სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ქართველია არალეგალურად... მთელ ფულს საქართველოში გზავნიან, დადგა შავი დღე და პურის ფულიც კი არ აქვთ" - რას ყვება იტალიაში მცხოვრები 25 წლის ემიგრანტი
"ბევრი ქართველია არალეგალურად... მთელ ფულს საქართველოში გზავნიან, დადგა შავი დღე და პურის ფულიც კი არ აქვთ" - რას ყვება იტალიაში მცხოვრები 25 წლის ემიგრანტი

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 25 წლის ნინო გვე­ლე­სი­ანს, რო­მე­ლიც იტა­ლი­ის ქა­ლაქ პი­ზა­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რობს. ნინო ყვე­ბა, რო­გორ შე­იც­ვა­ლა მისი და სხვა ემიგ­რან­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ამ ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლა:

"რა ვიცი რო­გორ ვართ, ვუძ­ლებთ... ქუ­ჩა­ში რომ გა­ი­ა­რო, მხო­ლოდ სა­დე­ზინ­ფექ­ციო მან­ქა­ნებს, პო­ლი­ცი­ას და თითო-ორო­ლა ადა­მი­ანს და­ი­ნა­ხავ, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხურ­ში ან სა­ყიდ­ლებ­ზე მი­დი­ან. ზოგ­ჯერ თავი, მარ­თლა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილმში მგო­ნია.

პი­ზა­ში და ტოს­კა­ნა­ში ისე­თი პიკი არ არის, რო­გო­რიც იტა­ლი­ის სხვა ქა­ლა­ქებ­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, მაგ­რამ მა­ინც სულ ში­შის ქვეშ ვართ. აქ იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი უფრო მა­ღა­ლია და ზუსტ სტა­ტის­ტი­კას სა­ხელ­მწი­ფო მა­ლავს. მას შემ­დეგ, რაც კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და აქ ისეა, რომ ერთი კო­მუ­ნა­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვლის უფ­ლე­ბაც აღარ გვაქვს, სპე­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბის გა­რე­შე. პო­ლი­ცია მუდ­მი­ვად გვა­მოწ­მებს. უკვე მთე­ლი თვეა მე­გობ­რე­ბის სახ­ლში გად­მო­ვე­დი, რად­გან მე ჩემი გრა­ფი­კის გამო (ნინო ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს), რის­კის ქვეშ ვარ და არ მინ­და ჩემს შვილ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა მქონ­დეს.

ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ახლა, ვიდ­რე იტა­ლია. აი, მა­გა­ლი­თად, აქ რომ გად­მო­ვე­დი, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქმის, ყვე­ლას და­ბა­ლი სი­ცხე­ე­ბი გვქონ­და და ზოგს ხვე­ლაც. სას­წრა­ფო­ში ვერ და­რე­კავ აქ, პო­ლი­ცია გა­კავ­ში­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხა­ზით ექიმ­თან. მე და­ბა­ლი სი­ცხე და ხვე­ლა მქონ­და სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოპე­რა­ტორ­მა ტე­ლე­ფო­ნით და­მი­ნიშ­ნა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და გვი­თხრა, რომ თუ სუნ­თქვის გა­უ­ა­რე­სე­ბა არ გვაქვს და ძა­ლი­ან არ გვი­ჭირს, ვე­რა­ვინ მო­ვი­დო­და და ვერც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წაგ­ვიყ­ვან­დნენ. ამი­ტომ, უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით სახ­ლში და მათი და­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლე­ბი მიგ­ვე­ღო.

აქ ტესტსაც არა­ვინ გი­კე­თებს, თუ ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის და ამი­ტომ, არც ვი­ცით ვირუ­სი გვქონ­და თუ არა. სამი დღის წინ ჩემი მე­გობ­რის ქმარს აღ­მო­აჩ­ნდა კო­რო­ნა­ვირუ­სი. მას, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და, რაც ჩვენ და ექი­მებ­მა მა­საც ტე­ლე­ფო­ნით უთხრეს, რომ 80% კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს, მაგ­რამ შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბით. ამ ბი­ჭ­საც სახ­ლში დარ­ჩე­ნა ურ­ჩი­ეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯახ­ში 8 თვის ბავ­შვი ჰყავთ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შენი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თაც ვე­ღარ მიხ­ვალ, რად­გან არა­ვინ შე­გიშ­ვებს და თან პო­ლი­ცი­ას იძა­ხე­ბენ.

ჩემს სა­მუ­შაო პი­რო­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, ერთ-ერთი მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლის ფი­ლი­ა­ლის მე­ნე­ჯე­რი ვარ. დღე­ში შვიდ სა­ათს ვმუ­შა­ობ, დღის პირ­ველ ან მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და კვი­რა­ში ერთი დღე ვის­ვე­ნებ. ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით გვი­წევს მუ­შა­ო­ბა და მეც ბევ­რი რა­მის შე­თავ­სე­ბა მი­წევს. მა­გა­ლი­თად, ზოგ­ჯერ მო­ლა­რეს­თან ვდგა­ვარ და ვეხ­მა­რე­ბი, რომ ორი­ვე სა­ლა­რო გავ­ხსნათ და რიგი არ დად­გეს მარ­კეტ­ში.

გარ­და ამი­სა, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­დენ­ზი­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბით და ხელ­თათ­მა­ნე­ბით გვა­მა­რა­გებს დამ­საქ­მე­ბე­ლი. სა­ღა­მოს ცვლა­ში თუ ვმუ­შა­ობ და მე მი­წევს მა­ღა­ზი­ის და­ხურ­ვა, ჩვე­ნი უფ­რო­სი გვა­კი­თხავს სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით ყო­ველ­ჯერ­ზე და ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი (4-5 ადა­მი­ა­ნი) სახ­ლებ­ში მივ­ყა­ვართ. ზოგ­ჯერ დი­ლი­თაც მი­რე­კავს და მთა­ვა­ზობს წაყ­ვა­ნას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღი­სით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მუ­შა­ობს. ამ მხრივ, მარ­თლა ყვე­ლა პი­რო­ბას გვიქ­მნი­ან აქ.

გარ­და ამი­სა, მე რად­გან მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს, რო­გორც მე­ნე­ჯერს და თან ამ ვი­თა­რე­ბა­ში, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლად გვი­წევს შეკ­ვე­თე­ბის გა­კე­თე­ბაც და სხვა სა­მუ­შა­ოც, შე­იძ­ლე­ბა ერთი სა­ა­თით ან სა­ათ­ნა­ხევ­რით მეტი დრო­ით დარ­ჩე­ნა მო­მი­წი­ოს, საქ­მე­ე­ბის და­სამ­თავ­რებ­ლად. ოღონდ, ამას აქ არა­ვინ გა­ი­ძუ­ლებს და არც მო­ი­თხოვს შენ­გან. მაგ­რამ წინა თვეს რად­გან დავ­რჩით რამ­დენ­ჯერ­მე და მეტი ვი­მუ­შა­ვეთ, ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი შრო­მის­თვის პრე­მი­ე­ბი დაგ­ვე­რი­ცხა.

აქ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აქვს პრი­ო­რი­ტე­ტი და­საქ­მე­ბულს. ამი­ტომ, დამ­საქ­მე­ბე­ლი არა­ა­და­მი­ა­ნი­ვით ვერ მო­გექ­ცე­ვა და ვერც მარ­კეტ­ში გა­მოგ­კე­ტავს მთე­ლი ღა­მით. მე მაქვს გან­ცდა, რომ ჩემს უფ­ლე­ბებს ასე მარ­ტი­ვად ვერ შე­ლა­ხა­ვენ იმი­ტომ, რომ კა­ნო­ნი მი­ცავს. შე­სა­ბა­მი­სად, დამ­საქ­მებ­ლის­გა­ნაც ვგრძნობ პა­ტი­ვის­ცე­მას და ჩემი შრო­მის და­ფა­სე­ბას, რაც მო­ტი­ვა­ცი­ა­საც მი­მაღ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­კე­ტებ­ში კი სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზე რაც მეს­მის ხოლ­მე, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვრჩე­ბი - რო­გორ ექ­ცე­ვი­ან დამ­საქ­მებ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს?! აქ რი­გით მო­ლა­რე-ოპე­რა­ტო­რი, სულ მცი­რე, 850 ევ­როს ანა­ზღა­უ­რე­ბით იწყებს მუ­შა­ო­ბას და გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ხელ­ფა­სი ემა­ტე­ბა. მაგ­რამ, 300-400 ლარი რომ გაქვს ხელ­ფა­სი, ვი­რი­ვით გა­მუ­შა­ვე­ბენ მთე­ლი დღე და თან გა­ი­ძუ­ლე­ბენ ღა­მეც იქ დარ­ჩე, ეს ადა­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბაა?! ამა­ზე რა­ტომ არა­ფერს აკე­თებს სა­ხელ­მწი­ფო? არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს? ხელ­ფა­სე­ბი რომ ასე­თი და­ბა­ლია და ფა­სე­ბი ევ­რო­პულ­ზე უფრო მა­ღა­ლი, ეს რო­გორ ხდე­ბა?

ამ ზა­ფხულს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი, ხორ­ცის ყიდ­ვა მინ­დო­და და ორი წლის წი­ნან­დე­ლი ფასი მახ­სოვ­და, როცა კი­ლოგ­რა­მი ხორ­ცი 12 ლარი ღირ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ორ წე­ლი­წად­ში 18 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. ამ­ხე­ლა მა­ტე­ბა რა­ნა­ი­რად მოხ­და? ზოგ­ჯერ მარ­თლა მიკ­ვირს, რო­გორ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

სა­ხელ­მწი­ფო გვეხ­მა­რე­ბა სხვა­დას­ხვა ფორ­მით. მა­გა­ლი­თად, ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ უკვე გა­მო­ა­ცხა­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ადა­მი­ანს, ყო­ველ­თვი­ურ ხელ­ფას­ზე და­მა­ტე­ბით 600 ევ­როს დაგ­ვი­რი­ცხავს, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით. ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რებ მიგ­რან­ტებს კი მთავ­რო­ბა უმუ­შევ­რო­ბის კომ­პენ­სა­ცი­ა­საც უხ­დის, კვე­ბის ვა­უ­ჩე­რებს ური­გებს და ა.შ.

3 მარ­ტის მერე კი სკო­ლე­ბი რად­გან და­ი­კე­ტა, ბავ­შვე­ბი სახ­ლში არი­ან და ზოგს მუ­შა­ო­ბა გა­რეთ გვი­წევს, სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მომ­ვლე­ლის ხარ­ჯებს გამ­გე­ო­ბა ანა­ზღა­უ­რებს. დამ­ხმა­რის და­ქი­რა­ვე­ბა მე არ მო­მი­წია, რად­გან გა­მი­მარ­თლა და დედა მყავს აქ, რო­მე­ლიც უვ­ლის ან­დრი­ას, მაგ­რამ ვი­საც სჭირ­დე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ზრუ­ნავს მათ დახ­მა­რე­ბა­ზე.

მაგ­რამ, სა­ბუ­თე­ბის არმ­ქო­ნე ქარ­თვე­ლებს ვერც იტა­ლი­ის მთავ­რო­ბა ეხ­მა­რე­ბა ფი­ნან­სუ­რად. აქ ბევ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს არა­ლე­გა­ლუ­რად, რომ­ლებ­მაც სა­მუ­შაო და­კარ­გეს და სრუ­ლი­ად უფუ­ლოდ დარ­ჩნენ. ამ ხალ­ხს და­ნა­ზო­გიც კი არ აქვთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძი­რი­თა­დად, ემიგ­რან­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა რო­გორც არის - რა­საც გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ, მთლი­ან ფულს სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­ზავ­ნი­ან და აი, დად­გა ის შავი დღე, როცა თვი­თო­ნაც სჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ პუ­რის ფუ­ლიც კი აღარ აქვთ და ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთ სახ­ლში შე­იძ­ლე­ბა 11-12 სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­დეს ერ­თად. ამ ვი­თა­რე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ბევ­რს უნდა, მაგ­რამ მე რო­დე­საც დავ­რე­კე სა­ელ­ჩო­ში და ვი­კი­თხე, მი­თხრეს, რომ რიგ­ში სა­მი­ა­თას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია. რიგს უნდა და­ე­ლო­დონ, ვი­საც წას­ვლა უნდა, რაც გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით ლო­დინს ნიშ­ნავს.

აქა­ურ ემიგ­რან­ტებს როცა ვუ­ყუ­რებ და ვუს­მენ, ზოგ­ჯერ ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ მათ ფონ­ზე თავი „პრინ­ცე­სა“ მგო­ნი­ა­მეთ­ქი. იმ­დე­ნი პრობ­ლე­მა აქვთ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, მე, ალ­ბათ, არ მაქვს სა­წუ­წუ­ნო და გა­მი­მარ­თლა იმით, რომ დე­და­ჩე­მია ჩემ­თან, რო­მე­ლიც სულ გვერ­დში მიდ­გას და შე­მიძ­ლია ჩემი შვი­ლი უსაფრ­თხოდ დავ­ტო­ვო მას­თან. გარ­და ამი­სა, ისეთ სამ­სა­ხურ­ში აღ­მოვ­ჩნდი, რო­მე­ლიც არ და­ი­ხუ­რა და არც უმუ­შე­ვა­რი აღ­მოვ­ჩნდი. თან სა­ხელ­მწი­ფოც გეხ­მა­რე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, როცა მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი გყავს და მარ­ტო უზ­რუნ­ველ­ყოფ მის სა­ჭი­რო­ე­ბებს.

ჩემ­თვის სამ­სა­ხუ­რი და სახ­ლი­დან გას­ვლა, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, სტრე­სი კი არა შვე­ბა უფ­როა. მგო­ნია, რომ სულ სახ­ლში მე­ტად გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ერთი დღე მაქვს დას­ვე­ნე­ბა და ზოგ­ჯერ მა­ში­ნაც სამ­სა­ხურ­ში გავ­რბი­ვარ. ვცდი­ლობ, რომ ზედ­მეტ პა­ნი­კა­ში კი არ ვიყო იმის გამო, რომ ბევრ ადა­მი­ან­თან ვურ­თი­ერ­თობ და დიდი რის­კის ქვეშ ვარ, არა­მედ იმით და­ვიმ­შვი­დო თავი, ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას თუ ზედ­მი­წევ­ნით სწო­რად შე­ვას­რუ­ლებ, არა­ფე­რი და­მე­მარ­თე­ბა.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, ალ­ბათ, მა­ინც ის არის ჩემ­თვის, რომ შვილს ვერ ვნა­ხუ­ლობ ყო­ველ­დღი­უ­რად. არ ვიცი რო­გორ, მაგ­რამ ბავ­შვმაც გა­ი­თა­ვი­სა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. მგო­ნი უკვე გა­ი­ზარ­და და იცის, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­მუ­შაო, თო­რემ ბევ­რი რამე მო­აკ­ლდე­ბა. ტე­ლე­ფონ­ზე როცა ვუ­რე­კავ, მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე - „შენ ხომ არ გაქვს ვირუ­სი და ხომ შე­გიძ­ლია, მოხ­ვი­დე სახ­ლში?“ მერე მე ვუხ­სნი, რომ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ვხვდე­ბი და შე­იძ­ლე­ბა მა­ინც მქონ­დეს ვირუ­სი. ახ­სნის შემ­დეგ არც ჭირ­ვე­უ­ლობს და არც ტი­რის. ალ­ბათ, ისიც არის, რომ დე­და­ჩემ­თან კარ­გად და უსაფრ­თხოდ გრძნობს თავს.

ბავ­შვი, თით­ქმის, სამი კვი­რა რომ არ მყავ­და ნა­ნა­ხი, ბო­ლოს მარ­თლა ვე­ღარ გავ­ძე­ლი. წინა დღეს სა­გან­გე­ბოდ ჩა­ვი­ტა­რე დე­ზინ­ფექ­ცი­ის კი­დევ უფრო გრძე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და კვი­რას წა­ვე­დი მის სა­ნა­ხა­ვად. პირ­ბა­დე და ხელ­თათ­მა­ნე­ბი მე­კე­თა რომ მი­ვე­დი და თა­ვა­დაც გა­ი­კე­თა. მერე მი­თხრა, რომ ცოტა შორს დავ­ჯდე­ბი და ასე ვი­სა­უბ­რო­თო. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო, ასე­თი დის­ტან­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა.

და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შეც­ვლი­ლია. მა­გა­ლი­თად, აქამ­დე ვი­ცო­დი, რომ აქ მე­ზობ­ლო­ბა, მის­ვლა-მოს­ვლა და ყა­ვა­ზე სახ­ლში მი­პა­ტი­ჟე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან მშვე­ნივ­რა­დაც გა­მოს­დით ეს ამ­ბა­ვი. ერ­თა­დერთ ად­გი­ლი, სა­დაც ახლა ხალ­ხთან ვურ­თი­ერ­თობთ, არის კორ­პუ­სის აივ­ნე­ბი და სა­მე­ზობ­ლო. სა­ღა­მო­ო­ბით ყვე­ლა ჩვენ-ჩვენს აივ­ნებ­ზე ვიკ­რი­ბე­ბით და კა­რან­ტი­ნის დროს გა­ვი­ცა­ნით, მა­გა­ლი­თად, ჩვენს ზე­მოთ მცხოვ­რე­ბი ორი სტუ­დენ­ტი გოგო, გვერ­დზე სტუ­დენ­ტი ბი­ჭე­ბი და სხვა მე­ზობ­ლე­ბიც. კო­მუ­ნი­კა­ცია სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი გვაქვს, ზოგ­ჯერ სა­ღა­მო­ო­ბით მუ­სი­კას ვუს­მენთ, ან ლუდს ვსვამთ და სხვა­დას­ხვა თე­მებს გან­ვი­ხი­ლავთ, რა თქმა უნდა, მთა­ვა­რი თემა აქაც ვირუ­სია.

თა­ვი­დან მარ­თლა ტრა­გი­კუ­ლი იყო იტა­ლი­ე­ლე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბის სტი­ლის შეც­ვლა, მაგ­რამ ახლა თან­და­თან გა­ი­თა­ვი­სეს. ახლა მარ­კე­ტე­ბი გახ­და ზოგი მათ­გა­ნის­თვის სა­სე­ირ­ნო და გა­მო­სას­ვლე­ლი ად­გი­ლი. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხომ ვაკ­ვირ­დე­ბით, ზოგი ადა­მი­ა­ნი 3-4-ჯერ ას­წრებს მოს­ვლას და შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მაც მი­წევს. უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ცე­დუ­რის დაც­ვაც თა­ვი­დან ყვე­ლას უჭირ­და და ვერც გა­ი­თა­ვი­სეს კარ­გად რა ხდე­ბო­და, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად ვაკ­ვირ­დე­ბი მარ­კეტ­ში მომ­სვლე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვა­საც და ვხე­დავ, რომ თან­და­თან უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბულდ იცა­ვენ დის­ტან­ცი­ას" - ყვე­ბა ნინო გვე­ლე­სი­ა­ნი.

ავ­ტო­რი: იდა ბახ­ტუ­რი­ძე ფოტო: ნინო გვე­ლე­სი­ა­ნი/გედა დარ­ჩია. პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის „ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან“ (ავ­ტო­რე­ბი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია, იდა ბახ­ტუ­რი­ძე, ნინო გა­მი­სო­ნია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი: ნინო ბა­ი­და­უ­რი, სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, სოფო აფ­ცი­ა­უ­რი) მიერ. პლატ­ფორ­მა შე­იქ­მნა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) და­ფი­ნან­სე­ბით. ამ­ჟა­მად, ახა­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რა და სტა­ტი­ე­ბის ნა­წი­ლის მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის (EWMI) ACCESS-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საბა
4

სადაც გზავნიდნენ,იმ ადგილიდან უკან გაგზავნაც შეიძლება იტალიაში,ისე ნუ ლაპარაკობთ,გეგონება მე მიგზავნიდნენ და ახლა არ ვეხმარები.

=====
23

ამაზე მწარედ მეცინება ხოლმე! წავლენ ევროპაში და მერე იქიდან აღშფოთებულები არიან აქაური შრომითი პირობებით და ხელფასით, შე დალოცვილო ,აბა, რატომ გაიქეცი იტალიაში?! ქვეყნიდან სადაც სსრკ-ს "ბრწყინვალე" ეკონომიკის გამო 90-იან წლებში საქართველოში პური ტალონებზე იყო, 30 წელიწადში სინგაპური გინდათ ,თანაც მეზობლად რუსეთი რომ გეყოლება?! იტალიაში კაი ცხოვრება ერთბაშად კი არ მოსულა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბევრი ქართველია არალეგალურად... მთელ ფულს საქართველოში გზავნიან, დადგა შავი დღე და პურის ფულიც კი არ აქვთ" - რას ყვება იტალიაში მცხოვრები 25 წლის ემიგრანტი

"ბევრი ქართველია არალეგალურად... მთელ ფულს საქართველოში გზავნიან, დადგა შავი დღე და პურის ფულიც კი არ აქვთ" - რას ყვება იტალიაში მცხოვრები 25 წლის ემიგრანტი

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 25 წლის ნინო გველესიანს, რომელიც იტალიის ქალაქ პიზაში, ემიგრაციაში ცხოვრობს. ნინო ყვება, როგორ შეიცვალა მისი და სხვა ემიგრანტების ცხოვრება კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ იტალიაში, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა:

"რა ვიცი როგორ ვართ, ვუძლებთ... ქუჩაში რომ გაიარო, მხოლოდ სადეზინფექციო მანქანებს, პოლიციას და თითო-ოროლა ადამიანს დაინახავ, რომლებიც სამსახურში ან საყიდლებზე მიდიან. ზოგჯერ თავი, მართლა საშინელებათა ფილმში მგონია.

პიზაში და ტოსკანაში ისეთი პიკი არ არის, როგორიც იტალიის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში, მაგრამ მაინც სულ შიშის ქვეშ ვართ. აქ იმასაც ამბობენ, რომ დაავადებულების რიცხვი უფრო მაღალია და ზუსტ სტატისტიკას სახელმწიფო მალავს. მას შემდეგ, რაც კარანტინი გამოცხადდა აქ ისეა, რომ ერთი კომუნადან მეორეში გადასვლის უფლებაც აღარ გვაქვს, სპეციალური ცნობის გარეშე. პოლიცია მუდმივად გვამოწმებს. უკვე მთელი თვეა მეგობრების სახლში გადმოვედი, რადგან მე ჩემი გრაფიკის გამო (ნინო ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს), რისკის ქვეშ ვარ და არ მინდა ჩემს შვილთან ყოველდღიური შეხება მქონდეს.

ჩემი აზრით, საქართველო უფრო მობილიზებულია ახლა, ვიდრე იტალია. აი, მაგალითად, აქ რომ გადმოვედი, ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის, ყველას დაბალი სიცხეები გვქონდა და ზოგს ხველაც. სასწრაფოში ვერ დარეკავ აქ, პოლიცია გაკავშირებს სპეციალური ხაზით ექიმთან. მე დაბალი სიცხე და ხველა მქონდა სამი დღის განმავლობაში, ოპერატორმა ტელეფონით დამინიშნა ანტიბიოტიკი და გვითხრა, რომ თუ სუნთქვის გაუარესება არ გვაქვს და ძალიან არ გვიჭირს, ვერავინ მოვიდოდა და ვერც საავადმყოფოში წაგვიყვანდნენ. ამიტომ, უნდა დავრჩენილიყავით სახლში და მათი დანიშნული წამლები მიგვეღო.

აქ ტესტსაც არავინ გიკეთებს, თუ ძალიან მძიმე მდგომარეობა არ არის და ამიტომ, არც ვიცით ვირუსი გვქონდა თუ არა. სამი დღის წინ ჩემი მეგობრის ქმარს აღმოაჩნდა კორონავირუსი. მას, დაახლოებით იგივე სიმპტომები ჰქონდა, რაც ჩვენ და ექიმებმა მასაც ტელეფონით უთხრეს, რომ 80% კორონავირუსი აქვს, მაგრამ შედარებით მსუბუქი ფორმებით. ამ ბიჭსაც სახლში დარჩენა ურჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში 8 თვის ბავშვი ჰყავთ. საავადმყოფოში შენი ინიციატივითაც ვეღარ მიხვალ, რადგან არავინ შეგიშვებს და თან პოლიციას იძახებენ.

ჩემს სამუშაო პირობებს რაც შეეხება, ერთ-ერთი მარკეტების ქსელის ფილიალის მენეჯერი ვარ. დღეში შვიდ საათს ვმუშაობ, დღის პირველ ან მეორე ნახევარში და კვირაში ერთი დღე ვისვენებ. ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენც საგანგებო მდგომარეობის გამო, განსხვავებული პირობებით გვიწევს მუშაობა და მეც ბევრი რამის შეთავსება მიწევს. მაგალითად, ზოგჯერ მოლარესთან ვდგავარ და ვეხმარები, რომ ორივე სალარო გავხსნათ და რიგი არ დადგეს მარკეტში.

გარდა ამისა, სპეციალური სადენზიფექციო ხსნარებით, პირბადეებით და ხელთათმანებით გვამარაგებს დამსაქმებელი. საღამოს ცვლაში თუ ვმუშაობ და მე მიწევს მაღაზიის დახურვა, ჩვენი უფროსი გვაკითხავს საკუთარი მანქანით ყოველჯერზე და ყველა თანამშრომელი (4-5 ადამიანი) სახლებში მივყავართ. ზოგჯერ დილითაც მირეკავს და მთავაზობს წაყვანას, მიუხედავად იმისა, რომ დღისით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს. ამ მხრივ, მართლა ყველა პირობას გვიქმნიან აქ.

გარდა ამისა, მე რადგან მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, როგორც მენეჯერს და თან ამ ვითარებაში, გაორმაგებულად გვიწევს შეკვეთების გაკეთებაც და სხვა სამუშაოც, შეიძლება ერთი საათით ან საათნახევრით მეტი დროით დარჩენა მომიწიოს, საქმეების დასამთავრებლად. ოღონდ, ამას აქ არავინ გაიძულებს და არც მოითხოვს შენგან. მაგრამ წინა თვეს რადგან დავრჩით რამდენჯერმე და მეტი ვიმუშავეთ, ზეგანაკვეთური შრომისთვის პრემიები დაგვერიცხა.

აქ კანონმდებლობით აქვს პრიორიტეტი დასაქმებულს. ამიტომ, დამსაქმებელი არაადამიანივით ვერ მოგექცევა და ვერც მარკეტში გამოგკეტავს მთელი ღამით. მე მაქვს განცდა, რომ ჩემს უფლებებს ასე მარტივად ვერ შელახავენ იმიტომ, რომ კანონი მიცავს. შესაბამისად, დამსაქმებლისგანაც ვგრძნობ პატივისცემას და ჩემი შრომის დაფასებას, რაც მოტივაციასაც მიმაღლებს.

საქართველოს მარკეტებში კი სამუშაო პირობებზე რაც მესმის ხოლმე, გაოგნებული ვრჩები - როგორ ექცევიან დამსაქმებლები ადამიანებს?! აქ რიგით მოლარე-ოპერატორი, სულ მცირე, 850 ევროს ანაზღაურებით იწყებს მუშაობას და გამოცდილების შესაბამისად, ხელფასი ემატება. მაგრამ, 300-400 ლარი რომ გაქვს ხელფასი, ვირივით გამუშავებენ მთელი დღე და თან გაიძულებენ ღამეც იქ დარჩე, ეს ადამიანური მოპყრობაა?! ამაზე რატომ არაფერს აკეთებს სახელმწიფო? არ არსებობს ქვეყანაში ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს? ხელფასები რომ ასეთი დაბალია და ფასები ევროპულზე უფრო მაღალი, ეს როგორ ხდება?

ამ ზაფხულს საქართველოში ვიყავი, ხორცის ყიდვა მინდოდა და ორი წლის წინანდელი ფასი მახსოვდა, როცა კილოგრამი ხორცი 12 ლარი ღირდა. აღმოჩნდა, რომ ორ წელიწადში 18 ლარამდე გაიზარდა. ამხელა მატება რანაირად მოხდა? ზოგჯერ მართლა მიკვირს, როგორ არსებობენ ადამიანები საქართველოში

სახელმწიფო გვეხმარება სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, ადგილობრივმა მთავრობამ უკვე გამოაცხადა გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის დროს მომუშავე ყველა ადამიანს, ყოველთვიურ ხელფასზე დამატებით 600 ევროს დაგვირიცხავს, კომპენსაციის სახით. ლეგალურად მცხოვრებ მიგრანტებს კი მთავრობა უმუშევრობის კომპენსაციასაც უხდის, კვების ვაუჩერებს ურიგებს და ა.შ.

3 მარტის მერე კი სკოლები რადგან დაიკეტა, ბავშვები სახლში არიან და ზოგს მუშაობა გარეთ გვიწევს, სახლში დარჩენილი ჩვენი შვილების მომვლელის ხარჯებს გამგეობა ანაზღაურებს. დამხმარის დაქირავება მე არ მომიწია, რადგან გამიმართლა და დედა მყავს აქ, რომელიც უვლის ანდრიას, მაგრამ ვისაც სჭირდება, სახელმწიფო ზრუნავს მათ დახმარებაზე.

მაგრამ, საბუთების არმქონე ქართველებს ვერც იტალიის მთავრობა ეხმარება ფინანსურად. აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს არალეგალურად, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს და სრულიად უფულოდ დარჩნენ. ამ ხალხს დანაზოგიც კი არ აქვთ. მოგეხსენებათ, ძირითადად, ემიგრანტების ცხოვრება როგორც არის - რასაც გამოიმუშავებენ, მთლიან ფულს საქართველოში აგზავნიან და აი, დადგა ის შავი დღე, როცა თვითონაც სჭირდებათ, მაგრამ პურის ფულიც კი აღარ აქვთ და ძალიან მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

წარმოიდგინეთ, ერთ სახლში შეიძლება 11-12 სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობდეს ერთად. ამ ვითარების გამო, საქართველოში დაბრუნება ბევრს უნდა, მაგრამ მე როდესაც დავრეკე საელჩოში და ვიკითხე, მითხრეს, რომ რიგში სამიათასზე მეტი ადამიანია. რიგს უნდა დაელოდონ, ვისაც წასვლა უნდა, რაც გაურკვეველი დროით ლოდინს ნიშნავს.

აქაურ ემიგრანტებს როცა ვუყურებ და ვუსმენ, ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ მათ ფონზე თავი „პრინცესა“ მგონიამეთქი. იმდენი პრობლემა აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მე, ალბათ, არ მაქვს საწუწუნო და გამიმართლა იმით, რომ დედაჩემია ჩემთან, რომელიც სულ გვერდში მიდგას და შემიძლია ჩემი შვილი უსაფრთხოდ დავტოვო მასთან. გარდა ამისა, ისეთ სამსახურში აღმოვჩნდი, რომელიც არ დაიხურა და არც უმუშევარი აღმოვჩნდი. თან სახელმწიფოც გეხმარება, მითუმეტეს, როცა მცირეწლოვანი შვილი გყავს და მარტო უზრუნველყოფ მის საჭიროებებს.

