პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია
"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია

ლილე აბ­სან­ძე ერთ-ერ­თია იმ 139 პა­ცი­ენ­ტი­დან, რომ­ლებ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხეს. გო­გო­ნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში 28 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და. ლილე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს:

"მგო­ნი უკვე ყვე­ლამ იცით, მაგ­რამ იმ 139 ადა­მი­ა­ნი­დან, რო­მე­ლიც covid19-ის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურ­ნა­ლობ­დი პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და იქე­დან სა­ერ­თოდ სხვა­ნა­ირ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ვე­დი. მარ­თა­ლია, ძი­რი­თა­დად ყვე­ლა­ნი იმა­ზე ხართ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვირუ­სის­გან თავი რო­გორ და­იც­ვათ, სახ­ლში რო­გორ დარ­ჩეთ და რა თქვა მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ ამ დი­ლით, მაგ­რამ მა­ინც მო­გიყ­ვე­ბით, რა ხდე­ბა როცა კო­რო­ნა გი­დას­ტურ­დე­ბა და ამ სი­გი­ჟე­ებს უკვე პა­ლა­ტი­დან კი­თხუ­ლობ. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ამ ტექ­სტში წე­რია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა, წყალ­გა­უ­ვა­ლი სი­მარ­თლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზეც ნამ­დვი­ლად არ ვრცელ­დე­ბა. ჩემი ამ­ბა­ვია მარ­ტო.

მე მარ­ტის ბო­ლოს ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ვმკურ­ნა­ლობ­დი ფილ­ტვე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ან­თე­ბით. სა­ერ­თო პა­ლა­ტა­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­მაც კონ­ტაქ­ტე­ბი და­მა­ლა (მე ასე ვიცი) და რო­გორც შემ­დგომ აღ­მოჩ­ნდა, კო­რო­ნა­ვირუ­სით იყო ავად. 2 დღე ამ ადა­მი­ან­თან ერ­თად ვმკურ­ნა­ლობ­დი პა­ლა­ტა­ში და შემ­დეგ სახ­ლში გამ­წე­რეს. კი­დევ ორი დღის მერე, და­მი­რე­კა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა და გა­და­მიყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში. მე­ო­რე დღეს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ ამი­ღო ნა­ცხი ცხვი­რი­დან და ხა­ხი­დან და 6 სა­ათ­ში და­მი­დას­რუტ­და კო­ვიდ-19.

მო­სა­ყო­ლად ხო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, მაგ­რამ მგო­ნი ყვე­ლა­ზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სა­ნამ სას­წრა­ფო მო­ვი­და, 20 წუთი ყვვე­ლა­ფერს გა­ნურ­ჩევ­ლად ვჩურ­თავ­დი ჩან­თებ­ში, თან მე­ტი­რე­ბო­და, თან ვი­გი­ნე­ბო­დი, თან ჩე­მებს ვუყ­ვი­რო­დი ახ­ლოს არ მო­სუ­ლიყ­ვნენ და არა­ფერ­ში დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ და თან მარ­ტო იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყვე­ლას გვჭირს. არ გვჭირ­და ყვე­ლას, არა­ვის ჭირ­და ჩემ გარ­და, მაგ­რამ ეს არც მა­შინ ვი­ცო­დი, არც მომ­დევ­ნო 14 დღე ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და ბო­ლომ­დე ახ­ლაც არ მჯე­რა. დღე­საც, დე­და­ჩემს რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი მარ­ტო იმას ვუს­მენ, რო­გორ სუნ­თქავს და ხომ არ ახ­ვე­ლებს. რო­გორც მე ვი­კონ­ტრო­ლებ­დი ტემ­პე­რა­ტუ­რას ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტა­ში, ისე ვა­კონ­ტო­ლებ­დი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რას დის­ტან­ცი­უ­რად და ობ­სე­სი­უ­რად.

ასევე დაგაინტერესებთ
09:12 / 23-03-2020

"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში

09:23 / 01-04-2020

"მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი, მივხვდი ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ვირუსს" - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

11:29 / 09-04-2020

რას გვირჩევს 90 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - "მუდამ დაწოლილი ნუ იქნები, შეინარჩუნე პოზიტივი და ილოცე"

20:44 / 16-04-2020

"ვალდებული ვიყავი, ჩემი ჯოჯოხეთური დღეები მეჩვენებინა... დაიჯერეთ, არსებობს ეს წყეული ვირუსი" - რას წერს ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

18:53 / 18-04-2020

"10 დღე-ღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე" - ვინ არის 80 წლის ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

23:29 / 25-04-2020

"გამარჯობა სიცოცხლე... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ, მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი" - რას წერს ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

მე სა­შუ­ა­ლო­ზე ოდ­ნავ მძი­მე პნევ­მო­ნია მქონ­და, პლაქ­ვე­ნი­ლიც ვსვი (კან­ფე­ტი ნამ­დვი­ლად არ არის) და ხან­და­ხან ჟანგბადსაც ვიშ­ვე­ლი­ებ­დი სუნ­თქვი­სას. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, ხვე­ლა გვი­ან და­ი­წყო და არც ისე ძლი­ე­რი იყო, არც ტემ­პე­რა­ტუ­რა მქო­ნია ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი იყო ვერ­ტი­გო, გუ­ლის ტკი­ვი­ლი, გულ­მკერ­დის არე­ში ზე­წო­ლა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, და­ბა­ლი წნე­ვა, და­ბა­ლი სი­ცხე და იშ­ვი­ა­თად სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. აქვე კი­დევ ერთხელ დავ­წერ, რომ ვირუ­სი ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უდ­გე­ბა ყვე­ლას და თუ თავ­ბრუს­ხვე­ვა იგ­რძე­ნით, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კო­რო­ნა გჭირ­დეთ მა­ინ­ცდა­მა­ინც.

პა­ლა­ტებს აქვს ძა­ლი­ან თხე­ლი კედ­ლე­ბი და პა­ცი­ენ­ტე­ბის ხვე­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად გეს­მის, რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბი­ან ახ­ლობ­ლებს ეგეც გეს­მის, რო­გორ ხდე­ბი­ან უა­რე­სად, რო­გორ გა­და­ყავთ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ან რო­გორ წე­რენ სახ­ლში. ამი­ტომ მარ­ტო­ო­ბის შეგ­რძნე­ბა არ გაქვს, მარ­ტო არ ხარ შარ­ში. რთუ­ლი ძი­რი­თა­დად ის არის, რომ კუ­ბო­ებ­ზე მი­მე­ბის სქ­როლ­ვა გი­წევს ფე­ის­ბუქ­ზე, ვი­ღა­ცე­ე­ბის და­რი­გე­ბის წა­კი­თხვა რო "ნუ აი არ მეს­მის ეს ხალ­ხი სად და­დი­ო­და", ხში­რად კი­თხუ­ლობ სი­ტყვას "და­უ­დევ­რო­ბა" და ზუს­ტად იცი, რომ შენ­ზე ფრთხი­ლად არც არა­ვინ ყო­ფი­ლა და არც ახ­ლაა არა­ვინ. ალ­ბათ, ამა­ზე უფრო დიდი სირ­თუ­ლეა ის, რომ და­ნამ­დვი­ლე­ბით არც შენ და არც არა­ვინ იცის რა გჭირს, რო­გორ მორ­ჩე­ბი ამის­გან და მერე რა იქ­ნე­ბა. მე ჩემ­მა ექიმ­მა პირ­და­პირ მიხ­რა, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბას მე და შენ ახლა ერ­თად ვსწავ­ლობ­თო, თა­ვი­დან და­ვი­ზაფ­რე, მაგ­რამ მა­ლე­ვე ეჩ­ვე­ვი. ეს იმა­საც ნიშ­ნავს, რომ როცა და­ა­ვა­დე­ბას შენ­თან ერ­თად სწავ­ლო­ბენ, ყვე­ლა შე­საძ­ლო მხრი­დან გა­კონ­ტრო­ლე­ბენ.

