სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში Future Agro Challenge Georgia გაიმართება, რომელშიც კონკურსანტებს მონაწილეობის მიღება დისტანციურად შეეძლებათ
თბილისში Future Agro Challenge Georgia გაიმართება, რომელშიც კონკურსანტებს მონაწილეობის მიღება დისტანციურად შეეძლებათ

"თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი Future Agro Challenge Georgia COVID-19-ის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო დის­ტან­ცი­უ­რად გა­ი­მარ­თე­ბა.

ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით, 25-26 აპ­რილს ინო­ვა­ტო­რე­ბი, აგ­როპ­რე­ნე­რე­ბი, აგ­რო­ტექ­ნო­ლო­გე­ბი., აგ­რო­ტუ­რიზ­მი­თა და აგ­რო­კულ­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან.

რა არის Future Agro Challenge Georgia?

ეს არის იდე­ე­ბის შე­ჯიბ­რი, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბულ­საც მათი ხორ­ცშეს­ხმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, თუ თქვე­ნი სა­წარ­მო 5 წელ­ზე ნაკ­ლე­ბია, არ­სე­ბობს; თუ გაქვთ ინო­ვა­ცი­უ­რი და მას­შტა­ბუ­რი ბიზ­ნეს იდეა ან მო­დე­ლი აგ­რო­საკ­ვე­ბის ინო­ვა­ცი­ე­ბის სექ­ტორ­ში; თუ თქვენს იდე­ას შე­უძ­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ერთი თუ რე­გი­ონ­ში ან გლო­ბა­ლუ­რად მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა; თუ თქვენს სა­წარ­მოს ჰქო­ნია მი­ნი­მა­ლუ­რი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი პრო­დუქ­ტი (MVP); თუ გაქვთ გა­სა­გე­ბი ბიზ­ნეს მო­დე­ლი და გყავთ სა­მიზ­ნე სეგ­მენ­ტი; თუ თქვენს პრო­დუქტზე მო­თხოვ­ნა ბა­ზარ­ზე უკვე არ­სე­ბობს, მა­შინ გაქვთ შე­სა­ძებ­ლო­ბა, შე­უ­ერ­თდეთ შე­ჯიბრს.

შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, მსურ­ვე­ლებ­მა უნდა შე­ავ­სონ სა­აპ­ლი­კა­ციო გა­ნა­ცხა­დი 21 აპ­რილს 23:59 სა­ა­თამ­დე (რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის მიჰ­ყე­ვით ბმულს).

შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ფი­ნა­ლურ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­სა და ჰა­კა­თონ­ში, რო­მელ­თა შე­დე­გად, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

რა პრი­ზე­ბი ელით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს?

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მი­ი­ღებს ფუ­ლად ჯილ­დოს 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და წვდო­მას მსოფ­ლიო კლა­სის მენ­ტო­რებ­თან, ინ­ვეს­ტო­რებ­თან, პო­ტენ­ცი­ურ კლი­ენ­ტებ­თან და ახალ სა­ბაზ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან FAC Global Championship-ზე, უმ­თავ­რეს გლო­ბა­ლურ აგ­როპ­რე­ნე­რულ სა­მიტ­ზე, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­დე­ბა სა­ბერ­ძნეთ­ში, თე­სა­ლო­ნიკ­ში, 2020 წლის 1-4 ოქ­ტომ­ბერს.

მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი კი მი­ი­ღებს ფუ­ლად ჯილ­დოს 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით.

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ფი­ნან­სუ­რი ჩარ­თუ­ლი­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია კრის­ტა­ლი, ფრიდ­რიხ ნა­უ­მა­ნის ფონ­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, სექ­ტო­რი 3, პრო­დე­მო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცია და აგრო სო­ლუ­შენს.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­რო სრუ­ლად გა­და­ვი­და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბის რე­ჟიმ­ზე. მისი პრო­ექ­ტე­ბი: Fuckup Nights Tbilisi, PechaKucha Night, Startup Week და სხვა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

თბილისში Future Agro Challenge Georgia გაიმართება, რომელშიც კონკურსანტებს მონაწილეობის მიღება დისტანციურად შეეძლებათ

თბილისში Future Agro Challenge Georgia გაიმართება, რომელშიც კონკურსანტებს მონაწილეობის მიღება დისტანციურად შეეძლებათ

"თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ კიდევ ერთი პროექტი Future Agro Challenge Georgia COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო დისტანციურად გაიმართება.

ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, 25-26 აპრილს ინოვატორები, აგროპრენერები, აგროტექნოლოგები., აგროტურიზმითა და აგროკულტურით დაინტერესებული პირები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაერთიანდებიან.

რა არის Future Agro Challenge Georgia?

ეს არის იდეების შეჯიბრი, რომლის გამარჯვებულსაც მათი ხორცშესხმის შესაძლებლობა ეძლევა.

უფრო კონკრეტულად, თუ თქვენი საწარმო 5 წელზე ნაკლებია, არსებობს; თუ გაქვთ ინოვაციური და მასშტაბური ბიზნეს იდეა ან მოდელი აგროსაკვების ინოვაციების სექტორში; თუ თქვენს იდეას შეუძლია, საზოგადოებაში, ერთი თუ რეგიონში ან გლობალურად მოახდინოს გავლენა; თუ თქვენს საწარმოს ჰქონია მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP); თუ გაქვთ გასაგები ბიზნეს მოდელი და გყავთ სამიზნე სეგმენტი; თუ თქვენს პროდუქტზე მოთხოვნა ბაზარზე უკვე არსებობს, მაშინ გაქვთ შესაძებლობა, შეუერთდეთ შეჯიბრს.

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი 21 აპრილს 23:59 საათამდე (რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს).

შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ პრეზენტაციასა და ჰაკათონში, რომელთა შედეგად, გამარჯვებული გამოვლინდება.

რა პრიზები ელით გამარჯვებულებს?

ნაციონალური გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 2000 ლარის ოდენობით და წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, თესალონიკში, 2020 წლის 1-4 ოქტომბერს.

მეორე ადგილის მფლობელი კი მიიღებს ფულად ჯილდოს 1000 ლარის ოდენობით.

ღონისძიება ჩატარდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერები არიან ფინანსური ჩართულიბის ორგანიზაცია კრისტალი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში, სექტორი 3, პროდემოსი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და აგრო სოლუშენს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სტარტაპ-ბიურო სრულად გადავიდა ღონისძიებების დისტანციურად ჩატარების რეჟიმზე. მისი პროექტები: Fuckup Nights Tbilisi, PechaKucha Night, Startup Week და სხვა დისტანციურ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.

ყაზახური ხალიკ ჯგუფის წევრმა, სს “ხალიკ ბანკი საქართველო“-მ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად 50,000 ლარი გადარიცხა

კომპანია „სარაჯიშვილმა“ StopCOV ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა, 400 ოჯახს კი საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა

,,ტერასა ჯგუფი“  ,,კათარზისის“  400  ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა