არ იქნება მართალი, რომ ერთი დაინფიცირებული სასულიერო პირის გამო, მრევლს ტაძარში მისვლა ავუკრძალოთ, - ამის შესახებ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე) აცხადებს. მისივე თქმით, ექიმის რჩევისამებრ, ყველა ადამიანმა სიფრთხილე უნდა დაიცვას, თუმცა ეს „საყოველთაო გაფიცვას არ ნიშნავს“.
„ყველამ უნდა დაიცვას ექიმის რჩევისამებრ ის სიფრთხილე, რაც ვთქვათ, თითოეულ ავადმყოფს ევალება. თუ გაქვს სიცხე, არ უნდა წახვიდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს საყოველთაო გაფიცვას, რომ არ მივიდეთ ტაძარში ან სამსახურში. ამას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მე არ ვიცი რა შეზღუდვა შეიძლება მოჰყვეს ამ ერთ ფაქტს. არ იქნება მართალი, რომ ერთი სასულიერო პირის ავადობის გამო, მრევლს ტაძარში მოსვლა ავუკრძალოთ, ", - განაცხადა მეუფე დავითმა.
შენ თუ იცი, ერთ დაინფიცირებულ მღვდელს რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია? რატომ არ მოუწოდებთ ხალხს, რომ სახლში დარჩნენ ? რაც შეიძლება მალე უნდა დავამარცხოთ ეს საშინელი ვირუსი, თორემ შიმშილობა გარდაუვალი იქნება, მერე შენი ლოცვა გვიშველის?
მეუფე ბოდიშს გიხდით მაგრამ პრინციპულად ვერ დაგეთანხმებით. საქმე ადამიანების და მრევლის სიცოცხლეს ეხება. იმაზე რატომ არ დაფიქრებულხართ, რომ იქნებ მოძღვარს მრევლის რომელიმე წევრმა გადასდო. ეს პიროვნება რომ ეკლესიაში კიდევ მობრძანდეს და მრევლს ან სასულიერო პირს კიდევ გადასდოს? ან იმაზე დაფიქრებულხართ, რომ თუ მოძღვარს მრევლის წევრმა დასდო, იგივე წევრმა იმ დღეს იქნებ მრევლის სხვა წევრებსაც გადასდო. ცეცხლთან თამაშის დროა ეხლა? ასე მსჯელობა შეიძლება? ჩემთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ეკლესიის კარი 20 დღით დაიკეტება თუ არა. არ ღირს ეკლესიის კარის 20 დღით დაკეტვა თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლისთვის?