მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - ჩინეთი დამალულ ინფორმაციას თანდათან აქვეყნებს
უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - ჩინეთი დამალულ ინფორმაციას თანდათან აქვეყნებს

ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქა­ლაქ უხან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შეც­ვა­ლა. BBC-ის ცნო­ბით, აქამ­დე ცნო­ბი­ლი იყო უხა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში 2 579 გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ. ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, მათ კი­დევ 1 290 შემ­თხვე­ვა და­ე­მა­ტა, რის შე­დე­გა­დაც პრო­ვინ­ცი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მსხვერ­პლთა რი­ცხვი 3 869-მდე გა­ი­ზარ­და.

ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვის ზრდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის გა­რეთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი­სა და კერ­ძო კლი­ნი­კებ­ში და­ღუ­პულ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მა­ტე­ბამ, ასე­ვე ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მის შე­ფერ­ხე­ბით მი­წო­დე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნე­თის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მო­ნა­ცე­მებს ეჭ­ვით არა­ერ­თი ექ­სპერ­ტი უყუ­რებ­და.

worldometers.info-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი 351 ადა­მი­ა­ნით გა­ი­ზარ­და, გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხს კი 1 290 ადა­მი­ა­ნი და­ე­მა­ტა. ეს სა­ვა­რა­უ­დოდ, ძვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბია, რო­მე­ლიც სტა­ტის­ტი­კა­ში ახლა ასა­ხეს.

ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მარ­ტი­სა და აპ­რი­ლის და­სა­წყი­სის მო­ნა­ცე­მე­ბი ჩი­ნეთ­ში იმე­დის­მომ­ცე­მი იყო. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მხო­ლო 50 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბო­და და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იყო და შიდა გა­და­დე­ბის ფაქ­ტე­ბი აღარ ფიქ­სირ­დე­ბო­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწო­რედ ამის გამო ეტა­პობ­რი­ვად გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა და­ი­წყო, მათ შო­რის, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრშიც, ქა­ლაქ უხან­შიც (თუმ­ცა ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა არ მოხ­სნი­ლა).

უხა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი შე­ზღუდ­ვა მო­იხ­სნა სხვა ქა­ლა­ქებ­ში, რის შემ­დე­გაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სხვა­დას­ხვა ტუ­რის­ტულ ლო­კა­ცი­ებს მი­ა­წყდნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი CNN-მა გა­ავ­რცე­ლა. ფო­ტო­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხუ­ან­შა­ნის პარკშია გა­და­ღე­ბუ­ლი,ჩანს, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ, მჭიდ­რო­დაა შეჯ­გუ­ფუ­ლი, ზო­გი­ერთ მათ­განს პირ­ბა­დე უკე­თია, ზოგს კი - არა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, აშშ-ის ლი­დე­რე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და რე­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მალ­ვა­ში სდე­ბენ ბრალს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მწვა­ვე კრი­ტი­კით აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი გა­მო­ირ­ჩე­ვა და გარ­და ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბი­სა, ის ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­საც ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამ­ბობს, რომ ჯან­მომ დრო­უ­ლად ვერ შე­ა­ფა­სა სი­ტუ­ა­ცია და ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რე­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ფარ­ვა­ში და­ეხ­მა­რა.

ამ დრო­ის­თვის ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით სულ 82 692 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 4 632 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 77 944 გა­მო­ჯან­მრთელ­და. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ნა­ცე­მე­ბი მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ შე­იც­ვლე­ბა და ძვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და­მა­ტე­ბის ფონ­ზე, გა­იზ­რდე­ბა.

ჩი­ნე­თი ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით მსოფ­ლი­ოს მეშ­ვი­დე ქვე­ყა­ნაა. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით კი COVID-19-ის 2 184 784 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, სა­ერ­თო ჯამ­ში, ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლია 146 899 ადა­მი­ა­ნი, ხოლო 553 260 პა­ცი­ენ­ტი - გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანჩო
7

"მოჩქარეს მოუგვიანდესო"!

სიფრთხილე, სიფრთხილე და სიფრთხილე!

"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"!

 

გელა
18

უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება და მუშაობა, ყველას უნდა ეკეთოს ნიღბები და ხელთათმანები სამსახურში და მკაცრად დავიცვათ პირადი ჰიგიენა. თორემ ესე გამოკეტილები დიდხანს ვერ გაქაჩავს ქართული ეკონომიკა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - ჩინეთი დამალულ ინფორმაციას თანდათან აქვეყნებს

უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - ჩინეთი დამალულ ინფორმაციას თანდათან აქვეყნებს

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შეცვალა. BBC-ის ცნობით, აქამდე ცნობილი იყო უხანის პროვინციაში 2 579 გარდაცვლილის შესახებ. ახალი ინფორმაციით კი, მათ კიდევ 1 290 შემთხვევა დაემატა, რის შედეგადაც პროვინციაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 3 869-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა საავადმყოფოების გარეთ გარდაცვალების შემთხვევებისა და კერძო კლინიკებში დაღუპულთა ინფორმაციის დამატებამ, ასევე ზოგიერთი მონაცემის შეფერხებით მიწოდებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთის მიერ გავრცელებულ მონაცემებს ეჭვით არაერთი ექსპერტი უყურებდა.

worldometers.info-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 351 ადამიანით გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხს კი 1 290 ადამიანი დაემატა. ეს სავარაუდოდ, ძველი შემთხვევებია, რომელიც სტატისტიკაში ახლა ასახეს.

ახალი ინფიცირებულების რაოდენობის თვალსაზრისით, მარტისა და აპრილის დასაწყისის მონაცემები ჩინეთში იმედისმომცემი იყო. უმეტეს შემთხვევაში, დღის განმავლობაში ინფიცირების მხოლო 50 შემთხვევა ფიქსირდებოდა და ოფიციალური პირები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ყველა მათგანი იმპორტირებული იყო და შიდა გადადების ფაქტები აღარ ფიქსირდებოდა.

ხელისუფლებამ სწორედ ამის გამო ეტაპობრივად გარკვეული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო, მათ შორის, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრშიც, ქალაქ უხანშიც (თუმცა ყველა შეზღუდვა არ მოხსნილა).

უხანისგან განსხვავებით გაცილებით უფრო მეტი შეზღუდვა მოიხსნა სხვა ქალაქებში, რის შემდეგაც ადგილობრივები სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებს მიაწყდნენ. აღნიშნულის ამსახველი ფოტოები CNN-მა გაავრცელა. ფოტოებზე, რომლებიც ხუანშანის პარკშია გადაღებული,ჩანს, რომ ათასობით ადამიანი ერთმანეთის გვერდიგვერდ, მჭიდროდაა შეჯგუფული, ზოგიერთ მათგანს პირბადე უკეთია, ზოგს კი - არა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის ლიდერები აკრიტიკებენ ჩინეთის ხელისუფლებას და რეალური მონაცემების დამალვაში სდებენ ბრალს.

განსაკუთრებული მწვავე კრიტიკით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოირჩევა და გარდა ჩინეთის მთავრობისა, ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც ადანაშაულებს და ამბობს, რომ ჯანმომ დროულად ვერ შეაფასა სიტუაცია და ჩინეთის ხელისუფლებას რეალური მონაცემების დაფარვაში დაეხმარა.

ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსით სულ 82 692 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 4 632 გარდაიცვალა, ხოლო 77 944 გამოჯანმრთელდა. თუმცა, სავარაუდოდ, მონაცემები მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ შეიცვლება და ძველი შემთხვევების დამატების ფონზე, გაიზრდება.

ჩინეთი ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანაა. გლობალური მასშტაბით კი COVID-19-ის 2 184 784 შემთხვევაა აღწერილი, საერთო ჯამში, ვირუსით გარდაცვლილია 146 899 ადამიანი, ხოლო 553 260 პაციენტი - გამოჯანმრთელებული.

დრამატული ფოტოები მექსიკიდან, სადაც დამანგრეველ მიწისძვრას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთი აშშ-ზე მძლავრ, ნავიგაციის საკუთარ სისტემას ქმნის - კოსმოსში გაშვებული ბოლო სატელიტი და პროექტი, რომელიც 10 მლრდ დოლარი დაჯდა

ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელმაც ლატარიაში 4 მლნ მეორედ მოიგო - "წარმატება ხურდა ფულმა მომიტანა, რომელიც მამამ 10 წლის წინ მაჩუქა“