პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
„უ-საზღვრო მხარდაჭერა SPAR-ისგან“ - რომელ ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს დაეხმარა Spar-ი სასურსათო ვაუჩერებით
„უ-საზღვრო მხარდაჭერა SPAR-ისგან“ - რომელ ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს დაეხმარა Spar-ი სასურსათო ვაუჩერებით

COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „SPAR საქრთვე­ლომ“, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს SPAR INTERNATIONAL-ის ოჯახს, SPAR INTERNATIONAL -თან ერ­თად სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ევ­რო­პის 20-მდე ქვე­ყა­ნა­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს სხვა­დას­ხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბის ერთჯე­რა­დი სა­სურ­სა­თო ვა­უ­ჩე­რი გა­მო­უ­ყო. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ევ­რო­პა­ში მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 2000-მდე მო­ქა­ლა­ქემ, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბულ დამ­ხა­რე­ბას SPAR -ის ვა­უ­ჩე­რე­ბი მი­ი­ღო.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და სპარ სა­ქარ­თვე­ლომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ერ­თობ­ლი­ვი ერთჯე­რა­დი აქ­ცია - რო­მელ­საც უსა­ზღვრო მხარ­და­ჭე­რის აქ­ცია და­ვარ­ქვით, ზუს­ტად იმ მიზ­ნით, რომ გვჯე­რა სა­ზღვრე­ბი არ გა­აჩ­ნია სიყ­ვა­რულს და ზრუნ­ვას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვენ ვართ SPAR INTERNATIONAL -ის დიდი ოჯა­ხის წევ­რი, SPAR INTERNATIONAL კი 49 ქვე­ყა­ნა­ში 13 000 სპა­რის მა­ღა­ზი­ით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მივ­მარ­თეთ დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით ჩვენს სა­თაო ოფისს, მა­თაც მი­უ­ხე­და­ვად ამ რთუ­ლი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ი­სა, მყი­სი­ე­რად მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვეს და ჩვენ ერ­თად შევ­ძე­ლით 20-მდე ევ­რო­პის ქვე­ყა­ნა­ში, ჩვე­ნი ქვეყ­ნის 2000-მდე მო­ქა­ლა­ქის­თვის, რო­მელ­თაც ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა, გა­დაგ­ვე­ცა სა­სურ­სა­თო ვა­უ­ჩე­რი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც ისი­ნი ევ­რო­პის მას­შტა­ბით შეძ­ლე­ბენ. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო SPAR INTERNATIONAL -ის დიდ ოჯახს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და ყვე­ლას, ვინც ჩარ­თუ­ლი იყო უსა­ზღვრო მხარ­და­ჭე­რის აქ­ცი­ა­ში. კი­დევ ერთხელ გა­ვაჟ­ღე­რებ ჩვენს - სლო­განს "ერ­თად ნამ­დვი­ლად უკე­თე­სია და სა­ზღვრე­ბი ნამ­დვი­ლად არ აქვს მხარ­და­ჭე­რას და სი­კე­თეს“ - გა­ნა­ცხა­და სპა­რის მმარ­თველ­მა დრექ­ტორ­მა, მი­რან­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ ნი­ნუა ევ­რო­პა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის კომ­პა­ნია SPAR სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­და­ცე­მას სა­ხელ­მწი­ფო­სა და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მკა­ფიო მა­გა­ლითს უწო­დებს.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ რომ, კო­ვიდ ვირუ­სის და­წყე­ბი­დან უამ­რა­ვი ათა­სო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე აღ­მოჩ­ნდა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც მყი­სი­ერ დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებ­დნენ და პირ­ველ­მა კომ­პა­ნია სპარ­მა გა­მოგ­ვი­წო­და დახ­მა­რე­ბის ხელი, შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რომ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, ჩვე­ნი მო­ქა­ლე­ქე­ე­ბის­თვის გა­ცე­მუ­ლი­ყო სხვა­დას­ხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რე­ბი, რა­საც ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით. სი­კე­თე გა­დამ­დე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ნი­ნუ­ამ.

"SPAR სა­ქარ­თვე­ლოს" სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­სურ­სა­თო ვა­უ­ჩე­რი გა­და­ე­ცათ შემ­დეგ ქვეყ­ნებ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს: საფ­რან­გეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში, ბელ­გი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, ნი­დერ­ლან­დებ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, ბე­ლა­რუს­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, უნ­გრეთ­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, მალ­ტა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, და­ნი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ავ­სტრი­ა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, სლო­ვე­ნი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­სა და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში. ისი­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სურ­სა­თო ვა­უ­ჩე­რე­ბით ჩა­მოთ­ვლილ ქვეყ­ნებ­ში მდე­ბა­რე სპა­რის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში ისარ­გებ­ლე­ბენ.

ცნო­ბი­სათ­ვის, პან­დე­მი­ის და­წყე­ბის დღი­დან, „სპა­რი“ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ავ­ლენს და მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს 120-მდე მედ­პერ­სო­ნალს ყო­ველ­დღი­უ­რად კვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს. ასე­ვე, ბოლ­ნი­სის რა­ი­ონ­ში გან­თავ­სე­ბულ სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნას საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტით ამა­რა­გებ­და. ამას­თა­ნა­ვე „სპა­რი“, ეკი­პი­რე­ბის და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბით იცავს თა­ვი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
fuf
0

ყველაზე ბანძი და ძვირი მაღაზია! ადგილობრივ გაჭირვებულებს რითი დაეხმარეთ "ქველმოქმედნო"?!

ავტორი:

„უ-საზღვრო მხარდაჭერა SPAR-ისგან“ - რომელ ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს დაეხმარა Spar-ი სასურსათო ვაუჩერებით

„უ-საზღვრო მხარდაჭერა SPAR-ისგან“ - რომელ ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს დაეხმარა Spar-ი სასურსათო ვაუჩერებით

COVID-19-თან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი რთული და საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, „SPAR საქრთველომ“, რომელიც წარმოადგენს SPAR INTERNATIONAL-ის ოჯახს, SPAR INTERNATIONAL -თან ერთად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ევროპის 20-მდე ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს სხვადასხვა ღირებულების ერთჯერადი სასურსათო ვაუჩერი გამოუყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ევროპაში მყოფმა საქართველოს 2000-მდე მოქალაქემ, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ დამხარებას SPAR -ის ვაუჩერები მიიღო.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სპარ საქართველომ განვახორციელეთ ერთობლივი ერთჯერადი აქცია - რომელსაც უსაზღვრო მხარდაჭერის აქცია დავარქვით, ზუსტად იმ მიზნით, რომ გვჯერა საზღვრები არ გააჩნია სიყვარულს და ზრუნვას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ SPAR INTERNATIONAL -ის დიდი ოჯახის წევრი, SPAR INTERNATIONAL კი 49 ქვეყანაში 13 000 სპარის მაღაზიით არის წარმოდგენილი. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მივმართეთ დახმარების თხოვნით ჩვენს სათაო ოფისს, მათაც მიუხედავად ამ რთული და საგანგებო სიტუაციისა, მყისიერად მზადყოფნა გამოთქვეს და ჩვენ ერთად შევძელით 20-მდე ევროპის ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის 2000-მდე მოქალაქისთვის, რომელთაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, გადაგვეცა სასურსათო ვაუჩერი, რომლის გამოყენებასაც ისინი ევროპის მასშტაბით შეძლებენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო SPAR INTERNATIONAL -ის დიდ ოჯახს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველას, ვინც ჩართული იყო უსაზღვრო მხარდაჭერის აქციაში. კიდევ ერთხელ გავაჟღერებ ჩვენს - სლოგანს "ერთად ნამდვილად უკეთესია და საზღვრები ნამდვილად არ აქვს მხარდაჭერას და სიკეთეს“ - განაცხადა სპარის მმართველმა დრექტორმა, მირანდა მანჯგალაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა ევროპაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის კომპანია SPAR საქართველოს მიერ ვაუჩერების გადაცემას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მკაფიო მაგალითს უწოდებს.

„მოგეხსენებათ რომ, კოვიდ ვირუსის დაწყებიდან უამრავი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე აღმოჩნდა სერიოზული პრობლემების წინაშე, რომლებიც მყისიერ დახმარებას საჭიროებდნენ და პირველმა კომპანია სპარმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი, შემოგვთავაზა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენი მოქალექეებისთვის გაცემულიყო სხვადასხვა ღირებულების ვაუჩერები, რასაც ჩვენ მივესალმებით. სიკეთე გადამდებია“, - განაცხადა მიხეილ ნინუამ.

"SPAR საქართველოს" საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით სასურსათო ვაუჩერი გადაეცათ შემდეგ ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე სპარის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დღიდან, „სპარი“ საზოგადოების წინაშე მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ავლენს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ინფექციური საავადმყოფოს 120-მდე მედპერსონალს ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფს. ასევე, ბოლნისის რაიონში განთავსებულ საკარანტინე ზონას საკვები პროდუქტით ამარაგებდა. ამასთანავე „სპარი“, ეკიპირების და ჰიგიენური საშუალებების უზრუნველყოფით, განსაკუთრებული გულმოდგინებით იცავს თავისი თანამშრომლების უსაფრთხოებას.

R

ყაზახური ხალიკ ჯგუფის წევრმა, სს “ხალიკ ბანკი საქართველო“-მ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად 50,000 ლარი გადარიცხა

კომპანია „სარაჯიშვილმა“ StopCOV ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა, 400 ოჯახს კი საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა

,,ტერასა ჯგუფი“  ,,კათარზისის“  400  ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა