პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგი სიფრთხილეს უფლის ღალატად აღიქვამს, რაც ასე არ არი" - ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება
"ზოგი სიფრთხილეს უფლის ღალატად აღიქვამს, რაც ასე არ არი" - ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის ტა­ძარ­ში პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე მსა­ხუ­რე­ბა მრევ­ლის გა­რე­შე ჩა­ტარ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ მი­მარ­თვას ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი მამა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე ავ­რცე­ლებს.

დე­კა­ნო­ზი მი­იჩ­ნევს, რომ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მრევლს არ უნდა და­ე­კის­როს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკ­ლე­სი­ებ­მა უნდა იტ­ვირ­თონ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბა არ გა­ჩერ­დე­ბა და შე­ზღუდ­ვა მხო­ლოდ მრევ­ლის დას­წრე­ბას ეხე­ბა.

"ყვე­ლამ ვი­ცით, რომ სი­ტუ­ა­ცია პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და. მსოფ­ლი­ო­ში დიდი უკე­თე­სო­ბა არ ჩანს და სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რო­გორც, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცია უკონ­ტრო­ლოც კი გახ­დეს. ამ დროს, რა თქმა უნდა, ყვე­ლას თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს, მათ შო­რის თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, მაგ­რამ ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რას ნიშ­ნავს, რო­დე­საც იგი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ მრევ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, რო­დე­საც მრევლს აქვს ბუ­ნებ­რი­ვი მორ­ჩი­ლე­ბი­თი გან­წყო­ბა სა­ეკ­ლე­სიო იერ­არ­ქი­ი­სად­მი და ზო­გა­დად, ქრის­ტი­ანს ბუ­ნებ­რი­ვი გან­წყო­ბა აქვს მორ­ჩი­ლე­ბი­სად­მი, იგი­ვე სა­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი. ამი­ტომ ვერ და­ვა­კის­რებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მრევლს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვენ უნდა ვიტ­ვირ­თოთ.

წლე­ბია ღმრთის­მსა­ხუ­რე­ბა ჩვენს სამ­რევ­ლო­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამი­ტომ ჩვე­ნი მრევ­ლი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ვინც ჩვენს სამ­რევ­ლოს იც­ნობს და ჩვენს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ლი­ტურ­ღი­კუ­ლი მსა­ხუ­რე­ბა, ევ­ქა­რის­ტი­უ­ლი მსა­ხუ­რე­ბა ანუ წირ­ვა და ზი­ა­რე­ბა. წლე­ბია ყო­ველ­დღე გვაქვს მსა­ხუ­რე­ბა - ორ ტა­ძარ­ში კვი­რა­ში 9 მსა­ხუ­რე­ბა გვაქვს, თვით სა­დაგ დღე­ებ­შიც კი ტა­ძა­რი სავ­სეა და მრევ­ლის თით­ქმის 100% ეზი­ა­რე­ბა, ამ მრევ­ლის 90% კი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ამით იმის თქმა მინ­და, რომ ჩვენს სამ­რევ­ლო­ში სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლია ზი­ა­რე­ბი­სა და ამით ქრის­ტეს­თან ერ­თო­ბი­სა...

მაგ­რამ დღე­ვან­დელ დღეს სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად დამ­ძიმ­და, რომ ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია, მრევლს გა­და­ვა­ბა­როთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ჩვენ ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მცი­რე­ო­დე­ნი მა­ინც, რო­გორც ეკ­ლე­სი­ის იერ­არ­ქი­ამ, ბუ­ნებ­რი­ვია, უნდა ვიტ­ვირ­თოთ. მი­თუ­მე­ტეს, გამ­კაცრ­და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ადა­მი­ა­ნებს ფი­ზი­კუ­რად არ შე­უძ­ლი­ათ ტა­ძარ­ში მოს­ვლა - იცით, რომ მან­ქა­ნე­ბით სი­ა­რუ­ლი აიკ­რძა­ლა, ტა­ძარ­თან ახ­ლოს კი ცოტა ცხოვ­რობს. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ის­მის მო­წო­დე­ბა მრევ­ლი­სად­მი, რომ ვინც რის­კის ჯგუფ­შია თავი შე­ი­კა­ვონ ლი­ტურ­ღი­კულ მსა­ხუ­რე­ბა­ზე დას­წრე­ბის­გან, რა­მე­თუ ლი­ტურ­ღი­კუ­ლი მსა­ხუ­რე­ბა სწო­რედ თავ­შეყ­რას და ერ­თად ყოფ­ნას გუ­ლის­ხმობს და ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ვა­ტა­რებ­დით აქამ­დე, აღარ არის საკ­მა­რი­სი, იმ­დე­ნად ვე­რა­გია ეს და­ა­ვა­დე­ბა და იმ­დე­ნად სა­ში­ში გახ­და.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ, მრევლს მო­ვუ­წო­დოთ, რომ სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ ერ­თმა­ნე­თი­სად­მი და ის ვინც ახ­ლოს არის და ეი­ო­ლე­ბა მოს­ვლა, ნუ ექ­ნე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბის გან­ცდა იმას­თან შე­და­რე­ბით, ვინც შორს არის (ჩვე­ნი და-ძმო­ბა გვა­ვა­ლე­ბუ­ლებს, რომ მთლი­ა­ნო­ბი­სა და ერ­თო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და და­მა­ტე­ბით და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვი­საც და­ვიკ­ლოთ ის, რაც აკ­ლდე­ბათ და­ნარ­ჩე­ნებს - მათ­თვის, ვინც ვერ მო­დის სი­შო­რის გამო, არც ახ­ლოს მცხოვ­რე­ბე­ბი მი­ვალთ). გარ­და ამი­სა, ჩვენს მრევლს თით­ქმის ყვე­ლას, თით­ქმის ყვე­ლას ყავს ოჯახ­ში ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი რისკ-ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ არ უნდა გა­ჩერ­დეს რა მსა­ხუ­რე­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში იმი­ტომ, რომ მსა­ხუ­რე­ბა არა მარ­ტო იმათ­თვი­საა, ვინც მას ეს­წრე­ბა, არა­მედ, ვინც ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზის გამო ვერ ეს­წრე­ბა და რო­მელ­თაც ჩვენ თუნ­დაც ბა­სი­ლი დი­დის სა­ი­დუმ­ლო ლოც­ვებ­ში მო­ვიხ­სე­ნებთ. არ შე­იძ­ლე­ბა გა­ჩერ­დეს ევ­ქა­რის­ტი­უ­ლი მსა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ზე­ცი­სა და მი­წის შე­ერ­თე­ბაა წმინ­და ტრა­პეზ­ზე და ღვთის კურ­თხე­ვა გად­მო­დის არა მარ­ტო კონ­კრე­ტულ ტრა­პეზ­ზე იმ ტა­ძარ­ში, არა­მედ მთელ სამ­ყა­რო­ზე. ამი­ტომ მსა­ხუ­რე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, არ გა­ჩერ­დე­ბა, მაგ­რამ მრევ­ლის დას­წრე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა, მა­ნამ სა­ნამ იქ­ნე­ბა პან­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, ზოგი ადა­მი­ა­ნი სიფრ­თხი­ლეს აღიქ­ვამს უფ­ლის ღა­ლა­ტად, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი პირ­და­პირ სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ გვიხ­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი მორ­ჩი­ლე­ბას რო­მა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლის მე­ცა­მე­ტე თავ­ში და კრძა­ლავს ურ­ჩო­ბას იმი­ტომ, რომ ურ­ჩო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი აყავს ღვთის ურ­ჩო­ბის რან­გში იმი­ტომ, რომ ყო­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ღვთის­გა­ნაა მო­ცე­მუ­ლი...

გარ­და ამი­სა, უნდა ვი­ცო­დეთ, რას ნიშ­ნავს მო­წა­მე­ო­ბა. მო­წა­მე­ო­ბა ნიშ­ნავს, რო­დე­საც მე პი­რად არ­ჩე­ვანს ვა­კე­თებ და ქრის­ტეს­თვის ვწი­რავ სა­კუ­თარ თავს, სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს ვწი­რავ მოყ­ვა­სის გა­და­სარ­ჩე­ნად და ქრის­ტეს ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა­ნა­ი­რია: ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ შე­იძ­ლე­ბა, სხვი­სი სი­ცო­ცხლის შე­წირ­ვა მოგ­ვი­წი­ოს, რად­გან ჩვენ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არა­ფე­რი დაგ­ვე­მარ­თოს, მაგ­რამ სხვა გახ­დეს ავად. ამი­ტომ რო­დე­საც სა­უ­ბა­რია, რომ მო­ვე­რი­დოთ თავ­შეყ­რას თუნ­დაც ტაძ­რის ეზო­ში, ჩვენ ამას ვა­კე­თებ­დით. ყვე­ლამ იცის, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელს თვალ­ყურს ადევ­ნებს, რო­გორ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით, დაგ­ვეც­ვა სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. ღვთის წყა­ლო­ბით ეს საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე ხდე­ბო­და, იმ­დე­ნად, რომ უცხო­ე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბიც კი აშუ­ქებ­დნენ, მაგ­რამ მა­ინც შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა სრუ­ლი დაც­ვა და გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მა. შე­სა­ბა­მი­სად თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი აი, ამ ერ­თო­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა, სხვის­თვის გახ­დეს სა­ხი­ფა­თო და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ასეთ დროს ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა, უფალს უღა­ლა­ტოს...

გვექ­ნე­ბა მსა­ხუ­რე­ბე­ბის ჩარ­თვე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში და რა თქმა უნდა, ყუ­რა­დღე­ბას მი­ვა­დევ­ნებთ იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ებს. ჩვენ ამით გა­მოვ­ხა­ტავთ სო­ლი­და­რო­ბას იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც მარ­თლაც (ექი­მებს ვგუ­ლის­ხმობ ამ შემ­თვე­ვა­ში) მუხლჩა­უხ­რე­ლად შრო­მო­ბენ იმის­თვის, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა არ გავ­რცელ­დეს. ჩვენს წვლილს იმი­თიც შე­ვი­ტანთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ზღუ­დავთ ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თად ყოფ­ნას.

არ ვი­ფიქ­როთ, რომ ეს არის ქრის­ტეს ღა­ლა­ტი. ეს ქრის­ტეს დარი საქ­ცი­ე­ლია...", - მი­მარ­თავს დე­კა­ნო­ზი თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
214

არ გინდა ამდენ ლაპარაკი მოკლედ Თქვი რომ მრევლს ტოვებ სახლᲨი

ჯონი
101
სადაა სამაგალითო მორჩილება?გინდა ხომ პატრიარქობა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ზოგი სიფრთხილეს უფლის ღალატად აღიქვამს, რაც ასე არ არი" - ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

"ზოგი სიფრთხილეს უფლის ღალატად აღიქვამს, რაც ასე არ არი" - ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიმართვას ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე ავრცელებს.

დეკანოზი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მრევლს არ უნდა დაეკისროს და პასუხისმგებლობა ეკლესიებმა უნდა იტვირთონ.

მისივე განმარტებით, ტაძარში მსახურება არ გაჩერდება და შეზღუდვა მხოლოდ მრევლის დასწრებას ეხება.

"ყველამ ვიცით, რომ სიტუაცია პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დამძიმდა. მსოფლიოში დიდი უკეთესობა არ ჩანს და საქართველოშიც, როგორც, პროფესიონალები წინასწარმეტყველებენ, შეიძლება სიტუაცია უკონტროლოც კი გახდეს. ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მათ შორის თითოეულ ადამიანს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს, როდესაც იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ მრევლის პასუხისმგებლობაზე, როდესაც მრევლს აქვს ბუნებრივი მორჩილებითი განწყობა საეკლესიო იერარქიისადმი და ზოგადად, ქრისტიანს ბუნებრივი განწყობა აქვს მორჩილებისადმი, იგივე საერო ხელისუფლებისადმი. ამიტომ ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას მრევლს და პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ვიტვირთოთ.

წლებია ღმრთისმსახურება ჩვენს სამრევლოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენი მრევლი საკმაოდ აქტიური სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ვინც ჩვენს სამრევლოს იცნობს და ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ლიტურღიკული მსახურება, ევქარისტიული მსახურება ანუ წირვა და ზიარება. წლებია ყოველდღე გვაქვს მსახურება - ორ ტაძარში კვირაში 9 მსახურება გვაქვს, თვით სადაგ დღეებშიც კი ტაძარი სავსეა და მრევლის თითქმის 100% ეზიარება, ამ მრევლის 90% კი ახალგაზრდები არიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს სამრევლოში საოცარი სიყვარულია ზიარებისა და ამით ქრისტესთან ერთობისა...

მაგრამ დღევანდელ დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია, უნდა ვიტვირთოთ. მითუმეტეს, გამკაცრდა რეგულაციები და ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ტაძარში მოსვლა - იცით, რომ მანქანებით სიარული აიკრძალა, ტაძართან ახლოს კი ცოტა ცხოვრობს. ამას ემატება ისიც, რომ ისმის მოწოდება მრევლისადმი, რომ ვინც რისკის ჯგუფშია თავი შეიკავონ ლიტურღიკულ მსახურებაზე დასწრებისგან, რამეთუ ლიტურღიკული მსახურება სწორედ თავშეყრას და ერთად ყოფნას გულისხმობს და ის რეგულაციები, რომლებსაც ვატარებდით აქამდე, აღარ არის საკმარისი, იმდენად ვერაგია ეს დაავადება და იმდენად საშიში გახდა.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მრევლს მოვუწოდოთ, რომ სოლიდარობა გამოიჩინონ ერთმანეთისადმი და ის ვინც ახლოს არის და ეიოლება მოსვლა, ნუ ექნება უპირატესობის განცდა იმასთან შედარებით, ვინც შორს არის (ჩვენი და-ძმობა გვავალებულებს, რომ მთლიანობისა და ერთობის შესანარჩუნებლად და დამატებით დაავადების გავრცელების პრევენციისთვისაც დავიკლოთ ის, რაც აკლდებათ დანარჩენებს - მათთვის, ვინც ვერ მოდის სიშორის გამო, არც ახლოს მცხოვრებები მივალთ). გარდა ამისა, ჩვენს მრევლს თითქმის ყველას, თითქმის ყველას ყავს ოჯახში ასაკოვანი ადამიანი და აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი რისკ-ჯგუფს განეკუთვნება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა გაჩერდეს რა მსახურება არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ მსახურება არა მარტო იმათთვისაა, ვინც მას ესწრება, არამედ, ვინც ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება და რომელთაც ჩვენ თუნდაც ბასილი დიდის საიდუმლო ლოცვებში მოვიხსენებთ. არ შეიძლება გაჩერდეს ევქარისტიული მსახურება, რომელიც ზეცისა და მიწის შეერთებაა წმინდა ტრაპეზზე და ღვთის კურთხევა გადმოდის არა მარტო კონკრეტულ ტრაპეზზე იმ ტაძარში, არამედ მთელ სამყაროზე. ამიტომ მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში.

სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი სიფრთხილეს აღიქვამს უფლის ღალატად, რაც სინამდვილეში ასე არ არის. პავლე მოციქული პირდაპირ სავალდებულოდ გვიხდის ხელისუფლებისადმი მორჩილებას რომაელთა მიმართ ეპისტოლის მეცამეტე თავში და კრძალავს ურჩობას იმიტომ, რომ ურჩობა ხელისუფლებისადმი აყავს ღვთის ურჩობის რანგში იმიტომ, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა მოცემული...

გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს მოწამეობა. მოწამეობა ნიშნავს, როდესაც მე პირად არჩევანს ვაკეთებ და ქრისტესთვის ვწირავ საკუთარ თავს, საკუთარ სიცოცხლეს ვწირავ მოყვასის გადასარჩენად და ქრისტეს ერთგულებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მდგომარეობა სხვანაირია: ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, სხვისი სიცოცხლის შეწირვა მოგვიწიოს, რადგან ჩვენ შეიძლება საერთოდ არაფერი დაგვემართოს, მაგრამ სხვა გახდეს ავად. ამიტომ როდესაც საუბარია, რომ მოვერიდოთ თავშეყრას თუნდაც ტაძრის ეზოში, ჩვენ ამას ვაკეთებდით. ყველამ იცის, ვინც სოციალურ ქსელს თვალყურს ადევნებს, როგორ მაქსიმალურად ვცდილობდით, დაგვეცვა სახელმწიფო რეგულაციები. ღვთის წყალობით ეს საკმაოდ მაღალ დონეზე ხდებოდა, იმდენად, რომ უცხოეთის ტელევიზიებიც კი აშუქებდნენ, მაგრამ მაინც შეუძლებელი ხდება სრული დაცვა და გარანტიების მიცემა. შესაბამისად თითოეული ადამიანი აი, ამ ერთობის გამო შეიძლება, სხვისთვის გახდეს სახიფათო და სწორედ აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება, უფალს უღალატოს...

გვექნება მსახურებების ჩართვები პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა, ყურადღებას მივადევნებთ იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში იქნება, სახელმწიფო რეგულაციებს. ჩვენ ამით გამოვხატავთ სოლიდარობას იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მართლაც (ექიმებს ვგულისხმობ ამ შემთვევაში) მუხლჩაუხრელად შრომობენ იმისთვის, რომ ეს დაავადება არ გავრცელდეს. ჩვენს წვლილს იმითიც შევიტანთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდავთ ადამიანების ერთად ყოფნას.

არ ვიფიქროთ, რომ ეს არის ქრისტეს ღალატი. ეს ქრისტეს დარი საქციელია...", - მიმართავს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე საზოგადოებას.

"გავხსნით დამოუკიდებლად დახლებს და ვაჭრობას განვაახლებთ" - მოვაჭრეების განცხადებით, თუ "ლილოს" ბაზრობას არ გახსნიან, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ

1-ელი თებერვლიდან 3 დიდი ქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებულმა 11 248  ტესტმა 546 ახალი ინფიცირებული გამოავლინა, გარდაიცვალა 17 პაციენტი - მონაცემები რეგიონების მიხედვით