სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიტამინები და კორონავირუსი - რატომ არ არის მათი მიღება რეკომენდებული ვირუსის პრევენციისთვის?
ვიტამინები და კორონავირუსი - რატომ არ არის მათი მიღება რეკომენდებული ვირუსის პრევენციისთვის?

კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვლე­ბა. ვირუ­სი ახა­ლია და თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ჩნდე­ბა ახალ-ახა­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი მის გარ­შე­მო.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა "მთა­ვა­რის" ეთერ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად პო­ლი­ვი­ტა­მი­ნე­ბის, C ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის.

"ყვე­ლა წა­მა­ლი შხა­მია და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სამ­კურ­ნა­ლოდ, თუმ­ცა პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, მა­გა­ლი­თად, დავ­ლიე ცინ­კი - არა; დავ­ლიე C ვი­ტა­მი­ნი - არა... ჯან­მრთე­ლი კვე­ბა მხო­ლოდ და ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბია სა­ჭი­რო" - აღ­ნიშ­ნა რა­ტი­ან­მა.

რე­ა­ლუ­რად, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა COVID-19-ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის? - ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ ირი­ნა მი­მი­ნოშ­ვილს ესა­უბ­რა:

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გკი­თხოთ ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა­ზე. არის თუ არა და­უშ­ვე­ბე­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა COVID-19-ის რის­კის პი­რო­ბებ­ში?

- ასე კა­ტე­გო­რი­უ­ლად და ცალ­სა­ხად ამ კი­თხვას ვერ ვუ­პა­სუ­ხებ­დი, რად­გან ისე­ვე რო­გორც კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბევ­რი სხვა ვერ­სია, ესეც მხო­ლოდ მო­საზ­რე­ბაა და იგი არ ემ­ყა­რე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. არა­ვის გა­მო­უკვლე­ვია მათი ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა, მაგ­რამ მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ ასე­თი რამ -

რის­კი არ­სე­ბობს, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ვი­ტა­მი­ნებმ­მა ხელი შე­უ­წყოს ვირუ­სის გამ­რავ­ლე­ბას, მათი გარ­სის სიმ­ჭიდ­რო­ვეს, შე­იძ­ლე­ბა მისი მო­ბი­ლუ­რო­ბის სტი­მუ­ლა­ცია მო­ახ­დი­ნოს, ანუ უჯრედ­ში უფრო ღრმად შეღ­წე­ვას და სწრაფ გა­და­ად­გი­ლე­ბას შე­უ­წყოს ხელი

ამი­ტომ, რად­გან არ ვი­ცით ვის სა­სარ­გებ­ლოდ იმუ­შა­ვებს ვი­ტა­მი­ნი, ალ­ბათ სჯობს თავი შე­ვი­კა­ვოთ მისი მი­ღე­ბის­გან. სა­ერ­თო­დაც, ვი­ტა­მი­ნე­ბის მოხ­მა­რე­ბა თვით­ნე­ბუ­რად, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის, არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი. მათ და­ნიშ­ვნა­საც წე­სე­ბი აქვს და სუ­ლაც არ არის იგი უწყი­ნა­რი.

- ზო­გა­დად რა ფუნ­ქცია აკის­რია ვი­ტა­მი­ნებს და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის?

- ვი­ტა­მი­ნე­ბი ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბია, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ებ­ში, მათ შო­რის - ცი­ლე­ბის, ჰორ­მო­ნე­ბი­სა და სხვა ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სინ­თეზ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ვი­ტა­მი­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ორ­გა­ნიზ­მში არ წარ­მო­იქ­მნე­ბა, ისი­ნი გა­რე­დან უნდა მი­ვა­წო­დოთ ორ­გა­ნიზმს, საკ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

თუ ჩვენ სრულ­ფა­სოვ­ნად არ ვიკ­ვე­ბე­ბით, ვი­ტა­მი­ნე­ბის დე­ფი­ციტს მი­ვი­ღებთ. ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მა­ში­ნაც, რო­დე­საც შიგ­ნი­დან ხდე­ბა რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბის გამო ამ ვი­ტა­მი­ნე­ბის ხარ­ჯვა. ექიმ­მა იცის, რო­დის რა ვი­ტა­მი­ნი უნდა და­ი­ნიშ­ნოს, რო­დე­საც ცნო­ბი­ლია და­ა­ვა­დე­ბის პა­თო­გე­ნე­ზი, იმის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევთ, რა ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა ვურ­ჩი­ოთ პა­ცი­ენტს.

ჩვენს პი­რო­ბებ­ში, რო­დე­ა­საც არც მზის სხი­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს, არც მწვა­ნი­ლის თუ ხი­ლის, არ გვაქვს იმის პრობ­ლე­მა, რომ ცალ­კე გვჭირ­დე­ბო­დეს ვი­ტა­მი­ნე­ბი. თუ მეტ-ნაკ­ლე­ბად სრულ­ფა­სოვ­ნად იკ­ვე­ბე­ბა ადა­მი­ა­ნი, ის საკ­ვე­ბი­დან იღებს ყვე­ლა იმ ვი­ტა­მინს, რაც ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო. ასე რომ, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო არ ღირს ვი­ტა­მი­ნე­ბის სა­ხელ­და­ხე­ლოდ მი­ღე­ბა.

- ვი­ტა­მი­ნე­ბი მხო­ლოდ ექიმ­თან კო­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად უნდა მი­ვი­ღოთ? რა ზი­ა­ნი შე­უძ­ლია მოგ­ვი­ტა­ნოს მათ­მა არას­წორ­მა მი­ღე­ბამ?

- დიახ, ეს ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით უნდა გა­და­წყდეს. ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, ვი­ტა­მი­ნე­ბის ჭარ­ბი ოდე­ნო­ბით მი­ღე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში შე­იც­ვა­ლა მიდ­გო­მე­ბი და რო­გორც ადრე იყო, რომ C ვი­ტა­მინს უნიშ­ნავ­დნენ ბავ­შვებს გა­ზა­ფხულ­ზე, იყო თუ არა სა­ჭი­რო, ახლა ასე არ არ ხდე­ბა.

ერ­თა­დერ­თი D ვი­ტა­მი­ნი შეგ­ვიძ­ლია მივ­ცეთ ბავ­შვებს ზამ­თრის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მზის სხი­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა. ჭარბმა ვი­ტა­მი­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ნაღ­ველ-კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თირკმელ-კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ა.შ.

- რა შემ­თხვე­ვა­ში ურ­ჩევთ პა­ცი­ენ­ტებს ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბას?

- რო­დე­საც კვე­ბა არის არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი, ან კლი­მა­ტუ­რი გა­რე­მოა პრობ­ლე­მუ­რი, ანუ რო­დე­საც ჩნდე­ბა ვი­ტა­მი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი. ეს კი ხში­რად ხდე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ, რად­გან ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სუს­ტდე­ბა და ამ დროს შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს ვი­ტა­მი­ნე­ბის კომ­პლექ­სი.

- და ბო­ლოს, თქვენ ალერ­გო­ლო­გი ხართ. რა ახა­ლი ცნო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის ურ­თი­ერ­თკავ­შირ­ზე? არი­ან თუ არა ალერ­გი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი რისკ-ჯგუფ­ში?

- ალერ­გი­ულ პა­ცი­ენ­ტებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ რა­ი­მე ხელ­შე­სა­ხე­ბი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. ქმნის თუ არა რა­ი­მე რისკ-ფაქ­ტორს ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ამის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი ჯერ-ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს.

ერთი რაც სა­ინ­ტე­რე­სო და­ი­წე­რა, არის ის რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის მქო­ნე ზოგ პა­ცი­ენტს გა­მო­უვ­ლინ­და ფსევ­დო ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, ისე­თი­ვე კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი ჰქონ­დათ, რო­გორც ჭინჭრის ცი­ე­ბას ახ­სი­ა­თებს - სუს­ხი­სე­ბუ­რი გა­მო­ნა­ყა­რი. მაგ­რამ ეს არ იყო ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია. უბ­რა­ლოდ ვირუ­სულ­მა ინ­ფექ­ცი­ამ ჩარ­თო ის იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რაც ახა­სი­ა­თებს ალერ­გი­ას. ერ­თა­დერ­თი რაც ალერ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღი­წე­რა, იყო ეს. სხვა და­ნარ­ჩე­ნი ალერ­გი­ი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­მარ­თე­ბის თა­ო­ბა­ზე, ჯერ არ ვი­ცით.

