სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნები, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე უკვე დაიწყეს
ქვეყნები, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე უკვე დაიწყეს

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის და ადა­მი­ა­ნე­ბი იმე­დით ელო­დე­ბი­ან ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნას. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვირუსს მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნით მო­ვე­რე­ვით. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი, ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რი­ე­ი­სუ­სიც.

"სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო გა­და­ცე­მის სრუ­ლად აღ­მო­ფხვრის­თვის”, - აცხა­დებს ის.

ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით მუ­შა­ო­ბენ. ვაქ­ცი­ნე­ბის პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი ვა­რი­ან­ტე­ბი შექ­მნი­ლია, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ჯერ ცხო­ვე­ლებ­ზე გა­მოც­დის ეტაპ­ზეა, ამავდრო­უ­ლად, უკვე არის ისე­თი ვაქ­ცი­ნე­ბიც, რო­მელ­თა გა­მოც­დაც ადა­მი­ან­ზეა და­წყე­ბუ­ლი.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე სულ მცი­რე 20 ვაქ­ცი­ნაა შექ­მნი­ლი და ისი­ნი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე არი­ან.

ვნა­ხოთ ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­მოც­და და­ი­წყო:

გერ­მა­ნია

გერ­მა­ნია იწყებს COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის სა­ტეს­ტო ვერ­სი­ის ადა­მი­ან­ზე გა­მოც­დას. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Independent წერს. ვაქ­ცი­ნას თავ­და­პირ­ვე­ლად 200 მო­ხა­ლი­სეს ჩა­უ­ტა­რე­ბენ, რო­მელ­თა ასა­კიც 18-დან 55 წლამ­დე მერ­ყე­ობს. მეც­ნი­ე­რე­ბი და­აკ­ვირ­დე­ბი­ან მის ეფექ­ტუ­რო­ბას - ელო­დე­ბი­ან, რომ ვაქ­ცი­ნამ უნდა გა­მო­უ­მუ­შა­ვოს ადა­მი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ტე­ტი და ასე­ვე, უნდა შეძ­ლოს ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სის მოკ­ვლა. ვაქ­ცი­ნა­ზე კომ­პა­ნია Biotech ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნია Pfizer-თან ერ­თად მუ­შა­ობ­და.

დიდი ბრი­ტა­ნე­თი

დიდი ბრი­ტა­ნე­თი 23 აპ­რი­ლი­დან გეგ­მავს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­მოც­დის და­წყე­ბას. ვაქ­ცი­ნა ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ი­მუ­შა­ვეს. ოქსფორ­დის მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის წევ­რის ცნო­ბით კი, თუკი გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ივ­ლის, მი­ლი­ო­ნო­ბით ვაქ­ცი­ნის დოზა გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მის­თვის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

აშშ

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის კლი­ნი­კუ­რი ვერ­სი­ის გა­მოც­და ადა­მი­ა­ნებ­ზე 17 მარტს და­ი­წყეს. რო­გორც Independent წერს, თუ სა­ტეს­ტო ვერ­სია წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, ვაქ­ცი­ნის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ის შექ­მნას ერთი წელი დას­ჭირ­დე­ბა. ის, თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნა, აპ­რი­ლის ბო­ლოს­თვის, ან მა­ი­სის და­სა­წყი­სის­თვის უნდა გახ­დეს ცნო­ბი­ლი.

ჩი­ნე­თი

ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი, კლი­ნი­კუ­რი ვერ­სი­ის გა­მოც­და მარ­ტში და­ი­წყო ჩი­ნეთ­შიც. ვაქ­ცი­ნა პე­კი­ნის ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში შე­იქ­მნა. ჩი­ნელ მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი ამ­ბობს, რომ ვაქ­ცი­ნა იმე­დის­მომ­ცე­მია. ის გათ­ვლი­ლია ადა­მი­ა­ნის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­სამ­კლა­ვებ­ლად სა­ჭი­რო იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე.

ამას­თან, არის ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ამ ეტაპ­ზე ცხო­ვე­ლებ­ზე ცდი­ან. მა­გა­ლი­თად, ავ­სტრა­ლი­ა­ში მეც­ნი­ე­რებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ორი ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და და­ი­წყეს. ვაქ­ცი­ნე­ბი ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის, Inovio Pharmaceutical-ის მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კი დარ­თო მათ ნება ტეს­ტი­რე­ბა ცხო­ვე­ლებ­ზე და­ი­წყონ.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თუ ვაქ­ცი­ნის სა­ტეს­ტო ვა­რი­ან­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ფარ­მა­კო­ლო­გი­ურ ბა­ზარ­ზე მა­ლე­ვე იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ყვე­ლა­ზე მი­ნი­მა­ლურ დროდ შე­მოდ­გო­მის მი­წუ­რულს ასა­ხე­ლე­ბენ, მაგ­რამ ექ­სპერტთა დიდი ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბი 2021 წლი­დან შეძ­ლე­ბენ.

ამ დრო­ის­თვის COVID-19 მსოფ­ლი­ოს 210 ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ზეა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 2 571 515 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის, 180 000-მდე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 700 000-ზე მეტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
13

2021 წლამდე თიღა დარჩა ვინმე გაუკეთეთ მერე ეგ ვაქცინა

სიმონი
30

მაგ ვაქცინას ბილ გეითსი ლობირებს, რომელსაც მოსახლეობის შემცირება უნდა და ისეთი წამალი უნდა შეიყვანონ ვაქცინაში დაავადებენ ხალხს, უფრთხილდით ვაქცინას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ქვეყნები, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე უკვე დაიწყეს

ქვეყნები, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე უკვე დაიწყეს

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და ადამიანები იმედით ელოდებიან ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსს მხოლოდ წარმატებული ვაქცინის შექმნით მოვერევით. აღნიშნულის შესახებ საუბრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრიეისუსიც.

"საბოლოო ჯამში, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება იქნება საჭირო გადაცემის სრულად აღმოფხვრისთვის”, - აცხადებს ის.

ვაქცინის შექმნაზე ფარმაკოლოგიური კომპანიები დაჩქარებული ტემპით მუშაობენ. ვაქცინების პირველი კლინიკური ვარიანტები შექმნილია, თუმცა ზოგიერთი ჯერ ცხოველებზე გამოცდის ეტაპზეა, ამავდროულად, უკვე არის ისეთი ვაქცინებიც, რომელთა გამოცდაც ადამიანზეა დაწყებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ მცირე 20 ვაქცინაა შექმნილი და ისინი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არიან.

ვნახოთ ქვეყნები, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ვერსიის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო:

გერმანია

გერმანია იწყებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სატესტო ვერსიის ადამიანზე გამოცდას. ამის შესახებ გამოცემა Independent წერს. ვაქცინას თავდაპირველად 200 მოხალისეს ჩაუტარებენ, რომელთა ასაკიც 18-დან 55 წლამდე მერყეობს. მეცნიერები დააკვირდებიან მის ეფექტურობას - ელოდებიან, რომ ვაქცინამ უნდა გამოუმუშავოს ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი და ასევე, უნდა შეძლოს ორგანიზმში ვირუსის მოკვლა. ვაქცინაზე კომპანია Biotech ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-თან ერთად მუშაობდა.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი 23 აპრილიდან გეგმავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის დაწყებას. ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს. ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფის წევრის ცნობით კი, თუკი გამოცდა წარმატებით ჩაივლის, მილიონობით ვაქცინის დოზა გამოყენებისთვის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

აშშ

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ვერსიის გამოცდა ადამიანებზე 17 მარტს დაიწყეს. როგორც Independent წერს, თუ სატესტო ვერსია წარმატებული აღმოჩნდება, ვაქცინის საბოლოო ვერსიის შექმნას ერთი წელი დასჭირდება. ის, თუ რამდენად წარმატებულია ვაქცინა, აპრილის ბოლოსთვის, ან მაისის დასაწყისისთვის უნდა გახდეს ცნობილი.

ჩინეთი

ვაქცინის პირველი, კლინიკური ვერსიის გამოცდა მარტში დაიწყო ჩინეთშიც. ვაქცინა პეკინის ბიოტექნოლოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა. ჩინელ მეცნიერთა ჯგუფი ამბობს, რომ ვაქცინა იმედისმომცემია. ის გათვლილია ადამიანისთვის კორონავირუსის გასამკლავებლად საჭირო იმუნიტეტის გამომუშავებაზე.

ამასთან, არის ვაქცინები, რომლებსაც ამ ეტაპზე ცხოველებზე ცდიან. მაგალითად, ავსტრალიაში მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს. ვაქცინები ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ამერიკული კომპანიის, Inovio Pharmaceutical-ის მეცნიერებმა შექმნეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი დართო მათ ნება ტესტირება ცხოველებზე დაიწყონ.

ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ვაქცინის სატესტო ვარიანტები წარმატებული აღმოჩნდება, ეს არ ნიშნავს, რომ ფარმაკოლოგიურ ბაზარზე მალევე იქნება ხელმისაწვდომი. ყველაზე მინიმალურ დროდ შემოდგომის მიწურულს ასახელებენ, მაგრამ ექსპერტთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ვაქცინის გამოყენებას ადამიანები 2021 წლიდან შეძლებენ.

ამ დროისთვის COVID-19 მსოფლიოს 210 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით, 2 571 515 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 180 000-მდე გარდაიცვალა, ხოლო 700 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

ჯანმო-ს ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა

თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა

"მიბაძეთ რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია ერთი ძალა იგებს და გაურკვევლობაში არ ვართ" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ქართულ არჩევნებს