სამების საკათედრო ტაძრის მსგავსად, მრევლის სიმცირეა თბილისში არსებულ სხვა ეკლესიებშიც. "ინტერპრესნიუსის" გადამღები ჯგუფი დედაქალაქში არსებულ რამდენიმე ტაძარში იმყოფებოდა და არცერთ მათგანში მომლოცველთა სიმრავლე არ ფიქსირდება, მათ შორის მრევლის მხოლოდ მცირე ნაწილია მისული სიონში.
კიდევ უფრო ნაკლები მომლოცველი იმყოფება ქაშუეთის ეკლესიაში.
მრევლი ეზოში ფაქტობრივად არ დგას ლესელიძეზე მდებარე ტაძარში.
შეგახსენებთ, რომ 21:00 საათიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა, რაც მოქალაქეთა გადაადგილებას კრძალავს.
შესაბამისად, ტაძრებში მომლოცველები ხვალ დილამდე ვეღარ მივლენ.
გთავაზობთ „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის, ვანო გორგიშვილის ფოტორეპორტაჟს სიონის, ქაშუეთისა და ანჩისხატის ტაძრებიდან.
სირცხვილი იმ ადამიანებს, ვინც ამ სიტუაციაში საკუთარი ეგო წინ დააყენა და ექიმები და სახელმწიფო ფეხებზე დაიკიდა!
უფალი იესო დაიფარავს ვინც მივიდა ტაძრებში, ღრმად მჯერა ეიმ არ გაჩნდება ეკლესიის კლასტერი. იმათაც დაიფარავს მოწყალე უფალუ ვინც არ მივიდა და რეკომენდაციები გაითვალისწინა. ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად!