მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფსიქოლოგი თვითიზოლაციის სირთულეებზე - "რაც უფრო მეტი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გვაქვს დაბლოკილი, მით უფრო გვაქვს უსუსურობის განცდა"
ფსიქოლოგი თვითიზოლაციის სირთულეებზე - "რაც უფრო მეტი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გვაქვს დაბლოკილი, მით უფრო გვაქვს უსუსურობის განცდა"

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის მოქ­მე­დე­ბის პი­რო­ბებ­ში ვაჭ­რო­ბა სრუ­ლად შე­წყდა, შე­ჩე­რე­ბუ­ლია ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბი. სახ­ლში, იზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს ფაქ­ტობ­რი­ვად, მხო­ლოდ საკ­ვებ­სა და მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე მი­უწ­ვდე­ბათ ხელი, ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ წიგ­ნე­ბის, სა­თა­მა­შო­ე­ბის, პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის სხვა ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვამ სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლა.

ფსი­ქო­ლო­გი და არტ-თე­რა­პევ­ტი ირმა კვა­ჭა­ძე AMBEBI.GE-ს იმ პრობ­ლე­მებ­ზე ესა­უბ­რე­ბა, რა­საც თვი­თი­ზო­ლა­ცია და ამას­თან, სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის არ­ქო­ნა იწ­ვევს:

- ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რომ თა­ვად არც ერთი ფაქ­ტი არაა ტრავ­მუ­ლი, ტრავ­მუ­ლია ფაქ­ტი­სად­მი ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ზო­გა­დად ის, გვაქვს თუ არა ამ დროს მხარ­და­ჭე­რა. ცალ­სა­ხად ვერ ვი­ტყვით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აღიქ­ვას ფსი­ქი­კამ პან­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ ვა­ტა­რებთ ამ პრო­ცესს - რაზე ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას, ვის გა­რე­მოც­ვა­ში ვართ და ა.შ.

ყვე­ლას არ აქვს იმის პი­რო­ბე­ბი, რომ ეს დრო თა­ვის თავს და­უთ­მოს და თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნოს. ბევ­რი პრობ­ლე­მა მო­დის წინა პლან­ზე, იქ­ნე­ბა ეს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გამ­წვა­ვე­ბა, ოჯა­ხის წევ­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ე­ბი თუ პი­რა­დი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. რაც უფრო ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი და სხვა საგ­ნებ­სა თუ ქმე­დე­ბებ­ზე გა­დარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა, მით უფრო სტრე­სუ­ლი იქ­ნე­ბა გა­რე­მო მის­თვის

ანუ, ადა­მი­ა­ნი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­უ­რად თუ არ იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი, თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შან­სი არ ექ­ნე­ბა, სი­ტუ­ა­ცია უფრო ტრავ­მუ­ლი გახ­დე­ბა მის­თვის

არ­სე­ბობს ტერ­მი­ნი - "დას­წავ­ლი­ლი უსუ­სუ­რო­ბის სინ­დრო­მი", ჩა­ტარ­და კვლე­ვა ძაღ­ლებ­ზე და შე­დე­გის თა­ნახ­მად, თუ ძაღლს ნე­ბე­ლო­ბა ეზღუ­დე­ბა, შემ­დეგ სა­ერ­თოდ აღარც გა­მო­ხა­ტავს ამ ნე­ბე­ლო­ბას. ეს რომ გად­მო­ვი­ტა­ნოთ ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნებ­ზე, თუ ნე­ბე­ლო­ბა მთლი­ა­ნად შეგ­ვე­ზღუ­და და ვერ ვი­პო­ვით რა­ი­მეს, რა­ზეც ახლა ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შეგ­ვეძ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა დას­წავ­ლი­ლი უსუ­სუ­რო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­დეს. სახ­ლში ყოფ­ნა რთუ­ლი არ არის, რთუ­ლია, რო­დე­საც ჩვენს გავ­ლე­ნა­ში მოქ­ცე­უ­ლი საგ­ნე­ბი თუ მოვ­ლე­ნე­ბი აღარ გვექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და ვე­რა­ფერ­ზე ვახ­დენთ ზე­მოქ­მე­დე­ბას.

მე­ო­რე მხრივ, ყვე­ლა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, რო­დე­საც წი­ნაა წა­მო­წე­უ­ლი ძი­რი­თა­დი და ბა­ზი­სუ­რი - უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. თუმ­ცა, მისი შემ­დე­გი ეტა­პე­ბია თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია და ა.შ. მას­ლო­უს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­თა იერ­არ­ქია რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, რაც უფრო ბევ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გვაქვს დაბ­ლო­კი­ლი, მით უფრო შე­იძ­ლე­ბა, გვქონ­დეს უსუ­სუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა, შემ­დეგ კი ამ გან­ცდას­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

- გა­ი­ზარ­და თუ არა იზო­ლა­ცი­ის დროს მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა და ძი­რი­თა­დად, რა პრობ­ლე­მებს აწყდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში?

- პირ­ვე­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ნაკ­ლე­ბად იყო. და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე კვი­რის და­სა­წყის­ში მო­ი­მა­ტა შფოთ­ვამ, აგ­რე­სი­ამ, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბამ, რად­გან ოჯა­ხის წევ­რებ­მა ერ­თმა­ნე­თის სივ­რცე­ე­ბი ძა­ლი­ან უხე­შა­დაც და­არ­ღვი­ეს, მა­გა­ლი­თად, როცა ერთი მუ­შა­ობს, მე­ო­რე მე­ცა­დი­ნე­ობს, მე­სა­მეს კი ინ­ფორ­მა­ცია აინ­ტე­რე­სებს. აქამ­დე არ იყო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ 24-სა­ა­თი­ა­ნი კონ­ტაქ­ტი გვქო­ნო­და ერ­თმა­ნეთ­თან.

ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი უკეთ გა­ვიც­ნოთ, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, პი­რა­დი სივ­რცის პრობ­ლე­მა დგე­ბა. ძა­ლი­ან ხში­რა­დაა მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა მშობ­ლე­ბის­გან, ბავ­შვე­ბის ქცე­ვა რა­დი­კა­ლუ­რა­დაა შეც­ვლი­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ახა­ლი ენის გა­მო­გო­ნე­ბა უწევთ, თა­ვი­დან უნდა და­ა­რე­გუ­ლი­რონ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ხში­რია აპა­თი­აც, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ აღა­რა­ფერს აქვს აზრი. გან­ზო­გა­დე­ბით იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ვი­ღა­ცას, ვინც რა­ღაც სირ­თუ­ლეს აწყდე­ბო­და, თუმ­ცა მას უმკლავ­დე­ბო­და, ახლა ამა­ში მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. ასე რომ, მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლია, თუმ­ცა მისი ტიპი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - თუ ზო­გად ჭრილ­ში ვი­ტყვით, რომ გა­ზა­ფხულ­ზე ფსი­ქო­თე­რა­პი­ა­ში ნაკ­ლე­ბი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბაა (ამ დროს ძი­რი­თა­დად, ბუ­ნე­ბა, გა­რე­მო და ამინ­დი ზო­გა­დად, თა­ვად მოქ­მე­დებს და­დე­ბი­თად გან­წყო­ბა­ზე), ახლა სამ­წუ­ხა­როდ, ამ მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პი­რი­ქი­თაა.

- რო­გორ უნდა გა­არ­თონ მშობ­ლებ­მა იზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბი, გა­მო­ნა­ხონ მათ­თან სა­ერ­თო ენა და პა­რა­ლე­ლუ­რად, ნე­გა­ტი­ვი­დან ყუ­რა­დღე­ბაც გა­და­ა­ტა­ნი­ნონ?

- პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მშო­ბელ­მა ჯერ თა­ვის ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე იზ­რუ­ნოს, რად­გან ბავ­შვის ქცე­ვის პრობ­ლე­მა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მომ­დი­ნა­რე­ობს იქი­დან, თუ რო­გორ აღიქ­ვამს მშო­ბე­ლი არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას, თვი­თონ რო­გორ ცხოვ­რობს, რა ემო­ცი­ე­ბი აქვს ყო­ველ­დღი­უ­რად. და­ნარ­ჩე­ნი, მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა იყოს კრაფ­ტი, ოჯა­ხუ­რი თა­მა­შე­ბი, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი და ა.შ. ეს მშობ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ასე­ვე, ბავ­შვს ასა­კის მი­ხედ­ვით უნდა შე­ვურ­ჩი­ოთ მის­თვის მი­სა­ღე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა.

- ამა­შიც პრობ­ლე­მას ვა­წყდე­ბით, კრაფ­ტე­ბის და თუნ­დაც, სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბაც შე­ზღუ­დუ­ლია...

- გე­თან­ხმე­ბით, ჩემს ახ­ლობ­ლებ­შიც იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პრობ­ლე­მა გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბის ამო­ბეჭდ­ვას უკავ­შირ­დე­ბო­და - ოფი­სი არ იყო. ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. არა­და ბავ­შვე­ბის­თვის ეს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბაა.

- ამ ფონ­ზე, რო­დე­საც მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბა გაზ­რდი­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ კავ­დე­ბი­ან სა­კუ­თა­რი საქ­მით თუ ჰო­ბით, დეპ­რე­სი­უ­ლი ფო­ნის­გან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლად რო­გორ უნდა და­იც­ვან თავი?

- უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ადა­მი­ანს ჰქონ­დეს შეგ­რძნე­ბა, რომ მისი ენერ­გია რა­ღა­ცას ხმარ­დე­ბა. თუ ენერ­გი­ას რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბის­კენ არ მივ­მარ­თავთ, მას ცუდი თვი­სე­ბა აქვს - მერე ისევ ჩვენ გვიბ­რუნ­დე­ბა, ოღონდ უკვე ნე­გა­ტი­უ­რი მუხ­ტით და თვი­თაგ­რე­სი­ა­ში, ან სხვა­ზე აგ­რე­სი­ა­ში გა­და­დის.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ფსი­ქი­კუ­რი ენერ­გია არც და­დე­ბი­თია, არც - უარ­ყო­ფი­თი, მაგ­რამ რო­გორც ელექტრო­ე­ნერ­გია, მთა­ვა­რია, რის­კენ მივ­მარ­თავთ: ელექტრო­ე­ნერ­გი­ით შეგ­ვიძ­ლია ელექტროს­კა­მი გა­ვა­კე­თოთ ან შუქი ავან­თოთ. ფსი­ქი­კურ ენერ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას აქვს, რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნებთ. მისი და­დე­ბი­თი გა­ხარ­ჯვა თუ არ მოხ­და, სამ­წუ­ხა­როდ, მერე ამას შე­იძ­ლე­ბა, სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბიც კი მოჰ­ყვეს.

ფსი­ქი­კუ­რი ენერ­გი­ის და­დე­ბი­თად გა­ხარ­ჯვას უკვე თა­ვის ტვი­ნი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კუ­თხე აყა­ლი­ბებს. რაც უფრო იც­ნობს ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავს, მით უფრო უად­ვილ­დე­ბა ფსი­ქი­კუ­რი ენერ­გი­ის მარ­თვა. თუ ნაკ­ლე­ბად იც­ნობს, სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბი - თუნ­დაც „ფაზ­ლი“, აა­წყოს და დამ­შვიდ­დეს, ან არტთე­რა­პი­უ­ლი გა­სა­ფე­რა­დებ­ლე­ბი, რომ ფსი­ქი­კურ ენერ­გი­ას დი­ნე­ბა მის­ცეს და დამ­შვიდ­დეს, ან თუნ­დაც, ფსი­ქო­თე­რა­პევტს მი­მარ­თოს.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ კრი­ტი­კაც ის­მის - მი­ტა­ნის სერ­ვი­სი მხო­ლოდ საკ­ვებ­ზე არ­სე­ბობს. შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ სა­ხელ­მწი­ფო ამ შე­ზღუდ­ვე­ბით არ ეხ­მა­რე­ბა მო­ქა­ლა­ქეს შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად გა­და­ი­ტა­ნოს ეს პე­რი­ო­დი, მა­შინ რო­დე­საც ის კა­ნონს იცავს და სახ­ლში რჩე­ბა?

- მეს­მის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა ემო­ცი­უ­რი ფონი მა­ღა­ლი იყო, მეს­მის, რა­ტომ იქნა მი­ღე­ბუ­ლი ასე­თი ერ­თი­ა­ნი, ცალ­სა­ხა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მაგ­რამ, სი­ტუ­ა­ცი­ის შე­და­რე­ბით და­რე­გუ­ლი­რე­ბის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა, ეს მკაც­რი ზო­მე­ბი უკვე გა­და­ი­ხე­დოს და უკვე სხვა თე­მებ­ზეც ვიზ­რუ­ნოთ, იქ­ნე­ბა ეს ემო­ცი­უ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ფსი­ქი­კუ­რი სი­ჯან­სა­ღე თუ სხვა.

ფი­ზი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ეტაპ­ზე, ამა­ზე ვთან­ხმდე­ბით, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა, რად­გან სამ­წუ­ხა­როდ, სწო­რედ ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა უსაფრ­თხო­ე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფი­ზი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ბი. არ ვემ­ხრო­ბი აზრს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა­ი­მე არას­წო­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, იმ ეტაპ­ზე ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, მაგ­რამ უკვე სა­ჭი­როა ცვლი­ლე­ბა - რო­გორც გი­თხა­რით, პირ­ვე­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბი იყო, რა­ღაც­ნა­ი­რად, მოც­დის რე­ჟიმ­ში იყო ფსი­ქი­კაც და ადა­მი­ა­ნიც, გა­და­ვა­დე­ბუ­ლი გვქონ­და შფოთვის ამ­ბა­ვიც, პრო­ტეს­ტე­ბიც.

პრობ­ლე­მე­ბი უკვე მე­სა­მე კვი­რი­დან წა­მო­ვი­და და უკვე გვჭირ­დე­ბა ფსი­ქი­კუ­რა­დაც პა­ტარ-პა­ტა­რა საკ­ვე­ბი, რომ შფოთ­ვას მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ. ამი­ტომ, ალ­ბათ უმ­ჯო­ბე­სია, რა­ღაც ტი­პის გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი იყოს, ან მე­ტად და­ბა­ლანსდეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუნ­დაც ბავ­შვე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი ტი­პის სა­თა­მა­შო­ე­ბის მი­წო­დე­ბა - მათი ფსი­ქი­კის­თვის ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ნელ-ნელა ამ ყვე­ლაფ­რის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ფსიქოლოგი თვითიზოლაციის სირთულეებზე - "რაც უფრო მეტი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გვაქვს დაბლოკილი, მით უფრო გვაქვს უსუსურობის განცდა"

ფსიქოლოგი თვითიზოლაციის სირთულეებზე - "რაც უფრო მეტი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გვაქვს დაბლოკილი, მით უფრო გვაქვს უსუსურობის განცდა"

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში ვაჭრობა სრულად შეწყდა, შეჩერებულია ონლაინ გაყიდვები. სახლში, იზოლაციაში მყოფ ადამიანებს ფაქტობრივად, მხოლოდ საკვებსა და მედიკამენტებზე მიუწვდებათ ხელი, ვეღარ ახერხებენ წიგნების, სათამაშოების, პირველადი საჭიროების სხვა ნივთების შეძენას. საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვამ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა.

