მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბათუმში ოზონოთერაპიით პაციენტებს კორონავირუსი მეშვიდე და მეცხრე დღეს გაუქრათ" - თენგიზ ცერცვაძე
"ბათუმში ოზონოთერაპიით პაციენტებს კორონავირუსი მეშვიდე და მეცხრე დღეს გაუქრათ" - თენგიზ ცერცვაძე

წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს ოზო­ნო­თე­რა­პი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. ოთხი პა­ცი­ენ­ტი­დან სამს Covid 19 გა­უქ­რა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემ­დგომ­ში ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და, ეს სა­ო­ცა­რია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს თსსუ-ის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო იმ მიდ­გო­მებს, რა­საც კლი­ნი­კე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნე­ბენ.

ცერ­ცვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოზო­ნო­თე­რა­პი­ის დროს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ხდე­ბა ოზო­ნის (O3) შეყ­ვა­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­თო­დით.

"შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი იყო ზო­გი­ერთ ახალ მიდ­გო­მა­ზე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცალ­კე­უ­ლი კლი­ნი­კე­ბი იყე­ნე­ბენ და რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს პერ­სპექ­ტი­უ­ლი. მა­გა­ლი­თად, მე ვი­სა­უბ­რე ჩვენს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე პრე­პა­რატ "ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­პა­რა­ტია, მაგ­რამ მხო­ლოდ ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი აქვს.

ასე­ვე, სა­უ­ბა­რი იყო ბა­თუ­მის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, სა­დაც ოზო­ნო­თე­რა­პია გა­მო­ი­ყე­ნეს ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს და წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. მათ ოთხ პა­ცი­ენტზე გა­მო­ი­ყე­ნეს ოზო­ნო­თე­რა­პია და 3 პა­ცი­ენტს ვირუ­სი გა­უქ­რა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემ­დგომ­ში ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და, ეს სა­ო­ცა­რია იმი­ტომ, რომ ჩვენს პა­ცი­ენ­ტებს ვირუ­სი უქ­რე­ბო­დათ კარგ შემ­თხვე­ვა­ში, მე-13 მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს, ხოლო ზოგს შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც 2 თვის შემ­დეგ.

ყვე­ლამ იცის, რა არის ოზო­ნი. ეს თე­რა­პია გუ­ლის­ხმობს ოზო­ნის (O3) შეყ­ვა­ნას ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­თო­დით. არის და­ნად­გა­რი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ოზონს, ხდე­ბა მისი გა­ზა­ვე­ბა ხსნარ­ში და ინ­ტრა­ვე­ნუ­რად გა­და­ეს­ხმე­ბა პა­ცი­ენტს. ასე­ვე, სა­უ­ბა­რი იყო პლაზ­მა­ფე­რინ­ზე, რო­მე­ლიც აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ (FDA) 10 აპ­რილს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ტკი­ცა, რო­გორც კო­ვიდ19-ის ერთ-ერთი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა. ესეც ცნო­ბი­ლი მე­თო­დია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს პა­ცი­ენ­ტი­სა­გან პლაზ­მის ნა­წი­ლის გა­მოყ­ვა­ნას, რო­მელ­საც თან მოჰ­ყვე­ბა რიგი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
4

თქვენ გაიხარეთ ქართველო გმირო ექიმებო! ყველა ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს და რა შესაძლებლობებიც გვაქვს იმის ფარგლებში, პოულობენ კიდეც გამოსავალს. ოზონოთერაპიამ თუ გაამართლა, მართლა ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან ადამიანები მალე გამოჯანმრთელდებიან. გაიხარეთ! გაიხარეთ! გაიხარეთ!

იოვანე
2

ბატონო თენგიზ, ქართველი ექიმების შრომა დასაფასებელია, მჯერა რომ წარმატებებს მიაღწევთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ავტორი:

"ბათუმში ოზონოთერაპიით პაციენტებს კორონავირუსი მეშვიდე და მეცხრე დღეს გაუქრათ" - თენგიზ ცერცვაძე

"ბათუმში ოზონოთერაპიით პაციენტებს კორონავირუსი მეშვიდე და მეცხრე დღეს გაუქრათ" - თენგიზ ცერცვაძე

წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის დროს ოზონოთერაპიის გამოყენება ძალიან წარმატებული იყო. ოთხი პაციენტიდან სამს Covid 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ მიდგომებს, რასაც კლინიკები კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.

ცერცვაძის ინფორმაციით, ოზონოთერაპიის დროს ადამიანის ორგანიზმში ხდება ოზონის (O3) შეყვანა სპეციალური მეთოდით.

"შეხვედრაზე საუბარი იყო ზოგიერთ ახალ მიდგომაზე, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული. მაგალითად, მე ვისაუბრე ჩვენს გამოცდილებაზე პრეპარატ "ტოცილიზუმაბის" გამოყენების თაობაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება იქნეს გამოყენებული იმიტომ, რომ სერიოზული შეზღუდვები აქვს.

ასევე, საუბარი იყო ბათუმის გამოცდილებაზე, სადაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებული იყო. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ კარგ შემთხვევაში, მე-13 მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს, ხოლო ზოგს შეიძლება სულაც 2 თვის შემდეგ.

ყველამ იცის, რა არის ოზონი. ეს თერაპია გულისხმობს ოზონის (O3) შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერინზე, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 10 აპრილს ოფიციალურად დაამტკიცა, როგორც კოვიდ19-ის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება. ესეც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისაგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, რომელსაც თან მოჰყვება რიგი მავნე ნივთიერებები,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება

23 მაისიდან ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა კვლავ შეზღუდული იქნება, გარდა ონლაინ ვაჭრობისა - ირაკლი ჩიქოვანი

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი