სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ონლაინ მაღაზია EBG ბიზნესებს თავის პლატფორმაზე პროდუქციის მარტივად განთავსებას სთავაზობს
ქართული ონლაინ მაღაზია EBG ბიზნესებს თავის პლატფორმაზე პროდუქციის მარტივად განთავსებას სთავაზობს

ქარ­თუ­ლი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია „იბი­ჯი“ (EBG) ბიზ­ნე­სებს ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ა­ში მარ­ტი­ვად ჩარ­თვას სთა­ვა­ზობს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ბიზ­ნე­სებს, EBG-ის პლატ­ფორ­მის - order24.ge-ის მეშ­ვე­ო­ბით შე­უძ­ლი­ათ, ონ­ლა­ინ­ში გა­ნა­თავ­სონ თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ტი და მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მი­წო­დე­ბა­სა და სხვა ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებს ვებ-გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ცია მო­აგ­ვა­რებს.

EBG-ის შე­თა­ვა­ზე­ბის თა­ნახ­მად, ბიზ­ნე­სებს სურ­ვი­ლი­სა­მებრ შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ 3 პა­კე­ტით: პა­კე­ტი DIY (გა­ა­კე­თე თვი­თონ), პა­კე­ტი GO ONLINE (პრო­დუქ­ტის გან­თავ­სე­ბა და ტრე­ნინ­გი) და პა­კე­ტი PRIME PREMIUM (პი­რა­დი ასის­ტენ­ტი).

თი­თო­ე­უ­ლი პა­კე­ტი გან­სხვა­ვე­ბულ სერ­ვი­სებს მო­ი­ცავს. მა­გა­ლი­თად, პა­კე­ტი DIY-ით სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბიზ­ნესს თა­ვად შე­უძ­ლია EBG-ზე პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა; პა­კე­ტი GO ONLINE მო­ი­ცავს ყვე­ლა­ფერს, რაც პირ­ველ პა­კეტ­ში შე­დის და ემა­ტე­ბა ტრე­ნინ­გი, თუ რო­გორ უნდა იმარ­თოს ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია და პლატ­ფორ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრო­დუქტს ვებ-გვერ­დზე თა­ვად გა­ნა­თავ­სე­ბენ; პა­კე­ტი PRIME PREMIUM კი აერ­თი­ა­ნებს ორი­ვე აღ­წე­რილ სერ­ვისს და ემა­ტე­ბა პი­რა­დი ასის­ტენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბაც. სა­მი­ვე პა­კე­ტის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ცე­მულ ბმულ­ზე.

EBG-ის დი­რექ­ტო­რის ნიკო ნი­კო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს, ბიზ­ნე­სე­ბის უმე­ტე­სო­ბას ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ა­ზე გა­დას­ვლის გარ­და სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ დარ­ჩა, რისი გა­მოც­დი­ლე­ბაც მათ დიდ ნა­წილს აქამ­დე არ ჰქო­ნია. ამას­თან, ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ე­ბის შექ­მნა ისეთ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც სტარ­ტა­პებ­მა, ისე მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­მაც ვერ გა­უძ­ლოს. დღეს, კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი აქვთ მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­საც, რომ­ლე­ბიც ხარ­ჯე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ზოგ­ვა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, ამი­ტომ ცალ­კე ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რად მათ­თვი­საც წამ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს.

