სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვებიც სულ მეკითხებიან, სად არის? მასთან ყოველი კომუნიკაცია აცრემლებული თვალებით მთავრდება" - ინფექციონისტის შვილის უმძიმესი ინტერვიუ
"ბავშვებიც სულ მეკითხებიან, სად არის? მასთან ყოველი კომუნიკაცია აცრემლებული თვალებით მთავრდება" - ინფექციონისტის შვილის უმძიმესი ინტერვიუ

სა­ლო­მე სო­ხა­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ AMBEBI.GE-ს მკი­თხველ­მა სხვა კუ­თხით გა­იც­ნო. ის თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე გვიყ­ვე­ბო­და, რო­მელ­საც წლე­ბია უკვე ალო­პე­ცი­ას­თან ერ­თად ატა­რებს. მა­შინ სა­ლო­მემ ინ­ტერ­ვი­უს დროს გვი­თხრა, რომ სურ­ვი­ლი ჰქონ­და, ის ადა­მი­ა­ნე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ემხნე­ვე­ბი­ნა, რომ­ლე­ბიც თმე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რო­ბენ.

ამ­ჯე­რად სა­ლო­მე ისევ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტია, მაგ­რამ დე­და­ზე, პრო­ფე­სორ თა­მარ გე­გე­ში­ძე­ზე გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში Covid-19-ით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლობს და ამის გამი ოჯახს დიდი ხა­ნია და­შორ­და.

- დედა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვე­რის­ტე­ტის ინ­ფექ­ცი­ურ სნე­უ­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რია. იმ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა რაც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან უყ­ვარს. ჩემ­თვის დედა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მისი პრო­ფე­სი­ის გა­რე­შე. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ მგო­ნი ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის სა­ხე­ლი, გვა­რი და ის­ტო­რია ახ­სოვს. არ ვიცი, რო­გორ აგიხ­სნათ, მაგ­რამ მისი პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან ვი­გებთ ხოლ­მე მე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, (მო­გეხ­სე­ნე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რაა), რომ სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს თი­თო­ე­ულ მათ­გან­თან, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, გუ­ლის­ხმი­ე­რი, თბი­ლი, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და ერ­თდრო­უ­ლად ნე­ბის­მი­ე­რი "ურჩი" პა­ცი­ენ­ტის "მომ­თვი­ნი­ე­რე­ბე­ლი" - ეს მათი სი­ტყვე­ბია - ჩემი არა. ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან კი ალ­ბათ ეს არის ნიჭი და აი რომ ამ­ბო­ბენ - მო­წო­დე­ბით ექი­მი­აო - აი, ეგ არის.

- რო­გორ შე­მო­ვი­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია?

- დედა ჩვენს მი­მართ ყო­ველ­თვის ფრთხი­ლია. დიდი ხნით ადრე და­ი­წყო ჩვე­ნი გაფრ­თხი­ლე­ბა და რჩე­ვე­ბის მო­ცე­მა. ყო­ველ­თვის გვუბ­ნე­ბო­და ვირუ­სე­ბის დროს რომ არ უნდა გვევ­ლო თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, რო­გორ უნდა გავფრ­თხი­ლე­ბო­დით თავს ზო­გა­დად, არა­მარ­ტო Covid-19-ის დროს, არა­ნორ­მა­ლუ­რად ნერ­ვი­უ­ლობს ხოლ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის წა­მოხ­ვე­ლე­ბა­ზეც კი.

კო­ვი­დის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყო. ვხვდე­ბო­დით, რომ უფრო დიდ საფრ­თხეს­თან გვქონ­და საქ­მე. მაგ­რამ, ახლა ჩემ ოჯახ­ზე იმ­დე­ნად არ ვნერ­ვი­უ­ლობ. ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ვით­ვა­ლის­წი­ნებ და ვცდი­ლობ და­მა­ტე­ბით არ ვა­ნერ­ვი­უ­ლო, ისე­დაც ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყო­ფი თამ­რი­კო. ის ეხლა ეპი­ცენ­ტრშია, ზუს­ტად ვიცი, რო­გო­რი სტრე­სის და ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონ­ზე უწევს მუ­შა­ო­ბა. რამ­დენ რა­მე­ზე ფიქ­რობს. ყო­ვე­ლი ჩვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია (ცხა­დია ინ­ტერ­ნე­ტით) აც­რემ­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით მთავ­რდე­ბა.

ექი­მი თა­მარ გე­გე­ში­ძე

- რო­გორ შე­იც­ვა­ლა ამის შემ­დეგ დე­დას ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

- დედა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, მის­თვის თა­ვი­სი პრო­ფე­სია უპირ­ვე­ლე­სია და რე­ჟი­მის და ემო­ცი­ე­ბის გარ­და არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა მის­თვის. დი­ლით ადრე მი­დის და გვი­ან ბრუნ­დე­ბა შინ. რა თქმა უნდა, ეს სტრე­სი და ეს სი­ტუ­ა­ცია არ ყო­ფი­ლა მა­ნამ­დე, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ში და მათ­თან სა­უ­ბარ­ში დროს არ ანი­ჭებს მნიშ­ვნე­ლო­ბას. ბევ­რჯერ მქო­ნია სურ­ვი­ლი მას­თან 5 წუ­თით მი­სულს, მისი მო­ბი­ლუ­რი გა­მე­თი­შა, რომ და­ლა­პა­რა­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მქო­ნო­და. მის­თვის სულ ერ­თია რო­დის ურე­კავს პა­ცი­ენ­ტი, როცა მე ვბრაზ­დე­ბი, სულ მე­უბ­ნე­ბა - რად­გან მი­რე­კავს ე. ი. ვჭირ­დე­ბი. მეც ვე­მორ­ჩი­ლე­ბი, სხვა რა გზაა.

ახლა ვიცი, რო­გორ რთულ გზას გა­დი­ან ექი­მე­ბი, რო­გორ უჭირთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ემო­ცი­უ­რად, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს ისე გა­ა­კე­თე­ბენ რო­გორც სა­ჭი­როა, მთა­ვა­რია ჩვენ და­ვეხ­მა­როთ ამ ყვე­ლა­ფერ­ში და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ჩვე­ნი სახ­ლში დარ­ჩე­ნით, არა­მარ­ტო სა­კუ­თარ თავს ვი­ცავთ და სხვებს ვუფრ­თხილ­დე­ბით, არა­მედ ექი­მებს ვუმ­სუ­ბუ­ქებთ შრო­მას და ვეხ­მა­რე­ბით. ესაა მთა­ვა­რი და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.

- რო­დის გაჩ­ნდა შიში, რომ დე­დას­თან დის­ტან­ცია უნდა და­გეც­ვათ, თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით...

- რო­გორც კი გა­ვი­გეთ, რომ დედა პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­და­დი­ო­და, იმ დღი­დან აღარ ვნა­ხუ­ლობთ. მამა, რო­მე­ლიც სახ­ლში მარ­ტოა, ისიც იზო­ლი­რე­ბუ­ლია, ცდი­ლობს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად და­იც­ვას წე­სე­ბი და ოჯა­ხი და­ცუ­ლი ყავ­დეს. ჩემ­თვის ეს პე­რი­ო­დი, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ხან­და­ხან ვფიქ­რობ ხოლ­მე, რომ ერთ დღეს გა­მეღ­ვი­ძე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მა­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მისი შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტაა მტკივ­ნე­უ­ლი, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო და ამი­ტომ. 4 შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს და ოთხი­ვეს­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. ბავ­შვე­ბიც გა­მუდ­მე­ბით მის­ვა­მენ კი­თხვებს (გან­სა­კუთ­რე­ბით 10 წლის ანას­ტა­სია) სად არის? რო­დის შეძ­ლებს მის ნახ­ვას? ასე რომ, მი­წევს მის კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის "მო­ფიქ­რე­ბა", ისე კი მეც მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­დის?

- თუ გე­სა­უბ­რე­ბათ დედა, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რი­დან ბრუნ­დე­ბა დაღ­ლი­ლი... რას გიყ­ვე­ბათ, ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი დღე რომ გა­იხ­სე­ნოთ.

- დედა ყო­ველ­დღე გვი­რე­კავს და კი­თხუ­ლობს, რო­გორ ვართ. ვიცი ახლა ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა მას ჩვე­ნი კარ­გად ყოფ­ნა, რომ შეძ­ლოს ბო­ლომ­დე ბრძო­ლა. ეს კარ­გად მეს­მის და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ ამით მა­ინც და­ვეხ­მა­რო. თა­ვი­დან ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღად მე­ჭი­რა თავი, თუმ­ცა ახლა სა­უბ­რი­სას ყელ­ში ბურ­თი მე­ჩხი­რე­ბა და მინ­და მალე და­ვემ­შვი­დო­ბო, რომ რამე არ შე­მა­ტყოს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ვე­ღარ გაძ­ლო და მო­ვი­და სა­დარ­ბა­ზოს­თან... ჩვენ აივ­ნი­დან .... ასე რომ ჩვენ პირ­ვე­ლად ვართ, ერ­თდრო­უ­ლად, ასე შორს და ასე ახ­ლოს ერ­თმა­ნეთ­თან.

- თა­ვად დედა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რო­გორ უძ­ლებს?

- დედა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. მისი სიძ­ლი­ე­რე რომ არა, ალ­ბათ, ვერ იქ­ნე­ბო­და ასე­თი ექი­მი. ცხა­დია უჭირს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს ისე უყუ­რო? მთა­ვა­რია გა­უძ­ლოს, გო­ნებ­რივ და ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას გა­უძ­ლოს. კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის გარ­და მას, ხომ სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბიც ყავს, მა­თაც სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა. არ ვიცი, ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მუდ­მი­ვად სხვებ­ზე ფიქ­რობ­დე, სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე, მაგ­რამ მერე ვხვდე­ბი - ეს არის ექი­მის პრო­ფე­სია - ურ­თუ­ლე­სი და უმ­ძი­მე­სი. ამი­ტომ ან უნდა იყო ექი­მი და ან უნდა შე­ეშ­ვა და არ შე­არ­ცხვი­ნო ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვთ ზღვა­რი პრო­ფე­სი­ა­სა და მათ ცხოვ­რე­ბას შო­რის გავ­ლე­ბუ­ლი და ეს მათი შეგ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია.

- რო­დე­საც პირ­ვე­ლი მსხვერ­პლის შე­სა­ხებ გა­ი­გეთ ინ­ფორ­მა­ცია, ალ­ბათ თქვენს ოჯახ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რად შეხ­ვდით

- ამ დროს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ვინ­მეს­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი, ფიქ­რე­ბი და აზ­რე­ბი გვქო­ნო­და. რო­გორც ყვე­ლამ, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ - ვი­ღა­ცის ოჯა­ხის წევ­რი ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა - ძა­ლი­ან მძი­მეა.

- რა რჩე­ვებს გაძ­ლევთ დედა უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

-#დარ­ჩი­სახ­ლში და ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცი,ა რაც უკვე და­ზე­პი­რე­ბუ­ლი გვაქვს ყვე­ლას. ასე მგო­ნია, ეს უკვე ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სია. ეს ჩვე­ვე­ბი გა­მო­ვი­მუ­შა­ვეთ და ალ­ბათ ასეც გა­ვაგ­რძე­ლებთ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყოფილი პაცუენტი
3

ღირსეული დს შეუდარებელი ექიმი. საქმის პროფესიონალი, უზომით მიყვარხართ ქალბატონო თამარ. გაიხარეთ.

ავთო რუსთავი
4

დიდება ქართველ ექიმებს თქვენ 21 საუკუნის გმირები ბრძანდებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბავშვებიც სულ მეკითხებიან, სად არის? მასთან ყოველი კომუნიკაცია აცრემლებული თვალებით მთავრდება" - ინფექციონისტის შვილის უმძიმესი ინტერვიუ

"ბავშვებიც სულ მეკითხებიან, სად არის? მასთან ყოველი კომუნიკაცია აცრემლებული თვალებით მთავრდება" - ინფექციონისტის შვილის უმძიმესი ინტერვიუ

სალომე სოხაძე რამდენიმე თვის წინ AMBEBI.GE-ს მკითხველმა სხვა კუთხით გაიცნო. ის თავის ცხოვრებაზე გვიყვებოდა, რომელსაც წლებია უკვე ალოპეციასთან ერთად ატარებს. მაშინ სალომემ ინტერვიუს დროს გვითხრა, რომ სურვილი ჰქონდა, ის ადამიანები ფსიქოლოგიურად გაემხნევებინა, რომლებიც თმების გარეშე ცხოვრობენ.

ამჯერად სალომე ისევ ჩვენი რესპონდენტია, მაგრამ დედაზე, პროფესორ თამარ გეგეშიძეზე გვიყვება, რომელიც ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში Covid-19-ით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობს და ამის გამი ოჯახს დიდი ხანია დაშორდა.

- დედა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორია. იმ საქმეს ემსახურება რაც ყველაზე ძალიან უყვარს. ჩემთვის დედა წარმოუდგენელია მისი პროფესიის გარეშე. გაგიკვირდებათ, მაგრამ მგონი ყველა პაციენტის სახელი, გვარი და ისტორია ახსოვს. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, მაგრამ მისი პაციენტებისგან ვიგებთ ხოლმე მე და ჩემი ოჯახის წევრები, (მოგეხსენებათ საქართველო პატარაა), რომ საოცარი ურთიერთობა აქვს თითოეულ მათგანთან, ყურადღებიანი, გულისხმიერი, თბილი, ძალიან საყვარელი და ერთდროულად ნებისმიერი "ურჩი" პაციენტის "მომთვინიერებელი" - ეს მათი სიტყვებია - ჩემი არა. ჩემი გადმოსახედიდან კი ალბათ ეს არის ნიჭი და აი რომ ამბობენ - მოწოდებით ექიმიაო - აი, ეგ არის.

- როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში კორონავირუსის პანდემია?

- დედა ჩვენს მიმართ ყოველთვის ფრთხილია. დიდი ხნით ადრე დაიწყო ჩვენი გაფრთხილება და რჩევების მოცემა. ყოველთვის გვუბნებოდა ვირუსების დროს რომ არ უნდა გვევლო თავშეყრის ადგილებში, როგორ უნდა გავფრთხილებოდით თავს ზოგადად, არამარტო Covid-19-ის დროს, არანორმალურად ნერვიულობს ხოლმე განსაკუთრებით შვილიშვილების წამოხველებაზეც კი.

კოვიდის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ვხვდებოდით, რომ უფრო დიდ საფრთხესთან გვქონდა საქმე. მაგრამ, ახლა ჩემ ოჯახზე იმდენად არ ვნერვიულობ. ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ და ვცდილობ დამატებით არ ვანერვიულო, ისედაც ასეთ სიტუაციაში მყოფი თამრიკო. ის ეხლა ეპიცენტრშია, ზუსტად ვიცი, როგორი სტრესის და ნერვიულობის ფონზე უწევს მუშაობა. რამდენ რამეზე ფიქრობს. ყოველი ჩვენი კომუნიკაცია (ცხადია ინტერნეტით) აცრემლებული თვალებით მთავრდება.

ექიმი თამარ გეგეშიძე

- როგორ შეიცვალა ამის შემდეგ დედას ყოველდღიურობა?

- დედა ყოველთვის ძალიან დაკავებული იყო, მისთვის თავისი პროფესია უპირველესია და რეჟიმის და ემოციების გარდა არაფერი შეცვლილა მისთვის. დილით ადრე მიდის და გვიან ბრუნდება შინ. რა თქმა უნდა, ეს სტრესი და ეს სიტუაცია არ ყოფილა მანამდე, თუმცა პაციენტების მიღებაში და მათთან საუბარში დროს არ ანიჭებს მნიშვნელობას. ბევრჯერ მქონია სურვილი მასთან 5 წუთით მისულს, მისი მობილური გამეთიშა, რომ დალაპარაკების საშუალება მქონოდა. მისთვის სულ ერთია როდის ურეკავს პაციენტი, როცა მე ვბრაზდები, სულ მეუბნება - რადგან მირეკავს ე. ი. ვჭირდები. მეც ვემორჩილები, სხვა რა გზაა.

ახლა ვიცი, როგორ რთულ გზას გადიან ექიმები, როგორ უჭირთ ფსიქოლოგიურად, ემოციურად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ყველაფერს ისე გააკეთებენ როგორც საჭიროა, მთავარია ჩვენ დავეხმაროთ ამ ყველაფერში და გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი სახლში დარჩენით, არამარტო საკუთარ თავს ვიცავთ და სხვებს ვუფრთხილდებით, არამედ ექიმებს ვუმსუბუქებთ შრომას და ვეხმარებით. ესაა მთავარი და გასათვალისწინებელი.

- როდის გაჩნდა შიში, რომ დედასთან დისტანცია უნდა დაგეცვათ, თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით...

- როგორც კი გავიგეთ, რომ დედა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადადიოდა, იმ დღიდან აღარ ვნახულობთ. მამა, რომელიც სახლში მარტოა, ისიც იზოლირებულია, ცდილობს, რომ ყველანაირად დაიცვას წესები და ოჯახი დაცული ყავდეს. ჩემთვის ეს პერიოდი, ყველაზე რთული აღმოჩნდა. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ერთ დღეს გამეღვიძება და ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდება. ყველაზე ძალიან მისი შვილიშვილებთან ურთიერთობის შეწყვეტაა მტკივნეული, ეს ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო და ამიტომ. 4 შვილიშვილი ჰყავს და ოთხივესთან აბსოლუტურად ინდივიდუალური, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ბავშვებიც გამუდმებით მისვამენ კითხვებს (განსაკუთრებით 10 წლის ანასტასია) სად არის? როდის შეძლებს მის ნახვას? ასე რომ, მიწევს მის კითხვებზე პასუხების "მოფიქრება", ისე კი მეც მაინტერესებს, როდის?

- თუ გესაუბრებათ დედა, როდესაც სამსახურიდან ბრუნდება დაღლილი... რას გიყვებათ, ყველაზე ემოციური დღე რომ გაიხსენოთ.

- დედა ყოველდღე გვირეკავს და კითხულობს, როგორ ვართ. ვიცი ახლა ყველაზე ძალიან სჭირდება მას ჩვენი კარგად ყოფნა, რომ შეძლოს ბოლომდე ბრძოლა. ეს კარგად მესმის და მაქსიმალურად ვცდილობ ამით მაინც დავეხმარო. თავიდან ძალიან ყოჩაღად მეჭირა თავი, თუმცა ახლა საუბრისას ყელში ბურთი მეჩხირება და მინდა მალე დავემშვიდობო, რომ რამე არ შემატყოს. რამდენიმე დღის წინ, ვეღარ გაძლო და მოვიდა სადარბაზოსთან... ჩვენ აივნიდან .... ასე რომ ჩვენ პირველად ვართ, ერთდროულად, ასე შორს და ასე ახლოს ერთმანეთთან.

- თავად დედა რა მდგომარეობაშია, ფსიქოლოგიურად როგორ უძლებს?

- დედა ძალიან ძლიერი ადამიანია. მისი სიძლიერე რომ არა, ალბათ, ვერ იქნებოდა ასეთი ექიმი. ცხადია უჭირს, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ისე უყურო? მთავარია გაუძლოს, გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვას გაუძლოს. კოვიდ ინფიცირებულების გარდა მას, ხომ სხვა პაციენტებიც ყავს, მათაც სჭირდებათ დახმარება. არ ვიცი, ხანდახან ვფიქრობ, როგორ შეიძლება მუდმივად სხვებზე ფიქრობდე, სხვა ადამიანებზე, მაგრამ მერე ვხვდები - ეს არის ექიმის პროფესია - ურთულესი და უმძიმესი. ამიტომ ან უნდა იყო ექიმი და ან უნდა შეეშვა და არ შეარცხვინო ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ზღვარი პროფესიასა და მათ ცხოვრებას შორის გავლებული და ეს მათი შეგნებული არჩევანია.

- როდესაც პირველი მსხვერპლის შესახებ გაიგეთ ინფორმაცია, ალბათ თქვენს ოჯახში განსაკუთრებულად ემოციურად შეხვდით

- ამ დროს წარმოუდგენელია ვინმესგან განსხვავებული ემოციები, ფიქრები და აზრები გვქონოდა. როგორც ყველამ, ძალიან განვიცადეთ - ვიღაცის ოჯახის წევრი ბრძოლაში დამარცხდა - ძალიან მძიმეა.

- რა რჩევებს გაძლევთ დედა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

-#დარჩისახლში და ყველა ის რეკომენდაცი,ა რაც უკვე დაზეპირებული გვაქვს ყველას. ასე მგონია, ეს უკვე ჩვენი ცხოვრების წესია. ეს ჩვევები გამოვიმუშავეთ და ალბათ ასეც გავაგრძელებთ.

ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

"ათასობით ქართველი ნაცემი ჟურნალისტის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციას მართავს"- როგორ ეხმიანება უცხოური მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას

აქციაზე ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა, პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად, კამერები და მიკროფონები ძირს დააწყვეს