მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააღდგომო მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი და ხვალამდე მოვიცადოთ" - ანდრია ჯაღმაიძე
"სააღდგომო მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი და ხვალამდე მოვიცადოთ" - ანდრია ჯაღმაიძე

სა­პატ­რი­არ­ქოს პრესს­პი­კე­რის, ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­აღ­დგო­მო ლი­ტურ­გი­ის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი ხვალ გახ­დე­ბა.

რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა, თუმ­ცა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი ჯერ კი­დევ შე­სა­თან­ხმე­ბე­ლია.

"სა­აღ­დგო­მო ლი­ტურ­გი­ის შე­სა­ხებ დაწ­ვრი­ლე­ბით ხვალ ვი­ტყვით, თუმ­ცა ერთი რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსა­ხუ­რე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა, დე­ტა­ლე­ბია შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი და დღეს ნაჩ­ქა­რე­ვი იქ­ნე­ბა, რომ ვა­რა­უ­დი გა­მოვ­თქვა. ხვა­ლამ­დე მო­ვი­ცა­დოთ“,- გა­ნა­ცხა­და ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ.

ჯაღ­მა­ი­ძის გა­ნა­ცხა­დე­ბით, ღა­მის მსა­ხუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლე­ბი და­ზუს­ტდე­ბა ისე, რომ კა­ნო­ნი არ და­ირ­ღვეს.

"და­ვა­ზუს­ტებთ ამ ყვე­ლა­ფერს ისე, რომ კა­ნო­ნი არ და­ვარ­ღვი­ოთ. ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩვენ მრევლს მო­ვუ­წო­დებთ, რომ კა­ნო­ნი არ და­არ­ღვი­ონ. მე ად­რეც ავღ­ნიშ­ნე, ის რომ ადა­მი­ა­ნი ეზი­ა­რე­ბა, ეს არ არის იმის გა­რან­ტია, რომ ჩვენ ინ­ფექ­ცი­ი­სა­გან ვიქ­ნე­ბით და­ცუ­ლე­ბი. ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ამ, რომ ეს ისე­თი ინ­ფექ­ცი­აა, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლას შეგ­ვეყ­რე­ბა.

ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მთა­ვა­რი სტრა­ტე­გია არის, სა­ხელ­მწი­ფო­სი და ჩვე­ნიც, რომ ეს პრო­ცე­სი არ მოხ­დეს ერ­თბა­შად და არ გა­და­იტ­ვირ­თოს ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, არ მოხ­დეს შე­უ­სა­ბა­მო­ბა და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­სა და მათი მოვ­ლის რე­სურ­სებს შო­რის. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვმსა­ხუ­რობთ.

ტაძ­რე­ბის და­ხურ­ვა, მსა­ხუ­რე­ბის შე­ჩე­რე­ბა ძა­ლი­ან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ვაფრ­თხი­ლებთ მრევლს, რომ და­იც­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და თან ვმსა­ხუ­რობთ. ღვთის მსა­ხუ­რე­ბა ვი­ღა­ცის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია არის მხო­ლოდ რა­ღაც რი­ტუ­ა­ლი და შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თვის თა­მა­შია, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უფრო მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს ვიდ­რე ყვე­ლა იმ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი აკე­თებს. ამას ძა­ლი­ან ღრმა და სუ­ლი­ე­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"სააღდგომო მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი და ხვალამდე მოვიცადოთ" - ანდრია ჯაღმაიძე

"სააღდგომო მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი და ხვალამდე მოვიცადოთ" - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი ხვალ გახდება.

როგორც ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ღვთისმსახურება ჩატარდება, თუმცა ამასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

"სააღდგომო ლიტურგიის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი და დღეს ნაჩქარევი იქნება, რომ ვარაუდი გამოვთქვა. ხვალამდე მოვიცადოთ“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის განაცხადებით, ღამის მსახურების ჩატარებასთან დაკავშირებით დეტალები დაზუსტდება ისე, რომ კანონი არ დაირღვეს.

"დავაზუსტებთ ამ ყველაფერს ისე, რომ კანონი არ დავარღვიოთ. ერთმნიშვნელოვნად ჩვენ მრევლს მოვუწოდებთ, რომ კანონი არ დაარღვიონ. მე ადრეც ავღნიშნე, ის რომ ადამიანი ეზიარება, ეს არ არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ინფექციისაგან ვიქნებით დაცულები. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიამ, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება.

ჯანდაცვის სისტემის მთავარი სტრატეგია არის, სახელმწიფოსი და ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ.

ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელია, ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და თან ვმსახურობთ. ღვთის მსახურება ვიღაცისთვის შესაძლებელია არის მხოლოდ რაღაც რიტუალი და შეიძლება ვიღაცისთვის თამაშია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მეტი მნიშვნელობაც აქვს ვიდრე ყველა იმ საქმიანობას, რომელსაც ადამიანი აკეთებს. ამას ძალიან ღრმა და სულიერი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დეკანოზმა.

"კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა" - ჭიათურის მერი ახალ შემთხვევაზე

7-11- 21 - ყველაზე იღბლიანი რიცხვების კომბინაცია #დარჩისახლში, გაერთე და მოიგე 50 000 ლარი!

გთავაზობთ აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგის დალი ბერულავას რეკომენდაციებს - როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციის დღეებს