ჩემთვის სამსახური და სახლიდან გასვლა, ამ ვითარებაში, სტრესი კი არა შვება უფროა. მგონია, რომ სულ სახლში მეტად გამიჭირდებოდა. ერთი დღე მაქვს დასვენება და ზოგჯერ მაშინაც სამსახურში გავრბივარ. ვცდილობ, რომ ზედმეტ პანიკაში კი არ ვიყო იმის გამო, რომ ბევრ ადამიანთან ვურთიერთობ და დიდი რისკის ქვეშ ვარ, არამედ იმით დავიმშვიდო თავი, ყველა რეკომენდაციას თუ ზედმიწევნით სწორად შევასრულებ, არაფერი დამემართება.

ყველაზე რთული, ალბათ, მაინც ის არის ჩემთვის, რომ შვილს ვერ ვნახულობ ყოველდღიურად. არ ვიცი როგორ, მაგრამ ბავშვმაც გაითავისა ეს მდგომარეობა. მგონი უკვე გაიზარდა და იცის, რომ აუცილებელია ვიმუშაო, თორემ ბევრი რამე მოაკლდება. ტელეფონზე როცა ვურეკავ, მეკითხება ხოლმე - „შენ ხომ არ გაქვს ვირუსი და ხომ შეგიძლია, მოხვიდე სახლში?“ მერე მე ვუხსნი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები და შეიძლება მაინც მქონდეს ვირუსი. ახსნის შემდეგ არც ჭირვეულობს და არც ტირის. ალბათ, ისიც არის, რომ დედაჩემთან კარგად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

ბავშვი, თითქმის, სამი კვირა რომ არ მყავდა ნანახი, ბოლოს მართლა ვეღარ გავძელი. წინა დღეს საგანგებოდ ჩავიტარე დეზინფექციის კიდევ უფრო გრძელი პროცედურები და კვირას წავედი მის სანახავად. პირბადე და ხელთათმანები მეკეთა რომ მივედი და თავადაც გაიკეთა. მერე მითხრა, რომ ცოტა შორს დავჯდები და ასე ვისაუბროთო. ძალიან სასაცილო იყო, ასეთი დისტანციური შეხვედრა.

დამოკიდებულებები შეცვლილია. მაგალითად, აქამდე ვიცოდი, რომ აქ მეზობლობა, მისვლა-მოსვლა და ყავაზე სახლში მიპატიჟებები არ არსებობს. აღმოჩნდა, რომ ძალიან მშვენივრადაც გამოსდით ეს ამბავი. ერთადერთ ადგილი, სადაც ახლა ხალხთან ვურთიერთობთ, არის კორპუსის აივნები და სამეზობლო. საღამოობით ყველა ჩვენ-ჩვენს აივნებზე ვიკრიბებით და კარანტინის დროს გავიცანით, მაგალითად, ჩვენს ზემოთ მცხოვრები ორი სტუდენტი გოგო, გვერდზე სტუდენტი ბიჭები და სხვა მეზობლებიც. კომუნიკაცია სხვადასხვანაირი გვაქვს, ზოგჯერ საღამოობით მუსიკას ვუსმენთ, ან ლუდს ვსვამთ და სხვადასხვა თემებს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, მთავარი თემა აქაც ვირუსია.

თავიდან მართლა ტრაგიკული იყო იტალიელებისთვის ცხოვრების სტილის შეცვლა, მაგრამ ახლა თანდათან გაითავისეს. ახლა მარკეტები გახდა ზოგი მათგანისთვის სასეირნო და გამოსასვლელი ადგილი. მთელი დღის განმავლობაში ხომ ვაკვირდებით, ზოგი ადამიანი 3-4-ჯერ ასწრებს მოსვლას და შენიშვნის მიცემაც მიწევს. უსაფრთხოების პროცედურის დაცვაც თავიდან ყველას უჭირდა და ვერც გაითავისეს კარგად რა ხდებოდა, მაგრამ ახლა ყველა ძალიან სერიოზულად ეკიდება. ყოველდღიურად ვაკვირდები მარკეტში მომსვლელი ადამიანების ქცევასაც და ვხედავ, რომ თანდათან უფრო ორგანიზებულდ იცავენ დისტანციას" - ყვება ნინო გველესიანი.

ავტორი: იდა ბახტურიძე ფოტო: ნინო გველესიანი/გედა დარჩია. პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ. პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში