პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სინამდვილეში, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-ჯერ მეტია..." - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე
"სინამდვილეში, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-ჯერ მეტია..." - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

რუ­სეთ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბით უკვე გა­და­ას­წრო ჩი­ნეთს და ის ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში მე­ცხრე ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 6 198 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბულ­მა შემ­თხვე­ვებ­მა 87 147 შე­ად­გი­ნა.

ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი კი 800-ს აღ­წევს.

თუმ­ცა, უკვე ად­გი­ლობ­რი­ვებ­საც ეჭვი ეპა­რე­ბათ მო­ნა­ცე­მე­ბის სის­წო­რე­ში და ფიქ­რო­ბენ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად მე­ტია...

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი იქ არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ზე ჰყვე­ბი­ან:

ხა­თუ­ნა ჟვა­ნია, 35 წლის:

"ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ნი­ა­რად ცდი­ლობს ინ­ფორ­მა­ცია და­მა­ლოს. ბი­უ­ჯე­ტის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე მყო­ფი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს სა­უ­ბარს ვირუ­სის მას­შტა­ბუ­რო­ბა­ზე კი არა, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც კი უკ­რძა­ლა­ვენ იმ მი­ზე­ზით, რომ პა­ნი­კა არ და­ი­წყოს, რად­გან "მო­სახ­ლე­ო­ბა სტრე­სის ქვეშ იქ­ნე­ბა, რაც მათ იმუ­ნი­ტეტს შე­ა­სუს­ტებს..."

შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა - უკვე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებ­სა და მარ­ტის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც რუ­სე­თი ჯერ კი­დევ არ აღი­ა­რებ­და ვირუსს, COVID-19-ის სიმპტო­მე­ბი უამ­რავ ადა­მი­ანს ჰქონ­და. ზოგს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აც კი დას­ჭირ­და, მაგ­რამ უმ­კურ­ნა­ლეს და გა­დარ­ჩნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ვირუ­სის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი ამ­ბე­ბი გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია და რუ­სე­თი და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს აჰ­ყვა, რომ კა­რან­ტი­ნი და ჩა­კე­ტი­ლო­ბა ხალ­ხს ძა­ლი­ან აზა­რა­ლებს და ჯო­ბია, შე­ზღუდ­ვე­ბი მოხ­სნან.

ნანა, 57 წლის, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

"ბოლო დღე­ე­ბია, რუ­სებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უამ­რა­ვი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ინ­ფი­ცირ­და. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში არის პო­ლიკ­ლი­ნი­კა, რომ­ლის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა... სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი, თით­ქოს ორი­ვეს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და, რა­საც გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - ახ­ლობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს ტყუ­ი­ლია...

თუმ­ცა, სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის ში­შით, ყვე­ლა ვერ ბე­დავს ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს, თო­რემ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა მოს­კო­ვის, სან­კტ-პე­რერ­ბურ­გის, სტავ­რო­პო­ლის, სო­ჭის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში. მათ კვალ­დაკ­ვალ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი არი­ან სამ­თავ­რო­ბო ტრო­ლე­ბი და რო­გორც კი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ამ პრობ­ლე­მა­ზე იწყე­ბენ სა­უ­ბარს, ისი­ნი შე­ტე­ვა­ზე გა­და­დი­ან - თით­ქოს გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში არც არ­სე­ბო­ბენ.

ასე­ვე სთხო­ვენ, და­ა­სა­ხე­ლონ, სად, რო­მელ კლი­ნი­კა­ში ხდე­ბა გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის აღ­რი­ცხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ცხა­დია, პრობ­ლე­მებს ყვე­ლა გა­ურ­ბის, რად­გან ასე­თი სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას, ФСБ-მ და­ი­წყო მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა. ტრო­ლე­ბი იმა­საც წე­რენ, რომ მო­ვიშ­ვი­შე ხალ­ხი და­სავ­ლე­თის პრო­პა­გან­დას არის აყო­ლი­ლი, რათა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა და­აკ­ნი­ნოს.

ირაკ­ლი ჟღენ­ტი, რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

"უკი­დუ­რე­სად სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. ექი­მე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავთ, რომ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­ავ­რცე­ლონ, სი­ნამ­დვი­ლე­ში 4-5-ჯერ მე­ტია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გარ­დაც­ვლი­ლიც... მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა არ­მი­ა­შიც, სა­დაც სამ­თავ­რო­ბო მე­დია მხო­ლოდ 900-მდე რი­ცხვს ასა­ხე­ლებს. ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ­თა 80%-ს ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი აქვს.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია წუხს, რომ იმ­დე­ნად დი­დია მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა, ყო­ველ­გვა­რი გეგ­მის გა­რე­შე, ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბენ. უამ­რავ მათ­განს არ აქვს ტეს­ტე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რა­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან მო­მუ­შა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი კა­რან­ტინ­ში, ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ვერ მი­დის და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას, რაც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას უწყობს ხელს. ასე რომ, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვე­ლო­დე­ბით".

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამანო მამამიცხონდაშვილი
4

"არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას... რაც დაღუპავს რუსეთს" - წმ. სერაფიმ საროველი. ვალოდია, ჯერ კიდევ არის დრო მოინანიო ყველაფერი.

sergo
9

ეს სერბი სამხედროები რა შუაშია??

