პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"
ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"

მსოფ­ლიო პან­დე­მი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შეც­ვა­ლა - თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის გამო, შინ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­კე­ტა. სო­ცი­ა­ლურ­მა დის­ტან­ცი­ამ, გზე­ბის ჩა­კეტ­ვამ, სამ­სა­ხუ­რე­ბის გა­ჩე­რე­ბამ, ბევ­რიც ერ­თმა­ნეთს დრო­ე­ბით და­ა­შო­რა.

მუ­სი­კო­სი და ბიზ­ნეს­ლე­დი ია ჩანტლა­ძე ცოტა ხან­ში ტყუ­პის დედა გახ­დე­ბა, პან­დე­მი­ის გამო, რომ­ში ჩარ­ჩე­ნილ იტა­ლი­ელ მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდ­ში ცხა­დია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ვე­რაფ­რით ახერ­ხებს, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ეკონ­ტაქ­ტე­ბა.

რო­გორ გა­დის დრო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, რა შე­იც­ვა­ლა იას ცხოვ­რე­ბა­ში ბოლო ორ თვე­ში და რას და­უთ­მობს დროს პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ - ია ჩანტლა­ძე AMBEBI.GE-ს თა­ვად ესა­უბ­რა:

- ამ პე­რი­ოდ­ში, ალ­ბათ, რო­გორც ყვე­ლა­სი, ჩემი ცხოვ­რე­ბაც ნამ­დვი­ლად შე­იც­ვა­ლა. დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობ, ასე­ვე ვკი­თხუ­ლობ, ვუს­მენ მუ­სი­კას, ვუ­ყუ­რებ ფილ­მებს... ზო­გა­დად, არ მი­ჭირს ჩემ თავ­თა­ნაც მარ­ტო ყოფ­ნა, სი­ახ­ლის გა­მო­ძებ­ნა და თა­ვის გარ­თო­ბა, თუმ­ცა მა­ინც უჩ­ვე­უ­ლოა ეს რე­ჟი­მი და დამ­თრგუნ­ვე­ლიც. მე­ნატ­რე­ბა არა­დის­ტან­ცი­უ­რი, აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა, სუფ­თა ჰა­ერ­ზე გას­ვლა.

მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვე­ლო­დე­ბი გა­ზა­ფხულს, რად­გა­ნაც ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­შიც იღ­ვი­ძებს და ყო­ვე­ლი მი­ზე­ზის გა­რე­შეც უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ. წელს ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა კო­რო­ნამ წაგ­ვარ­თვა...

- იტა­ლი­ე­ლი მე­უღ­ლე გყავს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რომ­შია. რო­გორ გა­დის დრო ამ პე­რი­ოდ­ში თქვე­ნი წყვი­ლის­თვის?

- ჩვე­ნი წყვი­ლის­თვის ეს პე­რი­ო­დი ორ­მა­გად მძი­მეა, რად­გან ეს გან­შო­რე­ბა და­ემ­თხვა იმ დროს, როცა ტყუპს ვე­ლო­დე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­დან სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წა­სუ­ლი იყო, როცა სა­ზღვრე­ბი ჩა­ი­კე­ტა და ხე­ლახ­ლა და­გეგ­მი­ლი მგზავ­რო­ბა გა­უ­უქ­მდა. ვართ ახლა იმის მო­ლო­დინ­ში, რომ სა­ზღვრე­ბი გა­იხ­სნე­ბა და ისევ შევ­ძლებთ ერ­თად ყოფ­ნას. რას ვი­ზამთ, ესაა ცხოვ­რე­ბა! ვე­რას­დროს და­გეგ­მავ წი­ნას­წარ და არ იცი, რა გე­ლო­დე­ბა...

- რა ინ­ფორ­მა­ცი­ას გაწ­ვდის რო­მი­დან, რა შე­ზღუდ­ვე­ბი აქვთ იქა­უ­რებს მთავ­რო­ბის მიერ და რო­გორ გა­და­აქვთ ეს პე­რი­ო­დი?

- იტა­ლი­ე­ლე­ბიც სახ­ლებ­ში არი­ან ჩა­კე­ტი­ლე­ბი, მთე­ლი ქვე­ყა­ნა კა­რან­ტინ­შია. გა­რეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვე­ბის გა­რე­შე ვერ გა­დი­ან, ისიც საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზე და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თებ­ზე მოქ­მე­დებს. თუმ­ცა, უკვე და­ი­გეგ­მა ეტა­პობ­რი­ვად რა­ღაც სამ­სა­ხუ­რე­ბის აღ­დგე­ნა. რო­გორც ყვე­ლას, მა­თაც უჭირთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ სა­ში­ნე­ლი შე­დე­გე­ბის ფონ­ზე, რაც თავს და­ა­ტყდათ.

- რო­დის და­უ­კავ­ში­რეთ შენ და შენ­მა მე­უღ­ლემ ერ­თმა­ნეთს ცხოვ­რე­ბა?

- მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ წლე­ბის წინ, რომ­ში ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. უც­ნა­უ­რია, ალ­ბათ მარ­თლა ბედ­მა უნდა მი­გიყ­ვა­ნოს სა­დღაც, თო­რემ ისე ვე­რაფ­რით ავ­ხსნი, ამ­დე­ნი ტექ­ნი­კუ­რი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად აქამ­დე რო­გორ მო­ვე­დით. დღეს უკვე ოჯა­ხი გვაქვს და ვცხოვ­რობთ ასე - ორ ქვე­ყა­ნას შო­რის გა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი, რაც, სი­მარ­თლე ვთქვა, მომ­წონს.

- ია, ახალ­მა თა­ო­ბამ თუ არა, 2000-ია­ნებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ ადრე აქ­ტი­უ­რად მღე­რო­დი და ასე გა­გიც­ნო ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. რა­ტომ არ დარ­ჩი ამ სფე­რო­ში?

- მუ­სი­კას ძა­ლი­ან დიდი როლი ეჭი­რა და უჭი­რავს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა, მე 2000-ია­ნებ­ში უკვე მქონ­და არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. შე­საძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნდა მუ­სი­კა­სა და ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში პა­რა­ლე­ლუ­რად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. თან, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია - სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, მა­შინ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჯა­ზის ფა­კულ­ტე­ტი, ან თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კას­თან ახ­ლოს მყო­ფი რა­ი­მე ფა­კულ­ტე­ტი არ არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ, იქ არც ჩა­ვა­ბა­რე, რად­გან კლა­სი­კუ­რი ვო­კა­ლის­ტო­ბა არ მინ­დო­და, არც პი­ა­ნის­ტო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვო­ბა­ში კარ­გად ვუკ­რავ­დი.

დღეს წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­აა. ახლა 17 წლის რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ პრო­ფე­სი­ად მუ­სი­კას ავირ­ჩევ­დი.

- სიმ­ღე­რას თუ ახერ­ხებ და ხომ არ ფიქ­რობ ოდეს­მე ამ სფე­რო­ში ისევ აქ­ტი­უ­რად დაბ­რუ­ნე­ბას?

- დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ სცე­ნას ისევ და­ვუბ­რუნ­დე, მაქვს იდე­ე­ბიც - რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თო. თუმ­ცა, წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. იმ­დე­ნი ცვლი­ლე­ბა იგეგ­მე­ბა ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად არ შე­მიძ­ლია ვთქვა, მექ­ნე­ბა თუ არა დრო, რომ აქ­ტი­უ­რად ვიყო სცე­ნა­ზე.

- უკვე დიდი ხა­ნია ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში საქ­მი­ა­ნობ. რა­ტომ?

- ბიზ­ნეს­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია, ამ სფე­რო­ში ჩემი ჩარ­თვა თა­ვის­თა­ვად მოხ­და. თუმ­ცა, ალ­ბათ ქვეც­ნო­ბი­ე­რის დო­ნე­ზე ყო­ველ­თვის მინ­დო­და, საქ­მი­ა­ნი ქალი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად ბიზ­ნეს­ზე არ მი­ფიქ­რია. საქ­მი­ა­ნო­ბა ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ით და­ვი­წყე და ჩემი კომ­პა­ნია საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პი იყო, თუმ­ცა 2008 წლის ომმა და მსოფ­ლიო კრი­ზის­მა ეს ბიზ­ნე­სი დიდი ხნით შე­ა­ფერ­ხა.

შემ­დეგ კი, ამ საქ­მი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ინ­ტე­რე­სი დავ­კარ­გე, თან, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით, სას­წავ­ლებ­ლად ეს­პა­ნეთ­ში წა­ვე­დი. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს სხვა რე­ა­ლო­ბა დამ­ხვდა და სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი გა­მიჩ­ნდა.

ახლა თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი ვარ - ჩვე­ნი კომ­პა­ნია სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის სექ­ტორ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, კერ­ძოდ, სას­ტუმ­რო­ე­ბის დე­ვე­ლოპ­მენ­ტში. ამ­ჟა­მად, ქა­ლა­ქის გულ­ში უკვე მე­სა­მე სას­ტუმ­როს ვა­კე­თებთ და ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაც ესაა...

ამას­თან, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ, რო­მე­ლიც ჰო­რე­კას ბიზ­ნე­სის­თვის (სას­ტუმ­რო და სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი), ასე­ვე სამ­რე­ცხა­ო­ე­ბის­თვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ქი­მი­უ­რი, სა­დე­ზინ­ფექ­ციო და ა.შ. პრო­დუქ­ტე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რე­ბი ვართ, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წამ­ყვან ბრენ­დს წარ­მო­ვად­გენთ.

- ქა­ლის­თვის ბიზ­ნეს­ლე­დის სტა­ტუ­სი რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლია?

- დღეს უკვე კომ­ფორ­ტუ­ლია. ბოლო 15 წე­ლი­წად­ში მენ­ტა­ლუ­რად ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა - ვგუ­ლის­ხმობ ბიზ­ნეს­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, მათ აღ­ქმას მა­მა­კა­ცე­ბის და ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. სი­მარ­თლეს გე­ტყვით, წლე­ბის წინ, ბევ­რჯერ მიგ­რძვნია უნ­დობ­ლო­ბა მა­მა­კა­ცე­ბის მხრი­დან მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ქალი ვი­ყა­ვი, თა­ნაც ასა­კით პა­ტა­რა...

ბევ­რჯერ ორ­მა­გი გა­მი­კე­თე­ბია, და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ შე­მიძ­ლია ამ სფე­რო­ში მა­მა­კა­ცე­ბის გვერ­დით ვიდ­გე და საქ­მე იმა­ვე ხა­რის­ხით ვა­კე­თო. დღეს ბევრ რა­მე­ზე მე­ცი­ნე­ბა, თუმ­ცა როცა და­ვი­წყე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­მაც მო­მი­წია და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად პრინ­ცი­პუ­ლი საქ­მი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც მი­მი­ღია, რომ ვინ­მეს ქუს­ლებ­ზე შემ­დგა­რი სუ­ლე­ლი არ­სე­ბა არ ვგო­ნე­ბო­დი...

ახლა უკვე ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას პრო­ფე­სი­უ­ლი სტა­ტუ­სიც ემა­ტე­ბა - და­ვამ­თავ­რე გრე­ნობ­ლის ბიზ­ნესს­კო­ლა მა­გის­ტრის სტა­ტუ­სით. ასე რომ, საქ­მი­ა­ნი ქა­ლო­ბა უკვე ცხოვ­რე­ბის წე­სია, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა და სხვა ნი­უ­ან­სებ­ზე აღარ მე­ფიქ­რე­ბა.

- პან­დე­მი­ას რომ და­ვა­მარ­ცხებთ, რა გეგ­მე­ბი გაქვთ შენ და შენს მე­უღ­ლეს?

- რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ორ­სუ­ლად ვარ და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. ესაა მთა­ვა­რი გეგ­მაც...

- რას ეტყო­დი ამ სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში სხვებს?

- ხან­და­ხან თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა და სხვას რა ვუ­თხრა?! თუმ­ცა, ალ­ბათ რა­საც სა­კუ­თარ თავს, იგი­ვეს ვე­ტყვი ყვე­ლას: შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე - ესეც გა­ივ­ლის და აქე­დან უფრო ძლი­ე­რე­ბი, სა­კუ­თა­რი თა­ვის მცოდ­ნე­ე­ბი და გა­მობ­რძმე­დი­ლე­ბი გა­მო­ვალთ.

ერთი კარ­გი რაც ამ ვი­თა­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა - კა­ცობ­რი­ო­ბა ბევრ რა­მე­ზე და­ა­ფიქ­რა, ას­წავ­ლა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, რომ სა­ერ­თოდ არ შეგ­ვწევს ძალა გლო­ბა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ბი დავ­გეგ­მოთ. რად­გან, ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბა ისეთ­მა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ­მა რა­მემ სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლოს, რა­საც ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენთ.

ბო­ლოს, ალ­ბათ ბა­ნა­ლუ­რი ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ ასეა: ამ­ქვეყ­ნად, ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის და მოფრ­თხი­ლე­ბის ფასი არა­ფე­რია და ეს სი­ტუ­ა­ცია მა­ინც მი­ვი­ღოთ გაკ­ვე­თი­ლად. და­ვა­ფა­სოთ და გვიყ­ვარ­დეს ჩვენ გვერ­დით მყოფ­ნი!

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
d
50

ვინმეს აინტერესებს? ან ვინაა ეს ან ვის დაკარგვია

დ.დ.
3

ჩანტლაძეებს გაუმარჯოს.თქვენს ტყუპებს ბედნიერი მომავალი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"

მსოფლიო პანდემიამ ადამიანების ცხოვრება სერიოზულად შეცვალა - თვითიზოლაციისა და კარანტინის გამო, შინ მილიონობით ადამიანი გამოიკეტა. სოციალურმა დისტანციამ, გზების ჩაკეტვამ, სამსახურების გაჩერებამ, ბევრიც ერთმანეთს დროებით დააშორა.

მუსიკოსი და ბიზნესლედი ია ჩანტლაძე ცოტა ხანში ტყუპის დედა გახდება, პანდემიის გამო, რომში ჩარჩენილ იტალიელ მეუღლეს, რომელიც ამ პერიოდში ცხადია, საქართველოში ჩამოსვლას ვერაფრით ახერხებს, ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტება.

როგორ გადის დრო თვითიზოლაციაში, რა შეიცვალა იას ცხოვრებაში ბოლო ორ თვეში და რას დაუთმობს დროს პანდემიის დასრულების შემდეგ - ია ჩანტლაძე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრა:

- ამ პერიოდში, ალბათ, როგორც ყველასი, ჩემი ცხოვრებაც ნამდვილად შეიცვალა. დისტანციურად ვმუშაობ, ასევე ვკითხულობ, ვუსმენ მუსიკას, ვუყურებ ფილმებს... ზოგადად, არ მიჭირს ჩემ თავთანაც მარტო ყოფნა, სიახლის გამოძებნა და თავის გართობა, თუმცა მაინც უჩვეულოა ეს რეჟიმი და დამთრგუნველიც. მენატრება არადისტანციური, აქტიური ურთიერთობები, მოგზაურობა, სუფთა ჰაერზე გასვლა.

მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ველოდები გაზაფხულს, რადგანაც ამ დროს ყველაფერი ჩემშიც იღვიძებს და ყოველი მიზეზის გარეშეც უბედნიერესი ვარ. წელს ეს ბედნიერება კორონამ წაგვართვა...

- იტალიელი მეუღლე გყავს, რომელიც ამჟამად რომშია. როგორ გადის დრო ამ პერიოდში თქვენი წყვილისთვის?

- ჩვენი წყვილისთვის ეს პერიოდი ორმაგად მძიმეა, რადგან ეს განშორება დაემთხვა იმ დროს, როცა ტყუპს ველოდებით. საქართველოდან სულ რამდენიმე კვირის წასული იყო, როცა საზღვრები ჩაიკეტა და ხელახლა დაგეგმილი მგზავრობა გაუუქმდა. ვართ ახლა იმის მოლოდინში, რომ საზღვრები გაიხსნება და ისევ შევძლებთ ერთად ყოფნას. რას ვიზამთ, ესაა ცხოვრება! ვერასდროს დაგეგმავ წინასწარ და არ იცი, რა გელოდება...

- რა ინფორმაციას გაწვდის რომიდან, რა შეზღუდვები აქვთ იქაურებს მთავრობის მიერ და როგორ გადააქვთ ეს პერიოდი?

- იტალიელებიც სახლებში არიან ჩაკეტილები, მთელი ქვეყანა კარანტინშია. გარეთ სპეციალური საშვების გარეშე ვერ გადიან, ისიც საკვებ პროდუქტებზე და პირველადი მოხმარების ნივთებზე მოქმედებს. თუმცა, უკვე დაიგეგმა ეტაპობრივად რაღაც სამსახურების აღდგენა. როგორც ყველას, მათაც უჭირთ, განსაკუთრებით იმ საშინელი შედეგების ფონზე, რაც თავს დაატყდათ.

- როდის დაუკავშირეთ შენ და შენმა მეუღლემ ერთმანეთს ცხოვრება?

- მე და ჩემმა მეუღლემ წლების წინ, რომში ჩემი მოგზაურობის დროს გავიცანით ერთმანეთი. უცნაურია, ალბათ მართლა ბედმა უნდა მიგიყვანოს სადღაც, თორემ ისე ვერაფრით ავხსნი, ამდენი ტექნიკური სირთულის მიუხედავად აქამდე როგორ მოვედით. დღეს უკვე ოჯახი გვაქვს და ვცხოვრობთ ასე - ორ ქვეყანას შორის გამოკიდებულები, რაც, სიმართლე ვთქვა, მომწონს.

- ია, ახალმა თაობამ თუ არა, 2000-იანებმა კარგად იციან, რომ ადრე აქტიურად მღეროდი და ასე გაგიცნო ფართო საზოგადოებამ. რატომ არ დარჩი ამ სფეროში?

- მუსიკას ძალიან დიდი როლი ეჭირა და უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, თუმცა, მე 2000-იანებში უკვე მქონდა არჩეული პროფესია, რაც მაინტერესებდა. შესაძლებლად მიმაჩნდა მუსიკასა და ჩემს პროფესიაში პარალელურად ვყოფილიყავი. თან, გასათვალისწინებელია - სტუდენტი რომ გავხდი, მაშინ კონსერვატორიაში ჯაზის ფაკულტეტი, ან თანამედროვე მუსიკასთან ახლოს მყოფი რაიმე ფაკულტეტი არ არსებობდა, ამიტომ, იქ არც ჩავაბარე, რადგან კლასიკური ვოკალისტობა არ მინდოდა, არც პიანისტობა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში კარგად ვუკრავდი.

დღეს წინა წლებთან შედარებით, უამრავი შესაძლებლობა და ინფორმაციაა. ახლა 17 წლის რომ ვყოფილიყავი, ალბათ პროფესიად მუსიკას ავირჩევდი.

- სიმღერას თუ ახერხებ და ხომ არ ფიქრობ ოდესმე ამ სფეროში ისევ აქტიურად დაბრუნებას?

- დიდი სურვილი მაქვს, რომ სცენას ისევ დავუბრუნდე, მაქვს იდეებიც - რა შეიძლება გავაკეთო. თუმცა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. იმდენი ცვლილება იგეგმება ჩემ ცხოვრებაში, გარანტირებულად არ შემიძლია ვთქვა, მექნება თუ არა დრო, რომ აქტიურად ვიყო სცენაზე.

- უკვე დიდი ხანია ბიზნესსექტორში საქმიანობ. რატომ?

- ბიზნესზე არასდროს მიფიქრია, ამ სფეროში ჩემი ჩართვა თავისთავად მოხდა. თუმცა, ალბათ ქვეცნობიერის დონეზე ყოველთვის მინდოდა, საქმიანი ქალი ვყოფილიყავი, მაგრამ კონკრეტულად ბიზნესზე არ მიფიქრია. საქმიანობა ტურისტული კომპანიით დავიწყე და ჩემი კომპანია საკმაოდ წარმატებული სტარტაპი იყო, თუმცა 2008 წლის ომმა და მსოფლიო კრიზისმა ეს ბიზნესი დიდი ხნით შეაფერხა.

შემდეგ კი, ამ საქმიანობის აღდგენის ინტერესი დავკარგე, თან, გარკვეული პერიოდით, სასწავლებლად ესპანეთში წავედი. იქიდან დაბრუნებულს სხვა რეალობა დამხვდა და სხვა ინტერესები გამიჩნდა.

ახლა თვითდასაქმებული ვარ - ჩვენი კომპანია სტუმარმასპინძლობის სექტორშია წარმოდგენილი, კერძოდ, სასტუმროების დეველოპმენტში. ამჟამად, ქალაქის გულში უკვე მესამე სასტუმროს ვაკეთებთ და ჩემი ყოველდღიურობაც ესაა...

ამასთან, სრულიად განსხვავებული მიმართულების კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, რომელიც ჰორეკას ბიზნესისთვის (სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი), ასევე სამრეცხაოებისთვის პროფესიონალური ქიმიური, სადეზინფექციო და ა.შ. პროდუქტების მიმწოდებელია. ოფიციალური დილერები ვართ, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ბრენდს წარმოვადგენთ.

- ქალისთვის ბიზნესლედის სტატუსი რამდენად კომფორტულია?

- დღეს უკვე კომფორტულია. ბოლო 15 წელიწადში მენტალურად ბევრი რამ შეიცვალა - ვგულისხმობ ბიზნესში დასაქმებული ქალების რაოდენობას, მათ აღქმას მამაკაცების და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან. სიმართლეს გეტყვით, წლების წინ, ბევრჯერ მიგრძვნია უნდობლობა მამაკაცების მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვიყავი, თანაც ასაკით პატარა...

ბევრჯერ ორმაგი გამიკეთებია, დამემტკიცებინა, რომ შემიძლია ამ სფეროში მამაკაცების გვერდით ვიდგე და საქმე იმავე ხარისხით ვაკეთო. დღეს ბევრ რამეზე მეცინება, თუმცა როცა დავიწყე, ფსიქოლოგიური სირთულეეების გადალახვამაც მომიწია და საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად პრინციპული საქმიანი გადაწყვეტილებებიც მიმიღია, რომ ვინმეს ქუსლებზე შემდგარი სულელი არსება არ ვგონებოდი...

ახლა უკვე ჩემს გამოცდილებას პროფესიული სტატუსიც ემატება - დავამთავრე გრენობლის ბიზნესსკოლა მაგისტრის სტატუსით. ასე რომ, საქმიანი ქალობა უკვე ცხოვრების წესია, ყოველდღიურობაა და სხვა ნიუანსებზე აღარ მეფიქრება.

- პანდემიას რომ დავამარცხებთ, რა გეგმები გაქვთ შენ და შენს მეუღლეს?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ორსულად ვარ და ჩვენი ცხოვრების მთავარი ამბავისთვის ვემზადებით. ესაა მთავარი გეგმაც...

- რას ეტყოდი ამ საყოველთაო კარანტინის პერიოდში სხვებს?

- ხანდახან თვითონაც ძალიან მიჭირს ამ რეჟიმში ცხოვრება და სხვას რა ვუთხრა?! თუმცა, ალბათ რასაც საკუთარ თავს, იგივეს ვეტყვი ყველას: შევინარჩუნოთ სიმშვიდე - ესეც გაივლის და აქედან უფრო ძლიერები, საკუთარი თავის მცოდნეები და გამობრძმედილები გამოვალთ.

ერთი კარგი რაც ამ ვითარებამ მოიტანა - კაცობრიობა ბევრ რამეზე დააფიქრა, ასწავლა პრიორიტეტები, რომ საერთოდ არ შეგვწევს ძალა გლობალური რაღაცები დავგეგმოთ. რადგან, ჩვენი საკუთარი ცხოვრებაც შეიძლება ისეთმა გაუთვალისწინებელმა რამემ სრულიად შეცვალოს, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენთ.

ბოლოს, ალბათ ბანალური ვიქნები, მაგრამ ასეა: ამქვეყნად, ადამიანების ურთიერთობის, სიყვარულის და მოფრთხილების ფასი არაფერია და ეს სიტუაცია მაინც მივიღოთ გაკვეთილად. დავაფასოთ და გვიყვარდეს ჩვენ გვერდით მყოფნი!

„ოქროს წინსაფარი, 12 მონაწილე და სამზარეულოში სრული მზადყოფნა“ - 24 მაისიდან "მასტერშეფი" ბრუნდება!

"ჩემი რჩევაა დამაწყნარებელი დალიონ, რადგან ჩვენი შეფასებებისგან ღამით კოშმარები დაესიზმრებათ" - რა ელით მონაწილეებს და მაყურებელს „მასტერშეფის“ ახალ სეზონში

"მამა ყველას უყვარდა" - რას ყვება დუტა სხირტლაძის მეუღლე ცნობილი მამის შესახებ, რომელიც ქართველების საყვარელი სიმღერების ავტორია