ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ახალგორში უკვე მესამე დღეა ძლიერი ხანძარია. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ცეცხლი ტყეშია გავრცელებული.
„ტყეში ცეცხლი ფოთლებს უკიდია, რომლის მასშტაბი საკმაოდ დიდია. სამჯერ მოხდა თანამშრომლების მობილიზება და ტყეში შესვლა. დღის მანძილზე ჩვენ ვახერხებთ ცეცხლთან გამკლავებას, თუმცა ღამით ვრცელდება“, - აღნიშნულია ე.წ. სახანძრო სამსახურში.
მათივე თქმით, ცეცხლი მიუვალ ადგილებშია, სადაც ტექნიკით შესვლა შეუძლებელია. „გვიწევს ცეცხლი ჩავაქროთ ნიჩბებით და ფოცხებით“, - აცხადებენ ე.წ. სამსახურში.
რატომ უწოდებთ ამ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთს? ჯერ ერთი, ეგ სამაჩბლოა. და ახალგორი სამაჩაბლოც არ არის, ქსნის ხეობაა, 2008 წლის ომის შემდეგ, მიშას"სიბრძნის " წყალობით მიიერთეს ოკუპანტებმა და თქვენ კი უმეცრებითა თუ გამიზნულად, სამხრეთოსეთად იხსენიებთ და მტრის წისქვილზე ასხამთ წყალს. მოღალატეები ხართ, სირცხვილი!