ქეთი
0

ირინა დეიდა, ძალიან კარგი ექიმი და ძალიან კარგი ადამიანი, უზომოდ დიდ პატივს გცემთ.

ავტორი:

ვიტამინები და კორონავირუსი - რატომ არ არის მათი მიღება რეკომენდებული ვირუსის პრევენციისთვის?

ვიტამინები და კორონავირუსი - რატომ არ არის მათი მიღება რეკომენდებული ვირუსის პრევენციისთვის?

კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება. ვირუსი ახალია და თითქმის ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი მოსაზრებები მის გარშემო.

რამდენიმე დღის წინ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა "მთავარის" ეთერში კორონავირუსის პრევენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადების თავიდან ასაცილებლად პოლივიტამინების, C ვიტამინის მიღება რეკომენდებული არ არის.

"ყველა წამალი შხამია და გამოიყენება სამკურნალოდ, თუმცა პროფილაქტიკა, მაგალითად, დავლიე ცინკი - არა; დავლიე C ვიტამინი - არა... ჯანმრთელი კვება მხოლოდ და ცილოვანი საკვებია საჭირო" - აღნიშნა რატიანმა.

რეალურად, შეიძლება თუ არა ვიტამინების მიღება COVID-19-ის პრევენციისთვის? - ამ საკითხზე AMBEBI.GE მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ალერგოლოგ-იმუნოლოგ ირინა მიმინოშვილს ესაუბრა:

- პირველ რიგში, მინდა გკითხოთ ვიტამინებისა და კორონავირუსის ურთიერთმიმართებაზე. არის თუ არა დაუშვებელი ვიტამინების მიღება COVID-19-ის რისკის პირობებში?

- ასე კატეგორიულად და ცალსახად ამ კითხვას ვერ ვუპასუხებდი, რადგან ისევე როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ბევრი სხვა ვერსია, ესეც მხოლოდ მოსაზრებაა და იგი არ ემყარება მტკიცებულებებს. არავის გამოუკვლევია მათი ურთიერთმიმართება, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ასეთი რამ -

რისკი არსებობს, არ არის გამორიცხული, ვიტამინებმმა ხელი შეუწყოს ვირუსის გამრავლებას, მათი გარსის სიმჭიდროვეს, შეიძლება მისი მობილურობის სტიმულაცია მოახდინოს, ანუ უჯრედში უფრო ღრმად შეღწევას და სწრაფ გადაადგილებას შეუწყოს ხელი

ამიტომ, რადგან არ ვიცით ვის სასარგებლოდ იმუშავებს ვიტამინი, ალბათ სჯობს თავი შევიკავოთ მისი მიღებისგან. საერთოდაც, ვიტამინების მოხმარება თვითნებურად, პროფილაქტიკისთვის, არ არის რეკომენდირებული. მათ დანიშვნასაც წესები აქვს და სულაც არ არის იგი უწყინარი.

- ზოგადად რა ფუნქცია აკისრია ვიტამინებს და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის?

- ვიტამინები ორგანული ნაერთებია, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო ფუნქციებში, მათ შორის - ცილების, ჰორმონებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზში მონაწილეობს. ვიტამინების უმეტესობა ორგანიზმში არ წარმოიქმნება, ისინი გარედან უნდა მივაწოდოთ ორგანიზმს, საკვების მეშვეობით.