იქ რომ ხარ, პან­დე­მი­ას არ აბ­რა­ლებ არა­ვის, იმი­ტომ რომ სუ­ლერ­თია. მარ­ტო იმ ჩა­კე­ტი­ლი პა­ლა­ტი­დან ხე­დავ, რომ ეს სა­ყო­ველ­თაო უბე­დუ­რე­ბა უფრო დიდი რა­ღა­ცაა ვიდ­რე ქალი, რო­მელ­მაც კონ­ტაქ­ტე­ბი და­მა­ლა, იმი­ტომ რომ არ ჯე­რო­და, რომ თვი­თონ შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე და­მარ­თნო­და, უფრო დი­დია ვიდ­რე რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი, მა­მა­ო­ე­ბის შე­გო­ნე­ბებ­ზე უფრო უტი­ფა­რია და სტა­ტის­ტი­კა­ზე უფრო მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვინც მივ­ლი­და თით­ქმის ვე­რა­ვის ვცნობ სა­ხე­ზე, დიდი, სუ­ლის­შემ­ხუ­თა­ვი ეკი­პი­რე­ბის გამო, უუ­უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ექთ­ნებს, დამ­ხმა­რე­ებს, სა­ნიტ­რებს და მა­რი­ნა ექიმს. მთე­ლი ეს პან­დე­მია ყვე­ლა­ზე მე­ტად მათ აწ­ვე­ბა. ჩემ­ხე­ლა და ჩემ­ზე პა­ტა­რა სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ველ­დღე მო­რი­გე­ო­ბენ და ეკი­პი­რე­ბა­ში იოფ­ლე­ბი­ან, არც ძი­ნავთ წე­სი­ე­რად და ისი­ნიც იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ოჯა­ხე­ბის­გან.

ასე­ვე, მად­ლო­ბა ვინ­მე სა­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კარ­გი კუ­რი­ე­რია მსოფ­ლი­ო­ში და ჩემს მე­გობ­რებს, თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის და გემ­რი­ე­ლი ამა­ნა­თე­ბის­თვის.

თუ ვინ­მეს და­გი­დას­ტურ­დათ ვირუ­სი, შე­გიძ­ლი­ათ მომ­წე­როთ, და­მირ­ე­კოთ და 24/7-ზე მო­მიყ­ვეთ რა ხდე­ბა თქვენს თავს, რისი გე­ში­ნი­ათ, რა გა­ი­მე­დებთ, რო­მე­ლი ანა­ლი­ზი რამ­ხე­ლა დის­კომ­ფოტს იწ­ვევს და ა.შ. ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­დე­ბა ვინ­მეს­თვის პა­ტარ-პა­ტა­რა სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ მექ­ნე­ბა. მე პი­რა­დად სულ ვე­ძებ­დი ეგეთ ადა­მი­ანს.

P.S "ვა­ი­მე, 37 მაქვს და კო­რო­ნა ხო არ მჭირს" და მსგავ­სი ტექ­სტე­ბი შე­გიძ­ლი­ათ არ მომ­წე­როთ, მა­გას ად­გენს მხო­ლოდ ტეს­ტი".

ცნო­ბის­თვის, ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 485 ადა­მი­ა­ნია, მათ­გან 139 გა­მო­ჯან­მრთელ­და, 6 კი გარ­დაც­ვლი­ლია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nikolozi
749

ჯერ ერთი არც ეგ ვირუსია მართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულებზე უფრო დიდი და მეორეც არც მამაოების შეგონებაა უტიფარი, თუ ვერც ერთს ხვდები და ვერც მეორეს დასანანია, ჯანმრთელობას გისურვებ

ზურა
310

უიმე შვილო რამდენი დაგიწერია?! ნეტა იქნება ისეთი ადამიანი ვისაც ამის წაკითხვა არ დაეზარება

ავტორი:

"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია

"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია

ლილე აბსანძე ერთ-ერთია იმ 139 პაციენტიდან, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს. გოგონა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 დღის განმავლობაში მკურნალობდა. ლილე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

"მგონი უკვე ყველამ იცით, მაგრამ იმ 139 ადამიანიდან, რომელიც covid19-ისგან გამოჯანმრთელდა, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურნალობდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და იქედან საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი. მართალია, ძირითადად ყველანი იმაზე ხართ კონცენტრირებული ვირუსისგან თავი როგორ დაიცვათ, სახლში როგორ დარჩეთ და რა თქვა მარინა ეზუგბაიამ ამ დილით, მაგრამ მაინც მოგიყვებით, რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს უკვე პალატიდან კითხულობ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ტექსტში წერია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილება, წყალგაუვალი სიმართლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყველაზეც ნამდვილად არ ვრცელდება. ჩემი ამბავია მარტო.

მე მარტის ბოლოს ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი ფილტვების ბაქტერიული ანთებით. საერთო პალატაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელმაც კონტაქტები დამალა (მე ასე ვიცი) და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, კორონავირუსით იყო ავად. 2 დღე ამ ადამიანთან ერთად ვმკურნალობდი პალატაში და შემდეგ სახლში გამწერეს. კიდევ ორი დღის მერე, დამირეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და გადამიყვანეს კლინიკაში. მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიამ ამიღო ნაცხი ცხვირიდან და ხახიდან და 6 საათში დამიდასრუტდა კოვიდ-19.

მოსაყოლად ხო ძალიან მარტივია, მაგრამ მგონი ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ სასწრაფო მოვიდა, 20 წუთი ყვველაფერს განურჩევლად ვჩურთავდი ჩანთებში, თან მეტირებოდა, თან ვიგინებოდი, თან ჩემებს ვუყვიროდი ახლოს არ მოსულიყვნენ და არაფერში დამხმარებოდნენ და თან მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყველას გვჭირს. არ გვჭირდა ყველას, არავის ჭირდა ჩემ გარდა, მაგრამ ეს არც მაშინ ვიცოდი, არც მომდევნო 14 დღე ვიყავი დარწმუნებული და ბოლომდე ახლაც არ მჯერა. დღესაც, დედაჩემს რომ ველაპარაკები მარტო იმას ვუსმენ, როგორ სუნთქავს და ხომ არ ახველებს. როგორც მე ვიკონტროლებდი ტემპერატურას ბოქსირებულ პალატაში, ისე ვაკონტოლებდი ოჯახის წევრების ტემპერატურას დისტანციურად და ობსესიურად.

მე საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია მქონდა, პლაქვენილიც ვსვი (კანფეტი ნამდვილად არ არის) და ხანდახან ჟანგბადსაც ვიშველიებდი სუნთქვისას. ჩემს შემთხვევაში, ხველა გვიან დაიწყო და არც ისე ძლიერი იყო, არც ტემპერატურა მქონია ძალიან მაღალი. ძირითადი სიმპტომები იყო ვერტიგო, გულის ტკივილი, გულმკერდის არეში ზეწოლა, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, დაბალი სიცხე და იშვიათად სუნთქვის გაძნელება. აქვე კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ვირუსი ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველას და თუ თავბრუსხვევა იგრძენით, არ არის აუცილებელი კორონა გჭირდეთ მაინცდამაინც.

პალატებს აქვს ძალიან თხელი კედლები და პაციენტების ხველება თავისუფლად გესმის, როგორ ელაპარაკებიან ახლობლებს ეგეც გესმის, როგორ ხდებიან უარესად, როგორ გადაყავთ რეანიმაციაში ან როგორ წერენ სახლში. ამიტომ მარტოობის შეგრძნება არ გაქვს, მარტო არ ხარ შარში. რთული ძირითადად ის არის, რომ კუბოებზე მიმების სქროლვა გიწევს ფეისბუქზე, ვიღაცეების დარიგების წაკითხვა რო "ნუ აი არ მესმის ეს ხალხი სად დადიოდა", ხშირად კითხულობ სიტყვას "დაუდევრობა" და ზუსტად იცი, რომ შენზე ფრთხილად არც არავინ ყოფილა და არც ახლაა არავინ. ალბათ, ამაზე უფრო დიდი სირთულეა ის, რომ დანამდვილებით არც შენ და არც არავინ იცის რა გჭირს, როგორ მორჩები ამისგან და მერე რა იქნება. მე ჩემმა ექიმმა პირდაპირ მიხრა, რომ ამ დაავადებას მე და შენ ახლა ერთად ვსწავლობთო, თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ როცა დაავადებას შენთან ერთად სწავლობენ, ყველა შესაძლო მხრიდან გაკონტროლებენ.

იქ რომ ხარ, პანდემიას არ აბრალებ არავის, იმიტომ რომ სულერთია. მარტო იმ ჩაკეტილი პალატიდან ხედავ, რომ ეს საყოველთაო უბედურება უფრო დიდი რაღაცაა ვიდრე ქალი, რომელმაც კონტაქტები დამალა, იმიტომ რომ არ ჯეროდა, რომ თვითონ შეიძლება რაიმე დამართნოდა, უფრო დიდია ვიდრე რელიგიური დღესასწაული, მამაოების შეგონებებზე უფრო უტიფარია და სტატისტიკაზე უფრო მომაბეზრებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ვინც მივლიდა თითქმის ვერავის ვცნობ სახეზე, დიდი, სულისშემხუთავი ეკიპირების გამო, უუუღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დამხმარეებს, სანიტრებს და მარინა ექიმს. მთელი ეს პანდემია ყველაზე მეტად მათ აწვება. ჩემხელა და ჩემზე პატარა სტუდენტები ყოველდღე მორიგეობენ და ეკიპირებაში იოფლებიან, არც ძინავთ წესიერად და ისინიც იზოლირებულები არიან ოჯახებისგან.

ასევე, მადლობა ვინმე საბას, რომელიც ყველაზე კარგი კურიერია მსოფლიოში და ჩემს მეგობრებს, თბილი სიტყვებისთვის და გემრიელი ამანათებისთვის.

თუ ვინმეს დაგიდასტურდათ ვირუსი, შეგიძლიათ მომწეროთ, დამირეკოთ და 24/7-ზე მომიყვეთ რა ხდება თქვენს თავს, რისი გეშინიათ, რა გაიმედებთ, რომელი ანალიზი რამხელა დისკომფოტს იწვევს და ა.შ. ძალიან გამეხარდება ვინმესთვის პატარ-პატარა სასარგებლო გამოცდილებების გაზიარებების საშუალება თუ მექნება. მე პირადად სულ ვეძებდი ეგეთ ადამიანს.

P.S "ვაიმე, 37 მაქვს და კორონა ხო არ მჭირს" და მსგავსი ტექსტები შეგიძლიათ არ მომწეროთ, მაგას ადგენს მხოლოდ ტესტი".

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 485 ადამიანია, მათგან 139 გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაცვლილია.

გია ბარამიძე დაქორწინდა - "მე და ჩემმა ანუტამ ხელი მოვაწერეთ და ქართულ-უკრაინული ოჯახი იურიდიულადაც შედგა"

"ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ბავშვობის გმირი გარდაიცვალა" - შოთა არველაძე მარადონას გარდაცვალებას ეხმიანება და მასთან ერთად გადაღებულ ისტორიულ კადრებს აქვეყნებს

"ადგილი აქვს ხატის არა აღდგენას, არამედ ხელყოფას" - რას წერს "საყდრისის კომიტეტი" სვანურ ტაძარში დაცული ღვთისმშობლის ხატის რესტავრაციაზე