ავტორი:

"სინამდვილეში, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-ჯერ მეტია..." - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

"სინამდვილეში, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-ჯერ მეტია..." - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

რუსეთმა კორონავირუსის შემთხვევებით უკვე გადაასწრო ჩინეთს და ის ამ დროისთვის მსოფლიოში მეცხრე ადგილზე იმყოფება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 6 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 87 147 შეადგინა.

ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 800-ს აღწევს.

თუმცა, უკვე ადგილობრივებსაც ეჭვი ეპარებათ მონაცემების სისწორეში და ფიქრობენ, რომ სინამდვილეში, დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მეტია...

AMBEBI.GE-სთან საუბარში რუსეთში მცხოვრები ქართველები იქ არსებულ რეალობაზე ჰყვებიან:

ხათუნა ჟვანია, 35 წლის:

"ძალიან რთული მდგომარეობაა, ადგილობრივი ხელისუფლება ყველანიარად ცდილობს ინფორმაცია დამალოს. ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს საუბარს ვირუსის მასშტაბურობაზე კი არა, დიაგნოსტირებული შემთხვევების რაოდენობაზეც კი უკრძალავენ იმ მიზეზით, რომ პანიკა არ დაიწყოს, რადგან "მოსახლეობა სტრესის ქვეშ იქნება, რაც მათ იმუნიტეტს შეასუსტებს..."

შედეგმაც არ დააყოვნა - უკვე უამრავი ადამიანი ამბობს, თებერვლის შუა რიცხვებსა და მარტის დასაწყისში, როდესაც რუსეთი ჯერ კიდევ არ აღიარებდა ვირუსს, COVID-19-ის სიმპტომები უამრავ ადამიანს ჰქონდა. ზოგს ჰოსპიტალიზაციაც კი დასჭირდა, მაგრამ უმკურნალეს და გადარჩნენ. შესაბამისად, ახლა ბევრი ფიქრობს, რომ ვირუსის გარშემო ატეხილი ამბები გაზვიადებულია და რუსეთი დანარჩენ მსოფლიოს აჰყვა, რომ კარანტინი და ჩაკეტილობა ხალხს ძალიან აზარალებს და ჯობია, შეზღუდვები მოხსნან.

ნანა, 57 წლის, სანკტ-პეტერბურგში მცხოვრები ქართველი:

"ბოლო დღეებია, რუსებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსით სამედიცინო დაწესებულებებში უამრავი თანამშრომელი დაინფიცირდა. ქალაქის ცენტრში არის პოლიკლინიკა, რომლის ორი თანამშრომელი გარდაიცვალა... სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ გააკეთა კომენტარი, თითქოს ორივეს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რასაც გამოხმაურება მოჰყვა - ახლობლებმა განაცხადეს, რომ ეს ტყუილია...

თუმცა, სამსახურის დაკარგვის შიშით, ყველა ვერ ბედავს ხმამაღლა საუბარს, თორემ სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაა მოსკოვის, სანკტ-პერერბურგის, სტავროპოლის, სოჭის საავადმყოფოებში. მათ კვალდაკვალ გააქტიურებული არიან სამთავრობო ტროლები და როგორც კი ინტერნეტმომხმარებლები ამ პრობლემაზე იწყებენ საუბარს, ისინი შეტევაზე გადადიან - თითქოს გარდაცვლილი ადამიანები სინამდვილეში არც არსებობენ.

ასევე სთხოვენ, დაასახელონ, სად, რომელ კლინიკაში ხდება განუკითხაობა პაციენტების აღრიცხვასთან დაკავშირებით. ცხადია, პრობლემებს ყველა გაურბის, რადგან ასეთი საუბრების შემდეგ, რამდენიმე ადგილას, ФСБ-მ დაიწყო მასალების მოძიება. ტროლები იმასაც წერენ, რომ მოვიშვიშე ხალხი დასავლეთის პროპაგანდას არის აყოლილი, რათა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა დააკნინოს.

ირაკლი ჟღენტი, რუსეთში მცხოვრები ქართველი:

"უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობაა. ექიმები გაფრთხილებული ჰყავთ, რომ ინფორმაცია არ გაავრცელონ, სინამდვილეში 4-5-ჯერ მეტია დაინფიცირებული და გარდაცვლილიც... მძიმე სიტუაციაა არმიაშიც, სადაც სამთავრობო მედია მხოლოდ 900-მდე რიცხვს ასახელებს. ჰოსპიტალიზირებულთა 80%-ს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი აქვს.

საავადმყოფოების ადმინისტრაცია წუხს, რომ იმდენად დიდია მიმართვიანობა, ყოველგვარი გეგმის გარეშე, ექსტრემალურ პირობებში მუშაობენ. უამრავ მათგანს არ აქვს ტესტები და უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები, რამაც ძალიან ბევრი სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება გამოიწვია. დაინფიცირებულებთან მომუშავე სამედიცინო პერსონალი კარანტინში, ან თვითიზოლაციაში ვერ მიდის და ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას, რაც ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. ასე რომ, დაინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას ჯერჯერობით არ ველოდებით".

ნიუ-იორკში გასულ 24 საათში კორონავირუსით 207 ადამიანი დაიღუპა

თავის ქალაში ჩიპის ჩადგმის შემდეგ, ლაპარაკი საჭირო აღარ იქნება - ილონ მასკის ახალი პროექტი, რომელიც 5 წელიწადში ენებს "გამოუსადეგარს გახდის"

საქართველოში მყოფმა, კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ბრიტანული ლაბორატორიიდან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარეს - Daily Mail-ის სკანდალური სტატია