კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია
კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია

თსსუ-ს პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის კლი­ნი­კურ­ი დი­რექ­ტორ­ის ლალი ტუ­რძე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათ კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტი ე.წ. ბოლ­ნი­სის კლას­ტე­რი­დან იყო.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტი 68 წლის მა­მა­კა­ცია.

"კარ­გა ხა­ნია აპა­რა­ტულ სუნ­თქვა­ზე იყო. ამ პა­ცი­ენტს გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი, ჰქონ­და გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, კლი­ნი­კა­ში შე­მო­ვი­და სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბით, რის გა­მოც გა­და­ვიყ­ვა­ნეთ აპა­რა­ტულ სუნ­თქვა­ზე. ამას და­ე­მა­ტა ორ­მხრი­ვი მწვა­ვე პნევ­მო­ნია, გან­ვი­თარ­და სეფ­სი­სი და სიკ­ვდი­ლის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზი გახ­და ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის თრომ­ბო­ემ­ბო­ლია.

დიდი შრო­მა გა­წი­ეს ჩვენ­მა რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გებ­მა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, შე­დე­გი ვერ დად­გა" - აღ­ნიშ­ნა ტუ­რძე­ლა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში 15 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი მე­ხუ­თე პა­ცი­ენ­ტია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
87

რატომ კეთდება აქცენტი გარდაცვლილების ასაკზე?

მერაბ
0

მერაბ გარდაცვლილების ასკზე კი არ კეთდება აქცენტი საერთო სურათისტვის კეთდება ეს ჩვენც ვიცით ოჯახისთვის ყველა ასიკის ადამიანი სიმდირეა და თუ ვინმე ვერ ხვდება ამას სომხეტის მაგალით კმარა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან იყო.

მისივე თქმით, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია.

"კარგა ხანია აპარატულ სუნთქვაზე იყო. ამ პაციენტს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰქონდა გულის უკმარისობა, კლინიკაში შემოვიდა სუნთქვის მწვავე უკმარისობით, რის გამოც გადავიყვანეთ აპარატულ სუნთქვაზე. ამას დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, განვითარდა სეფსისი და სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

დიდი შრომა გაწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ დადგა" - აღნიშნა ტურძელაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში 15 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

შეგახსენებთ, აღნიშნული მამაკაცი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეხუთე პაციენტია.

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული