პოლიტიკა
საზოგადოება

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:36-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 13:16-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასიცოცხლო პროდუქცია სასიცოცხლო პროექტებისთვის – პანდემია და ცემენტის წარმოება საქართველოში
სასიცოცხლო პროდუქცია სასიცოცხლო პროექტებისთვის – პანდემია და ცემენტის წარმოება საქართველოში

მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი – იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ფონ­ზე – ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვო­ბას მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს. ბიზ­ნე­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­ჩერ­და, ნა­წი­ლი აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას – და­ბა­ლი სიმ­ძლავ­რე­ე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, არ შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში ზო­გი­ერთ კომ­პა­ნი­ას აქ­ტი­ვო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. კომ­პა­ნია Lafarge/GCC ცე­მენტს აწარ­მო­ებს, რომ­ლის პრო­დუქ­ცი­აც სწო­რედ მსხვილ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს ხმარ­დე­ბა.

Lafarge/GCC –ს ერთ–ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მე­რაბ ჩიხ­რა­ძე ამ­ბობს, რომ ამ ტი­პის სა­წარ­მოს­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს წარ­მო­ე­ბის ციკ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, თუნ­დაც­შემ­ცი­რე­ბუ­ლი სიმ­ძლავ­რე­ე­ბით.

რო­გორ უმკლავ­დე­ბა ეს დარ­გი პან­დე­მი­ის გა­მოწ­ვე­ვებს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს ცე­მენ­ტის ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში – მე­რაბ ჩიხ­რა­ძე ჩვენს კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

– სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის ფონ­ზე ბევ­რი ბიზ­ნე­სი გა­ჩერ­და. თქვენ რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ პო­ზი­ცი­ას?

– ბევ­რი სხვა ბიზ­ნე­სის­გან გან­ხვა­ვე­ბით,ჩვე­ნი ცე­მენ­ტის და ბე­ტო­ნის წარ­მო­ე­ბა არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა და ვაგ­რძე­ლებთ ოპე­რი­რე­ბას, რად­გან მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლია სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა – სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი არ შე­ე­ხოს მსხვილ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს, რო­მელ­თა შე­სას­რუ­ლებ­ლად სჭი­როა სწო­რად ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია. თუმ­ცა, ბიზ­ნე­სის ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვა­ლა, რად­გან ცე­მენ­ტის მთა­ვა­რი ნედ­ლე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სზე. სამ­წუ­ხა­როდ,ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო, რო­გორც ყვე­ლას, ასე­ვე ჩვენც გარ­კვე­ულ წი­ლად ზა­რა­ლი მოგ­ვად­გა. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ჩვენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის წი­ნა­შე და­რად­გან ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ბიზ­ნე­სის ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე დგას, მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დში ვუდ­გა­ვართ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორს. შე­სა­ბა­მი­სად,სრუ­ლი­ად ვი­ზი­ა­რებთ და მივ­ყვე­ბით მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას.

– გა­ყიდ­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბა რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი­თაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი და მშე­ნებ­ლო­ბის რო­მე­ლი სეგ­მენ­ტის შე­ფერ­ხე­ბამ გა­მო­იწ­ვია ეს შემ­ცი­რე­ბა?

სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ე­ბი შეგგვიმ­ცირ­და, აქ ლა­პა­რა­კია და­ახ­ლო­ე­ბით გა­ყიდ­ვე­ბის 30%–იან ვარ­დნა­ზე, რაც ამ ტი­პის ბიზ­ნე­სის­თვის ცოტა არ არის. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის­გა­მო, რო­გორც ყველ­გან, სა­ქარ­თვე­ლო­შიც დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მსხვი­ლი და სა­შუ­ა­ლო კერ­ძო პრო­ექ­ტე­ბი, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ ასე­თი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მათ­გა­ყიდ­ვე­ბის პორთფელ­ზე და სა­ბან­კო კრე­დი­ტებ­ზე. საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და სა­ცა­ლო სექ­ტო­რი.

-რად­გან თქვე­ნი სა­წარ­მო­ე­ბი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, გვი­თხა­რით, რა ტი­პის უსაფრ­თხი­ე­ბის ზო­მებს ატა­რებს თქვე­ნი კომ­პა­ნია, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის?

სა­თაო ოფი­სი სრუ­ლად დის­ტან­ცი­ურ მათ­ვა­ზეა გდა­სუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა რჩე­ბა სახ­ლში. რაც შე­ე­ხე­ბა წარ­მო­ე­ბებს, მივ­ყევ­ბით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ covid-19 გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. მკაც­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა თა­ნამ­შრობ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი და ყვე­ლა იმ წე­სე­ბის დაც­ვა, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლია ამ­დო­კუ­მენ­ტში. ჩვენ­თვის, უპირ­ვე­ლე­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ არ და­ზა­რალ­დეს სა­წარ­მოო ციკლში ჩარ­თუ­ლი­არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი.