„COVID-19 გავ­რცე­ლე­ბამ ეკო­ნო­მი­კუ­რი შო­კე­ბი გა­მო­იწ­ვია, რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა სრუ­ლად შეც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ქცე­ვა და მათი მო­თხოვ­ნა პრო­დუქტსა და სერ­ვის­ზე. ბიზ­ნე­სი აღ­მოჩ­ნდა დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, უმოკ­ლეს დრო­ში გა­და­ე­ლა­გე­ბი­ნა ბიზ­ნეს პრო­ცე­სე­ბი და ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის არ­ხე­ბი შე­ეც­ვა­ლა ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის არ­ხით. EBG.ge-მ, რო­გორც ერთ ერ­თმა უმ­სხვი­ლეს­მა ონ­ლა­ინ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მამ სა­ქარ­თვე­ლო­ში,პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინგთან ერ­თად, ბიზ­ნე­სე­ბის­თვის შექ­მნა სერ­ვი­სი order24.ge - GoOnline რომ­ლის მეშ­ვე­ობ­თად ნე­ბის­მი­ერ ბიზ­ნესს, მი­უ­ხე­და­ვად მისი კა­ლიბ­რი­სა შე­უძ­ლია გა­ნა­თავ­სოს და გა­ყი­დოს თა­ვი­სი პრო­დუქ­ტი ონ­ლა­ინ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლის სერ­ვი­სით ჩვენ ბიზ­ნე­სი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი დიდი მო­ლე­ბი­დან და მა­ღა­ზი­ე­ბი­დან გა­და­ვი­ტა­ნეთ ელექტრო­ნულ სივ­რცე­ში, ერთ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­ში order24.ge. სა­დაც კდი­ე­ვე რთხელ დავ­კონ­კრეტ­დე­ბი მომ­ხამ­რე­ბელს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იპო­ვოს, შე­უკ­ვე­თოს და სახ­ლში მი­ი­ღოს ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თი და­წყე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნვი­თე­ბი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ხოლო ბიზ­ნესს შე­უძ­ლია თა­ვი­სი პრო­დუქ­ცი­ის სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტი გა­ნა­თავ­სოს პლატ­ფორ­მა­ზე და ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბით მო­ახ­დი­ნოს მისი რე­ა­ლი­ზა­ცია და მოხ­მა­რებ­ლის­თვის მი­წო­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ნიკო ნი­კო­ლა­ძემ.

ზო­გა­დად, ბიზ­ნეს სექ­ტო­რის­თვის დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში გა­მო­სა­ვა­ლი არის ისე­თი პლატ­ფორ­მე­ბი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ პრო­დუქ­ცი­ის გან­თავ­სე­ბაა სა­ჭი­რო და ვებ-გვერ­დის შექ­მნას­თან და მის რეკ­ლა­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა მე­წარ­მეს არ უწევს.

EBG არის ყვე­ლა­ზე დიდი ქარ­თუ­ლი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია, რო­მელ­ზეც წარ­მოდ­გე­ნი­ლია Ebay-ს სრუ­ლი კა­ტა­ლო­გი, ჯამ­ში მი­ლი­არ­დზე მეტი პრო­დუქ­ტი. EBG-ის უპი­რა­ტე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს ონ­ლა­ინ გან­ვა­დე­ბა მი­ლი­არ­დზე მეტ ნივთზე, სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის შე­ძე­ნი­სას გა­დახ­და პირ­და­პირ ლა­რის ან­გა­რი­ში­დან ხდე­ბა, დო­ლარ­ში კონ­ვერ­ტა­ცი­ის გა­რე­შე, კა­ტა­ლო­გი წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თუ­ლად და პლატ­ფორ­მა მომ­ხმა­რებ­ლებს დიდ ფას­დაკ­ლე­ბებს სთა­ვა­ზობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ქართული ონლაინ მაღაზია EBG ბიზნესებს თავის პლატფორმაზე პროდუქციის მარტივად განთავსებას სთავაზობს

ქართული ონლაინ მაღაზია EBG ბიზნესებს თავის პლატფორმაზე პროდუქციის მარტივად განთავსებას სთავაზობს

ქართული ონლაინ მაღაზია „იბიჯი“ (EBG) ბიზნესებს ელექტრონულ კომერციაში მარტივად ჩართვას სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად, დაინტერესებულ ბიზნესებს, EBG-ის პლატფორმის - order24.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ, ონლაინში განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მის რეალიზაციას, მომხმარებლისთვის მიწოდებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებს ვებ-გვერდის ადმინისტრაცია მოაგვარებს.

EBG-ის შეთავაზების თანახმად, ბიზნესებს სურვილისამებრ შეუძლიათ ისარგებლონ 3 პაკეტით: პაკეტი DIY (გააკეთე თვითონ), პაკეტი GO ONLINE (პროდუქტის განთავსება და ტრენინგი) და პაკეტი PRIME PREMIUM (პირადი ასისტენტი).

თითოეული პაკეტი განსხვავებულ სერვისებს მოიცავს. მაგალითად, პაკეტი DIY-ით სარგებლობის შემთხვევაში, ბიზნესს თავად შეუძლია EBG-ზე პროდუქტის შესახებ ინფორმაციის განთავსება; პაკეტი GO ONLINE მოიცავს ყველაფერს, რაც პირველ პაკეტში შედის და ემატება ტრენინგი, თუ როგორ უნდა იმართოს ონლაინ მაღაზია და პლატფორმის წარმომადგენლები პროდუქტს ვებ-გვერდზე თავად განათავსებენ; პაკეტი PRIME PREMIUM კი აერთიანებს ორივე აღწერილ სერვისს და ემატება პირადი ასისტენტის მომსახურებაც. სამივე პაკეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.

