სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ გვექნება ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით ქვეყნის მთელ მოსახლეობას ან ნახევარს გამოვიკვლევთ" - თენგიზ ცერცვაძე
"ნუ გვექნება ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით ქვეყნის მთელ მოსახლეობას ან ნახევარს გამოვიკვლევთ" - თენგიზ ცერცვაძე

კო­ვიდ­ზე აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბით ნუ გვექ­ნე­ბა იმის ილუ­ზია, რომ მთელ ჩვენ მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­მო­ვიკ­ვლევთ ან მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარს, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აგ­რე­სი­ულ ტეს­ტი­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ტარ­დე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 10%-ია გა­მოკ­ვლე­უ­ლი.

"რაც მეტი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა გა­ტეს­ტი­ლი ქვე­ყა­ნა­ში, ეს რა თქმა უნდა, უკე­თე­სია. მინ­და ერთი რა­ღაც ვთქვა, რომ იმ ქვეყ­ნებ­შიც, სა­დაც ე.წ. აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ტარ­დე­ბა და ამ მხრივ მო­წი­ნა­ვე­ე­ბი არი­ან გერ­მა­ნია, სამ­ხრეთ კო­რეა და ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნე­ბი, ეს ჩა­ტარ­და მო­სახ­ლე­ო­ბის მცი­რე ნა­წილ­ში. იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ტარ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის 8-10%-ია სულ გა­მოკ­ვლე­უ­ლი.

ის, რომ შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში იყოს გა­მო­უვ­ლე­ნე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, ეს მა­ინც დარ­ჩე­ბა. ჩვენ 5 წე­ლია ვა­წარ­მო­ებთ C ჰე­პა­ტი­ტის აგ­რე­სი­ულ ტეს­ტი­რე­ბას. ექი­მე­ბი კარ­და­კარ და­დი­ან ქა­ლაქ­ში და სო­ფელ­ში და მო­სახ­ლე­ო­ბას ემუ­და­რე­ბი­ან, რომ ჩა­უ­ტა­რონ ტეს­ტი­რე­ბა იმი­ტომ, რომ სულ არ აქვთ არა­ნა­ი­რი ჩი­ვი­ლი C ჰე­პა­ტიტ­ზე, მაგ­რამ ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, რომ მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქმის 5 წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ჰე­პა­ტიტ­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტია მხო­ლოდ გა­მოკ­ვლე­უ­ლი ჯერ და არა მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და კო­ვიდ­ზე აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბით ნუ გვექ­ნე­ბა იმის ილუ­ზია, რომ ჩვენ მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­მო­ვიკ­ვლევთ ან მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარს. გერ­მა­ნი­ამ ვერ გა­მო­იკ­ვლია 10%-ზე მეტი", - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ავტორი:

"ნუ გვექნება ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით ქვეყნის მთელ მოსახლეობას ან ნახევარს გამოვიკვლევთ" - თენგიზ ცერცვაძე

"ნუ გვექნება ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით ქვეყნის მთელ მოსახლეობას ან ნახევარს გამოვიკვლევთ" - თენგიზ ცერცვაძე

კოვიდზე აგრესიული ტესტირებით ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ მთელ ჩვენ მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ ან მოსახლეობის ნახევარს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან აგრესიულ ტესტირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც აგრესიული ტესტირება ტარდება, მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია გამოკვლეული.

"რაც მეტი ადამიანი იქნება გატესტილი ქვეყანაში, ეს რა თქმა უნდა, უკეთესია. მინდა ერთი რაღაც ვთქვა, რომ იმ ქვეყნებშიც, სადაც ე.წ. აგრესიული ტესტირება ტარდება და ამ მხრივ მოწინავეები არიან გერმანია, სამხრეთ კორეა და ზოგიერთი ქვეყნები, ეს ჩატარდა მოსახლეობის მცირე ნაწილში. იმ ქვეყნებში, სადაც აგრესიული ტესტირება ტარდება მოსახლეობის 8-10%-ია სულ გამოკვლეული.

ის, რომ შეიძლება მოსახლეობაში იყოს გამოუვლენელი შემთხვევები, ეს მაინც დარჩება. ჩვენ 5 წელია ვაწარმოებთ C ჰეპატიტის აგრესიულ ტესტირებას. ექიმები კარდაკარ დადიან ქალაქში და სოფელში და მოსახლეობას ემუდარებიან, რომ ჩაუტარონ ტესტირება იმიტომ, რომ სულ არ აქვთ არანაირი ჩივილი C ჰეპატიტზე, მაგრამ ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიოთ.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 5 წელია მიმდინარეობს ეს აგრესიული ტესტირება ჰეპატიტზე, მოსახლეობის ნახევარზე მეტია მხოლოდ გამოკვლეული ჯერ და არა მთელი მოსახლეობა და კოვიდზე აგრესიული ტესტირებით ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ჩვენ მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ ან მოსახლეობის ნახევარს. გერმანიამ ვერ გამოიკვლია 10%-ზე მეტი", - განაცხადა ცერცვაძემ.

"გეგმაშია, რომ იქითა კვირის ბოლოს დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ" - ამირან გამყრელიძე აგრესიულ ტესტირებაზე

ახალციხეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთის პოლიციამ ყანდაურას გახმაურებული მკვლელობა გახსნა - 1 წლიანი ძებნის შემდეგ ნოდარ გამყრელიძე დაკავებულია