მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 19 აპრილს უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც მსოფლიო, ასევე საქართველო, ამ დღეს განსხვავებულად ხვდება.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი. საკონტროლო პუნქტებია მოწყობილი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში.
ყველა ჩამოთვლილ ქალაქთან განთავსებულ ბლოკ-პოსტებზე 24 საათის განმავლობაში სიტუაციას შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ. პოლიციელები, რომლებიც ამ დღეს სამსახურში ატარებენ, მილოცვებს მოქალაქეებისგან იღებენ.
AMBEBI.GE-ს ზუგდიდის ბლოკ-პოსტთან გადაღებული ფოტოები მიაწოდეს, სადაც ჩანს, როგორ ულოცავს დღევანდელ დღეს მოქალაქე სამართალდამცველებს. ქალბატონმა მათ წითელი კვერცხებიც მიუტანა.
ღმერთმა გაგახაროს ბებო. ქრისტე აღდგა!
მილოცვა კი არა, მაგ ქალს პირბადე ააწევინეთ, თორემ ცხვირი და პირი ღია აქვს და ყელში ამოდებული აქვს შარფივით. ასწავლეთ, რისთვისაა პირბადე და რისთვის გამოიყენება. მაგას მარტო ჯარიმის არმისაღებად უკეთია.