პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესპუბლიკურში ონკოდაავადების მქონე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
რესპუბლიკურში ონკოდაავადების მქონე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­და­უ­დე­ბე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლი­ნი­კა­ში მყო­ფი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი „უკი­დუ­რე­სად მძი­მე“ პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

რო­გორც თეა თა­ვარ­თქი­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ პა­ცი­ენტს ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო, თუმ­ცა ამ­ჟა­მად COVID-19-ზე ორი­ვე ტეს­ტი­რე­ბის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია.

ამას­თან, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­პუ­ბი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი და­ე­მა­ტა.

"ყვე­ლა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რი. გვყავს 4 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, მათ შო­რის 3 დღეს და­ტო­ვებს კლი­ნი­კას. 1 პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ძა­ლი­ან მძი­მე. მას ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო, თუმ­ცა მინ­და სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია ვაც­ნო­ბო ყვე­ლას, რომ ეს პა­ცი­ენ­ტი ამ ეტაპ­ზე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. ტეს­ტი­რე­ბა­ზე ორი­ვე პა­სუ­ხი მო­ვი­და უარ­ყო­ფი­თი.

ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა სპონ­ტა­ნურ სუნ­თქვა­ზე და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ერთი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა რჩე­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბო,“ - გა­ნა­ცხა­და თეა თა­ვარ­თქი­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბა კი­დევ 14 პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და და მათი პა­სუ­ხე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

„14 პა­ცი­ენ­ტის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბით. ასე­ვე ტეს­ტი­რე­ბა­ზე იგ­ზავ­ნე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ანა­ლი­ზე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა არის უარ­ყო­ფი­თი,“ - გა­ნა­ცხა­და მან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნდაა.
0

გაუმარჯოს კორონავირუსს. ყველა სხვა დაავადება "შთანთქა". 

Ii
0

კარგია ,ყოჩაღ ექიმებს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რესპუბლიკურში ონკოდაავადების მქონე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

რესპუბლიკურში ონკოდაავადების მქონე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული „უკიდურესად მძიმე“ პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორც თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად COVID-19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა.

"ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება ჰქონდა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი.

ამ ეტაპზე ყველა პაციენტი იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო,“ - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება კიდევ 14 პაციენტს ჩაუტარდა და მათი პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„14 პაციენტის პასუხს ველოდებით. ასევე ტესტირებაზე იგზავნება თანამშრომლების ანალიზები, ჯერჯერობით ყველა არის უარყოფითი,“ - განაცხადა მან.

ბათუმში, საკონდიტრო "დონას" თანამშრომელს "კოვიდ-19"  დაუდასტურდა - მაღაზიის პერსონალი კარანტინში გადაიყვანეს

"ნახევარი საათია  ასე  ვართ", - თბილისის მეტროში შეფერხებაა და მატარებლები გაჩერებულია

მთიანაჭარაში მოგზაურობის გასამარტივებლად ახალი ტურისტული გზამკვლევი იქმნება