სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვეში 20 000 ლარი გვჭირდება მედიკამენტებისთვის..." - დავეხმაროთ 10 წლის კესოს, რომელიც ორი წელია სიცოცხლისთვის იბრძვის
"თვეში 20 000 ლარი გვჭირდება მედიკამენტებისთვის..." - დავეხმაროთ 10 წლის კესოს, რომელიც ორი წელია სიცოცხლისთვის იბრძვის

10 წლის კე­სა­რია ბა­ხუ­ტაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. გო­გო­ნას 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ფრა­ი­ბურ­გის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში თა­ვის ტვი­ნის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის დი­ფუ­ზუ­რი გლი­ო­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

იმა­ვე წელს გერ­მა­ნი­ა­ში რა­დი­ო­დას­ხი­ვე­ბის 30 კურ­სი ჩა­უ­ტა­რეს, რის შემ­დე­გაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი იყო, თუმ­ცა, 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში კე­სოს და­ა­ვა­დე­ბის რე­ცი­დი­ვი მოხ­და და სიმ­სივ­ნის ზრდა და­ი­წყო, რის გა­მოც მას თურ­ქეთ­ში, აჯი­ბა­დე­მის კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს.

რო­გორც კე­სოს დედა, თა­მუ­ნა ჩახ­მა­ხაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ყვე­ბა, კე­სოს ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად სიმ­სივ­ნის და­ახ­ლო­ე­ბით, 50% ამოკ­ვე­თეს და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და­უ­ნიშ­ნეს, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.

დე­დის თქმით, გო­გო­ნა ახლა ექ­სპე­რი­მენ­ტულ მე­დი­კა­მენტს იღებს, თუმ­ცა, მისი შე­ძე­ნა დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რის­თვი­საც ოჯახს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

- თურ­ქეთ­ში, აჯი­ბა­დე­მის კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ჯამ­ში ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის 8 კურ­სი უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. 2 კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, კე­სოს სის­ხლის ფორ­მუ­ლას და ორ­გა­ნიზმს აღ­დგე­ნა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და.

2019 წლის დე­კემ­ბერ­ში, მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის შემ­დეგ, თურ­ქმა ექი­მებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ სიმ­სივ­ნე იმა­ზე მე­ტად გაზ­რდი­ლი იყო, ვიდ­რე ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვამ­დე. ამი­ტომ, აჯი­ბა­დე­მის კლი­ნი­კის ონ­კო­ლოგ­მა ბავ­შვის მკურ­ნა­ლო­ბა შე­წყვი­ტა, გვი­თხრა რომ მას მეტი ბერ­კე­ტი არ ჰქონ­და

დავ­გეგ­მეთ ვი­ზი­ტი სხვა ონ­კო­ლოგ­თან და შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ექ­სპე­რი­მენ­ტში ჩარ­თვა, კერ­ძოდ, შოგ­ვთა­ვა­ზეს ისე­თი საც­დე­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მელ­მაც კარ­გი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა ანა­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზის პა­ცი­ენ­ტებ­ზე

აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იქამ­დეც ვფლობ­დით, თუმ­ცა მისი შე­ძე­ნა დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ბოლო იმე­დი ეს წა­მა­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, 2020 წლის იან­ვრი­დან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ მისი მო­პო­ვე­ბა და მი­ღე­ბა.

მა­ნამ­დე, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე მძიმ­დე­ბო­და. გა­დავ­წყვი­ტეთ გარ­კვე­ულ რის­კზე წას­ვლა, რაც გუ­ლის­ხმობ­და ხელ­მე­ო­რედ რა­დი­ო­ლო­გი­ურ დას­ხი­ვე­ბას. დას­ხი­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ თა­ვის ტვინ­ში გან­ვი­თარ­და ჰიდ­რო­ცე­ფა­ლია, რის­თვი­საც სას­წრა­ფოდ სა­ჭი­რო გახ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა - თა­ვის ტვინ­ში შუნ­ტის ჩად­გმა.

ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ტარ­და იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კა­ში, ლადო წი­ქა­რიშ­ვი­ლის და აჩი­კო აგ­ლა­ძის მიერ. მად­ლო­ბა მათ ამის­თვის! თუმ­ცა, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, რად­გან იზ­რდე­ბო­და სიმ­სიმ­ნე და ასე­ვე იყო თა­ვის ტვი­ნის შე­შუ­პე­ბაც.

2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფოდ და­ვი­წყეთ რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი დას­ხი­ვე­ბა. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვე­ბი თურ­ქეთ­სა და ამე­რი­კა­ში, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და იმას, რომ შეგ­ვეს­წავ­ლა სიმ­სიმ­ნის გე­ნუ­რი მუ­ტა­ცია და ამ მუ­ტა­ცი­ე­ბის მგრძნო­ბე­ლო­ბა მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მე­დი­კა­მენ­ტის მი­მართ, რათა გვე­პო­ვა გზა, კი­დევ რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და.

დად­გინ­და, რომ სიმ­სივ­ნურ წარ­მო­ნაქ­მნში არის ისე­თი მუ­ტა­ცია, რო­მელ­ზეც პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა რამ­დე­ნი­მე მე­დი­კა­მენ­ტმა. ამ მე­დი­კა­მენ­ტის შე­სა­ძე­ნად, იმის­თვის, რომ კე­სომ შეძ­ლოს ბრძო­ლა, გვჭირ­დე­ბა თვე­ში 8 300 ლარი. ასე­ვე, ბავ­შვი იღებს სა­ექ­სპე­რი­მენ­ტო წა­მალს, რაც ღირს ძა­ლი­ან ძვი­რი, კვი­რა­ში 850 ევრო, ანუ თვე­ში 3 400 ევრო. სწო­რედ ეს არის და­მა­ტე­ბი­თი სირ­თუ­ლე - თვე­ში 20 000 ლარი გვჭირ­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის­თვის...

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ექ­სპე­რი­მენ­ტო წამ­ლის და­ფი­ნან­სე­ბაც არ ხდე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო აქამ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის დროს ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა, თუმ­ცა, ეს დახ­მა­რე­ბაც ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია. ახლა, რო­დე­საც ვხე­დავთ, რომ მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას შე­დე­გი აქვს, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­ნი­კუ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და, ძა­ლი­ან ძნე­ლია მკურ­ნა­ლო­ბის შე­წყვე­ტა უსახ­სრო­ბის გამო...

ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი გვაქვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რო­მე­ლიც აქამ­დეც ჩვენს გვერ­დით იდგა! არ შე­იძ­ლე­ბა მად­ლო­ბა არ გა­და­ვუ­ხა­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც უკვე თით­ქმის ორი წე­ლია კე­სოს ყო­ველ დღეს მჩუქ­ნი­ან - ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტოს, თბი­ლი­სის მუ­ნუ­ცი­პა­ლი­ტე­რის მე­რი­ას, კახა კა­ლა­ძის ფონდს, მა­ჟო­რი­ტარ რიმა ბე­რა­ძის ბი­უ­როს, დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის ფონდს და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ტკვი­ლის სა­და­რა­ჯო­ზე დგა­ნან და მზად არი­ან ჩვენ­თან ერ­თად იბ­რძო­ლონ...

ყვე­ლას მინ­და მივ­მარ­თო უმორ­ჩი­ლე­სი თხოვ­ნით, კი­დევ ერთხელ გა­ერ­თი­ან­დნენ ჩემი ციმ­ცი­მა გო­გოს გა­და­სარ­ჩე­ნად" - უთხრა AMBEBI.GE-ს კესო ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლის დე­დამ, თა­მუ­ნა ჩახ­მა­ხაშ­ვილ­მა.

კე­სოს­თვის მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ გო­გო­ნას მშობ­ლე­ბის ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

"თი­ბი­სი ბან­კი":

GE65TB7192745064300002

მიმ­ღე­ბი: თა­მარ ჩახ­მა­ხაშ­ვი­ლი

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი":

GE63BG0000000101336837

მიმ­ღე­ბი: ნი­კო­ლოზ ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
1

ღმერთო, რა უსამართლობაა, ესეთი ანგელოზები ასე უნდა წვალობდნენ და ვიღაც გაპეყვილი ნაძირლები ხარობდნენ...

 

ტარო
0

იქნებ paypal-ითაც გააკეთონ, საზღვარგარეთიდან უფრო იოლია

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"თვეში 20 000 ლარი გვჭირდება მედიკამენტებისთვის..." - დავეხმაროთ 10 წლის კესოს, რომელიც ორი წელია სიცოცხლისთვის იბრძვის

"თვეში 20 000 ლარი გვჭირდება მედიკამენტებისთვის..." - დავეხმაროთ 10 წლის კესოს, რომელიც ორი წელია სიცოცხლისთვის იბრძვის

10 წლის კესარია ბახუტაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. გოგონას 2018 წლის სექტემბერში, გერმანიაში, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში თავის ტვინის მაღალი ხარისხის დიფუზური გლიომის დიაგნოზი დაუსვეს.

იმავე წელს გერმანიაში რადიოდასხივების 30 კურსი ჩაუტარეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა, 2019 წლის აგვისტოში კესოს დაავადების რეციდივი მოხდა და სიმსივნის ზრდა დაიწყო, რის გამოც მას თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს.

როგორც კესოს დედა, თამუნა ჩახმახაშვილი AMBEBI.GE-სთან ყვება, კესოს ოპერაციის შედეგად სიმსივნის დაახლოებით, 50% ამოკვეთეს და მკურნალობის კურსი დაუნიშნეს, თუმცა, რამდენიმე თვეში ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა.

დედის თქმით, გოგონა ახლა ექსპერიმენტულ მედიკამენტს იღებს, თუმცა, მისი შეძენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რისთვისაც ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

- თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ჯამში ქიმიოთერაპიის 8 კურსი უნდა ჩატარებულიყო. 2 კურსის ჩატარების შემდეგ, კესოს სისხლის ფორმულას და ორგანიზმს აღდგენა ძალიან გაუჭირდა.

2019 წლის დეკემბერში, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის შემდეგ, თურქმა ექიმებმა დააფიქსირეს, რომ სიმსივნე იმაზე მეტად გაზრდილი იყო, ვიდრე ქირურგიულ ჩარევამდე. ამიტომ, აჯიბადემის კლინიკის ონკოლოგმა ბავშვის მკურნალობა შეწყვიტა, გვითხრა რომ მას მეტი ბერკეტი არ ჰქონდა

დავგეგმეთ ვიზიტი სხვა ონკოლოგთან და შემოგვთავაზეს ექსპერიმენტში ჩართვა, კერძოდ, შოგვთავაზეს ისეთი საცდელი მედიკამენტი, რომელმაც კარგი შედეგი აჩვენა ანალოგიური დიაგნოზის პაციენტებზე

აღნიშნული მედიკამენტის შესახებ ინფორმაციას იქამდეც ვფლობდით, თუმცა მისი შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი ბოლო იმედი ეს წამალია და საქართველოში დაბრუნებისთანავე, 2020 წლის იანვრიდან კეთილი ადამიანების დახმარებით მოვახერხეთ მისი მოპოვება და მიღება.

მანამდე, ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. გადავწყვიტეთ გარკვეულ რისკზე წასვლა, რაც გულისხმობდა ხელმეორედ რადიოლოგიურ დასხივებას. დასხივების პროცედურის ორგანიზებისას აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში განვითარდა ჰიდროცეფალია, რისთვისაც სასწრაფოდ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა - თავის ტვინში შუნტის ჩადგმა.

ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, ლადო წიქარიშვილის და აჩიკო აგლაძის მიერ. მადლობა მათ ამისთვის! თუმცა, ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, რადგან იზრდებოდა სიმსიმნე და ასევე იყო თავის ტვინის შეშუპებაც.

2020 წლის თებერვალში თოდუას კლინიკაში სასწრაფოდ დავიწყეთ რადიოლოგიური დასხივება. პარალელურ რეჟიმში ჩავატარეთ კვლევები თურქეთსა და ამერიკაში, რაც ემსახურებოდა იმას, რომ შეგვესწავლა სიმსიმნის გენური მუტაცია და ამ მუტაციების მგრძნობელობა მსოფლიოში არსებული ყველა მედიკამენტის მიმართ, რათა გვეპოვა გზა, კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა.

დადგინდა, რომ სიმსივნურ წარმონაქმნში არის ისეთი მუტაცია, რომელზეც პოზიტიური შედეგი აჩვენა რამდენიმე მედიკამენტმა. ამ მედიკამენტის შესაძენად, იმისთვის, რომ კესომ შეძლოს ბრძოლა, გვჭირდება თვეში 8 300 ლარი. ასევე, ბავშვი იღებს საექსპერიმენტო წამალს, რაც ღირს ძალიან ძვირი, კვირაში 850 ევრო, ანუ თვეში 3 400 ევრო. სწორედ ეს არის დამატებითი სირთულე - თვეში 20 000 ლარი გვჭირდება მედიკამენტებისთვის...

სამწუხაროდ, საექსპერიმენტო წამლის დაფინანსებაც არ ხდება. სახელმწიფო აქამდე განხორციელებული მკურნალობის დროს ძალიან დაგვეხმარა, თუმცა, ეს დახმარებაც ლიმიტირებულია. ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას შედეგი აქვს, ბავშვის მდგომარეობა კლინიკურად გაუმჯობესდა, ძალიან ძნელია მკურნალობის შეწყვეტა უსახსრობის გამო...

ამიტომ საზოგადოების დახმარების იმედი გვაქვს, საზოგადოების, რომელიც აქამდეც ჩვენს გვერდით იდგა! არ შეიძლება მადლობა არ გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც უკვე თითქმის ორი წელია კესოს ყოველ დღეს მჩუქნიან - ჯანდაცვის სამინისტოს, თბილისის მუნუციპალიტერის მერიას, კახა კალაძის ფონდს, მაჟორიტარ რიმა ბერაძის ბიუროს, დიმიტრი ცინცაძის ფონდს და ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ტკვილის სადარაჯოზე დგანან და მზად არიან ჩვენთან ერთად იბრძოლონ...

ყველას მინდა მივმართო უმორჩილესი თხოვნით, კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ ჩემი ციმციმა გოგოს გადასარჩენად" - უთხრა AMBEBI.GE-ს კესო ბახუტაშვილის დედამ, თამუნა ჩახმახაშვილმა.

კესოსთვის მკურნალობის თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ გოგონას მშობლების ანგარიშის ნომრებზე:

"თიბისი ბანკი":

GE65TB7192745064300002

მიმღები: თამარ ჩახმახაშვილი

"საქართველოს ბანკი":

GE63BG0000000101336837

მიმღები: ნიკოლოზ ბახუტაშვილი

საგარეჯოში მომუშავე ექთანს PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

"რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, 154 შემთხვევა მივიღეთ და აქედან 95 პაციენტი უკვე გაწერილია" - ლევან რატიანი

ფოტო ვაკის პარკიდან: ატირებული ვეტერანი სტალინის სურათით ხელში