სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასთმა მაქვს და განსაკუთრებით ფრთხილად ვარ" - შოთა არველაძე პანდემიის დროს ოჯახთან ერთად, სტამბოლშია
"ასთმა მაქვს და განსაკუთრებით ფრთხილად ვარ" - შოთა არველაძე პანდემიის დროს ოჯახთან ერთად, სტამბოლშია

"ტრა­პი­ზონ­სპო­რის" ლე­გენ­და, ქარ­თვე­ლი მწვრთნე­ლი შოთა არ­ვე­ლა­ძე კო­რო­ვირუ­სულ პე­რი­ოდ­ში ოჯახ­თან ერ­თად სტამ­ბოლ­ში ჩა­ვი­და და კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ ტაშ­კენ­ტის "ფახ­ტა­კო­რის" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა Vice.com-თან ილა­პა­რა­კა.

„ქარ­თველ­მა მწვრთნელ­მა შოთა არ­ვე­ლა­ძემ, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და სუ­პერ­ლი­გის „კა­ი­სერ­ში“, „ქა­სიმ­ფა­შა­სა“ და „ტრა­პი­ზონ­სპორ­ში“, სა­კა­რან­ტი­ნო დღე­ებ­სა და უზ­ბე­კე­თის გუნდში, „პახ­ტა­კორ­ში“ მუ­შა­ო­ბა­ზე ილა­პა­რა­კა. არ­ვე­ლა­ძემ გან­მარ­ტა, თუ რო­გორ ჩა­მო­ვი­და სტამ­ბოლ­ში ეპი­დე­მი­ის გამო და ახ­ლან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოდ შე­ა­ფა­სა", - წერს გა­მო­ცე­მა.

”რო­დე­საც „ქა­სიმ­ფა­შა­ში“ ვმუ­შა­ობ­დი, სტამ­ბოლ­ში სახ­ლი ვი­ყი­დე და აქ ვცხოვ­რობთ. მთე­ლი ოჯა­ხი ჩემ­თა­ნაა. გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლად მე ვარ, რად­გან ას­თმა მაქვს. ვი­ნა­ი­დან ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ბი­ლე­თე­ბი არ იყო, აქ ჩა­მოს­ვლა კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით მო­ვა­ხერ­ხე. ვკი­თხუ­ლობ წიგ­ნებს, ვუ­რე­კავ მე­გობ­რებს და ოჯა­ხის წევ­რებს, ვსა­უბ­რობ ჩემს მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან და ვუ­ყუ­რებ ფილ­მებს. ზოგ­ჯერ Instagram-ზე ვუ­ყუ­რებ, ბი­ჭე­ბი წარ­სუ­ლის ფო­ტო­ებს და ფეხ­ბურ­თის ვი­დე­ო­ებს რომ აქ­ვეყ­ნე­ბენ. ეს სა­ხა­ლი­სო­ცაა და ნოს­ტალ­გი­ის მომ­გვრე­ლიც,“ - ამ­ბობს შოთა არ­ვე­ლა­ძე.

ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით, მსოფ­ლი­ოს გა­ნახ­ლე­ბის შან­სი მი­ე­ცა: „ახლა კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მი­ჭირს. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვე­უ­ლი ამ­ბა­ვი იყო, აღარ არ­სე­ბობს - მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რა, ერ­თად ყა­ვის და­ლე­ვა, გა­რეთ სე­ირ­ნო­ბა, ფეხ­ბურ­თის მო­ე­დან­ზე გას­ვლა და სირ­ბი­ლი. ეს კრი­ზი­სი ყვე­ლას ღრმა კვალს და­უ­ტო­ვებს. ეს კრი­ზი­სი ყველ­გან დიდ ჭრი­ლო­ბას და­ტო­ვებს. იმის გამო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში არი­ან, ბუ­ნე­ბაც გა­ნახ­ლდე­ბა. მე ამა­ში ვხე­დავ იმ სიგ­ნალს, რო­მე­ლიც გა­მო­საღ­ვი­ძებ­ლად გვჭირ­დე­ბო­და. ვცხოვ­რობთ დრო­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლო­ბენ. ადა­მი­ა­ნე­ბი ეგო­ის­ტე­ბი გავ­ხდით. მაგ­რამ იმის­თვის არ ვცხოვ­რობთ, რომ მხო­ლოდ ფული ვი­შო­ვოთ და ერ­თმა­ნეთს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვუ­ლა­ი­ქოთ“.

არ­ვე­ლა­ძე რისი არ­ვე­ლა­ძე იქ­ნე­ბი­ო­და, რომ არ ეხუმ­რა: „ახლა, რო­დე­საც ყვე­ლა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თა­ნაა სახ­ლში, ერ­თმა­ნე­თის­თვის მეტი დრო გვაქვს. ორი ვა­რი­ან­ტია - შე­საძ­ლოა, ცხრა თვე­ში შო­ბა­დო­ბის ბუმი იყოს. ან ბევ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბა, თუ კრი­ზი­სი დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა“.

ინ­ტერ­ვი­უ­ში შო­თამ ტყი­უ­პის­ცალ არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძე­ზეც იხუმ­რა: „აჩი ჩემ­თან ერ­თად სტამ­ბოლ­ში არაა, ის ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­შია. ჩვენ, რო­გორც წესი, გა­ნუ­ყოფ­ლე­ბი ვართ. არ­ჩი­ლი „პახ­ტა­კორ­ში“ მეხ­მა­რე­ბა. მო­თა­მა­შე­ებს შე­უძ­ლი­ათ გან­ვას­ხვა­ვოთ ერ­თმა­ნე­თის­გან: მე მას­ზე ბევ­რად ლა­მა­ზი ვარ. ისე სკო­ლა­ში ერ­თმა­ნეთს „ვცვლი­დით“ და სხვებს ასე ვეც­ნო­ბო­დით“. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინე
0

ძალიან მიყვარხართ მთელი, ოჯახი❤️

ddgfdf
4

fexburTis TamaSi jobia Woraobas. 34 წლის ასაკამდე ვერ უნდა მოახერხო?რუმინეთის დამარცხება?

ავტორი:

"ასთმა მაქვს და განსაკუთრებით ფრთხილად ვარ" - შოთა არველაძე პანდემიის დროს ოჯახთან ერთად, სტამბოლშია

"ასთმა მაქვს და განსაკუთრებით ფრთხილად ვარ" - შოთა არველაძე პანდემიის დროს ოჯახთან ერთად, სტამბოლშია

"ტრაპიზონსპორის" ლეგენდა, ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე კოროვირუსულ პერიოდში ოჯახთან ერთად სტამბოლში ჩავიდა და კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ ტაშკენტის "ფახტაკორის" მთავარმა მწვრთნელმა Vice.com-თან ილაპარაკა.

„ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ, რომელიც მუშაობდა სუპერლიგის „კაისერში“, „ქასიმფაშასა“ და „ტრაპიზონსპორში“, საკარანტინო დღეებსა და უზბეკეთის გუნდში, „პახტაკორში“ მუშაობაზე ილაპარაკა. არველაძემ განმარტა, თუ როგორ ჩამოვიდა სტამბოლში ეპიდემიის გამო და ახლანდელი მოვლენები საინტერესოდ შეაფასა", - წერს გამოცემა.

”როდესაც „ქასიმფაშაში“ ვმუშაობდი, სტამბოლში სახლი ვიყიდე და აქ ვცხოვრობთ. მთელი ოჯახი ჩემთანაა. განსაკუთრებით ფრთხილად მე ვარ, რადგან ასთმა მაქვს. ვინაიდან ავიაკომპანიის ბილეთები არ იყო, აქ ჩამოსვლა კერძო თვითმფრინავით მოვახერხე. ვკითხულობ წიგნებს, ვურეკავ მეგობრებს და ოჯახის წევრებს, ვსაუბრობ ჩემს მეუღლესთან და შვილებთან და ვუყურებ ფილმებს. ზოგჯერ Instagram-ზე ვუყურებ, ბიჭები წარსულის ფოტოებს და ფეხბურთის ვიდეოებს რომ აქვეყნებენ. ეს სახალისოცაა და ნოსტალგიის მომგვრელიც,“ - ამბობს შოთა არველაძე.

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის თქმით, მსოფლიოს განახლების შანსი მიეცა: „ახლა კონცენტრირება მიჭირს. ყველაფერი, რაც ჩვეული ამბავი იყო, აღარ არსებობს - მეგობრებთან შეხვედრა, ერთად ყავის დალევა, გარეთ სეირნობა, ფეხბურთის მოედანზე გასვლა და სირბილი. ეს კრიზისი ყველას ღრმა კვალს დაუტოვებს. ეს კრიზისი ყველგან დიდ ჭრილობას დატოვებს. იმის გამო, რომ ადამიანები სახლებში არიან, ბუნებაც განახლდება. მე ამაში ვხედავ იმ სიგნალს, რომელიც გამოსაღვიძებლად გვჭირდებოდა. ვცხოვრობთ დროში, როდესაც ადამიანები ერთმანეთის დახმარებას ცდილობენ. ადამიანები ეგოისტები გავხდით. მაგრამ იმისთვის არ ვცხოვრობთ, რომ მხოლოდ ფული ვიშოვოთ და ერთმანეთს სოციალურ ქსელებში ვულაიქოთ“.

არველაძე რისი არველაძე იქნებიოდა, რომ არ ეხუმრა: „ახლა, როდესაც ყველა საყვარელ ადამიანთანაა სახლში, ერთმანეთისთვის მეტი დრო გვაქვს. ორი ვარიანტია - შესაძლოა, ცხრა თვეში შობადობის ბუმი იყოს. ან ბევრი განქორწინება, თუ კრიზისი დიდხანს გაგრძელდება“.

ინტერვიუში შოთამ ტყიუპისცალ არჩილ არველაძეზეც იხუმრა: „აჩი ჩემთან ერთად სტამბოლში არაა, ის ოჯახთან ერთად საქართველოშია. ჩვენ, როგორც წესი, განუყოფლები ვართ. არჩილი „პახტაკორში“ მეხმარება. მოთამაშეებს შეუძლიათ განვასხვავოთ ერთმანეთისგან: მე მასზე ბევრად ლამაზი ვარ. ისე სკოლაში ერთმანეთს „ვცვლიდით“ და სხვებს ასე ვეცნობოდით“. წაიკითხეთ სრულად

"თუ არ დავრჩებით სახლში, გვექნება უდიდესი მსხვერპლი... ვეღარ დავითვლით კუბოებს, ეს გინდათ?" - იმნაძე

"თქვენ მაძლევთ გარანტიას, რომ არ გჭირთ კორონავირუსი და მე არ მაავადებთ?" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტს

"გადავწყვიტეთ, სააღდგომო მსახურებაზე მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და დილის 06:00 საათზე დატოვოს ტაძარი"