სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არეულობა ვლადიკავკაზში - "მთავრობამ პროტესტი ისე წარმოაჩინა, თითქოს კორონავირუსის "ფეიკ ვირუსად" აღიარებას ვითხოვდეთ"
არეულობა ვლადიკავკაზში - "მთავრობამ პროტესტი ისე წარმოაჩინა, თითქოს კორონავირუსის "ფეიკ ვირუსად" აღიარებას ვითხოვდეთ"

ვლა­დი­კავ­კაზ­ში უკვე მე­ო­რე დღეა, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი აქ­ცი­ებს მარ­თავს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის და­წე­სე­ბულ მე­ქა­ნიზ­მებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

მათი მო­თხოვ­ნის თა­ნახ­მად, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ვირუ­სის ამ­ბებს იგო­ნებს და სი­ნამ­დვი­ლე­ში ხალ­ხის გა­სა­ჩუ­მებ­ლად სჭირ­დე­ბა..." მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ეს კა­ტე­გო­რია თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის მოხ­სნას, ბიზ­ნე­სის, სკო­ლე­ბი­სა და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის გახ­სნას მო­ი­თხოვს.

თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, რე­ა­ლუ­რად ამ აქ­ცი­ებ­ზე მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ლი­დე­რის ვი­ა­ჩეს­ლავ ბი­ტა­რო­ვის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ, სამ­თავ­რო­ბო მე­დია კი ინ­ფორ­მა­ცი­ას აყალ­ბებს, რათა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არ მო­ი­პო­ვონ.

აქ­ცი­ის მო­თხოვ­ნებ­ში ასე­ვე გაჟ­ღერ­და ვი­ტა­ლი კა­ლო­ე­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა - ეს ის კა­ცია, რო­მელ­მაც მოკ­ლა შვე­ი­ცა­რი­ე­ლი დის­პეტ­ჩე­რი, ვის შეც­დო­მა­საც ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა მოყ­ვა, ამ კა­ტას­ტრო­ფის დროს კი კა­ლო­ე­ვის ცოლი და შვი­ლე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. კა­ლო­ე­ვი ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მას "ეროვ­ნულ გმირს" უწო­დე­ბენ.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი მო­ი­თხო­ვენ, არ­სე­ბულ­მა მთავ­რო­ბამ 8 მა­ი­სამ­დე და­ტო­ვოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ახა­ლი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლად ვი­ტა­ლი კა­ლო­ე­ვი და­ი­ნიშ­ნოს.

ამ ფონ­ზე ბი­ტა­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კრემ­ლის პო­ლი­ტი­კას აგ­რძე­ლებს და აცხა­დებს, რომ წარ­მა­ტე­ბით არ­თმევს თავს კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოწ­ვე­ვას. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, გა­ბე­დუ­ლი ექი­მე­ბი სა­უბ­რო­ბენ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის გე­ნო­ციდ­ზე და წყალ­ში ჩაყ­რილ იმ შრო­მა­ზე, რაც მათ ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გას­წი­ეს.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ანა ბერ­ნი­კო­ვა ამ­ბობს, რომ ბი­ტა­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის აბუ­ჩად იგ­დე­ბას და მათი მო­თხოვ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას ცდი­ლობს.

"რუ­სუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­თავ­რო­ბო მე­დია ჩვენს პრო­ტესტს ისე წარ­მო­ა­ჩენს, თით­ქოს ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რე­ბი იყ­ვნენ და კო­რო­ნა­ვირუ­სის "ფეიკ ვირუ­სად" აღი­ა­რე­ბას ვი­თხოვ­დეთ. ამის გამო უკვე დაგ­ვცი­ნეს და­ნარ­ჩენ რუ­სეთ­ში... სი­ნამ­დვი­ლე­ში, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ვირუს­ზე რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­სა და შემ­დეგ გა­დად­გო­მას ვი­თხოვთ.

ბი­ტა­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქუ­ჩა­ში სპეც­რაზ­მი გა­მო­იყ­ვა­ნა. შემ­დეგ თა­ვა­დაც გა­მო­ვი­და სა­სა­უბ­როდ, რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან ერ­თად და რა­ხან მე­დი­აც თან ახ­ლდა, მარ­თლა ვირუს­ზე და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი. მე არა­ფე­რი მო­მი­გო­ნია, ეს ვირუ­სი მთელ მსოფ­ლი­ო­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლიო... არც მოგ­ვის­მი­ნა, არც ოპე­რის მომ­ღე­რალ და ოპო­ზი­ცი­ო­ნერ, უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბულ ვა­დიმ ჩელ­დო­ე­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უთ­ქვამს რამე.

ვი­ა­ჩეს­ლავ ბი­ტა­რო­ვი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან სა­სა­უბ­როდ მი­ვი­და

არა­და, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც არის. მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თი საქ­მე “შე­უ­კე­რა.” მათ შო­რის, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა... წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმის მოთ­მე­ნა, რაც ახლა რეს­პუბ­ლი­კა­ში ხდე­ბა თუნ­დაც ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, - გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, სა­ში­ში არა­ფე­რია, მაგ­რამ სახ­ლში უნდა დავ­რჩეთ. სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა... დიახ, რის­კია ახლა ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა, მაგ­რამ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ გვაქვს, რაც უფრო ჩუ­მად ვართ, უფრო გვა­ვიწ­რო­ე­ბენ" - ამ­ბობს ვლა­დი­კავ­კა­ზე­ლი ქალი.

"მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას მო­ი­თხო­ვენ და არა, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის მოხ­სნას, რო­გორც ამას წარ­მო­ა­ჩე­ნენ... ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს იქა­ურ ნა­თე­სა­ვებ­თან და მათ­გან ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი დი­ა­ნა თი­ნი­კაშ­ვი­ლი.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ად­ვი­ლად არ დათ­მობს: "თუ პრო­ტეს­ტი გაძ­ლი­ერ­და, შე­საძ­ლოა, ის “ომო­ნით” და­შა­ლონ... ფაქ­ტია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასე ად­ვი­ლად უკან არ და­ი­ხევს".

news-r.ru იტყო­ბი­ნე­ბა, რომ მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის არ სჯე­რა და მი­აჩ­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ საფრ­თხეს იგო­ნებს, რათა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სახ­ლში დარ­ჩნენ და აქ­ცი­ა­ზე არ გა­მო­ვიდ­ნენ. “ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის და­კარ­გვის გამო, ასე­ვე, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გავ­რცე­ლე­ბულ არას­რულ­ყო­ფილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 145 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, და­ი­ღუ­პა ორი ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))
48

ნავთობის ფასი განულებულია რუსეთის დაშლა დროის ამბავია ისე როგორც საიუზი დაიშალა !!!!

vova
8

ე ბიჯო მიუშვით ცხინვალშიც დაიწყონ მიტინგები და სოხუმშიც საქართველომ კი საზღვრები კარგად დაკეტოს ბოლოს შეგვეხვეწებიან.

ავტორი:

არეულობა ვლადიკავკაზში - "მთავრობამ პროტესტი ისე წარმოაჩინა, თითქოს კორონავირუსის "ფეიკ ვირუსად" აღიარებას ვითხოვდეთ"

არეულობა ვლადიკავკაზში - "მთავრობამ პროტესტი ისე წარმოაჩინა, თითქოს კორონავირუსის "ფეიკ ვირუსად" აღიარებას ვითხოვდეთ"

ვლადიკავკაზში უკვე მეორე დღეა, რამდენიმე ათასი ადამიანი აქციებს მართავს. აქციის მონაწილეები კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ მექანიზმებს აპროტესტებენ.

მათი მოთხოვნის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლება "ვირუსის ამბებს იგონებს და სინამდვილეში ხალხის გასაჩუმებლად სჭირდება..." მოქალაქეების ეს კატეგორია თვითიზოლაციის მოხსნას, ბიზნესის, სკოლებისა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გახსნას მოითხოვს.

თუმცა, საზოგადოების მეორე ნაწილის მოსაზრებით, რეალურად ამ აქციებზე მოქმედი ხელისუფლების, ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერის ვიაჩესლავ ბიტაროვის გადადგომას ითხოვენ, სამთავრობო მედია კი ინფორმაციას აყალბებს, რათა აქციის მონაწილეებმა მხარდამჭერები არ მოიპოვონ.

აქციის მოთხოვნებში ასევე გაჟღერდა ვიტალი კალოევის გათავისუფლების მოთხოვნა - ეს ის კაცია, რომელმაც მოკლა შვეიცარიელი დისპეტჩერი, ვის შეცდომასაც ავიაკატასტროფა მოყვა, ამ კატასტროფის დროს კი კალოევის ცოლი და შვილები დაიღუპნენ. კალოევი ჩრდილოეთ ოსეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ადგილობრივები მას "ეროვნულ გმირს" უწოდებენ.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ოპოზიციის ლიდერები მოითხოვენ, არსებულმა მთავრობამ 8 მაისამდე დატოვოს ხელისუფლება და ახალი მთავრობის წარმომადგენლად ვიტალი კალოევი დაინიშნოს.

ამ ფონზე ბიტაროვის ხელისუფლება კრემლის პოლიტიკას აგრძელებს და აცხადებს, რომ წარმატებით ართმევს თავს კორონავირუსის გამოწვევას. სინამდვილეში კი, გაბედული ექიმები საუბრობენ საკუთარი ხალხის გენოციდზე და წყალში ჩაყრილ იმ შრომაზე, რაც მათ ბოლო კვირების განმავლობაში გასწიეს.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ანა ბერნიკოვა ამბობს, რომ ბიტაროვის ხელისუფლება თავისი მოსახლეობის აბუჩად იგდებას და მათი მოთხოვნების გაყალბებას ცდილობს.

"რუსული და ადგილობრივი სამთავრობო მედია ჩვენს პროტესტს ისე წარმოაჩენს, თითქოს ქუჩაში გამოსული ადამიანები არაადეკვატურები იყვნენ და კორონავირუსის "ფეიკ ვირუსად" აღიარებას ვითხოვდეთ. ამის გამო უკვე დაგვცინეს დანარჩენ რუსეთში... სინამდვილეში, კორუმპირებული ხელისუფლებისგან ვირუსზე რეალური ინფორმაციის მიწოდებასა და შემდეგ გადადგომას ვითხოვთ.

ბიტაროვის ხელისუფლებამ ქუჩაში სპეცრაზმი გამოიყვანა. შემდეგ თავადაც გამოვიდა სასაუბროდ, რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად და რახან მედიაც თან ახლდა, მართლა ვირუსზე დაიწყეს საუბარი. მე არაფერი მომიგონია, ეს ვირუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებულიო... არც მოგვისმინა, არც ოპერის მომღერალ და ოპოზიციონერ, უკანონოდ დაკავებულ ვადიმ ჩელდოევის გათავისუფლებაზე უთქვამს რამე.

ვიაჩესლავ ბიტაროვი აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ მივიდა

არადა, აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა მისი გათავისუფლებაც არის. მას ხელისუფლებამ არაერთი საქმე “შეუკერა.” მათ შორის, პოლიციელზე თავდასხმა... წარმოუდგენელია იმის მოთმენა, რაც ახლა რესპუბლიკაში ხდება თუნდაც ვირუსთან დაკავშირებით, - გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, საშიში არაფერია, მაგრამ სახლში უნდა დავრჩეთ. სრულიად მოუმზადებელია საავადმყოფოები, საზოგადოება... დიახ, რისკია ახლა ქუჩაში გამოსვლა, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს, რაც უფრო ჩუმად ვართ, უფრო გვავიწროებენ" - ამბობს ვლადიკავკაზელი ქალი.

"მომიტინგეები ხელისუფლების შეცვლას მოითხოვენ და არა, თვითიზოლაციის მოხსნას, როგორც ამას წარმოაჩენენ... ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს იქაურ ნათესავებთან და მათგან ვიღებ ინფორმაციას" - წერს ინტერნეტმომხმარებელი დიანა თინიკაშვილი.

ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ადვილად არ დათმობს: "თუ პროტესტი გაძლიერდა, შესაძლოა, ის “ომონით” დაშალონ... ფაქტია, ხელისუფლება ასე ადვილად უკან არ დაიხევს".

news-r.ru იტყობინება, რომ მომიტინგეებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც კორონავირუსის არ სჯერა და მიაჩნია, რომ ხელისუფლება ამ საფრთხეს იგონებს, რათა ადგილობრივები სახლში დარჩნენ და აქციაზე არ გამოვიდნენ. “ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო, ასევე, აპროტესტებენ ვირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გავრცელებულ არასრულყოფილ ინფორმაციასაც..." - წერს გამოცემა.

ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსის 145 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა ორი ადამიანი.

ასლან ბჟანიას მოულოდნელი ვიზიტი რუსეთში და აფხაზების მოლოდინები - "რას ჩამოიტანენ მოსკოვიდან, მაგაზეა მათი მომავალი დამოკიდებული"

აფხაზურმა "მილიციამ" 29 წლის ბიჭი სავარაუდოდ, წამებით მოკლა - "ეს ბჟანია-ანქვაბის გუნდისთვის პირველი გამოცდაა..."

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა