საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბარში ვმუშაობ... პროდუქტიული ვარ ამ ქვეყნისთვის" - როგორია ჩცდ-ს მსახიობის ამერიკული ცხოვრება მსოფლიო პანდემიის ფონზე
"ბარში ვმუშაობ... პროდუქტიული ვარ ამ ქვეყნისთვის" - როგორია ჩცდ-ს მსახიობის ამერიკული ცხოვრება მსოფლიო პანდემიის ფონზე

მსა­ხი­ო­ბი ხა­ტია ბრა­ჭუ­ლი სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი იყო. გო­გო­ნა მძი­მე წარ­სუ­ლით, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში მი­ლი­ო­ნე­რი "ბა­ქა­რის" მე­უღ­ლის როლს თა­მა­შობ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად სე­რი­ა­ლი­დან გაქ­რა. ხა­ტია უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ამე­რი­კა­ში, ნიუ-იორკში ცხოვ­რობს და ფიქ­რობს, რომ ოც­ნე­ბის ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია. თუმ­ცა ახლა რო­გორც ბევ­რი ჩვენ­გა­ნის, ასე­ვე ხა­ტი­ას ცხოვ­რე­ბაც შე­იც­ვა­ლა... კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ში­შის ქვეშ ცხოვ­რე­ბა მსა­ხი­ობს მსოფ­ლიო მე­გა­პო­ლის­ში უწევს

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი როლი შე­ას­რუ­ლა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­მა". პრო­ფე­სი­უ­ლად გა­ვი­ზარ­დე, შე­მიყ­ვა­რა ხალ­ხმა, შე­მახ­ვედ­რა ახალ მე­გობ­რებს და ბევ­რი ლა­მა­ზი მო­გო­ნე­ბე­ბი და­მი­ტო­ვა. თუმ­ცა თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ბავ­შო­ბი­დან სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი და პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან არ ვიცი იღ­ბლი­ა­ნი ვი­ყა­ვი თუ მი­მარ­თლებ­და, ყო­ველ­თვის მა­კა­ვებ­დნენ სპექ­ტაკ­ლებ­ში და აქ­ტი­უ­რად მქონ­და გა­და­ღე­ბე­ბი.

- თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად სე­რი­ა­ლი­დან გაქ­რი...

- დიახ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ პრო­ფე­სი­ას ვე­უფ­ლე­ბო­დი და ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი, მაგ­რამ ბავ­შო­ბის ოც­ნე­ბა ჰო­ლი­ვუ­დი იყო. ოც­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამე­რი­კა­ში და­გეგ­მი­ლად არ წა­მოვ­სულ­ვარ, ექ­სპრომ­ტად მოხ­და. და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად წა­მო­სულ­მა მივ­ხვდი, რომ ეს ის იყო, რა­ზეც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვოც­ნე­ბობ­დი.

მე არ მიმ­ტო­ვე­ბია კა­რი­ე­რა, ეს უბ­რა­ლოდ პა­უ­ზაა მო­მა­ვა­ლი მიზ­ნის­თვის. მარ­ტო ჩა­მო­ვე­დი და რთუ­ლია პირ­და­პირ იქ მოხ­ვედ­რა, სა­დაც ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა. ბევ­რი ეტა­პის გავ­ლა მი­წევს, რა თქმა უნდა, თა­ვი­დან მო­მიხ­და ენის სწავ­ლა. ასე­ვე ვმუ­შა­ობ ბარ­ში - ბარ­თენ­დე­რი ვარ. აქ ცხოვ­რე­ბის დროს მივ­ხვდი, რომ ეს ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი სურ­ვი­ლე­ბის და მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ აქ ძა­ლი­ან კარგ ქარ­თვე­ლებს, ამე­რი­კე­ლებ­სა და სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებს შევ­ხვდი, რომ­ლე­ბიც დღეს ჩემი ახა­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან. აქ დრო ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­დის, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მია და ყო­ვე­ლი დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. მუ­დამ ვი­ღაც სა­ინ­ტე­რე­სოს ხვდე­ბი. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჯერ პრო­ფე­სი­უ­ლი არა­ფე­რი და­მი­წყია, ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლი ვარ ამ ქვეყ­ნის­თვის.

- ალ­ბათ ოჯა­ხი ძა­ლი­ან გე­ნატ­რე­ბა...

- რა თქმა უნდა, ჩემს აქ ყოფ­ნა­ში და­ი­ბა­და ჩემი ძმის­შვი­ლი. ჩემი მე­გობ­რე­ბი, ჩემი პრო­ფე­სია, თე­ატ­რი, გა­და­ღე­ბე­ბი, დე­და­ჩე­მის კერ­ძე­ბი - ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი მე­ნატ­რე­ბა.

ამ­ჟა­მად ნიუ-იორკში ვცხოვ­რობ, ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ასე გავ­რცელ­დე­ბო­და ვირუ­სი და ადა­მი­ა­ნებს იმ­სხვერ­პლი­და, ახლა ვცდი­ლობ, შე­ვე­გუე ამ რე­ა­ლო­ბას და და­ვე­მორ­ჩი­ლო წე­სებს. სა­დღაც ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ძა­ლი­ან მე­ში­ნია, თუმ­ცა ზო­გა­დად ოპ­ტი­მის­ტი ადა­მი­ა­ნი ვარ და ამ შემ­თხვე­ვა­შიც ანა­ლო­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რის გამო გა­გი­ჭირ­და?

- რო­გორც ყვე­ლას, მეც მი­წევს სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, რის გა­მოც, ვე­ღარ ვნა­ხუ­ლობ მე­გობ­რებს. მინ­და, რომ ძა­ლი­ან მალე მორ­ჩეს ვირუ­სი, რომ უფრო დიდი შე­მარ­თე­ბით, ერ­თმა­ნე­თის მე­ტად და­ფა­სე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლით და სი­კე­თის კე­თე­ბით და­ვუბ­რუნ­დეთ ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოღონდაცა რააააააააა
16

ამ გაგანია ვირუსის დროს რა დროს ვიღაცის ცოლის დაქალებია??????

dato
16

პროდუქტიული ვარო თქვა გასგებად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბარში ვმუშაობ... პროდუქტიული ვარ ამ ქვეყნისთვის" - როგორია ჩცდ-ს მსახიობის ამერიკული ცხოვრება მსოფლიო პანდემიის ფონზე

"ბარში ვმუშაობ... პროდუქტიული ვარ ამ ქვეყნისთვის" - როგორია ჩცდ-ს მსახიობის ამერიკული ცხოვრება მსოფლიო პანდემიის ფონზე

მსახიობი ხატია ბრაჭული სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი იყო. გოგონა მძიმე წარსულით, რომელიც შემდგომში მილიონერი "ბაქარის" მეუღლის როლს თამაშობდა, მოულოდნელად სერიალიდან გაქრა. ხატია უკვე წელიწადზე მეტია, რაც ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და ფიქრობს, რომ ოცნების ქვეყანაში ბევრი სურვილის ასრულება შეუძლია. თუმცა ახლა როგორც ბევრი ჩვენგანის, ასევე ხატიას ცხოვრებაც შეიცვალა... კორონავირუსის პანდემიის შიშის ქვეშ ცხოვრება მსახიობს მსოფლიო მეგაპოლისში უწევს

- ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა "ჩემი ცოლის დაქალებმა". პროფესიულად გავიზარდე, შემიყვარა ხალხმა, შემახვედრა ახალ მეგობრებს და ბევრი ლამაზი მოგონებები დამიტოვა. თუმცა თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ბავშობიდან სცენაზე ვიდექი და პირველივე კურსიდან არ ვიცი იღბლიანი ვიყავი თუ მიმართლებდა, ყოველთვის მაკავებდნენ სპექტაკლებში და აქტიურად მქონდა გადაღებები.

- თუმცა მოულოდნელად სერიალიდან გაქრი...

- დიახ, მთელი ცხოვრება ამ პროფესიას ვეუფლებოდი და ვემსახურებოდი, მაგრამ ბავშობის ოცნება ჰოლივუდი იყო. ოცნების მიუხედავად, ამერიკაში დაგეგმილად არ წამოვსულვარ, ექსპრომტად მოხდა. დასათვალიერებლად წამოსულმა მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.

მე არ მიმტოვებია კარიერა, ეს უბრალოდ პაუზაა მომავალი მიზნისთვის. მარტო ჩამოვედი და რთულია პირდაპირ იქ მოხვედრა, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა. ბევრი ეტაპის გავლა მიწევს, რა თქმა უნდა, თავიდან მომიხდა ენის სწავლა. ასევე ვმუშაობ ბარში - ბართენდერი ვარ. აქ ცხოვრების დროს მივხვდი, რომ ეს ამერიკული ოცნება იძლევა შესაძლებლობებს ყველაზე ამბიციური სურვილების და მიზნების მისაღწევად.

ცხადია, ეს ყველაფერი მარტივი არ არის, მაგრამ აქ ძალიან კარგ ქართველებს, ამერიკელებსა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შევხვდი, რომლებიც დღეს ჩემი ახალი მეგობრები არიან. აქ დრო ძალიან სწრაფად გადის, სრულიად განსხვავებული ცხოვრების რიტმია და ყოველი დღე განსაკუთრებულია. მუდამ ვიღაც საინტერესოს ხვდები. იმის მიუხედავად, რომ ჯერ პროფესიული არაფერი დამიწყია, ვფიქრობ, რომ ძალიან პროდუქტიული ვარ ამ ქვეყნისთვის.

- ალბათ ოჯახი ძალიან გენატრება...

- რა თქმა უნდა, ჩემს აქ ყოფნაში დაიბადა ჩემი ძმისშვილი. ჩემი მეგობრები, ჩემი პროფესია, თეატრი, გადაღებები, დედაჩემის კერძები - ყველა და ყველაფერი მენატრება.

ამჟამად ნიუ-იორკში ვცხოვრობ, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ ასე გავრცელდებოდა ვირუსი და ადამიანებს იმსხვერპლიდა, ახლა ვცდილობ, შევეგუე ამ რეალობას და დავემორჩილო წესებს. სადღაც ქვეცნობიერში ძალიან მეშინია, თუმცა ზოგადად ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ამ შემთხვევაშიც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს.

- ყველაზე მეტად რის გამო გაგიჭირდა?

- როგორც ყველას, მეც მიწევს სოციალური დისტანციის დაცვა, რის გამოც, ვეღარ ვნახულობ მეგობრებს. მინდა, რომ ძალიან მალე მორჩეს ვირუსი, რომ უფრო დიდი შემართებით, ერთმანეთის მეტად დაფასებით, სიყვარულით და სიკეთის კეთებით დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას.

"ჩემი დისშვილი მუშაობს აქ... არ დაგვკავშირებია" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მძევლების ოჯახის წევრები იკრიბებიან

"სუნთქვის უკმარისობით მოიყვანეს..." - რას ამბობენ ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ 23 წლის გოგონაზე

ვინ არის ბიჭი, რომელიც მიკროსაფინანსოში შეიჭრა (ფოტოები)