პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზის სხივები COVID-19-ს მოსალოდნელზე უფრო სწრაფად კლავს - ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა
მზის სხივები COVID-19-ს მოსალოდნელზე უფრო სწრაფად კლავს - ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა

ამე­რი­კელ მკვლე­ვარ­თა მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ მზის სხი­ვე­ბი COVID-19-ს რო­გორც ზე­და­პირ­ზე, ასე­ვე ჰა­ერ­ში იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად კლავს, ვიდ­რე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ძა­ლას იმ შემ­თხვე­ვა­ში კარ­გავს, თუ მას­ზე მზის სხი­ვე­ბის პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა იქ­ნე­ბა. კვლე­ვა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა და მეც­ნი­ე­რე­ბი არ სა­უბ­რო­ბენ დე­ტა­ლებ­ზე, კვლე­ვის მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე და ამ­ბო­ბენ, რომ არის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს და აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ამის­თვის დროს ითხო­ვენ.

კვლე­ვა აშშ-ის არ­მი­ის ბი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტარ­და. მის შე­დეგ­ზე კი თეთრ სახ­ლში მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩე­ველ­მა, უი­ლი­ამ ბრა­ი­ან­მა ისა­უბ­რა.

რო­გორც გა­მო­ცე­მა "ალ ჯა­ზი­რა" წერს, ბრა­ი­ა­ნის თქმით, მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დენს ვირუ­სის პა­თო­გენ­ზე, სწრა­ფად კლავს ვირუსს, რაც იძ­ლე­ვა იმედს, რომ ზა­ფხულ­ში მისი გავ­რცე­ლე­ბა შე­სუს­ტდე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
09:41 / 19-03-2020

როგორი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში ვრცელდება ყველაზე მეტად COVID-19? - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის კვლევის შედეგები

22:35 / 09-04-2020

რამდენ ხანს ძლებს COVID-19 ტანსაცმელზე, ფულზე და რამდენ გრადუსზე ქრება ზედაპირიდან - ეს ჩამონათვალი შეინახეთ

09:43 / 27-04-2020

რა დრო სჭირდება COVID-19-სგან სრულ გამოჯანმრთელებას - ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს

23:25 / 24-04-2020

შესაძლოა თუ არა ნიკოტინმა COVID-19-ისგან დაგიცვათ? - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ფრანგი მეცნიერების ახალ მიგნებაზე

15:57 / 28-04-2020

ორ თვეში ირანში ალკოჰოლით ასობით ადამიანი გარდაიცვალა - ისინი სასმელს კორონავირუსისგან განკურნების მიზნით იღებდნენ

"ვირუ­სი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად იღუ­პე­ბა მზის სხი­ვე­ბის პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბი­სას. ჩვენ მსგავ­სი ეფექ­ტი და­ვი­ნა­ხეთ მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­შიც, რაც უფრო იზ­რდე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა და ტე­ნი­ა­ნო­ბა, მით უფრო ნაკ­ლე­ბად გამ­ძლეა ვირუ­სი“, - ამ­ბობს ბრა­ი­ა­ნი. მი­სი­ვე ცნო­ბით, მზის სხი­ვე­ბი ზი­ანს აყე­ნებს ვირუ­სის გე­ნე­ტი­კურ მა­სა­ლას და აფერ­ხებს მისი რეპ­ლი­კა­ცი­ის უნარს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვირუ­სი ვრცელ­დე­ბა ისეთ თბილ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა სინ­გა­პუ­რი, მა­ლა­ი­ზია და ტა­ი­ლან­დი, რაც და­მა­ტე­ბით კი­თხვებს აჩენს და ამე­რი­კელ მეც­ნი­ერ­თა დას­კვნა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა. მკვლე­ვარ­თა თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.

ბრა­ი­ა­ნის თქმით, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა იმის თქმა, რომ ზა­ფხულ­ში ვირუ­სი სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა, მაგ­რამ დას­ძენს, რომ დი­დია შან­სი, კო­რო­ნა­ვირუს­მა ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკან და­ი­ხი­ოს და იმ­დე­ნად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აღარ და­ინ­ფი­ცირ­დეს, რო­გორც ახლა.

"ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ზა­ფხულ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იგი ბო­ლომ­დე გაქ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და ტე­ნი­ა­ნო­ბის ცვლი­ლე­ბა მის გავ­რცე­ლე­ბას საგ­რძნობ­ლად შე­ა­ნე­ლებს", - ამ­ბობს ბრა­ი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ COVID-19 მზის სხი­ვე­ბის პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის დროს 90 წამ­ში ძა­ლის ნა­ხე­ვარს კარ­გავს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ამ დრო­ის­თვის, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ვირუ­სით 4,194,047 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 283,992 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1,499,427 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
14

ასეთი კვლევა ადრეა ჩატარებული ჩინეთსა და გერმანიაში და ამ ნიშნით შედეგები ცნობილი იყო. ამასთან, ცალსახად ვიზიარებ პრეზიდენტ ტრანპის მითითებას კორონასთან ბრძოლაში ულტრაისფერის სხივების გამოყენებაზე და ველოდები/ველოდებოდი ასეთი რჩევა როდის იქნება მიღებული და განმარტებული საქართველოში. დაიბანეთ ხელები ან გაიკეთეთ ხელთათმანი არ წარმოადგენს კორონასთან ბრძოლას. 

ასეა ეს საქმე!
18

ჩვენ კიდევ სოროებში შეგვამწყვდიეს.... გვაიმედებენ კი - მხოლოდ 2030 წლის ჩათვლითოო!

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მზის სხივები COVID-19-ს მოსალოდნელზე უფრო სწრაფად კლავს - ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა

მზის სხივები COVID-19-ს მოსალოდნელზე უფრო სწრაფად კლავს - ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა

ამერიკელ მკვლევართა მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მზის სხივები COVID-19-ს როგორც ზედაპირზე, ასევე ჰაერში იმაზე გაცილებით სწრაფად კლავს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსი ძალას იმ შემთხვევაში კარგავს, თუ მასზე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება იქნება. კვლევა ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა და მეცნიერები არ საუბრობენ დეტალებზე, კვლევის მეთოდოლოგიაზე და ამბობენ, რომ არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ შესწავლას საჭიროებს და აშშ-ის ხელისუფლებისგან ამისთვის დროს ითხოვენ.

კვლევა აშშ-ის არმიის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ჩატარდა. მის შედეგზე კი თეთრ სახლში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩეველმა, უილიამ ბრაიანმა ისაუბრა.

როგორც გამოცემა "ალ ჯაზირა" წერს, ბრაიანის თქმით, მზის ულტრაიისფერი სხივები გავლენას ახდენს ვირუსის პათოგენზე, სწრაფად კლავს ვირუსს, რაც იძლევა იმედს, რომ ზაფხულში მისი გავრცელება შესუსტდება.

"ვირუსი ყველაზე სწრაფად იღუპება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას. ჩვენ მსგავსი ეფექტი დავინახეთ მაღალი ტენიანობის პირობებშიც, რაც უფრო იზრდება ტემპერატურა და ტენიანობა, მით უფრო ნაკლებად გამძლეა ვირუსი“, - ამბობს ბრაიანი. მისივე ცნობით, მზის სხივები ზიანს აყენებს ვირუსის გენეტიკურ მასალას და აფერხებს მისი რეპლიკაციის უნარს.

აღსანიშნავია, რომ ვირუსი ვრცელდება ისეთ თბილ ქვეყნებში, როგორებიცაა სინგაპური, მალაიზია და ტაილანდი, რაც დამატებით კითხვებს აჩენს და ამერიკელ მეცნიერთა დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა. მკვლევართა თქმით, ამ შემთხვევაში აღნიშნულ ქვეყნებში არსებული სხვა გარემო ფაქტორებია გასათვალისწინებელი.

ბრაიანის თქმით, უპასუხისმგებლობა იქნება იმის თქმა, რომ ზაფხულში ვირუსი საერთოდ გაქრება, მაგრამ დასძენს, რომ დიდია შანსი, კორონავირუსმა ტემპერატურის მატებასთან ერთად უკან დაიხიოს და იმდენად ბევრი ადამიანი აღარ დაინფიცირდეს, როგორც ახლა.

"ახალი კორონავირუსის თავისებურებებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად იგი ბოლომდე გაქრება. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურის მატება და ტენიანობის ცვლილება მის გავრცელებას საგრძნობლად შეანელებს", - ამბობს ბრაიანი.

მისივე თქმით, დაკვირვებამ აჩვენა, რომ COVID-19 მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების დროს 90 წამში ძალის ნახევარს კარგავს.

კორონავირუსის პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის, გლობალური მასშტაბით, ვირუსით 4,194,047 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 283,992 გარდაიცვალა, ხოლო 1,499,427 გამოჯანმრთელდა.

"საზარელი და შოკისმომგვრელი“ აღმოჩენა კანადაში - ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 750-ზე მეტი უსახელო საფლავი იპოვეს

სამხრეთ აფრიკელ ქალს 10 ტყუპი არ გაუჩენია და ის ორსულადაც არ ყოფილა - რატომ მოიგონა 37 წლის გოშამემ შვილების გაჩენა? - უჩვეულო ამბის დეტალები

მაიამიში მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი - ამ დროისთვის ადგილზე მაშველები მუშაობენ