საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს..." - რაზე აფრთხილებს დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას
"შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს..." - რაზე აფრთხილებს დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას

„სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა თუ ეს სხვის ჯან­მრთე­ლო­ბას ხი­ფათს შე­უქ­მნის, რა მი­ზე­ზი­თაც არ უნდა გა­ვა­მარ­თლოთ, და­უშ­ვე­ბე­ლია. შე­საძ­ლოა, დღე­სას­წა­უ­ლი ტრა­გი­კუ­ლი და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი აღ­მოჩ­ნდეს,” - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხუნ­და­ძე აცხა­დებს, თუ საფრ­თხე სწო­რად არ იქნა შე­ფა­სე­ბუ­ლი და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ქმე­დე­ბა არ იქ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი, შე­საძ­ლოა, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გი დად­გეს.

„ეპი­დე­მი­ას პი­კის­თვის ჯერ არ მი­უღ­წე­ვია და უკვე 130 000 ადა­მი­ა­ნი სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მა. გარ­დაც­ვლი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რია მშობ­ლე­ბის თა­ო­ბი­დან. ექი­მებს საკ­მა­ოდ დიდი ბრძო­ლა უწევთ პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად და ზოგ­ჯერ ამ ბრძო­ლას თვი­თო­ნაც ეწი­რე­ბი­ან. პან­დე­მია, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­საც ეწ­ვია, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ სა­ქარ­თვე­ლო ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად, შე­და­რე­ბით კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. აქამ­დე მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გი სა­ხელ­მწი­ფოს საკ­მა­ოდ ძვი­რი უჯ­დე­ბა და რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, არა­ვინ იცის. თუ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სწო­რად არ იქნა შე­ფა­სე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა წარ­მო­მად­გენ­ლის ქმე­დე­ბა არ იქნა ადეკ­ვა­ტუ­რი, შე­საძ­ლოა შე­დე­გი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გიც კი დად­გეს”, - გა­ნა­ცხა­და ხუნ­და­ძემ.

ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ამ ბრძო­ლა­ში მთა­ვა­რი ია­რა­ღი ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბაა. რო­გორც ხუნ­და­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თავი უნდა შე­ი­კა­ვოს რო­გორც ტაძ­რებ­ში თავ­ყრი­ლო­ბის­გან, ასე­ვე სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე მა­სი­უ­რი გას­ვლის­გან.

„ახ­ლოვ­დე­ბა დღე­ე­ბი, რო­მელ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად, წარ­სულ­ში ყვე­ლა ერ­თად აღ­ვნიშ­ნავ­დით, მაგ­რამ ეს დღეს სა­ხი­ფა­თოა. შე­საძ­ლოა, დღე­სას­წა­უ­ლი ტრა­გი­კუ­ლი და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი აღ­მოჩ­ნდეს. თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ ტაძ­რებ­ში თავ­ყრი­ლო­ბის­გან, სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე მა­სი­უ­რი გას­ვლის­გან, რად­გან წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა შემ­დეგ უფრო მეტ საფ­ლავ­ზე მოგ­ვი­წი­ოს მის­ვლა. მი­ჭირს ასე მძი­მედ სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბამ შე­საძ­ლოა, ეს რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ოს. სჯობს დრო­უ­ლად მო­ვით­მი­ნოთ, ვიდ­რე უდ­რო­ოდ ვი­ნა­ნოთ. თა­ნაც, სამ­წუ­ხა­როდ, არც ისე ბევ­რნი ვართ. თუ ვირუს­მა მა­სი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბის სახე მი­ი­ღო, შე­საძ­ლოა, ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­მაც ვერ გა­უძ­ლოს მძი­მე გა­მოწ­ვე­ვას და კი­დევ უფრო ცო­ტა­ნი დავ­რჩეთ. დავ­რჩეთ სახ­ლში და ამ ფორ­მით ვიზ­რუ­ნოთ ერ­თმა­ნეთ­ზე. ყვე­ლა ერ­თად კი, გა­ვუფრ­თხილ­დეთ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს”, - გა­ნა­ცხა­და ხუნ­და­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ კო­მენ­ტარს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
როკი
52

ამ შეუგნებელ და უტვინო ხალხს მაინც ვერ გამაგებინეთ ვერაფერს და რა აზრი აქვს ამ ლაპარაკს? ეს ხალხი არის ერთ უჯრედიანები და ქათმის ტვინები და აქ კიარა უნდა წერდეთ ამას არამედ უნდა დაკეტოთ ყველაფერი და ხალხს ერთი წუთითაც არ უნდა მისცეთ გარეთ ცხვირის გამოყოფა..

ზაზა
16

ეგოისტო ფარისევლებო,დარჩით სახლში და ილოცეთ ხატებთან,ისევე,როგორც მთელი მსოფლიოს მორწმუნეები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს..." - რაზე აფრთხილებს დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას

"შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს..." - რაზე აფრთხილებს დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას

„საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება თუ ეს სხვის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის, რა მიზეზითაც არ უნდა გავამართლოთ, დაუშვებელია. შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს,” - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც ხუნდაძე აცხადებს, თუ საფრთხე სწორად არ იქნა შეფასებული და მთელი საზოგადოების ქმედება არ იქნება ადეკვატური, შესაძლოა, კატასტროფული შედეგი დადგეს.

„ეპიდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია და უკვე 130 000 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. გარდაცვლილი განსაკუთრებით ბევრია მშობლების თაობიდან. ექიმებს საკმაოდ დიდი ბრძოლა უწევთ პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად და ზოგჯერ ამ ბრძოლას თვითონაც ეწირებიან. პანდემია, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასაც ეწვია, მაგრამ საბედნიეროდ საქართველო ეპიდემიოლოგიურად, შედარებით კარგად გამოიყურება. აქამდე მიღწეული შედეგი სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება და რამდენი იქნება საჭირო, სასურველი შედეგის მისაღწევად, არავინ იცის. თუ წინააღმდეგობა სწორად არ იქნა შეფასებული და საზოგადოების უკლებლივ ყველა წარმომადგენლის ქმედება არ იქნა ადეკვატური, შესაძლოა შედეგი კატასტროფული შედეგიც კი დადგეს”, - განაცხადა ხუნდაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ფიზიკური დისტანცირებაა. როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს როგორც ტაძრებში თავყრილობისგან, ასევე სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან.

„ახლოვდება დღეები, რომელსაც ტრადიციულად, წარსულში ყველა ერთად აღვნიშნავდით, მაგრამ ეს დღეს სახიფათოა. შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს. თავი უნდა შევიკავოთ ტაძრებში თავყრილობისგან, სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შემდეგ უფრო მეტ საფლავზე მოგვიწიოს მისვლა. მიჭირს ასე მძიმედ საუბარი, მაგრამ გაუფრთხილებლობამ შესაძლოა, ეს რეალობად აქციოს. სჯობს დროულად მოვითმინოთ, ვიდრე უდროოდ ვინანოთ. თანაც, სამწუხაროდ, არც ისე ბევრნი ვართ. თუ ვირუსმა მასიური გავრცელების სახე მიიღო, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორმაც ვერ გაუძლოს მძიმე გამოწვევას და კიდევ უფრო ცოტანი დავრჩეთ. დავრჩეთ სახლში და ამ ფორმით ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ყველა ერთად კი, გავუფრთხილდეთ ქვეყნის მომავალს”, - განაცხადა ხუნდაძემ.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმეს გაკეთება... გამომიყენეთ უცხოური დახმარების მისაღებად" - სააკაშვილი მთავრობას მიმართავს

მიხეილ სააკაშვილის და გიული ალასანიას სააღდგომო ფოტო იზოლაციიდან

"სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა კიდევ უფრო ძლიერია რწმენა" - პრემიერი