R

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
0

ცემენტი ჩვენი მომავალია,

რას ააშენებ ცემენტის გარეშე, ხუხულას? მერე ხუხულა არის ჩვენი მიზანი? არა ბატონო, ჩვენ ხომ დემოკრატიას ვაშენებთ, დემოკრატია კი, ცემენტის გარეშე წარმოუდგენელია. ვოტ ტაკ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს
ავტორი:

სასიცოცხლო პროდუქცია სასიცოცხლო პროექტებისთვის – პანდემია და ცემენტის წარმოება საქართველოში

სასიცოცხლო პროდუქცია სასიცოცხლო პროექტებისთვის – პანდემია და ცემენტის წარმოება საქართველოში

მკაცრი შეზღუდვები – იძულებითი ნაბიჯი კორონავირუსის პანდემიის ფონზე – ეკონომიკურ აქტივობას მინიმუმამდე ამცირებს. ბიზნესების მნიშვნელოვანი ნაწილი გაჩერდა, ნაწილი აგრძელებს მუშაობას – დაბალი სიმძლავრეებით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, არ შეეჩერებინა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კრიზისის პირობებში ზოგიერთ კომპანიას აქტივობის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. კომპანია Lafarge/GCC ცემენტს აწარმოებს, რომლის პროდუქციაც სწორედ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება.

Lafarge/GCC –ს ერთ–ერთი დამფუძნებელი მერაბ ჩიხრაძე ამბობს, რომ ამ ტიპის საწარმოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმოების ციკლის შენარჩუნებას, თუნდაცშემცირებული სიმძლავრეებით.

როგორ უმკლავდება ეს დარგი პანდემიის გამოწვევებს, რა მდგომარეობაშია დღეს ცემენტის ბიზნესი საქართველოში – მერაბ ჩიხრაძე ჩვენს კითხვებს პასუხობს.

– საყოველთაო კარანტინის ფონზე ბევრი ბიზნესი გაჩერდა. თქვენ როგორ ინარჩუნებთ პოზიციას?

– ბევრი სხვა ბიზნესისგან განხვავებით,ჩვენი ცემენტის და ბეტონის წარმოება არ გაჩერებულა და ვაგრძელებთ ოპერირებას, რადგან მთავრობის მიერ მიღებულია სწორი გადაწყვეტილება – საყოველთაო კარანტინი არ შეეხოს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა შესასრულებლად სჭიროა სწორად ჩვენი პროდუქცია. თუმცა, ბიზნესის ეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად შეიცვალა, რადგან ცემენტის მთავარი ნედლეულის ღირებულება დამოკიდებულია ეროვნული ვალუტის კურსზე. სამწუხაროდ,ლარის გაუფასურების გამო, როგორც ყველას, ასევე ჩვენც გარკვეულ წილად ზარალი მოგვადგა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ ჩვენ პასუხისმგებლობას საქართველოს ეკონომიკის შენარჩუნების წინაშე დარადგან ჩვენი საქმიანობა ბიზნესის ფრონტის წინა ხაზზე დგას, მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ სამშენებლო სექტორს. შესაბამისად,სრულიად ვიზიარებთ და მივყვებით მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.

– გაყიდვების მოცულობა რამდენი პროცენტითაა შემცირებული და მშენებლობის რომელი სეგმენტის შეფერხებამ გამოიწვია ეს შემცირება?

საწარმოო სიმძლავრეები შეგგვიმცირდა, აქ ლაპარაკია დაახლოებით გაყიდვების 30%–იან ვარდნაზე, რაც ამ ტიპის ბიზნესისთვის ცოტა არ არის. კორონავირუსის პანდემიისგამო, როგორც ყველგან, საქართველოშიც დროებით შეჩერებულია გარკვეული რაოდენობის მსხვილი და საშუალო კერძო პროექტები, რადგან მოგეხსენებათ ასეთი ტიპის პროექტები დამოკიდებულია მათგაყიდვების პორთფელზე და საბანკო კრედიტებზე. საგრძნობლად შემცირდა საცალო სექტორი.

-რადგან თქვენი საწარმოები არ გაჩერებულა, გვითხარით, რა ტიპის უსაფრთხიების ზომებს ატარებს თქვენი კომპანია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის?

სათაო ოფისი სრულად დისტანციურ მათვაზეა გდასული და შესაბამისად, ყველა რჩება სახლში. რაც შეეხება წარმოებებს, მივყევბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ covid-19 გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებს. მკაცრად ხორციელდება თანამშრობლების კონტროლი და ყველა იმ წესების დაცვა, რომელიც მოცემულია ამდოკუმენტში. ჩვენთვის, უპირველესად, მნიშვნელოვანია ადამიანის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. შესაბამისად, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არ დაზარალდეს საწარმოო ციკლში ჩართულიარცერთი ადამიანი.

R

,,ტერასა ჯგუფი“  ,,კათარზისის“  400  ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა

“ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლისას, რძის პროდუქტი იმუნური სისტემის მთავარი გამაძლიერებელი კომპონენტია“

„სმარტი“ სააღდგომოდ მიწოდების სერვისს ნერგავს