მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნები, სადაც კარანტინს აპროტესტებენ - უმუშევრად დარჩენის და ეკონომიკური კრიზისის შიშით, ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა
ქვეყნები, სადაც კარანტინს აპროტესტებენ - უმუშევრად დარჩენის და ეკონომიკური კრიზისის შიშით, ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და და ე.წ. ლო­ქ­და­უ­ნი, ანუ სრუ­ლი და მკაც­რი კა­რან­ტი­ნი აა­მოქ­მე­და. კა­რან­ტი­ნი კი სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ხურ­ვას, სა­წარ­მო­ე­ბის გა­ჩე­რე­ბა­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის ზღვარ­ზე ყოფ­ნი­სა და უმუ­შევ­რო­ბის ში­შით, ხალ­ხი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აპ­რო­ტეს­ტებს იმ მკაცრ შე­ზღუდ­ვებს, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით და­ა­წე­სეს.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი

ამე­რი­კე­ლე­ბი უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, რაც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­სა თუ კა­რან­ტინს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერთ შტატ­ში შე­ზღუდ­ვე­ბი შე­არ­ბი­ლეს და პარ­კე­ბი, პლა­ჟე­ბი და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლობ­რი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ნელ-ნელა იხ­სნე­ბა, ამე­რი­კე­ლე­ბი მა­ინც ითხო­ვენ კა­რან­ტი­ნის მოხ­სნას.

პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა თქმით, ეკო­ნო­მი­კა მნიშ­ნე­ლოვ­ნად ზა­რალ­დე­ბა, რაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯი­ბე­ებ­ზე პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა. პრო­ტეს­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვეა ოჰა­ი­ოს, მი­ჩი­გა­ნი­სა და კო­ლო­რა­დოს შტა­ტებ­ში. ამე­რი­კე­ლე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას იყე­ნე­ბენ - ავ­ტო­ბუსს, ავ­ტო­მო­ბილს, მო­ტო­ციკლს, ცხენ­საც კი...

წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის ერთ-ერ­თმა წევ­რმა ქალ­მა მი­ჩი­გა­ნის მკვიდ­რის ვი­დეო გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. კად­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ უყ­ვი­რის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ი­სას ქალი წინა ხაზ­ზე მყოფ ექიმს და ეუბ­ნე­ბა "წადი ჩი­ნეთ­ში!".

აქ­ცი­ებს დო­ნალდ ტრამ­პიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. შა­ბათს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­ზი­დენ­ტმა ზო­გი­ერ­თი გუ­ბერ­ნა­ტო­რის მი­სა­მარ­თით თქვა, რომ მათ მიერ და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვე­ბი "მე­ტის­მე­ტად შორს წა­ვი­და":

სამ­ხრეთ ამე­რი­კა

ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჟაირ ბოლ­სო­ნა­რო კა­რან­ტი­ნის დას­რუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საპტ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდა. მა­შინ, რო­დე­საც COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 2 500-ს მი­აღ­წია, ბოლ­სო­ნა­რომ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე და­ტო­ვა და ქუ­ჩა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და. მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის გა­უქ­მე­ბაა.

"თაღ­ლი­თო­ბის ეპო­ქა დას­რულ­და. ახლა ხალ­ხის მმარ­თვე­ლო­ბის დროა", - გა­ნა­ცხა­და ბოლ­სო­ნა­რომ და სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას რამ­დენ­ჯერ­მე და­ახ­ვე­ლა კი­დე­ვაც, რა­მაც ბრა­ზი­ლი­უ­რი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. პრე­ზი­დენ­ტის ამ ქცე­ვამ მოქ­მე­დი თუ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ევ­რო­პა

რაც შე­ე­ხე­ბა ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პას, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა, კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ზო­მე­ბი 11 მა­ი­სამ­დე გა­ამ­კაც­რა. გამ­კაც­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი კი, თა­ვის­თა­ვად, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა­ზე კონ­ტროლ­საც გუ­ლის­ხმობს. საფ­რან­გეთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის ვერ თუ არ დაც­ვის ბრალ­დე­ბით, ბევ­რი მუს­ლი­მი და­ა­კა­ვეს. სა­ბო­ლო­ოდ კი, მათი და­კა­ვე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და - პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი რა­სიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

პა­რი­ზის ცენ­ტრში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პირსპი­რე­ბაც მოხ­და. პო­ლი­ცი­ამ მათ და­საშ­ლე­ლად ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა.

საფ­რან­გე­თი, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის შერ­ბი­ლე­ბას სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 კვი­რა­ში და­ი­წყებს.

"დარ­ჩი სახ­ლში" - ეს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბაა. თუმ­ცა, სახ­ლში დარ­ჩე­ნით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უმუ­შე­ვა­რი რჩე­ბა, ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კა კი საგ­რძნობ­ლად ზა­რალ­დე­ბა.

ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ხელ­მწი­ფო­თა ლი­დე­რე­ბი ჩიხ­ში არი­ან, მო­ახ­დი­ნონ კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცია და აი­ძუ­ლონ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ იყ­ვნენ სახ­ლში, თუ გერ­მა­ნი­ის, და­ნი­ი­სა და ნორ­ვე­გი­ის მსგავ­სად, შე­არ­ბი­ლონ შე­ზღუდ­ვე­ბი და გახ­სნან სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რათა სა­ბო­ლო­ოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი არ მი­ი­ღონ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
41 კილო დავიკელი
30

პირბადეები ვჭამოთ?!.. უგემურია და არ იღეჭება... ის ასფალტი ცხელი მაინც იყო...

domenti
9

ვიღაცეებს თავში აუვარდათ, დაიჯერეს რომ ეს ქვეყანა მათ გარშემო ტრიალებს. აქეთ უცბად ციდაც ჩამოვარდნილი ძალაუფლებით ტკებიან, იქით არჩევნებზე წუხან. ამასობაში მგლის შიშით ფარას ვწყვიტავთ. სრული სიგიჟეა

ავტორი:

ქვეყნები, სადაც კარანტინს აპროტესტებენ - უმუშევრად დარჩენის და ეკონომიკური კრიზისის შიშით, ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა

ქვეყნები, სადაც კარანტინს აპროტესტებენ - უმუშევრად დარჩენის და ეკონომიკური კრიზისის შიშით, ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა

ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ქვეყნების უმეტესობა საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ე.წ. ლოქდაუნი, ანუ სრული და მკაცრი კარანტინი აამოქმედა. კარანტინი კი საჯარო დაწესებულებების დახურვას, საწარმოების გაჩერებასა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების შემცირებას განაპირობებს.

ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე ყოფნისა და უმუშევრობის შიშით, ხალხი ბევრ ქვეყანაში აპროტესტებს იმ მკაცრ შეზღუდვებს, რომლებიც მთავრობებმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით დააწესეს.

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკელები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც თვითიზოლაციასა თუ კარანტინს აპროტესტებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შტატში შეზღუდვები შეარბილეს და პარკები, პლაჟები და სხვადასხვა ადგილობრივი დაწესებულებები ნელ-ნელა იხსნება, ამერიკელები მაინც ითხოვენ კარანტინის მოხსნას.

პროტესტის მონაწილეთა თქმით, ეკონომიკა მნიშნელოვნად ზარალდება, რაც მოქალაქეების ჯიბეებზე პირდაპირ აისახება. პროტესტი განსაკუთრებით მწვავეა ოჰაიოს, მიჩიგანისა და კოლორადოს შტატებში. ამერიკელები გადაადგილების ყველა საშუალებას იყენებენ - ავტობუსს, ავტომობილს, მოტოციკლს, ცხენსაც კი...

წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთმა წევრმა ქალმა მიჩიგანის მკვიდრის ვიდეო გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს, თუ როგორ უყვირის საპროტესტო აქციისას ქალი წინა ხაზზე მყოფ ექიმს და ეუბნება "წადი ჩინეთში!".

აქციებს დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზოგიერთი გუბერნატორის მისამართით თქვა, რომ მათ მიერ დაწესებული აკრძალვები "მეტისმეტად შორს წავიდა":

სამხრეთ ამერიკა

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო კარანტინის დასრულების მოთხოვნით, მოქალაქეების საპტროტესტო აქციას შეუერთდა. მაშინ, როდესაც COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 500-ს მიაღწია, ბოლსონარომ პრეზიდენტის სასახლე დატოვა და ქუჩაში გადაინაცვლა, სადაც უამრავი ადამიანი გამოვიდა. მათი მთავარი მოთხოვნა სოციალური დისტანციის გაუქმებაა.

"თაღლითობის ეპოქა დასრულდა. ახლა ხალხის მმართველობის დროა", - განაცხადა ბოლსონარომ და სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე დაახველა კიდევაც, რამაც ბრაზილიური მედიის ყურადღება მიიქცია. პრეზიდენტის ამ ქცევამ მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია.

ევროპა

რაც შეეხება ცენტრალურ ევროპას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზომები 11 მაისამდე გაამკაცრა. გამკაცრებული ზომები კი, თავისთავად, სოციალური დისტანციის დაცვაზე კონტროლსაც გულისხმობს. საფრანგეთში, სოციალური დისტანციის ვერ თუ არ დაცვის ბრალდებით, ბევრი მუსლიმი დააკავეს. საბოლოოდ კი, მათი დაკავება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა - პოლიციელები რასიზმში დაადანაშაულეს.

პარიზის ცენტრში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირსპირებაც მოხდა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთი, კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების შერბილებას სავარაუდოდ, 2 კვირაში დაიწყებს.

"დარჩი სახლში" - ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მოწოდებაა. თუმცა, სახლში დარჩენით ბევრი ადამიანი უმუშევარი რჩება, ქვეყნების ეკონომიკა კი საგრძნობლად ზარალდება.

ფაქტობრივად, სახელმწიფოთა ლიდერები ჩიხში არიან, მოახდინონ კორონავირუსის პრევენცია და აიძულონ მოქალაქეები, რომ იყვნენ სახლში, თუ გერმანიის, დანიისა და ნორვეგიის მსგავსად, შეარბილონ შეზღუდვები და გახსნან საჯარო დაწესებულებები, რათა საბოლოოდ ეკონომიკური კოლაფსი არ მიიღონ.

რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა - 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა

ISIS-ის განსაკუთრებით საშიში მებრძოლი, ლონდონელი რეპერი-ტერორისტი ესპანეთში დააკავეს

რუსული ელიტის ცნობილი სახეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