საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმრავლესობა სახლებშია გამოკეტილი... ამ დროს ხელმწიფე და თავის უფლისწული ვიდეოტინგიცით პასუხობენ ერს" - სააკაშვილი ბერას ვიდეოზე
"უმრავლესობა სახლებშია გამოკეტილი... ამ დროს ხელმწიფე და თავის უფლისწული ვიდეოტინგიცით პასუხობენ ერს" - სააკაშვილი ბერას ვიდეოზე

"ეს გახ­ლავთ უაღ­რე­სად გუ­ლი­სამ­რე­ვი ცი­ნიზ­მის და რე­ა­ლო­ბის­გან მო­წყვე­ტის ნა­თე­ლი და თან უნი­ჭო დე­მონ­სტრი­რე­ბა" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ Tik-Tok-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია გა­და­ღე­ბუ­ლი.

"აღ­დგო­მა არ მი­უ­ლო­ცი­ათ, ადა­მი­ა­ნე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ, ერთი სამ­ძი­მა­რი არ უთ­ქვამთ, ამ­დე­ნი ბიზ­ნე­სი და­ი­ხუ­რა და არც შე­უმ­ჩნე­ვი­ათ, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა უმუ­შე­ვა­რი და დახ­მა­რე­ბა კი არა, ნუ­გე­ში არ უთ­ქვამთ, ამ­დე­ნი ბავ­შვი და­იმ­შა და ერთი თეთ­რით არ დახ­მა­რე­ბი­ან და რა უხა­რი­ათ.

ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა მი­საყ­ვე­დუ­როს, მამა-შვი­ლია და რა­საც უნ­დათ თა­ვის ოჯახ­ში იმას გა­და­ი­ღე­ბენ და და­დე­ბე­ნო! არა ბა­ტო­ნე­ბო! ეს გახ­ლავთ უაღ­რე­სად გუ­ლი­სამ­რე­ვი ცი­ნიზ­მის და რე­ა­ლო­ბის­გან მო­წყვე­ტის ნა­თე­ლი და თან უნი­ჭო დე­მონ­სტრი­რე­ბა.

უმუ­შევ­რად და სრუ­ლი­ად უი­მე­დოდ, ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა სა­სო­წარ­კვე­თი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა, სახ­ლებ­შია გა­მო­კე­ტი­ლი იმის ში­შით, შვი­ლებს რა აჭა­მონ და ამ დროს ხელ­მწი­ფე და თა­ვის უფ­ლის­წუ­ლი ვი­დე­ო­ტინ­გი­ცით პა­სუ­ხო­ბენ ერს. ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ბოლო 8 წე­ლია თა­ვის ხო­შ­ზე და კაპ­რი­ზებ­ზე მარ­თავს ჩვენ სიმ­წრით ნა­შე­ნებ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ქვე­ყა­ნას.

ამას არ ჰქვია სა­ხელ­მწი­ფო. ამას ჰქვია ოლი­გარ­ქია ყვე­ლა­ზე დამ­ცი­ნა­ვი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფორ­მით! ფიქ­რო­ბენ ალ­ბათ, რაც მე­ტად გა­ღა­რიბ­დე­ბა ხალ­ხი, მით უფრო ად­ვი­ლად ვი­ყი­დით ხალ­ხის სუ­ლებ­საც და მო­მა­ვალ­საც! მე პი­რა­დად ამას არ და­ვუშ­ვებ! სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე გა­თენ­დე­ბა! წყვდი­ა­დი და­მარ­ცხდე­ბა! ჯან­მრთე­ლო­ბას და სულ მცი­რედ გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებთ" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
116

ჭორვილელმა ციცერონმა კრიზისის დროს 100 მილიონი შესწირა სახელმწიფოს, სხვა საქმეა როგორ გამოიყენებენ პრემია-დანამატიანი ქოც-იმპოტენტები, შენ კი კრიზისის დროს მიწაზე ფორთხავდი, ჰალსტუხს ცოხნიდი, შემდეგ კი როცა შენს "სტარშინა" მოკლე ვალოდას ტერიტორიები ჩააბარე, რუსთაველზე ზეიმობდი შენს სექტასთან ერთად, ხოლო ჩვენი დაღუპული გმირები პატრიარქის ძალისხმევით გადმოვასვენეთ, შენი ქართლის გუბერნატორი კი ამ დროს რუსების ლოთ გენერალს "შაფიორობას" უწევდა

nino
65

ikneb misi oreulia.....xo icit mosulia magat sastavshi oreulebis yola smiley smiley smiley smiley smiley

ავტორი:

"უმრავლესობა სახლებშია გამოკეტილი... ამ დროს ხელმწიფე და თავის უფლისწული ვიდეოტინგიცით პასუხობენ ერს" - სააკაშვილი ბერას ვიდეოზე

"უმრავლესობა სახლებშია გამოკეტილი... ამ დროს ხელმწიფე და თავის უფლისწული ვიდეოტინგიცით პასუხობენ ერს" - სააკაშვილი ბერას ვიდეოზე

"ეს გახლავთ უაღრესად გულისამრევი ცინიზმის და რეალობისგან მოწყვეტის ნათელი და თან უნიჭო დემონსტრირება" - ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელ Tik-Tok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია გადაღებული.

"აღდგომა არ მიულოციათ, ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი სამძიმარი არ უთქვამთ, ამდენი ბიზნესი დაიხურა და არც შეუმჩნევიათ, ამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი და დახმარება კი არა, ნუგეში არ უთქვამთ, ამდენი ბავშვი დაიმშა და ერთი თეთრით არ დახმარებიან და რა უხარიათ.

ვინმემ შეიძლება მისაყვედუროს, მამა-შვილია და რასაც უნდათ თავის ოჯახში იმას გადაიღებენ და დადებენო! არა ბატონებო! ეს გახლავთ უაღრესად გულისამრევი ცინიზმის და რეალობისგან მოწყვეტის ნათელი და თან უნიჭო დემონსტრირება.

უმუშევრად და სრულიად უიმედოდ, ჩვენს თანამემამულეთა სასოწარკვეთილი უმრავლესობა, სახლებშია გამოკეტილი იმის შიშით, შვილებს რა აჭამონ და ამ დროს ხელმწიფე და თავის უფლისწული ვიდეოტინგიცით პასუხობენ ერს. ოჯახი, რომელიც ბოლო 8 წელია თავის ხოშზე და კაპრიზებზე მართავს ჩვენ სიმწრით ნაშენებ გაუბედურებულ ქვეყანას.

ამას არ ჰქვია სახელმწიფო. ამას ჰქვია ოლიგარქია ყველაზე დამცინავი, შეურაცხმყოფელი ფორმით! ფიქრობენ ალბათ, რაც მეტად გაღარიბდება ხალხი, მით უფრო ადვილად ვიყიდით ხალხის სულებსაც და მომავალსაც! მე პირადად ამას არ დავუშვებ! საქართველოში მალე გათენდება! წყვდიადი დამარცხდება! ჯანმრთელობას და სულ მცირედ გამძლეობას გისურვებთ" - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"დებატორი მხარეების შეპირისპირება ხშირად დემაგოგიაში მიდის“, - რით არის გამოწვეული პოლიტიკური დებატების დაბალი კულტურა საქართველოში?