ფსიქოლოგი და არტ-თერაპევტი ირმა კვაჭაძე AMBEBI.GE-ს იმ პრობლემებზე ესაუბრება, რასაც თვითიზოლაცია და ამასთან, სხვადასხვა საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის არქონა იწვევს:

- ყოველთვის ვამბობ, რომ თავად არც ერთი ფაქტი არაა ტრავმული, ტრავმულია ფაქტისადმი ჩვენი დამოკიდებულება და ზოგადად ის, გვაქვს თუ არა ამ დროს მხარდაჭერა. ცალსახად ვერ ვიტყვით, როგორ შეიძლება აღიქვას ფსიქიკამ პანდემიური მდგომარეობა, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ ვატარებთ ამ პროცესს - რაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ვის გარემოცვაში ვართ და ა.შ.

ყველას არ აქვს იმის პირობები, რომ ეს დრო თავის თავს დაუთმოს და თვითგანვითარებაზე იზრუნოს. ბევრი პრობლემა მოდის წინა პლანზე, იქნება ეს ცხოვრებისეული სირთულეების გამწვავება, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის სირთულეები თუ პირადი ფსიქიკური პრობლემები. რაც უფრო ჩაკეტილ სივრცეში იქნება ადამიანი და სხვა საგნებსა თუ ქმედებებზე გადართვის საშუალება არ ექნება, მით უფრო სტრესული იქნება გარემო მისთვის

ანუ, ადამიანი ამ პერიოდის განმავლობაში ფუნქციურად თუ არ იქნება დატვირთული, თავისი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი არ ექნება, სიტუაცია უფრო ტრავმული გახდება მისთვის

არსებობს ტერმინი - "დასწავლილი უსუსურობის სინდრომი", ჩატარდა კვლევა ძაღლებზე და შედეგის თანახმად, თუ ძაღლს ნებელობა ეზღუდება, შემდეგ საერთოდ აღარც გამოხატავს ამ ნებელობას. ეს რომ გადმოვიტანოთ ჩვენს რეალობაში, ადამიანებზე, თუ ნებელობა მთლიანად შეგვეზღუდა და ვერ ვიპოვით რაიმეს, რაზეც ახლა ზეგავლენის მოხდენა შეგვეძლება, შეიძლება დასწავლილი უსუსურობა ჩამოგვიყალიბდეს. სახლში ყოფნა რთული არ არის, რთულია, როდესაც ჩვენს გავლენაში მოქცეული საგნები თუ მოვლენები აღარ გვექვემდებარება და ვერაფერზე ვახდენთ ზემოქმედებას.

მეორე მხრივ, ყველა მოთხოვნილება მეორეხარისხოვანია, როდესაც წინაა წამოწეული ძირითადი და ბაზისური - უსაფრთხოების მოთხოვნილება. თუმცა, მისი შემდეგი ეტაპებია თვითრეალიზაცია, სოციალიზაცია და ა.შ. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია რომ გავიხსენოთ, რაც უფრო ბევრი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გვაქვს დაბლოკილი, მით უფრო შეიძლება, გვქონდეს უსუსურობის შეგრძნება, შემდეგ კი ამ განცდასთან მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი.

- გაიზარდა თუ არა იზოლაციის დროს მომართვიანობა და ძირითადად, რა პრობლემებს აწყდებიან ადამიანები ამ პერიოდში?

- პირველი ორი კვირის განმავლობაში მომართვიანობა ნაკლებად იყო. დაახლოებით მესამე კვირის დასაწყისში მოიმატა შფოთვამ, აგრესიამ, გაღიზიანებამ, რადგან ოჯახის წევრებმა ერთმანეთის სივრცეები ძალიან უხეშადაც დაარღვიეს, მაგალითად, როცა ერთი მუშაობს, მეორე მეცადინეობს, მესამეს კი ინფორმაცია აინტერესებს. აქამდე არ იყო ვალდებულება, რომ 24-საათიანი კონტაქტი გვქონოდა ერთმანეთთან.

ახალი გამოწვევაა, რომ ოჯახის წევრები უკეთ გავიცნოთ, მაგრამ მეორე მხრივ, პირადი სივრცის პრობლემა დგება. ძალიან ხშირადაა მომართვიანობა მშობლებისგან, ბავშვების ქცევა რადიკალურადაა შეცვლილი და ფაქტობრივად, კომუნიკაციის ახალი ენის გამოგონება უწევთ, თავიდან უნდა დაარეგულირონ მათთან ურთიერთობა.

ხშირია აპათიაც, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ აღარაფერს აქვს აზრი. განზოგადებით იმის თქმა შემიძლია, რომ ვიღაცას, ვინც რაღაც სირთულეს აწყდებოდა, თუმცა მას უმკლავდებოდა, ახლა ამაში მხარდაჭერა სჭირდება. ასე რომ, მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა მისი ტიპი განსხვავებულია - თუ ზოგად ჭრილში ვიტყვით, რომ გაზაფხულზე ფსიქოთერაპიაში ნაკლები მომართვიანობაა (ამ დროს ძირითადად, ბუნება, გარემო და ამინდი ზოგადად, თავად მოქმედებს დადებითად განწყობაზე), ახლა სამწუხაროდ, ამ მოვლენებიდან გამომდინარე პირიქითაა.

- როგორ უნდა გაართონ მშობლებმა იზოლაციაში მყოფი ბავშვები, გამონახონ მათთან საერთო ენა და პარალელურად, ნეგატივიდან ყურადღებაც გადაატანინონ?

- პირველ რიგში მნიშვნელოვანია, მშობელმა ჯერ თავის ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნოს, რადგან ბავშვის ქცევის პრობლემა აუცილებლად გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორ აღიქვამს მშობელი არსებულ მდგომარეობას, თვითონ როგორ ცხოვრობს, რა ემოციები აქვს ყოველდღიურად. დანარჩენი, მაგალითად, შეიძლება იყოს კრაფტი, ოჯახური თამაშები, როლური თამაშები და ა.შ. ეს მშობლის შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული, ასევე, ბავშვს ასაკის მიხედვით უნდა შევურჩიოთ მისთვის მისაღები და საინტერესო აქტივობა.

- ამაშიც პრობლემას ვაწყდებით, კრაფტების და თუნდაც, საბავშვო წიგნების ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია...

- გეთანხმებით, ჩემს ახლობლებშიც იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც პრობლემა გასაფერადებლების ამობეჭდვას უკავშირდებოდა - ოფისი არ იყო. ცხადია, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. არადა ბავშვებისთვის ეს საკმაოდ საინტერესო აქტივობაა.

- ამ ფონზე, როდესაც მომართვიანობა, გაღიზიანებადობა გაზრდილია, ადამიანები ვერ კავდებიან საკუთარი საქმით თუ ჰობით, დეპრესიული ფონისგან ალტერნატიულად როგორ უნდა დაიცვან თავი?

- უმნიშვნელოვანესია, ადამიანს ჰქონდეს შეგრძნება, რომ მისი ენერგია რაღაცას ხმარდება. თუ ენერგიას რაღაც კონკრეტული ქმედებისკენ არ მივმართავთ, მას ცუდი თვისება აქვს - მერე ისევ ჩვენ გვიბრუნდება, ოღონდ უკვე ნეგატიური მუხტით და თვითაგრესიაში, ან სხვაზე აგრესიაში გადადის.

ფაქტობრივად, ფსიქიკური ენერგია არც დადებითია, არც - უარყოფითი, მაგრამ როგორც ელექტროენერგია, მთავარია, რისკენ მივმართავთ: ელექტროენერგიით შეგვიძლია ელექტროსკამი გავაკეთოთ ან შუქი ავანთოთ. ფსიქიკურ ენერგიასთან დაკავშირებითაც მნიშვნელობა იმას აქვს, როგორ გამოვიყენებთ. მისი დადებითი გახარჯვა თუ არ მოხდა, სამწუხაროდ, მერე ამას შეიძლება, სავალალო შედეგებიც კი მოჰყვეს.

ფსიქიკური ენერგიის დადებითად გახარჯვას უკვე თავის ტვინი და რაციონალური კუთხე აყალიბებს. რაც უფრო იცნობს ადამიანი თავის თავს, მით უფრო უადვილდება ფსიქიკური ენერგიის მართვა. თუ ნაკლებად იცნობს, სჭირდება დამატებითი ფაქტორები - თუნდაც „ფაზლი“, ააწყოს და დამშვიდდეს, ან არტთერაპიული გასაფერადებლები, რომ ფსიქიკურ ენერგიას დინება მისცეს და დამშვიდდეს, ან თუნდაც, ფსიქოთერაპევტს მიმართოს.

- ხელისუფლების მიმართ კრიტიკაც ისმის - მიტანის სერვისი მხოლოდ საკვებზე არსებობს. შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფო ამ შეზღუდვებით არ ეხმარება მოქალაქეს შედარებით ადვილად გადაიტანოს ეს პერიოდი, მაშინ როდესაც ის კანონს იცავს და სახლში რჩება?

- მესმის რეგულაციების მიღება ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა ემოციური ფონი მაღალი იყო, მესმის, რატომ იქნა მიღებული ასეთი ერთიანი, ცალსახა გადაწყვეტილებები. მაგრამ, სიტუაციის შედარებით დარეგულირების შემდეგ, შეიძლება, ეს მკაცრი ზომები უკვე გადაიხედოს და უკვე სხვა თემებზეც ვიზრუნოთ, იქნება ეს ემოციური სტაბილურობა, ფსიქიკური სიჯანსაღე თუ სხვა.

ფიზიკური უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, რადგან სამწუხაროდ, სწორედ ფსიქოლოგიურმა უსაფრთხოებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური სირთულები. არ ვემხრობი აზრს, რომ ხელისუფლებამ რაიმე არასწორი ნაბიჯი გადადგა, იმ ეტაპზე ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ უკვე საჭიროა ცვლილება - როგორც გითხარით, პირველი ორი კვირის განმავლობაში ყველა რეგულაცია აბსოლუტურად მისაღები იყო, რაღაცნაირად, მოცდის რეჟიმში იყო ფსიქიკაც და ადამიანიც, გადავადებული გვქონდა შფოთვის ამბავიც, პროტესტებიც.

პრობლემები უკვე მესამე კვირიდან წამოვიდა და უკვე გვჭირდება ფსიქიკურადაც პატარ-პატარა საკვები, რომ შფოთვას მიმართულება მივცეთ. ამიტომ, ალბათ უმჯობესია, რაღაც ტიპის გამონაკლისები იყოს, ან მეტად დაბალანსდეს ეს ყველაფერი, თუნდაც ბავშვებისთვის გარკვეული ტიპის სათამაშოების მიწოდება - მათი ფსიქიკისთვის ეს აუცილებელია. ნელ-ნელა ამ ყველაფრის ხელმისაწვდომობა აუცილებელი ხდება.

გამოცხადდება თუ არა სკოლებში აკადემიური წელი?

მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა აკრძალულია 27 აპრილის დღის ბოლომდე

"ვცხოვრობ ჩვეულებრივ სოფელში, თავისი მამლებით და ძაღლების გაბმული ყეფით" - როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის სახლი "ლესნიკებში"