სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქმარი მოთამაშეა... ონლაინ გაკვეთილის დროს, გაღიზიანებულმა მოსწავლეების თვალწინ მაგინა" - ოჯახური ძალადობა იზოლაციის დროს
"ქმარი მოთამაშეა... ონლაინ გაკვეთილის დროს, გაღიზიანებულმა მოსწავლეების თვალწინ მაგინა" - ოჯახური ძალადობა იზოლაციის დროს

ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ­დეც მწვა­ვედ იდგა. სა­ყო­ველ­თაო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ამ კი ამ მხრივ და­მა­ტე­ბი­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა.

იზო­ლა­ცი­ურ­მა გა­რე­მომ მო­ძა­ლა­დეს სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნა, ხოლო მსხვერ­პლი კი­დევ უფრო და­უც­ვე­ლი გახ­და. უცხო­უ­რი მე­დია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­ის გამო ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი გახ­შირ­და. სა­ქარ­ვე­ლოს შსს-ს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი კი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ამ მხრივ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

  • რას ამ­ბობს ქარ­თუ­ლი სტა­ტის­ტი­კა?

2020 წლის იან­ვარ­ში ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის 520-მდე ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა შსს-მ. 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში 490-მდე ფაქ­ტზე, ხოლო მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში, როცა მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მია მძვინ­ვა­რებ­და, ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის 470-მდე შემ­თხვე­ვა­ზე და­ი­წყო მოკ­ვლე­ვა სა­მი­ნის­ტრომ.

2020 წლის მარ­ტში წინა თვე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი უმე­ტე­სად გა­ი­ცა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე და მცი­რე­დით შემ­ცი­რე­ბუ­ლია ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის გა­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი.

AMBEBI.GE-ის მიერ გა­მო­კი­თხუ­ლი რეს­პო­დენ­ტე­ბი, ძა­ლა­დო­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ იგი რე­ა­ლურ სუ­რათს არ ასა­ხავს.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ხელ­ძღვა­ნე­ლი ანა აბა­ში­ძე გვიხ­სნის იმ მი­ზე­ზებს, რის გა­მოც ძა­ლა­დო­ბის მხვერ­პლე­ბი პო­ლი­ცი­ის­თვის მი­მარ­თვის­გან თავს იკა­ვე­ბენ:

- რო­დე­საც ყველ­გან იმა­ტა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­მა იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლო რო­გორ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი? მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის მხრივ, რე­ა­ლო­ბა­საც რომ ასა­ხავ­დეს, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მა­ინც ვერ გა­მოდ­გე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ფა­სებ­ლად, რად­გან ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის და­ბალ მაჩ­ვე­ნე­ბელს თა­ვი­სი ლო­გი­კუ­რი ახ­სნა აქვს. რა­ტომ არ არის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი?

პირ­ვე­ლი: კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო შექ­მნილ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მათ­თვის ახლა არა­ვის სცა­ლია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ახლა სხვა, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და არ უნდა შე­ა­წუ­ხონ.

მე­ო­რე: არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მათ ისე­ვე ეფექ­ტუ­რად ვერ ეხ­მა­რე­ბი­ან, რო­გორც პან­დე­მი­ამ­დე, რად­გან ჩვენც ისე­თი­ვე შეზ­რუდ­ვე­ბი გვაქვს, რაც მათ. დის­ტან­ცი­უ­რად გვი­ჭირს მუ­შა­ო­ბა.

და მე­სა­მე: მსხვერ­პლი იზო­ლა­ცი­ა­ში არის მო­ძა­ლა­დეს­თან ერ­თად, ერთ სივ­რცე­ში. რო­გორც წესი, მსხვერ­პლე­ბი პო­ლი­ცი­ა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის რე­კა­ვენ, რო­დე­საც მო­ძა­ლა­დე არ არის სახ­ლში, ან თა­ვად გა­დი­ან სახ­ლი­დან და ნე­იტ­რა­ლუ­რი გა­რე­მო­დან იძა­ხე­ბენ პო­ლი­ცი­ას. მათ იცი­ან, რომ მო­ძა­ლა­დის თან­დას­წრე­ბით პო­ლი­ცი­ის­თვის მი­მარ­თვა მათ სი­ცო­ცხლეს სე­რი­ო­ზუ­ლი რი­სი­კის ქვეშ აყე­ნებს" - გვე­უბ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

ანა აბა­ში­ძე ამ­ბობს, რომ მათ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მო­ი­მა­ტა. თუმ­ცა ერთი გან­სხვა­ვე­ბით - ახლა მსხვერ­პლე­ბი მო­ძა­ლა­დე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ.

"ხში­რად გვრე­კა­ვენ და გვთხო­ვენ დახ­მა­რე­ბას. კი­თხუ­ლო­ბენ უბ­რა­ლოდ რა შე­იძ­ლე­ბა ქნან. მაგ­რამ შემ­დეგ უარს ამ­ბო­ბენ იმა­ზე, რომ შე­ვა­ტყო­ბი­ნოთ პო­ლი­ცი­ას. ერ­თმა მა­გა­ლი­თად მი­თხრა: არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი ახლა მოვა, ჩემ­თვის სცა­ლია? თან სა­ნამ ისი­ნი მოვ­ლენ, მე მას­თან ერ­თად მო­მი­წევს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ყოფ­ნა..." - გან­მარ­ტავს რეს­პონ­დენ­ტი.

  • მო­ძა­ლა­დე პან­დე­მი­ის დრო­საც უნდა და­ი­სა­ჯოს!

არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც თა­ვის დაც­ვას ბე­და­ვენ. AMBEBI.GE-ს რეს­პო­დენ­ტი, რო­მე­ლიც ანო­ნი­მუ­რად გვიყ­ვე­ბა თა­ვის ის­ტო­რი­ას, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რის" ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია:

- ერთ-ერთი სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი ვარ. მყავს სამი შვი­ლი. მე ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს ვა­ტა­რებ, ჩემი ორი შვი­ლი კი ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს ეს­წრე­ბა. ამ იზო­ლა­ცი­ის გამო, ქმა­რი სახ­ლი­დან ვერ გა­დი­ო­და. იგი მო­თა­მა­შეა და სულ კომ­პი­უ­ტერ­თან იჯდა, ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ებ­ში თა­მა­შობ­და.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში უშ­ლი­და ხელს და ამა­ზე საყ­ვე­დურს რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი, აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და. მე ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი შე­მომ­ტა­ნი ვარ და ხელს მიშ­ლი­და მეც ყვე­ლა­ნა­ი­რად. იცო­და, ეს­მო­და რომ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თილს ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ ისე იყო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იმით, რომ კომ­პი­უ­ტერ­თან თვი­თონ ვერ იჯდა, სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მარ­ცხვი­ნა მოს­წავ­ლე­ებ­თან, თით­ქმის სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი გა­მო­ვი­და აბა­ზა­ნი­დან და უკან და­მიდ­გა. რომ ვუ­თხა­რი რას აკე­თებ-მეთ­ქი, გი­ნე­ბა და­მი­წყო....

მერ­ჩივ­ნა მოვმკვდა­რი­ყა­ვი, ისე შემ­რცხვა ონ­ლან გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა არ მინ­დო­და. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მო­მე­მარ­თა "სა­ფა­რის­თვის" და ჩემი მე­უღ­ლის­თვის მე­ჩივ­ლა. გა­მო­უ­წე­რეს ერ­თთვი­ა­ნი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი და გაგ­ვა­რი­დეს. ახლა მისი მშობ­ლე­ბის სახ­ლში ცხოვ­რობს. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ქალს, ვინც ძა­ლა­დო­ბას გა­ნიც­დის, ნუ შე­ი­კა­ვებთ თავს კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, მო­ძა­ლა­დე ყო­ველ­თვის, მათ შო­რის პან­დე­მი­ის დრო­საც უნდა და­ი­სა­ჯოს!" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი.

ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტის საქ­მე­შია ჩარ­თუ­ლი, AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში მსხვერ­პლთა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა „სა­ფარ­ში“ საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და:

- საკ­მა­ოდ მძი­მე საქ­მე­ე­ბი შე­მო­ვი­და ჩვენ­თან რო­გორც ფი­ზი­კურ, ისე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ზე ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ასამ­დე საქ­მე და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ, რაც სა­კა­მოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის.

ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­მა აშ­კა­რად იმა­ტა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­მეგ­რე­ლო­ში 9 თვის ორ­სულ­მა გო­გომ თავი ჩა­მო­იხ­რჩო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო, ამან უბიძ­გა სუ­ი­ცი­დის­კენ...

უბ­რა­ლოდ ახლა არ ხმა­ურ­დე­ბა და ჩვენც ამ კა­რან­ტი­ნის გამო ვერ ვერ­თვე­ბით საქ­მე­ში, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ე­ფი­ნე­ბა ნა­თე­ლი ამ საქ­მეს. ძა­ლი­ან ჰგავს შამ­გო­ნას ქე­ისს, რო­მელ­შიც პი­რა­დად მე ვარ ჩარ­თუ­ლი ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან. ამ ქალს რომ მეტი მხა­რა­და­ჭე­რა ჰქო­ნო­და რო­გორც ოჯა­ხის­გან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ასე­ვე სახ­ლმწი­ფოს­გან, ასეთ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში არ ჩა­ვარ­დე­ბო­და.

ბევ­რი მი­ზე­ზია, რის გა­მოც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი თავს იკა­ვე­ბენ პო­ლი­ცი­ის­თვის მი­მარ­თვის­გან. ერთ-ერ­თია ის, რომ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ თავ­შე­საფ­რებ­ში ად­გი­ლე­ბი არა­სო­დე­საა. ხოლო რე­გი­ო­ნებ­ში გა­დას­ვლა ბავ­შვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლაქ­ში სწავ­ლო­ბენ და ცხოვ­რო­ბენ, და­მა­ტე­ბი­თი სტრე­სია. ამის გამო ძა­ლი­ან ბევ­რი დედა არ­ჩევს მსხვერ­პლთან დარ­ჩე­ნას, რაც ხში­რად ფა­ტა­ლურ შე­დე­გე­ბამ­დეც მი­დის. სი­ტუ­ა­ცი­ას ისიც ამ­ძი­მებს, რომ სხვა დროს მსხვერ­პლე­ბი ცდი­ლობ­დნენ მო­ძა­ლა­დის­გან გა­რი­დე­ბას - გა­დი­ოდ­ნენ ქუ­ჩა­ში, სა­მე­ზობ­ლო­ში, სა­ნა­თე­სა­ო­ში. ამ იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში კი ეს შე­უძ­ლე­ბებ­ლი გახ­და..." - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

  • რა­ტომ არის თვი­თი­ზო­ლა­ცია რისკ-ფაქ­ტო­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის?

შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა ის მი­ზე­ზე­ბი, რაც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის დროს ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის რისკს ზრდის. აკ­რძალ­ვე­ბი­თა და ჩა­კე­ტი­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ულ სტრესს თან ერ­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა. პან­დე­მი­ის გამო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უმუ­შე­ვა­რი, უფუნ­ქციო გახ­და, რაც მათ­ში აგ­რე­სი­ულ გან­წყო­ბას აღ­ვი­ვებს.

გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ ეს პე­რი­ო­დი მო­ზარ­დებს გა­და­აქვთ. ისი­ნი ერ­თი­ა­ნად მო­წყდნენ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბას და ოთხ კე­დელს შუა აღ­მოჩ­ნდნენ გა­მომ­წყვდე­უ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, გაჩ­ნდა აგ­რე­სი­ის ზრდი­სა და დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის რის­კიც.

ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ქალ­თა სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრ "სახ­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რუ­სუ­დან ფხა­კა­ძე ამ­ბობს, რომ მას ხში­რად სწო­რედ მო­ზარ­დე­ბის­გან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მშობ­ლე­ბი მი­მარ­თა­ვენ. მშობ­ლებს არ სურთ სა­კუ­თარ შვი­ლებს უჩივ­ლონ და მხო­ლოდ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას ითხო­ვენ:

- სა­ერ­თოდ, ძა­ლა­დო­ბის ფე­ნო­მე­ნის მი­ხედ­ვით, ყო­ველ­გვა­რი დის­კომ­ფორ­ტი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. მათ შო­რის სიმ­ჭიდ­რო­ვე, ოთა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც კი. თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­ის დროს კი ყვე­ლა­ფე­რი მთე­ლი სიმ­ძაფ­რით ვლინ­დე­ბა. ადრე ადა­მი­ა­ნე­ბი იც­ვლიდ­ნენ გა­რე­მოს დღის მან­ძილ­ზე. ჩა­კე­ტი­ლო­ბის, იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ვე­რა­ვინ და­მარ­წმუ­ნებს, რომ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა არ არის გაზ­რდი­ლი.

რა იწ­ვევს ამას? პირ­ვე­ლი სტრე­სი. მე­ო­რე, ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ჩნენ უმუშ­ვე­რად, ყვე­ლა სახ­ლი­დან ვერ მუ­შა­ობს. ზო­გი­ერ­თი, ბირ­ჟა­ზე დგე­ბო­და და ამით კლავ­და დროს. ახლა მსხვერ­პლე­ბი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდნენ და ვერ­სად გა­ურ­ბი­ან მათ. გარ­და ამი­სა, მო­ძა­ლა­დე ფიქ­რობს, რომ ახლა სა­უ­კე­თე­სო დროა გავ­ლე­ნის მო­სა­პო­ვებ­ლად, ოჯახ­ში "ყვე­ლაფ­რის თა­ვის ად­გილ­ზე და­სა­ყე­ნებ­ლად". მო­ძა­ლა­დის მთა­ვა­რი მო­ტი­ვი ხომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლია? ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ახლა არა­ვინ და­ი­ჭერს, მათ­თვის არა­ვის სცა­ლია, რა დროს ძა­ლა­დო­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბაა, მთა­ვა­რია მშვი­დო­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა იყო­სო.

თა­ვის მხრივ მსხვერ­პლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ უნდა მო­ით­მი­ნონ, რად­გან ახლა სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში. ამ დროს კი საქ­მე შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლურ შე­დე­გე­ბამ­დე მი­ვი­დეს..." - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

  • რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში?

ფსი­ქო­ლო­გებს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის­თვის ერ­თა­დერ­თი რჩე­ვა აქვთ - ყო­ველ­თვის ამო­ი­ღეთ ხმა და იბ­რძო­ლეთ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად!

"მე მათ ვურ­ჩევ­დი იმას, რა­საც ყო­ველ­თვის ვურ­ჩევ­დი - არა­ვის ტყავ­ში არ შე­ვიდ­ნენ, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ ახლა კო­რო­ნა­ვირუ­სია და რა­ტომ უნდა შე­ვა­წუ­ხო პატ­რუ­ლი. არა­ნა­ი­რად! ყვე­ლა უნდა შე­ა­წუ­ხოთ და მო­ძა­ლა­დემ უნდა იცო­დეს, რომ მისი ქმე­დე­ბა და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ის ასეთ გა­რე­მოს ეჩ­ვე­ვა და შემ­დეგ ჯერ­ზე სულ უფრო და უფრო სას­ტი­კი გახ­დე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა რუ­სუ­დან ფხა­კა­ძე.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლის" ფსი­ქო­ლო­გი ელე­ნე სა­მუ­შია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ქა­ლე­ბის შეც­ვლილ ქცე­ვა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას:

"ბევრ ბე­ნე­ფი­ცი­არ­თან მი­წევს მუ­შო­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და ისი­ნი ხში­რად ფიქ­რო­ბენ, რომ თუ მო­ძა­ლა­დეს ასე ვთქვათ, სხვა­ნა­ი­რად მი­უდ­გე­ბი­ან, თუ მო­უთ­მე­ნენ, მა­შინ მათ­ზე არ იძა­ლა­დე­ბენ. ესეც ცნო­ბი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მაა.

ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მო­ძა­ლა­დეს არ სჭირ­დე­ბა მი­ზე­ზე­ბი ძა­ლა­დო­ბის­თვის! მათ შე­იძ­ლე­ბა არ მო­ე­წო­ნოთ სა­დი­ლი, ან რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით, ან სა­ერ­თოდ ჩვე­ნი სუნ­თქვა და ეს საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ იძა­ლა­დონ. ამი­ტომ ვურ­ჩევ­დი იმ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან ძა­ლა­დობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე, შე­ი­მუ­შა­ონ გარ­კვე­უ­ლი სცე­ნა­რი, თუ რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­ან კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თუნ­დაც შე­ამ­ზა­დონ ბავ­შვე­ბი, რომ შე­საძ­ლოა სახ­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წი­ოთ.

რო­გორც კი ატყობთ, რომ ძა­ლა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იზ­რდე­ბა, და­ი­ჭი­რეთ თა­და­რი­გი და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ცა­ვით თავი ძა­ლა­დო­ბის­გან" - ამ­ბობს სა­მუ­შია.

  • რა აკე­თებს სა­ხელ­მწი­ფო?

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლე ეკა სხი­ლა­ძე AMBEBI.GE-ს იმ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე უყ­ვე­ბა, რაც სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შე­ი­მუ­შა­ოს. იგი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და პა­რა­ლე­ლებს და­სავ­ლურ რე­ა­ლო­ბას­თან ავ­ლებს.

- მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში დგას ეს პრობ­ლე­მა. არა­ერ­თმა სა­ხელ­მწი­ფომ ახა­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სის­ტე­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა და პან­დე­მი­ურ გა­რე­მოს მო­არ­გო. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ჩვენც აგ­ვე­წყო ფეხი ამ სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის.

ვერ ვი­ტყვით, რომ სა­ხელ­მწი­ფო არა­ფერს აკე­თებს - არ­სე­ბობს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სა და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე კო­მი­სია. ყვე­ლა­ზე კარ­გი რაც გა­კეთ­და ისაა, რომ მთავ­რო­ბამ და­უგ­ზავ­ნა სა­ინ­ფორ­მა­ციო სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას და მო­უ­წო­და, რომ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს და რომ მათ ახ­ლაც ისე­ვე და­ი­ცა­ვენ, რო­გორც ადრე.

ამა­ვე შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ში არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ონ­ლა­ინ მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე. შე­ტყო­ბი­ნე­ბის ეს სის­ტე­მა ად­რეც მოქ­მე­დებ­და, თუმ­ცა ბევრ ადა­მი­ანს არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ. ახლა კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გახ­და და­ნა­შა­უ­ლის შე­ტყო­ბი­ნე­ბის "ჩუმი მე­ქა­ნიზ­მი".

კარ­გი იქნბო­და, თუ მა­გა­ლი­თად, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­შიც და­ი­ნერ­გე­ბო­და შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი. ვი­ცით, რომ სხვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბობს ასე­თი ანა­ლო­გე­ბი, რო­დე­საც კლი­ენ­ტე­ბი კო­დუ­რი სი­ტყვე­ბით აგე­ბი­ნე­ბენ გამ­ყიდ­ვე­ლებს, რომ დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ.

სა­ჭი­როა მკა­ფიო მე­სი­ჯე­ბის გა­კე­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. მე­ო­რეს მხრივ, სა­ხელ­მწი­ფომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ა­მახ­ვი­ლოს მსხვერ­პლე­ბის ეკო­ნო­მი­კურ მხარ­და­ჭე­რა­ზე. არ უნდა გაჩ­ნდეს და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი, გა­კეთ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მკა­ფიო მე­სი­ჯე­ბი, რომ და­უს­ჯე­ლი არა­ვინ დარ­ჩე­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­შიც კი. ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რაც - მე­ზობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი ყვე­ლა უნდა და­უდ­გეს გვერ­დით მსხვერ­პლს და თუ სა­ჭი­როა მათ გა­ა­კე­თონ შე­ტყო­ბი­ნე­ნე­ბი პო­ლი­ცი­ა­ში" - ამ­ბობს ომ­ბუდსმე­ნის მო­ად­გი­ლე.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა აკონ­ტო­ლებს ქალ­თა მი­მართ და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მხრივ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ კრი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრე­ბი და თავ­შე­საფ­რე­ბი. დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფა­სო იუ­რი­დი­უ­ლი და ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბი.

შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ ქალ­თა მი­მართ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია უწყე­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია.

"სა­მი­ნის­ტრო მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­სა ცდი­ლობს იყოს ეფექ­ტი­ა­ნი და ამ კუ­თხით შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ყვე­ლა ის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რა­საც ახორ­ცი­ე­ლებ­და პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდ­ში.სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც გვიჩ­ვე­ნებს, რომ მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე კვლავ მა­ღა­ლია და სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბაც, იქ­ნე­ბა ეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მა თუ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა, პრო­პორ­ცი­უ­ლად ხდე­ბა. იმის­თვის, რომ ეფექ­ტი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­დეს, და­ვიც­ვათ მსხვერ­პლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი მხრი­დან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. არა მარ­ტო მათი, ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის ან იმ პი­რე­ბის მხრი­დან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ვინც ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას ძა­ლა­დო­ბა­ზე. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­შიც, სა­მი­ნის­ტრო მუდ­მი­ვად ცდი­ლობს ერ­თის მხრივ გა­აჟ­ღე­როს პო­ზი­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ძა­ლა­დო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის მი­მართ გრძელ­დე­ბა მკაც­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა და მე­ო­რეს მხრივ, მო­უ­წო­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­მარ­თონ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბას და იაქ­ტი­უ­რონ ამ კუ­თხით", - გვე­უბ­ნე­ბა ანა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი.

გარ­და ამი­სა, ანა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­მი­ნის­ტრო რე­გუ­ლა­რუ­რად აწარ­მო­ებს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ებს.

"2020 წლის აპ­რილ­ში, ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით დამ­ზად­და ვი­დე­ორ­გო­ლი, რომ­ლის მთა­ვარ გზავ­ნილს წარ­მო­ად­გენ­და პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, მთავ­რო­ბის მხრი­დან ქალ­თა მი­მართ და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფოს მკაც­რი პო­ლი­ტი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე და უწყე­ბებს შო­რის კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბა­ზე ხაზ­გას­მა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით დამ­ზად­და შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თის გრა­ფი­კუ­ლი ვი­დეო, რო­მე­ლიც ასა­ხავ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, ქალ­თა მი­მართ და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი სა­მარ­თლებ­რი­ვი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის და არ­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ. ვი­დეო რგო­ლი გან­თავ­სდა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და კო­მერ­ცი­ულ არ­ხებ­ზე. ასე­ვე, ქალ­თა სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, აპ­რი­ლის თვე­ში, ქარ­თულ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ ენებ­ზე, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სას პო­ლი­ცი­ის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­სა და ფორ­მებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბიც გა­ეგ­ზავ­ნა", - ამ­ბობს ანა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი.

ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბით­ვის მი­მარ­თვის რამ­დე­ნი­მე გზა შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ:

  • დარ­ე­კონ "112“-ზე და მი­ა­წო­დონ ოპე­რა­ტორს ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლა­დო­ბა­ზე;
  • ასე­ვე, შე­უძ­ლი­ათ მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ე.წ ჩუმი გან­გა­შის ღი­ლა­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, კერ­ძოდ, sos სიგ­ნა­ლის გაგ­ზავ­ნა "112“-ის ცენ­ტრში, თუმ­ცა SOS ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად სა­ჭი­როა ჩარ­თუ­ლი ჰქონ­დეთ GPS სერ­ვი­სი. SOS ღი­ლაკ­ზე და­ჭე­რით იგ­ზავ­ნე­ბა ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი;
  • ოპე­რა­ტორ­თან მი­მო­წე­რის (ჩატი) ფუნ­ქცი­აც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ი­ყე­ნონ ისე, რომ არ მოხ­დეს ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია;
  • მო­ქა­ლა­ქე­ებს, ასე­ვე, შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ პო­ლი­ცი­ის ად­გი­ლობ­რივ და­ნა­ყო­ფებს ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენტს იმე­ი­ლის (adamianisuflebebi@mia.gov.ge), ფე­ის­ბუქ გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით (ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი);

112-თან და­სა­კავ­ში­რე­ბე­ლი მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია (112 Georgia), რომ­ლის ინ­სტრუქ­ცია მო­ცე­მუ­ლია ამ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოს!
2

მოძალადისგან თავის დასაღწევად ერთადერთი საშუალებაა მასთან სამუდამოდ გაშორევა, მოძალადე არ გამოსწორდება, ადამიანს რა შეცვლის? არაფერი. თუ გაშორების შემდეგაც ძალადობს მაშინ სამართალდამცავებს უნდა მიმართო.

ნანა
27

ერთ-ერთი მიზეზი,ალბათ,ისიცაა,რომ ვეღარ სვამენ ისე ხშირად.

ავტორი:

"ქმარი მოთამაშეა... ონლაინ გაკვეთილის დროს, გაღიზიანებულმა მოსწავლეების თვალწინ მაგინა" - ოჯახური ძალადობა იზოლაციის დროს

"ქმარი მოთამაშეა... ონლაინ გაკვეთილის დროს, გაღიზიანებულმა მოსწავლეების თვალწინ მაგინა" - ოჯახური ძალადობა იზოლაციის დროს

ოჯახური ძალადობის პრობლემა საქართველოში კორონავირუსის პანდემიამდეც მწვავედ იდგა. საყოველთაო თვითიზოლაციამ კი ამ მხრივ დამატებითი გამოწვევები გააჩინა.

იზოლაციურმა გარემომ მოძალადეს სასათბურე პირობები შეუქმნა, ხოლო მსხვერპლი კიდევ უფრო დაუცველი გახდა. უცხოური მედია მტკიცებულებეზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პანდემიის გამო ოჯახური დანაშაულები გახშირდა. საქარველოს შსს-ს სტატისტიკური მონაცემები კი გვეუბნება, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

  • რას ამბობს ქართული სტატისტიკა?

2020 წლის იანვარში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 520-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება შსს-მ. 2020 წლის თებერვალში 490-მდე ფაქტზე, ხოლო მიმდინარე წლის მარტში, როცა მსოფლიოსა და საქართველოში პანდემია მძვინვარებდა, ოჯახური დანაშაულის 470-მდე შემთხვევაზე დაიწყო მოკვლევა სამინისტრომ.

2020 წლის მარტში წინა თვეებისგან განსხვავებით, შემაკავებელი ორდერი უმეტესად გაიცა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე და მცირედით შემცირებულია ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გაცემის შემთხვევები.

AMBEBI.GE-ის მიერ გამოკითხული რესპოდენტები, ძალადობის საკითხებზე მომუშავე უფლებადამცველები და ფსიქოლოგები ამ სტატისტიკურ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებენ და მიიჩნევენ, რომ იგი რეალურ სურათს არ ასახავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელძღვანელი ანა აბაშიძე გვიხსნის იმ მიზეზებს, რის გამოც ძალადობის მხვერპლები პოლიციისთვის მიმართვისგან თავს იკავებენ:

- როდესაც ყველგან იმატა ძალადობის ფაქტებმა იზოლაციის პირობებში საქართველო როგორ არის გამონაკლისი? მიმართვიანობის მხრივ, რეალობასაც რომ ასახავდეს, ეს მონაცემები მაინც ვერ გამოდგება სიტუაციის შესაფასებლად, რადგან ამ მოცემულობაში მიმართვიანობის დაბალ მაჩვენებელს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. რატომ არ არის მიმართვიანობა დანაშაულის ფაქტების პროპორციული?

პირველი: კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ საგანგებო მდგომარეობაში, ძალადობის მსხვერპლები ფიქრობენ, რომ მათთვის ახლა არავის სცალია, რომ სამართალდამცავები ახლა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არიან დაკავებულები და არ უნდა შეაწუხონ.

მეორე: არასამთავრობო ორგანიზაციები მათ ისევე ეფექტურად ვერ ეხმარებიან, როგორც პანდემიამდე, რადგან ჩვენც ისეთივე შეზრუდვები გვაქვს, რაც მათ. დისტანციურად გვიჭირს მუშაობა.

და მესამე: მსხვერპლი იზოლაციაში არის მოძალადესთან ერთად, ერთ სივრცეში. როგორც წესი, მსხვერპლები პოლიციაში დახმარებისთვის რეკავენ, როდესაც მოძალადე არ არის სახლში, ან თავად გადიან სახლიდან და ნეიტრალური გარემოდან იძახებენ პოლიციას. მათ იციან, რომ მოძალადის თანდასწრებით პოლიციისთვის მიმართვა მათ სიცოცხლეს სერიოზული რისიკის ქვეშ აყენებს" - გვეუბნება უფლებადამცველი.

ანა აბაშიძე ამბობს, რომ მათ ორგანიზაციაში ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობამ პანდემიის პირობებში მოიმატა. თუმცა ერთი განსხვავებით - ახლა მსხვერპლები მოძალადეების წინააღმდეგ რადიკალური ზომების გატარებაზე უარს ამბობენ.

"ხშირად გვრეკავენ და გვთხოვენ დახმარებას. კითხულობენ უბრალოდ რა შეიძლება ქნან. მაგრამ შემდეგ უარს ამბობენ იმაზე, რომ შევატყობინოთ პოლიციას. ერთმა მაგალითად მითხრა: არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიციელი ახლა მოვა, ჩემთვის სცალია? თან სანამ ისინი მოვლენ, მე მასთან ერთად მომიწევს დახურულ სივრცეში ყოფნა..." - განმარტავს რესპონდენტი.

  • მოძალადე პანდემიის დროსაც უნდა დაისაჯოს!

არიან ისეთებიც, რომლებიც თავის დაცვას ბედავენ. AMBEBI.GE-ს რესპოდენტი, რომელიც ანონიმურად გვიყვება თავის ისტორიას, ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "საფარის" ბენეფიციარია:

- ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი ვარ. მყავს სამი შვილი. მე ონლაინ გაკვეთილებს ვატარებ, ჩემი ორი შვილი კი ონლაინ გაკვეთილებს ესწრება. ამ იზოლაციის გამო, ქმარი სახლიდან ვერ გადიოდა. იგი მოთამაშეა და სულ კომპიუტერთან იჯდა, ონლაინ კაზინოებში თამაშობდა.

ეს ყველაფერი ბავშვებს განათლების მიღებაში უშლიდა ხელს და ამაზე საყვედურს რომ ვეუბნებოდი, აგრესიული ხდებოდა. მე ოჯახში ერთადერთი შემომტანი ვარ და ხელს მიშლიდა მეც ყველანაირად. იცოდა, ესმოდა რომ ონლაინ გაკვეთილს ვატარებდი, მაგრამ ისე იყო გაღიზიანებული იმით, რომ კომპიუტერთან თვითონ ვერ იჯდა, სპეციალურად შემარცხვინა მოსწავლეებთან, თითქმის სრულიად შიშველი გამოვიდა აბაზანიდან და უკან დამიდგა. რომ ვუთხარი რას აკეთებ-მეთქი, გინება დამიწყო....

მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ისე შემრცხვა ონლან გაკვეთილის ჩატარება არ მინდოდა. იძულებული გავხდი, მომემართა "საფარისთვის" და ჩემი მეუღლისთვის მეჩივლა. გამოუწერეს ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი და გაგვარიდეს. ახლა მისი მშობლების სახლში ცხოვრობს. მოვუწოდებ ყველა ქალს, ვინც ძალადობას განიცდის, ნუ შეიკავებთ თავს კორონავირუსის გამო, მოძალადე ყოველთვის, მათ შორის პანდემიის დროსაც უნდა დაისაჯოს!" - უყვება AMBEBI.GE-ს ძალადობის მსხვერპლი ქალი.

ადვოკატი ელისო რუხაძე, რომელიც ჩვენი რესპოდენტის საქმეშია ჩართული, AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მსხვერპლთა მიმართვიანობა „საფარში“ საგრძნობლად გაიზარდა:

- საკმაოდ მძიმე საქმეები შემოვიდა ჩვენთან როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ოჯახის წევრებს შორის. ერთი თვის განმავლობაში ასამდე საქმე დავარეგისტრირეთ, რაც საკამოდ მაღალი მაჩვენებელია ერთი ორგანიზაციისთვის.

ძალადობის ფაქტებმა აშკარად იმატა. რამდენიმე დღის წინ, სამეგრელოში 9 თვის ორსულმა გოგომ თავი ჩამოიხრჩო და დარწმუნებული ვარ, ძალადობის მსხვერპლი იყო, ამან უბიძგა სუიციდისკენ...

უბრალოდ ახლა არ ხმაურდება და ჩვენც ამ კარანტინის გამო ვერ ვერთვებით საქმეში, მაგრამ აუცილებლად მოეფინება ნათელი ამ საქმეს. ძალიან ჰგავს შამგონას ქეისს, რომელშიც პირადად მე ვარ ჩართული ჩვენი ორგანიზაციიდან. ამ ქალს რომ მეტი მხარადაჭერა ჰქონოდა როგორც ოჯახისგან, საზოგადოებისგან, ასევე სახლმწიფოსგან, ასეთ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდებოდა.

ბევრი მიზეზია, რის გამოც ძალადობის მსხვერპლი ქალები თავს იკავებენ პოლიციისთვის მიმართვისგან. ერთ-ერთია ის, რომ თბილისში არსებულ თავშესაფრებში ადგილები არასოდესაა. ხოლო რეგიონებში გადასვლა ბავშვებისთვის, რომლებიც დედაქალაქში სწავლობენ და ცხოვრობენ, დამატებითი სტრესია. ამის გამო ძალიან ბევრი დედა არჩევს მსხვერპლთან დარჩენას, რაც ხშირად ფატალურ შედეგებამდეც მიდის. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ სხვა დროს მსხვერპლები ცდილობდნენ მოძალადისგან გარიდებას - გადიოდნენ ქუჩაში, სამეზობლოში, სანათესაოში. ამ იზოლაციის პირობებში კი ეს შეუძლებებლი გახდა..." - ამბობს ადვოკატი.

  • რატომ არის თვითიზოლაცია რისკ-ფაქტორი ძალადობისთვის?

შევეცადეთ გაგვეანალიზებინა ის მიზეზები, რაც თვითიზოლაციის დროს ოჯახური ძალადობის რისკს ზრდის. აკრძალვებითა და ჩაკეტილობით გამოწვეულ სტრესს თან ერთვის მატერიალური მდგომარეობის გაუარესება. პანდემიის გამო ბევრი ადამიანი უმუშევარი, უფუნქციო გახდა, რაც მათში აგრესიულ განწყობას აღვივებს.

განსაკუთრებით მძიმედ ეს პერიოდი მოზარდებს გადააქვთ. ისინი ერთიანად მოწყდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყველა აქტივობას და ოთხ კედელს შუა აღმოჩნდნენ გამომწყვდეულები. შესაბამისად, გაჩნდა აგრესიის ზრდისა და დესტრუქციული ქმედებების რისკიც.

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალთა საკონსულტაციო ცენტრ "სახლის" დამფუძნებელი რუსუდან ფხაკაძე ამბობს, რომ მას ხშირად სწორედ მოზარდებისგან ძალადობის მსხვერპლი მშობლები მიმართავენ. მშობლებს არ სურთ საკუთარ შვილებს უჩივლონ და მხოლოდ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ითხოვენ:

- საერთოდ, ძალადობის ფენომენის მიხედვით, ყოველგვარი დისკომფორტი შეიძლება გახდეს ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზი. მათ შორის სიმჭიდროვე, ოთახების რაოდენობაც კი. თვითიზოლაციიის დროს კი ყველაფერი მთელი სიმძაფრით ვლინდება. ადრე ადამიანები იცვლიდნენ გარემოს დღის მანძილზე. ჩაკეტილობის, იზოლაციის პირობებში ვერავინ დამარწმუნებს, რომ ოჯახში ძალადობა არ არის გაზრდილი.

რა იწვევს ამას? პირველი სტრესი. მეორე, ადამიანები დარჩნენ უმუშვერად, ყველა სახლიდან ვერ მუშაობს. ზოგიერთი, ბირჟაზე დგებოდა და ამით კლავდა დროს. ახლა მსხვერპლები პრობლემების წინაშე პირისპირ აღმოჩნდნენ და ვერსად გაურბიან მათ. გარდა ამისა, მოძალადე ფიქრობს, რომ ახლა საუკეთესო დროა გავლენის მოსაპოვებლად, ოჯახში "ყველაფრის თავის ადგილზე დასაყენებლად". მოძალადის მთავარი მოტივი ხომ ძალაუფლების წყურვილია? ისინი ფიქრობენ, რომ ახლა არავინ დაიჭერს, მათთვის არავის სცალია, რა დროს ძალადობის გაპროტესტებაა, მთავარია მშვიდობა და ჯანმრთელობა იყოსო.

თავის მხრივ მსხვერპლებიც ფიქრობენ, რომ უნდა მოითმინონ, რადგან ახლა სხვა პრიორიტეტები არსებობს ქვეყანაში. ამ დროს კი საქმე შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მივიდეს..." - ამბობს ფსიქოლოგი.

  • როგორ უნდა მოიქცნენ ძალადობის მსხვერპლები თვითიზოლაციის პირობებში?

ფსიქოლოგებს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ერთადერთი რჩევა აქვთ - ყოველთვის ამოიღეთ ხმა და იბრძოლეთ საკუთარი უფლებების დასაცავად!

"მე მათ ვურჩევდი იმას, რასაც ყოველთვის ვურჩევდი - არავის ტყავში არ შევიდნენ, არ გაითვალისწინონ სხვადასხვა გარემოებები, რომ ახლა კორონავირუსია და რატომ უნდა შევაწუხო პატრული. არანაირად! ყველა უნდა შეაწუხოთ და მოძალადემ უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედება დაუსჯელი არ დარჩება. სხვა შემთხვევაში ის ასეთ გარემოს ეჩვევა და შემდეგ ჯერზე სულ უფრო და უფრო სასტიკი გახდება" - გვეუბნება რუსუდან ფხაკაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ფსიქოლოგი ელენე სამუშია AMBEBI.GE-სთან საუბარში თვითიზოლაციის პირობებში ქალების შეცვლილ ქცევაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ბევრ ბენეფიციართან მიწევს მუშობა დღის განმავლობაში და ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ თუ მოძალადეს ასე ვთქვათ, სხვანაირად მიუდგებიან, თუ მოუთმენენ, მაშინ მათზე არ იძალადებენ. ესეც ცნობიერების პრობლემაა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მოძალადეს არ სჭირდება მიზეზები ძალადობისთვის! მათ შეიძლება არ მოეწონოთ სადილი, ან როგორ გამოვიყურებით, ან საერთოდ ჩვენი სუნთქვა და ეს საკმარისია იმისთვის, რომ იძალადონ. ამიტომ ვურჩევდი იმ ქალებს, რომლებიც იმყოფებიან ძალადობრივი მდგომარეობის დამძიმების საშიშროების წინაშე, შეიმუშაონ გარკვეული სცენარი, თუ როგორ მოიქცევიან კრიტიკულ სიტუაციაში, თუნდაც შეამზადონ ბავშვები, რომ შესაძლოა სახლის დატოვება მოუწიოთ.

როგორც კი ატყობთ, რომ ძალადობის მაჩვენებელი იზრდება, დაიჭირეთ თადარიგი და მაქსიმალურად დაიცავით თავი ძალადობისგან" - ამბობს სამუშია.

  • რა აკეთებს სახელმწიფო?

სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე AMBEBI.GE-ს იმ მექანიზმებზე უყვება, რაც სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს. იგი საერთაშორისო გამოცდილებებზე ამახვილებს ყურადღებას და პარალელებს დასავლურ რეალობასთან ავლებს.

- მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დგას ეს პრობლემა. არაერთმა სახელმწიფომ ახალი კომუნიკაციის სისტემები შეიმუშავა და პანდემიურ გარემოს მოარგო. კარგი იქნებოდა, ჩვენც აგვეწყო ფეხი ამ სიახლეებისთვის.

ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს - არსებობს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე კომისია. ყველაზე კარგი რაც გაკეთდა ისაა, რომ მთავრობამ დაუგზავნა საინფორმაციო სმს შეტყობინებები მოსახლეობას და მოუწოდა, რომ ძალადობის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს და რომ მათ ახლაც ისევე დაიცავენ, როგორც ადრე.

ამავე შეტყობინებეში არის წარმოდგენილი ინფორმაცია ონლაინ მობილურ აპლიკაციაზე. შეტყობინების ეს სისტემა ადრეც მოქმედებდა, თუმცა ბევრ ადამიანს არ ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. ახლა კიდევ უფრო ეფექტური და მოსახერხებელი გახდა დანაშაულის შეტყობინების "ჩუმი მექანიზმი".

კარგი იქნბოდა, თუ მაგალითად, სავაჭრო ობიექტებშიც დაინერგებოდა შეტყობინების სისტემები. ვიცით, რომ სხვა ქვეყნებში არსებობს ასეთი ანალოგები, როდესაც კლიენტები კოდური სიტყვებით აგებინებენ გამყიდველებს, რომ დახმარება სჭირდებათ.

საჭიროა მკაფიო მესიჯების გაკეთება სახელმწიფოს მხრიდან. მეორეს მხრივ, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს მსხვერპლების ეკონომიკურ მხარდაჭერაზე. არ უნდა გაჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი, გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო მესიჯები, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება პანდემიის პირობებშიც კი. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოების მხარდაჭერაც - მეზობლები, ახლობლები ყველა უნდა დაუდგეს გვერდით მსხვერპლს და თუ საჭიროა მათ გააკეთონ შეტყობინენები პოლიციაში" - ამბობს ომბუდსმენის მოადგილე.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება აკონტოლებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მხრივ არსებულ ვითარებას. მუშაობას განაგრძობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს უფასო იურიდიული და ფსიქო-სოციალური სერვისები.

შსს-ში აცხადებენ, რომ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენცია უწყებისთვის პრიორიტეტია.

"სამინისტრო მიუხედავად პანდემიისა ცდილობს იყოს ეფექტიანი და ამ კუთხით შეუფერხებლად განახორციელოს ყველა ის საჭირო ღონისძიება, რასაც ახორციელებდა პანდემიამდე პერიოდში.სტატისტიკური მონაცემებიც გვიჩვენებს, რომ მომართვიანობა ძალადობის შემთხვევებზე კვლავ მაღალია და სამინისტროს მხრიდან რეაგირებაც, იქნება ეს შემაკავებელი ორდერის გამოცემა თუ გამოძიების დაწყება, პროპორციულად ხდება. იმისთვის, რომ ეფექტიანი ღონისძიებები გატარდეს, დავიცვათ მსხვერპლი, მნიშვნელოვანია მათი მხრიდან თანამშრომლობა. არა მარტო მათი, ოჯახის სხვა წევრების ან იმ პირების მხრიდან თანამშრომლობა, ვინც ფლობს ინფორმაციას ძალადობაზე. პანდემიის პირობებშიც, სამინისტრო მუდმივად ცდილობს ერთის მხრივ გააჟღეროს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ გრძელდება მკაცრი პოლიტიკის გატარება და მეორეს მხრივ, მოუწოდოს საზოგადოებას მომართონ სამართალდამცავ უწყებას და იაქტიურონ ამ კუთხით", - გვეუბნება ანა ფაჩუაშვილი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი.

გარდა ამისა, ანა ფაჩუაშვილი ამბობს, რომ სამინისტრო რეგულარურად აწარმოებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს.

"2020 წლის აპრილში, ევროკავშირთან თანამშრომლობით დამზადდა ვიდეორგოლი, რომლის მთავარ გზავნილს წარმოადგენდა პანდემიის პერიოდში, მთავრობის მხრიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნებაზე და უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე ხაზგასმა. ამავე პერიოდში, აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით დამზადდა შემეცნებითი ხასიათის გრაფიკული ვიდეო, რომელიც ასახავდა ინფორმაციას, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი ინსტრუმენტების და არსებული სერვისების შესახებ. ვიდეო რგოლი განთავსდა საქართველოს საზოგადოებრივ და კომერციულ არხებზე. ასევე, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, აპრილის თვეში, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, ოჯახში ძალადობისას პოლიციისთვის შეტყობინების მექანიზმებსა და ფორმებზე საქართველოს მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც გაეგზავნა", - ამბობს ანა ფაჩუაშვილი.

ძალადობის მსხვერპლებს სამართალდამცავი უწყებითვის მიმართვის რამდენიმე გზა შეუძლიათ აირჩიონ:

  • დარეკონ "112“-ზე და მიაწოდონ ოპერატორს ინფორმაცია ძალადობაზე;
  • ასევე, შეუძლიათ მობილური აპლიკაციის მეშვეობით ე.წ ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენება, კერძოდ, sos სიგნალის გაგზავნა ,,112“-ის ცენტრში, თუმცა SOS ფუნქციონალის გასააქტიურებლად საჭიროა ჩართული ჰქონდეთ GPS სერვისი. SOS ღილაკზე დაჭერით იგზავნება ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები;
  • ოპერატორთან მიმოწერის (ჩატი) ფუნქციაც შესაძლებელია გამოიყენონ ისე, რომ არ მოხდეს ვერბალური კომუნიკაცია;
  • მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ მიმართონ პოლიციის ადგილობრივ დანაყოფებს ან ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს იმეილის (adamianisuflebebi@mia.gov.ge), ფეისბუქ გვერდის მეშვეობით (ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი);

112-თან დასაკავშირებელი მობილური აპლიკაცია (112 Georgia), რომლის ინსტრუქცია მოცემულია ამ ბმულზე.

"მაღაზიებს შეუძლიათ გაყიდონ ნებისმიერი პროდუქცია, რაც მათ დახლებზე დევს" - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში ფოტოებზე, რომელსაც სოცქსელებში აკრიტიკებენ

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ორი პირი დააკავა

"მომეცი, მომე, წავიყვან, ჩემთან წავიყვან" - რუსთავის მერის პასუხი აქციის მონაწილის კითხვაზე, თუ რა უნდა ჭამოს მისმა მცირეწლოვანმა შვილმა