პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ბარამიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინის რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს
გია ბარამიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინის რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი გია ბა­რა­მი­ძე უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­და­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნის სა­კი­თხი გა­იწ­ვი­ეს, არ ადას­ტუ­რებს.

რო­გორც გია ბა­რა­მი­ძემ, "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, სულ ახ­ლა­ხანს, დას­რულ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტში ფრაქ­ცია "გო­ლოს­თან“.

"ჩვენ ნამ­დვი­ლად ვერ და­ვა­დას­ტუ­რებთ აღ­ნიშ­ნულს, ვი­ნა­ი­დან ამის თა­ო­ბა­ზე არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ეს ასე, რომ იყოს მთავ­რო­ბა თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­მა­ლავ­და და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ცხა­დია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნობ­და .ხოლო რა­საც და­გი­დას­ტუ­რებთ და რაც ნამ­დვი­ლად მოხ­და არის ის, რომ სულ ახ­ლა­ხანს დამ­თავ­რდა უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტში, რა­და­ში, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა ფრაქ­ცია "გო­ლოს­თან".

ეს პარ­ტია ფორ­მა­ლუ­რად არ შე­დის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, მაგ­რამ საკ­მა­ოდ რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი დე­პუ­ტატ­თა კორ­პუ­სი ყავს. ამ შეხ­ვედ­რამ ძა­ლი­ან კონ­სტრუქ­ცი­ულ, კარგ და თბილ ატ­მოს­ფე­რო­ში ჩა­ი­ა­რა. ბევ­რია ახალ პო­ლი­ტი­კო­სებ­ში ისე­თი, ვი­საც უკ­რა­ი­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უნდა, მაგ­რამ ასე­ვე ბევ­რი არის, ვი­საც ეს არ აწყობს. ამი­ტომ არის, რომ უკ­რა­ი­ნა უკვე 30 წე­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, მაგ­რამ იმ კო­რუფ­ცი­ის ჭა­ობ­შია, რო­მელ­შიც ჩვენ ვი­ყა­ვით. უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ოლი­გარ­ქია, ოლი­გარ­ქი­უ­ლი სის­ტე­მაა და ეს პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ფი­ნან­სუ­რი ელი­ტა ხე­ი­რობს ამ სი­ტუ­ა­ცი­ით და, რა თქმა უნდა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ამ ძა­ლე­ბის­გან არის უზარ­მა­ზა­რი. ამი­ტომ სჭირ­დე­ბა პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის, რო­გორც ახლა მი­შას ხში­რად ეძა­ხი­ან, პო­ლი­ტი­კუ­რი „ბულ­დო­ზე­რი“, რომ ეს კო­რუფ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა გა­იწ­მინ­დოს და ბუ­ნებ­რი­ვია პირ­ვე­ლი ბრძო­ლა სწო­რედ ახლა გა­ი­მარ­თე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გია ბა­რა­მი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გო­რია მისი მო­ლო­დი­ნე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში შე­საძ­ლო ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბა­რა­მი­ძე პა­სუ­ხობს, რომ „თუ ზე­ლენ­სკი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა ამ საქ­მე­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა გავა“.

„თუ თვი­თონ პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უშუ­ა­ლოდ არ ჩა­ერ­თნენ, ისე აზრი არ აქვს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის იქ ვიცე-პრე­მი­ე­რად წას­ვლას იმი­ტომ, რომ ეს ბრძო­ლა უნდა იყოს ყვე­ლას მხრი­დან ერ­თნა­ი­რი, პირ­ველ რიგ­ში ზე­ლენ­სკის მხრი­დან. ეს უმ­თავ­რე­სად მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და მერე არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და ვიცე-პრე­მი­ე­რის, ამი­ტომ ყვე­ლამ უნდა მო­ინ­დო­მოს.

მათ შო­რის ძი­რი­თად­მა და­საყ­რდენ­მა, მათ­მა გუნ­დმა პარ­ლა­მენ­ტში, თო­რემ მარ­ტო სა­ა­კაშ­ვი­ლის მონ­დო­მე­ბა და უნა­რე­ბი არ ეყო­ფა ამ საქ­მეს. თუ არ ჩა­ერ­თო პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი მე თვი­თონ ვურ­ჩევ­დი სა­ა­კაშ­ვილს, რომ ახ­ლა­ვე და­ა­ნე­ბოს მაგ ამ­ბავს თავი. თუ ჩა­ერ­თვე­ბა ზე­ლენ­სკი ბო­ლომ­დე და სრულ­ფა­სოვ­ნად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა გავა“,-აღ­ნიშ­ნა ბა­რა­მი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის მიერ უმაღ­ლე­სი რა­და­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნის სა­კი­თხის უკან გაწ­ვე­ვა მოხ­და. ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე ჯერ არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
156

თუ დანიშნეს შენც წაგიყვანს,მერე ერთი მაგარი ოპერაცია მოაწყვე,სვანეთისებური, რამოდენიმე კაცი წააკალით შემდეგ მოითხოვე კიევური კატლეტები და თუ გამოასწარი ცოცხალმა,მერე იტრაბახე.

Taso
163

ვის ატყუებთ აი ეხლა წავიკითხე უკრაინის საიტზე როგორ გაიწვია რადამ ამ პირუტყვის კანდიდატურა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გია ბარამიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინის რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს

გია ბარამიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინის რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე უკრაინული მედიის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინის უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს, არ ადასტურებს.

როგორც გია ბარამიძემ, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სულ ახლახანს, დასრულდა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა უკრაინის პარლამენტში ფრაქცია "გოლოსთან“.

"ჩვენ ნამდვილად ვერ დავადასტურებთ აღნიშნულს, ვინაიდან ამის თაობაზე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა. ეს ასე, რომ იყოს მთავრობა თავის გადაწყვეტილებას არ დამალავდა და გადაწყვეტილებას ცხადია, საზოგადოებას აცნობდა .ხოლო რასაც დაგიდასტურებთ და რაც ნამდვილად მოხდა არის ის, რომ სულ ახლახანს დამთავრდა უკრაინის პარლამენტში, რადაში, პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა ფრაქცია "გოლოსთან".

ეს პარტია ფორმალურად არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, მაგრამ საკმაოდ რეფორმატორულად განწყობილი დეპუტატთა კორპუსი ყავს. ამ შეხვედრამ ძალიან კონსტრუქციულ, კარგ და თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. ბევრია ახალ პოლიტიკოსებში ისეთი, ვისაც უკრაინაში რეფორმების განხორციელება უნდა, მაგრამ ასევე ბევრი არის, ვისაც ეს არ აწყობს. ამიტომ არის, რომ უკრაინა უკვე 30 წელია დამოუკიდებელია, მაგრამ იმ კორუფციის ჭაობშია, რომელშიც ჩვენ ვიყავით. უკრაინაში ძალიან ბევრი ოლიგარქია, ოლიგარქიული სისტემაა და ეს პოლიტიკური თუ ფინანსური ელიტა ხეირობს ამ სიტუაციით და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა ამ ძალებისგან არის უზარმაზარი. ამიტომ სჭირდება პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც ახლა მიშას ხშირად ეძახიან, პოლიტიკური „ბულდოზერი“, რომ ეს კორუფციული სისტემა გაიწმინდოს და ბუნებრივია პირველი ბრძოლა სწორედ ახლა გაიმართება“,- განაცხადა გია ბარამიძემ.

"ინტერპრესნიუსის" კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი მოლოდინები მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით, ბარამიძე პასუხობს, რომ „თუ ზელენსკი აქტიურად ჩაერთვება ამ საქმეში, სააკაშვილის კანდიდატურა გავა“.

„თუ თვითონ პრეზიდენტი ზელენსკი და პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არ ჩაერთნენ, ისე აზრი არ აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის იქ ვიცე-პრემიერად წასვლას იმიტომ, რომ ეს ბრძოლა უნდა იყოს ყველას მხრიდან ერთნაირი, პირველ რიგში ზელენსკის მხრიდან. ეს უმთავრესად მისი პასუხისმგებლობაა და მერე არის პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრემიერის, ამიტომ ყველამ უნდა მოინდომოს.

მათ შორის ძირითადმა დასაყრდენმა, მათმა გუნდმა პარლამენტში, თორემ მარტო სააკაშვილის მონდომება და უნარები არ ეყოფა ამ საქმეს. თუ არ ჩაერთო პრეზიდენტი ზელენსკი მე თვითონ ვურჩევდი სააკაშვილს, რომ ახლავე დაანებოს მაგ ამბავს თავი. თუ ჩაერთვება ზელენსკი ბოლომდე და სრულფასოვნად, დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის კანდიდატურა გავა“,-აღნიშნა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევა მოხდა. ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე ჯერ არ დადასტურებულა.