თუ ჩვენ სრულფასოვნად არ ვიკვებებით, ვიტამინების დეფიციტს მივიღებთ. ვიტამინების ნაკლებობა შეიძლება განვითარდეს მაშინაც, როდესაც შიგნიდან ხდება რომელიმე დაავადების გამო ამ ვიტამინების ხარჯვა. ექიმმა იცის, როდის რა ვიტამინი უნდა დაინიშნოს, როდესაც ცნობილია დაავადების პათოგენეზი, იმის მიხედვით ვარჩევთ, რა ვიტამინების მიღება ვურჩიოთ პაციენტს.

ჩვენს პირობებში, როდეასაც არც მზის სხივების დეფიციტი გვაქვს, არც მწვანილის თუ ხილის, არ გვაქვს იმის პრობლემა, რომ ცალკე გვჭირდებოდეს ვიტამინები. თუ მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად იკვებება ადამიანი, ის საკვებიდან იღებს ყველა იმ ვიტამინს, რაც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. ასე რომ, კორონავირუსის გამო არ ღირს ვიტამინების სახელდახელოდ მიღება.

- ვიტამინები მხოლოდ ექიმთან კოსულტაციის შედეგად უნდა მივიღოთ? რა ზიანი შეუძლია მოგვიტანოს მათმა არასწორმა მიღებამ?

- დიახ, ეს ექიმთან კონსულტაციით უნდა გადაწყდეს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ვიტამინების ჭარბი ოდენობით მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები. თანამედროვე მედიცინაში შეიცვალა მიდგომები და როგორც ადრე იყო, რომ C ვიტამინს უნიშნავდნენ ბავშვებს გაზაფხულზე, იყო თუ არა საჭირო, ახლა ასე არ არ ხდება.

ერთადერთი D ვიტამინი შეგვიძლია მივცეთ ბავშვებს ზამთრის პირობებში, როდესაც მზის სხივების ნაკლებობაა. ჭარბმა ვიტამინებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები, თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები და ა.შ.

- რა შემთხვევაში ურჩევთ პაციენტებს ვიტამინების მიღებას?

- როდესაც კვება არის არასრულფასოვანი, ან კლიმატური გარემოა პრობლემური, ანუ როდესაც ჩნდება ვიტამინების დეფიციტი. ეს კი ხშირად ხდება ქრონიკული დაავადების გადატანის შემდეგ, ანტიბიოტიკების მოხმარების შემდეგ, რადგან ორგანიზმის იმუნური სისტემა სუსტდება და ამ დროს შეიძლება დაინიშნოს ვიტამინების კომპლექსი.

- და ბოლოს, თქვენ ალერგოლოგი ხართ. რა ახალი ცნობები ვრცელდება ალერგიული დაავადებებისა და კორონავირუსის ურთიერთკავშირზე? არიან თუ არა ალერგიული პაციენტები რისკ-ჯგუფში?

- ალერგიულ პაციენტებში კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ რაიმე ხელშესახები ინფორმაცია არ გვაქვს. ქმნის თუ არა რაიმე რისკ-ფაქტორს ალერგიული დაავადებები, ამის შესახებ ცნობები ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

ერთი რაც საინტერესო დაიწერა, არის ის რომ კორონავირუსის მქონე ზოგ პაციენტს გამოუვლინდა ფსევდო ალერგიული რეაქციები, ისეთივე კლინიკური გამოვლინებები ჰქონდათ, როგორც ჭინჭრის ციებას ახსიათებს - სუსხისებური გამონაყარი. მაგრამ ეს არ იყო ალერგიული რეაქცია. უბრალოდ ვირუსულმა ინფექციამ ჩართო ის იმუნოლოგიური მექანიზმები, რაც ახასიათებს ალერგიას. ერთადერთი რაც ალერგიასთან დაკავშირებით აღიწერა, იყო ეს. სხვა დანარჩენი ალერგიისა და კორონავირუსის მიმართების თაობაზე, ჯერ არ ვიცით.

"ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი" - რას ამბობს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი

ჭაღები 24 ლარიდან –მიჰაუსის შეთავაზება

"დედა რომ გარდამეცვალა, მქონდა დიდი დეპრესია. იმ დროს ჩემში ისეთი რამ მოხდა, რასაც შემიძლია სასწაულიც ვუწოდო" - წარმატებული კონდიტერის ახალი პროფესია და საოცარი მინიატურები