ლის­ტი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გან­სხვა­ვე­ბას ვერც ამ­ჩნევ, იმ­დე­ნად მსგავ­სია. ასე­ვეა თით­ქმის ომა­ნის, იე­მე­ნის, სა­უ­დის არა­ბე­თის, ემი­რა­ტე­ბის, ალ­ჟი­რის, მა­რო­კოს ბუ­ნე­ბა, კლი­მა­ტი, ტრა­დი­ცი­ე­ბი სა­ოც­რად ჰგავს ეთ­მა­ნეთს... ასე რომ, რო­დე­საც მის­ვა­მენ შე­კი­თხვას, რამ­დე­ნი ქვე­ყა­ნა მაქვს მოვ­ლი­ლი, თა­მა­მად ვპა­სუ­ხობ: მსოფ­ლიო მაქვს მოვ­ლი­ლი, დე­და­მი­წის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია და ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე შე­მიძ­ლია მო­ვუყ­ვე, ვე­სა­უბ­რო, ვაჩ­ვე­ნო სუ­რა­თე­ბი, თუ ვი­დე­ო­მა­სა­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­დან, როცა მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ვი­წყე, სუ­რა­თებს ასე აქ­ტი­უ­რად არ ვი­ღებ­დი. ასე რომ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ზე მაქვს და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი - ბოლო-ბოლო ვი­ზე­ბი მაქვს პას­პორ­ტებ­ში შე­ნა­ხუ­ლი (თუკი ამა­ში ვინ­მეს ეჭვი შე­ე­პა­რე­ბა).

მოკ­ლედ, ჩემ­თვის ქვეყ­ნე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მხო­ლოდ ციფ­რე­ბი არ არის. ეს უდი­დე­სი ემო­ცია, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბაა,“ - გან­მარ­ტავს რეს­პონ­დენ­ტი.

- რო­გო­რია შენი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ამე­რი­კა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში?

- რაც შე­ე­ხე­ბა „და­რეკ­ლა­მი­რე­ბულ“ ვირუსს, გე­ტყვით, ასე რა­ტომ ვამ­ბობ, - მე მას ჩვე­უ­ლებ­რივ ვირუ­სად მი­ვიჩ­ნევ, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ არის, მსგავ­სი ვირუ­სი კი­დევ ბევ­რი არ­სე­ბობს. ვფიქ­რობ, რა­ღაც კა­ტე­გო­რი­ას, ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფს აწყობს მსოფ­ლი­ოს პა­ნი­კა­ში ყოფ­ნა. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მე არ ვე­რე­ვი და არც მე­ხე­ბა. იმი­ტომ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს სრუ­ლი­ად სხვა კუ­თხით ვუ­ყუ­რებ და ვფიქ­რობ, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი იმუ­ნი­ტეტს გა­ი­მაგ­რე­ბენ, არა­ნა­ი­რი ვირუ­სი არ შე­ე­ხე­ბათ. მე მა­გა­ლი­თად, შტა­ტი­დან შტატ­ში ან­ტი­ვირუ­სი­ვით დავ­დი­ვარ, რად­გა­ნაც არ მაქვს ცუდი იმუ­ნი­ტე­ტი. იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად კი სა­ჭი­როა, - ვარ­ჯი­ში, სუფ­თა ჰა­ე­რის სუნ­თქვა, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის მი­ღე­ბა, კარ­გი გა­მო­ძი­ნე­ბა, ჯან­სა­ღად კვე­ბა, - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია...

ადა­მი­ა­ნი გე­ნე­ტი­კუ­რად ისეთ­ნა­ი­რად არის მო­წყო­ბი­ლი, ისე­თი კოდი დევს მას­ში, რომ სა­დაც და­ი­ბა­და, იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი და მოყ­ვა­ნი­ლი პრო­დუქ­ტით უნდა იკ­ვე­ბოს, ის არის მის­თვის სა­სარ­გებ­ლო. ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად ვე­ტა­ნე­ბით ისეთ ტრო­პი­კულ ხილს, რო­გო­რი­ცაა სი­ტყვა­ზე, ბა­ნა­ნი და ანა­ნა­სი, არა­და, მას­ზე უკე­თე­სი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­საძ­ლოა, ჩვენს, ქარ­თულ ხილს ჰქონ­დეს და აქვს კი­დეც. დიახ, ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ქარ­თულ ხილ­ში კი­დევ მეტი დო­ზით შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა მთლი­ა­ნად შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, აქ ამ ვირუ­სის პე­რი­ოდ­ში შე­ზღუდ­ვა დი­დად არა­ფერ­შია. მი­მაჩ­ნია, რომ მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შე­ზღუდ­ვაა და ესაა, ანუ ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გია, რომ და­ში­ნე­ბუ­ლი იყოს. მოძ­რა­ობს ტრან­სპორ­ტი, ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა და რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ არ ჩავ­თვლით ნიუ-იორკში მა­ნ­ჰე­ტენ­ზე გა­და­ღე­ბულ იმ რამ­დე­ნი­მე კადრს, რომ იქა­უ­რო­ბა ცა­რი­ე­ლია. მა­ნ­ჰე­ტენ­ზე სულ ოფი­სე­ბია, ის კად­რე­ბი ისეთ დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა ხალ­ხი ოფის­ში არაა. ასე­თი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ პე­რი­ოდ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. გამ­თე­ნი­ი­სას მიყ­ვარს, მზის ამოს­ვლას რომ ვხვდე­ბი და იმ პე­რი­ოდ­ში მა­ნ­ჰე­ტენ­ზე არა­ერ­თხელ გავ­სულ­ვარ და სულ ასე­თი სი­ცა­რი­ე­ლეა ხოლ­მე. ასე რომ, ცა­რი­ე­ლი ქუ­ჩე­ბის გა­და­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს და ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას შე­მიძ­ლია.

რაც შე­ხე­ბა ქარ­თვე­ლებს, მინ­და, ვუ­თხრა, რომ სტრე­სით და ნერ­ვი­უ­ლო­ბით არ და­ი­ზი­ა­ნონ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა, ნერ­ვუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბით მეტი და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეთ... ჯობს, ამ პე­რი­ოდ­ში, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­სას, სა­კუ­თა­რი თავი მე­ტად გა­ნა­ვი­თა­რონ, დარ­ჩნენ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან... უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი რუ­ტი­ნულ საქ­მეს ეწე­ვა და მუდ­მი­ვად იმა­ზე წუ­წუ­ნებს, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ აქვს. ახლა ეს დრო შე­უძ­ლია და­სას­ვე­ნებ­ლად, სა­ჭი­რო საქ­მე­ე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს, ოჯა­ხის წევ­რებს მე­ტად მო­ე­ფე­როს და ხუმ­რო­ბით თუ ვი­ტყვით, ისი­ნი უკე­თე­სად გა­იც­ნოს კი­დეც. შე­საძ­ლოა, სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბიც აღ­მო­ა­ჩი­ნოს - სიმ­ღე­რა­ში, ცეკ­ვა­ში და დრო ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მნა­ში და­ხარ­ჯოს.

სამ­ყა­რო დიდი ხა­ნია, იც­ვლე­ბა და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ისე­დაც შე­იც­ვლე­ბო­და, უბ­რა­ლოდ ახლა ერ­თი­ა­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს პრო­ცე­სი. რამ­დე­ნი ქა­ლა­ქია მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ბევ­რი რამ უკვე ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლად ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ელექტრო­ა­პა­რა­ტებ­ზეა... ადრე სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ახლა ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სე­ბი მუ­შა­ო­ბენ სახ­ლი­დან...

- რო­გორც ამ­ბობ, ხალ­ხი კი მოძ­რა­ობს აქ­ტი­უ­რად ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­რე­ბას იცა­ვენ?

- ამე­რი­კე­ლე­ბის ეთი­კა­სა და ზრდი­ლო­ბა­ში ისე­დაც შე­დის დის­ტან­ცი­ის დაც­ვა... მხო­ლოდ ქა­ლა­ქებ­ში - ნიუ-იორ­კი, ჩი­კა­გო, ლოს-ან­ჯე­ლე­სი, სა­დაც ბევ­რი ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ცოტა სიმ­ჭიდ­რო­ვეა მეტ­რო­ში, მა­ღა­ზი­ებ­ში და ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ ნაკ­ლე­ბად იგ­რძნო­ბა, მაგ­რამ კან­ზას­ში, მა­ი­ა­მი­ში მა­ღა­ზი­ა­ში რომ მი­დი­ხარ და ვინ­მეს­თან ერ­თდრო­უ­ლად მო­გი­წია სა­ლა­როს­თან მის­ვლა, ის ვი­ღაც სამი მეტ­რის იქით დგე­ბო­და და მან­ძილს იცავ­და. ამას ისი­ნი ყო­ველ­თვის არე­გუ­ლი­რებ­დნენ.

მოკ­ლედ, პო­ზი­ტი­ურ ემო­ცი­ა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და იმა­ვეს გირ­ჩევთ თქვენ. არაფ­რის დრა­მა­ტი­ზე­ბა არ მიყ­ვარს და ამას არას­დროს ვცდი­ლობ. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, ადაპ­ტი­რე­ბა უნდა შევ­ძლოთ ახა­ლი სტი­ლის ცხოვ­რე­ბა­ზე, რად­გა­ნაც სამ­ყა­რო ჩვენ­გან ახლა ამას ითხოვს. უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ.

ასე რომ, მოგ­ზა­უ­რო­ბა, აღ­მო­ჩე­ნა, შეს­წავ­ლა, შეც­ნო­ბა, შეგ­რძნე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა - ესაა მთა­ვა­რი! გი­სურ­ბეთ მოგ­ზა­უ­რო­ბას! ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
6

ყოჩაღ, რომ სე საინტერესოდ ცხოვრობ და უზიარებ ადამიანებს ვისაც სამწუხაროდ მოგზაურობა არ შეუძლიათ. 

თამარი
3

ნიკოლოზ მადლობა პოზიტივისთვის

ავტორი:

"ამერიკის 50-ვე შტატი მოვიარე... ვირუსის პერიოდში შეზღუდვა დიდად არაფერშია" - რას ყვება აშშ-ზე და როგორ ამხნევებს ქართველებს პანდემიის დროს მსოფლიო მოქალაქე

"ამერიკის 50-ვე შტატი მოვიარე... ვირუსის პერიოდში შეზღუდვა დიდად არაფერშია"  - რას ყვება აშშ-ზე და როგორ ამხნევებს ქართველებს პანდემიის დროს მსოფლიო მოქალაქე

მსოფლიო პანდემიის პირობებში უცხოეთში მყოფი არაერთი ქართველი ერთვება სოციალურ ქსელში და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს. მსოფლიო მოქალაქე, ნიკოლოზ ბარტყულაშვილი, იგივე ნიქსი, რომელსაც, როგორც ამბობს, უკვე 180-ზე მეტი ქვეყანა აქვს მოვლილი, თვითიზოლაციაში დარჩენილებს, აშშ-ში მყოფი, „ფეისბუქის“ საშუალებით, სხვადასხვა ქალაქში გვამოგზაურებს, ნიკოლოზი სოციალურ ქსელში ვიდეოლაივით ღირსშესანიშნავი ადგილებიდან ერთვება.

ის იქ გასული წლის ზაფხულში ჩავიდა, როგორც ამბობს, უკვე 50 შტატი მოიარა და მოგზაურობას ახლა უკვე პანდემიის პირობებში განაგრძობს. მისი ვიდეოლაივები საკმაოდ პოზიტიურია, ოპტიმისტური, რითაც მეგობრებს და ფეისბუქმომხმარებლებს მხნეობისკენ მოუწოდებს.

ნიკოლოზი თავის სამოგზაურო ისტორიებითა და თავგადასავლებით ჩვენი სტუმარი სხვა დროსაც ყოფილა.

ამჟამად ვთხოვეთ, მოეთხრო როგორია პანდემიის პერიოდში მისი თვალით დანახული აშშ.

„ამერიკაში გასულ ზაფხულს ჩამოვედი და მას მერე 50-ვე შტატი მოვიარე. ეს შტატები მხოლოდ კი არ გავიარე, იქაური წესები, ტრადიციები, ცხოვრების სტილი, კანონები შევისწავლე. თითოეული ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, დაახლოებით ისე, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ერთმანეთისგან, თუნდაც თავისი გადასახადების სისტემით. მაგალითად, არის შტატი, სადაც წითელზე გავლისთვის ჯარიმა 20 დოლარია, მაგრამ არის შტატი, სადაც ამ დარღვევაზე გადასახადი - 500 დოლარია.

ბოლო დღეებში სანამ ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე ჩამოვედი (ეს გზა სხვა დროსაც არაერთხელ გამივლია), ვნახე, რომ მისურიში ბენზინის ფასი ერთი დოლარია, ლოს-ანჯელესში კი საწვავი 4 დოლარად ჩავასხი,“ - გვიყვება ნიკოლოზი, რომელიც სამი წლის წინ გამოცემულ თავის წიგნში „აღმოაჩინე სამყარო შენში“ 148 ქვეყანში მიღებულ შთაბეჭდილებებზე წერდა. ამ ეტაპზე კი მის მიერ მოვლილი ქვეყნების რაოდენობა 180-ზე მეტია.

„მაგრამ არ ვარ მომხრე, ეს ყველაფერი მხოლოდ ციფრებად ვაქციო, რადგანაც მსოფლიო იმდენად მრავალფეროვანია, მრავალმხრივი, რომ ამის დეტალურად გადმოსაცემად ციფრები კი არა, სიტყვებიც არ კმარა. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება, იმოგზაურო მხოლოდ ჩინეთში და იმდენნაირი ფლორისა და ფაუნის მონახულება მოგიხდეს, რომ ყველაფერი გადაწონოს... შეიძლება,ზოგჯერ ერთდროულად ნახო - ზღვა, ტროპიკები, თუნდაც, აშშ... მაგალითად, მაიამიში ტროპიკებსა და ჯუნგლებს შეხვდები, მონტანაში - სიცივეს, ყინვას (წლის უმეტეს დროს), არადა, ორივე ერთი ქვეყანაა...

იგივე ჩვენი საქართველო რომ ავიღოთ, ამ პატარა ქვეყანაში იმდენნაირი კულტურა, ტრადიცია, დიალექტი და საუბრის სტილია, რომ უცხო ადამიანი მისი გაცნობისას გაოცებული რჩება. სვანეთი, მთიანი აჭარა საოცრად განსხვავდება ერთმანეთისგან, გამორჩეულია კახეთი და ა.შ. საქართველოში მოგზაურობა შეიძლება სამი-ოთხი ქვეყნის მოვლასაც გაუტოლდეს.

ხოლო ისეთი ხრიოკი ქვეყნები, როგორებიცაა ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ავღანეთი, მონღოლეთი - იქ ფაქტობრივად, სხვაობას ვერც ამჩნევ - რომლიდან რომელში გადადიხარ და გადმოდიხარ, მცირედი სტილისტიკური განსხვავების მიუხედავად, განსხვავებას ვერც ამჩნევ, იმდენად მსგავსია. ასევეა თითქმის ომანის, იემენის, საუდის არაბეთის, ემირატების, ალჟირის, მაროკოს ბუნება, კლიმატი, ტრადიციები საოცრად ჰგავს ეთმანეთს... ასე რომ, როდესაც მისვამენ შეკითხვას, რამდენი ქვეყანა მაქვს მოვლილი, თამამად ვპასუხობ: მსოფლიო მაქვს მოვლილი, დედამიწის მთელი ტერიტორია და ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ადგილზე შემიძლია მოვუყვე, ვესაუბრო, ვაჩვენო სურათები, თუ ვიდეომასალა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან, როცა მოგზაურობა დავიწყე, სურათებს ასე აქტიურად არ ვიღებდი. ასე რომ, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაზე მაქვს დამამტკიცებელი საბუთი - ბოლო-ბოლო ვიზები მაქვს პასპორტებში შენახული (თუკი ამაში ვინმეს ეჭვი შეეპარება).

მოკლედ, ჩემთვის ქვეყნების დათვალიერება მხოლოდ ციფრები არ არის. ეს უდიდესი ემოცია, შთაბეჭდილება და გამოცდილებაა,“ - განმარტავს რესპონდენტი.

- როგორია შენი თვალით დანახული ამერიკა პანდემიის პერიოდში?

- რაც შეეხება „დარეკლამირებულ“ ვირუსს, გეტყვით, ასე რატომ ვამბობ, - მე მას ჩვეულებრივ ვირუსად მივიჩნევ, არაფერი განსაკუთრებული არ არის, მსგავსი ვირუსი კიდევ ბევრი არსებობს. ვფიქრობ, რაღაც კატეგორიას, ადამიანების ჯგუფს აწყობს მსოფლიოს პანიკაში ყოფნა. ამ სიტუაციაში მე არ ვერევი და არც მეხება. იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სრულიად სხვა კუთხით ვუყურებ და ვფიქრობ, თუ ადამიანები იმუნიტეტს გაიმაგრებენ, არანაირი ვირუსი არ შეეხებათ. მე მაგალითად, შტატიდან შტატში ანტივირუსივით დავდივარ, რადგანაც არ მაქვს ცუდი იმუნიტეტი. იმუნიტეტის გასაძლიერებლად კი საჭიროა, - ვარჯიში, სუფთა ჰაერის სუნთქვა, დიდი რაოდენობით წყლის მიღება, კარგი გამოძინება, ჯანსაღად კვება, - ეს ყველაფერი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია...

ადამიანი გენეტიკურად ისეთნაირად არის მოწყობილი, ისეთი კოდი დევს მასში, რომ სადაც დაიბადა, იმ ტერიტორიაზე არსებული და მოყვანილი პროდუქტით უნდა იკვებოს, ის არის მისთვის სასარგებლო. ქართველები ხშირად ვეტანებით ისეთ ტროპიკულ ხილს, როგორიცაა სიტყვაზე, ბანანი და ანანასი, არადა, მასზე უკეთესი კვებითი ღირებულება შესაძლოა, ჩვენს, ქართულ ხილს ჰქონდეს და აქვს კიდეც. დიახ, ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები ქართულ ხილში კიდევ მეტი დოზით შეიძლება აღმოვაჩინოთ.

რაც შეეხება მთლიანად შეერთებულ შტატებს, აქ ამ ვირუსის პერიოდში შეზღუდვა დიდად არაფერშია. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ინფორმაციული შეზღუდვაა და ესაა, ანუ ადამიანის ფსიქოლოგია, რომ დაშინებული იყოს. მოძრაობს ტრანსპორტი, ის დაწესებულებები, რაც ადამიანს სჭირდება და რაც მნიშვნელოვანია, თუ არ ჩავთვლით ნიუ-იორკში მანჰეტენზე გადაღებულ იმ რამდენიმე კადრს, რომ იქაურობა ცარიელია. მანჰეტენზე სულ ოფისებია, ის კადრები ისეთ დროს არის გადაღებული, როცა ხალხი ოფისში არაა. ასეთი კადრების გადაღება ჩვეულებრივ პერიოდშიც შესაძლებელი იყო. გამთენიისას მიყვარს, მზის ამოსვლას რომ ვხვდები და იმ პერიოდში მანჰეტენზე არაერთხელ გავსულვარ და სულ ასეთი სიცარიელეა ხოლმე. ასე რომ, ცარიელი ქუჩების გადაღება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შემიძლია.

რაც შეხება ქართველებს, მინდა, ვუთხრა, რომ სტრესით და ნერვიულობით არ დაიზიანონ იმუნური სისტემა, ნერვული დაძაბულობით მეტი დაავადება შეიძლება გაუჩნდეთ... ჯობს, ამ პერიოდში, თვითიზოლაციისას, საკუთარი თავი მეტად განავითარონ, დარჩნენ საყვარელ ადამიანებთან... უამრავი ადამიანი რუტინულ საქმეს ეწევა და მუდმივად იმაზე წუწუნებს, რომ თავისუფალი დრო არ აქვს. ახლა ეს დრო შეუძლია დასასვენებლად, საჭირო საქმეების გასაკეთებლად გამოიყენოს, ოჯახის წევრებს მეტად მოეფეროს და ხუმრობით თუ ვიტყვით, ისინი უკეთესად გაიცნოს კიდეც. შესაძლოა, საკუთარ თავში ახალი ტალანტებიც აღმოაჩინოს - სიმღერაში, ცეკვაში და დრო ახალი პროექტების შექმნაში დახარჯოს.

სამყარო დიდი ხანია, იცვლება და რამდენიმე წელიწადში ისედაც შეიცვლებოდა, უბრალოდ ახლა ერთიანად მიმდინარეობს ეს პროცესი. რამდენი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ბევრი რამ უკვე ავტომატიზებულად ხდება, ყველაფერი ელექტროაპარატებზეა... ადრე სახლიდან მუშაობა შეუძლებელი იყო, ახლა ცენტრალური ოფისები მუშაობენ სახლიდან...

- როგორც ამბობ, ხალხი კი მოძრაობს აქტიურად ქუჩაში, მაგრამ სოციალურ დისტანცირებას იცავენ?

- ამერიკელების ეთიკასა და ზრდილობაში ისედაც შედის დისტანციის დაცვა... მხოლოდ ქალაქებში - ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი, სადაც ბევრი ჩამოსული ადამიანია, ცოტა სიმჭიდროვეა მეტროში, მაღაზიებში და ეს ყველაფერი იქ ნაკლებად იგრძნობა, მაგრამ კანზასში, მაიამიში მაღაზიაში რომ მიდიხარ და ვინმესთან ერთდროულად მოგიწია სალაროსთან მისვლა, ის ვიღაც სამი მეტრის იქით დგებოდა და მანძილს იცავდა. ამას ისინი ყოველთვის არეგულირებდნენ.

მოკლედ, პოზიტიურ ემოციაზე ორიენტირებული ადამიანი ვარ და იმავეს გირჩევთ თქვენ. არაფრის დრამატიზება არ მიყვარს და ამას არასდროს ვცდილობ. ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება გრძელდება, უბრალოდ, ადაპტირება უნდა შევძლოთ ახალი სტილის ცხოვრებაზე, რადგანაც სამყარო ჩვენგან ახლა ამას ითხოვს. უნდა მივეჩვიოთ.

ასე რომ, მოგზაურობა, აღმოჩენა, შესწავლა, შეცნობა, შეგრძნება, ბედნიერება - ესაა მთავარი! გისურბეთ მოგზაურობას! ყველაფერი კარგად იქნება!

"ახლაც ემოციებში ვარ, მთელი სამინისტრო ფეხზე იდგა..." - რას ჰყვება ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც COVID-19 შეცდომით დაუდგინდა

კოკა ყანდიაშვილი მასთან დაკავშირებული ფეისბუქ-ანგარიშების წაშლას განცხადებით ეხმაურება

"დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო" - რეზი არველაძე ბავშვობაზე, ტყუპებსა და ფეხბურთზე