EBG-ის დირექტორის ნიკო ნიკოლაძის განცხადებით, დღეს, ბიზნესების უმეტესობას ელექტრონულ კომერციაზე გადასვლის გარდა სხვა ალტერნატივა არ დარჩა, რისი გამოცდილებაც მათ დიდ ნაწილს აქამდე არ ჰქონია. ამასთან, ონლაინ მაღაზიების შექმნა ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელსაც შეიძლება, როგორც სტარტაპებმა, ისე მცირე და საშუალო ბიზნესმაც ვერ გაუძლოს. დღეს, კრიზისული პერიოდი აქვთ მსხვილ კომპანიებსაც, რომლებიც ხარჯების მაქსიმალურად დაზოგვაზე არიან ორიენტირებულები, ამიტომ ცალკე ონლაინ მაღაზიის შექმნაზე მუშაობა შეიძლება ფინანსურად მათთვისაც წამგებიანი აღმოჩნდეს.

„COVID-19 გავრცელებამ ეკონომიკური შოკები გამოიწვია, რეგულაციებმა სრულად შეცვალა საზოგადოების ქცევა და მათი მოთხოვნა პროდუქტსა და სერვისზე. ბიზნესი აღმოჩნდა დიდი გამოწვევის წინაშე, უმოკლეს დროში გადაელაგებინა ბიზნეს პროცესები და ტრადიციული გაყიდვების არხები შეეცვალა ონლაინ გაყიდვების არხით. EBG.ge-მ, როგორც ერთ ერთმა უმსხვილესმა ონლაინ სავაჭრო პლატფორმამ საქართველოში,პალიტრა მედია ჰოლდინგთან ერთად, ბიზნესებისთვის შექმნა სერვისი order24.ge - GoOnline რომლის მეშვეობთად ნებისმიერ ბიზნესს, მიუხედავად მისი კალიბრისა შეუძლია განათავსოს და გაყიდოს თავისი პროდუქტი ონლაინში. აღნიშნულის სერვისით ჩვენ ბიზნესისა და მომხმარებლის შეხვედრის ადგილი დიდი მოლებიდან და მაღაზიებიდან გადავიტანეთ ელექტრონულ სივრცეში, ერთ ონლაინ მაღაზიაში order24.ge. სადაც კდიევე რთხელ დავკონკრეტდები მომხამრებელს ეძლევა შესაძლებლობა ძალიან მარტივად იპოვოს, შეუკვეთოს და სახლში მიიღოს ნებისმიერი ნივთი დაწყებული პირველადი მოხმარების ნვითებიდან დამთავრებული გასართობი საშუალებებით ხოლო ბიზნესს შეუძლია თავისი პროდუქციის სრული ასორტიმენტი განათავსოს პლატფორმაზე და ჩვენი რესურსებით მოახდინოს მისი რეალიზაცია და მოხმარებლისთვის მიწოდება“, - აღნიშნა ნიკო ნიკოლაძემ.

ზოგადად, ბიზნეს სექტორისთვის დღევანდელ რეალობაში გამოსავალი არის ისეთი პლატფორმები, რომელზეც მხოლოდ პროდუქციის განთავსებაა საჭირო და ვებ-გვერდის შექმნასთან და მის რეკლამირებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა მეწარმეს არ უწევს.

EBG არის ყველაზე დიდი ქართული ონლაინ მაღაზია, რომელზეც წარმოდგენილია Ebay-ს სრული კატალოგი, ჯამში მილიარდზე მეტი პროდუქტი. EBG-ის უპირატესობას წარმოადგენს ონლაინ განვადება მილიარდზე მეტ ნივთზე, სასურველი ნივთის შეძენისას გადახდა პირდაპირ ლარის ანგარიშიდან ხდება, დოლარში კონვერტაციის გარეშე, კატალოგი წარმოდგენილია ქართულად და პლატფორმა მომხმარებლებს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს.

"ვთხოვ ეკლესიას, მღვდელმთავრებს, მოვუწოდოთ მოსახლეობას, წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით" - ამირან გამყრელიძე

მეუფე იაკობი განმარტავს, რატომ არ ჩატარდა ფეხთბანვის რიტუალი

ზუგდიდსა და ფოთში სასაფლაოები და ბაზრები დაიხურება