მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგვხედა უფალმა, გამოგვაფხიზლა ჩვენივე სიკეთისთვის!
მოგვხედა უფალმა, გამოგვაფხიზლა ჩვენივე სიკეთისთვის!

13 აპ­რი­ლი­დან 19 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მერ­ვე ტომს გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შე­ი­ძენთ. ამ ტომ­ში და­ვით მე­ფის ფსალ­მუნ­თა (11-20 კა­ნო­ნე­ბის) გან­მარ­ტე­ბე­ბი შე­ვი­და.

ფსალ­მუნ­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი ეყ­რდნო­ბა წმინ­და ათა­ნა­სე დი­დის, იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის, ბა­სი­ლი დი­დის, ექ­ვთი­მე ზი­გა­ბე­ნის და სხვა მა­მე­ბის კო­მენ­ტა­რებს.

რო­გორც იცით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და­კე­ტი­ლია „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ე­ბი, ასე­ვე ბევ­რი სა­გა­ზე­თო ჯი­ხუ­რი, მაგ­რამ ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის სტენ­დე­ბი არის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლის მა­ღა­ზი­ებ­ში. გთა­ვა­ზობთ იმ მარ­კე­ტე­ბის მი­სა­მარ­თებს, სა­დაც პრე­სას­თან ერ­თად წიგ­ნის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ. ასე­ვე, ელ­ვა­მარ­კე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლს, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ წიგ­ნე­ბი.

წინა, გა­მორ­ჩე­ნი­ლი ტო­მე­ბის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ „ბიბ­ლუს­ში“, ან შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­წე­როთ:

+995 32 2382673

+995 32 2382674

მკი­თხვე­ლი უკვე კარ­გად იც­ნობს პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი­სა და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის ბლოგს, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი ტო­მის გმო­ას­ვლი­სას ქვეყ­ნდე­ბა. ამ­ჯე­რა­დაც გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მის რამ­დნე­ი­მე მცი­რე ჩა­ნა­წერს:

არ გე­ში­ნია ვირუ­სი­სო?

ვირუ­სის მარ­თლა არ მე­ში­ნია, გულ­წრფე­ლად... ძა­ლი­ან მე­ში­ნია იმ ყვე­ლაფ­რის, რაც ვირუს­მა მო­ი­ტა­ნა, ან იქ­ნებ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა: მე­ში­ნია უსიყ­ვა­რუ­ლო­ბის, სი­ძულ­ვი­ლის, და­თი­თო­კა­ცე­ბის, კი­დევ ჩვე­ნი არას­წო­რი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, უფ­ლის წი­ნა­შე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის მე­ში­ნია, ადა­მი­ა­ნე­ბად დარ­ჩე­ნა რომ ვერ შევ­ძლოთ, ამი­სი მე­ში­ნია ძა­ლი­ან... ამ სა­ყო­ველ­თაო ში­შის მე­ში­ნია... უფუნ­და­მენ­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი კა­ცის სი­ცა­რი­ე­ლის და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის...

ვირუ­სი? ვირუ­სი მა­ტე­რი­ა­შია, შე­იძ­ლე­ბა შემ­ხვდეს კი­დეც და მერე რა? ყვე­ლა­ზე უა­რე­სი რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს? ჩვენს მა­რა­დი­ულ არ­სე­ბო­ბას რას და­აკ­ლებს ვირუ­სი? სუ­ლე­ბი გა­და­ვირ­ჩი­ნოთ რა!

ვნე­ბის კვი­რაა!!! ჯვარ­ზე ავა მა­ცხო­ვა­რი და ყვე­ლას გვაჩ­ვე­ნებს ტკი­ვი­ლე­ბის დათ­მე­ნის მა­გა­ლითს, სიყ­ვა­რუ­ლის მა­გა­ლითს!

შიში არის ურ­წმუ­ნო­ე­ბის შე­დე­გი! უი­მე­დო­ბის შე­დე­გი! ჩვე­ნი არას­წო­რი აზ­როვ­ნე­ბის შე­დე­გი!

რო­გორც წმინ­და მა­მე­ბი გან­საც­დე­ლის დროს ამ­ბობ­დნენ ხოლ­მე, მოგ­ვხე­და უფალ­მა, გა­მოგ­ვა­ფხიზ­ლა, ჩვე­ნი­ვე სი­კე­თის­თვის!

ნუ გე­ში­ნი­ათ, ადა­მი­ა­ნე­ბო!

გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი, ვი­ფიქ­როთ, ვიზ­რუ­ნოთ ერ­თმა­ნეთ­ზე და ნუ­რაფ­რის ნუ გვე­ში­ნია!

***

ტკი­ვი­ლი! ტკი­ვი­ლია სა­კუ­თარ სულ­ში რომ გა­ხე­დებს, გულს რომ ამო­გიტ­რი­ა­ლებს, ყვე­ლა და­ლე­ქილ ჭუ­ჭყსა და ნა­გავს თვალ­წინ რომ და­გი­ლა­გებს, გული უნდა და­გე­სე­როს ტკი­ვი­ლი­სა­გან, სუ­ლამ­დე უნდა მი­აღ­წი­ოს, რომ შენი მე, შენი პი­როვ­ნე­ბა შე­იც­ვა­ლოს, სრუ­ლი­ად ახალ პი­როვ­ნე­ბად იქცე...მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, ღმერ­თო...

***

"ადა­მი­ანს ერთხელ უთხა­რი, ორ­ჯერ, სამ­ჯერ და თუ ვერ გა­ი­გო, და­ა­ნე­ბე თავი." წმინ­და ბერი გაბ­რი­ე­ლი და კი­დევ:

"ერთხელ და ორ­ჯერ მო­ვუ­წო­დოთ და მეტი აღარ ვე­ლა­პა­რა­კოთ მათ, რად­გან მა­ინც არ ირ­წმუ­ნე­ბენ და ამაო სა­უბ­რით დაგღ­ლი­ან..." უფალ­მა აგ­ვი­ხი­ლოს თვა­ლე­ბი, - ჩვენ, ვი­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან და არ გვეს­მის, მოგ­ვი­წო­დე­ბენ და მა­ინც ვერ ვი­ჯე­რებთ!

***

„ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ არის პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც წა­ვი­კი­თხავთ, თუ რის­კენ მოგ­ვი­წო­დებს უფა­ლი და იმა­საც, თუ რო­გორ უნდა აღ­ვას­რუ­ლოთ უფ­ლის­თვის სათ­ნო საქ­მე­ე­ბი. ამ ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა­ში კი წმინ­და მა­მე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან.

„ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, 13 აპ­რი­ლი­დან, არ გა­მოგრჩეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მოგვხედა უფალმა, გამოგვაფხიზლა ჩვენივე სიკეთისთვის!

მოგვხედა უფალმა, გამოგვაფხიზლა ჩვენივე სიკეთისთვის!

13 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით „ბიბლიის განმარტებების“ მერვე ტომს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეიძენთ. ამ ტომში დავით მეფის ფსალმუნთა (11-20 კანონების) განმარტებები შევიდა.

ფსალმუნთა განმარტებები ეყრდნობა წმინდა ათანასე დიდის, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, ექვთიმე ზიგაბენის და სხვა მამების კომენტარებს.

როგორც იცით, საგანგებო მდგომარეობის გამო დაკეტილია „ბიბლუსის“ მაღაზიები, ასევე ბევრი საგაზეთო ჯიხური, მაგრამ ჟურნალ-გაზეთების სტენდები არის სუპერმარკეტების ქსელის მაღაზიებში. გთავაზობთ იმ მარკეტების მისამართებს, სადაც პრესასთან ერთად წიგნის შეძენას შეძლებთ. ასევე, ელვამარკეტების ჩამონათვალს, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები.

წინა, გამორჩენილი ტომების შეძენას შეძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ „ბიბლუსში“, ან შეგიძლიათ გამოიწეროთ:

+995 32 2382673

+995 32 2382674

მკითხველი უკვე კარგად იცნობს პროექტის ავტორისა და მთავარი რედაქტორის თამარ მამაცაშვილის ბლოგს, რომელიც ყოველი ტომის გმოასვლისას ქვეყნდება. ამჯერადაც გთავაზობთ რამდენიმე მის რამდნეიმე მცირე ჩანაწერს:

არ გეშინია ვირუსისო?

ვირუსის მართლა არ მეშინია, გულწრფელად... ძალიან მეშინია იმ ყველაფრის, რაც ვირუსმა მოიტანა, ან იქნებ გამოააშკარავა: მეშინია უსიყვარულობის, სიძულვილის, დათითოკაცების, კიდევ ჩვენი არასწორი სულიერი მდგომარეობის გამო, უფლის წინაშე დაშვებული შეცდომის მეშინია, ადამიანებად დარჩენა რომ ვერ შევძლოთ, ამისი მეშინია ძალიან... ამ საყოველთაო შიშის მეშინია... უფუნდამენტოდ დარჩენილი კაცის სიცარიელის და სასოწარკვეთილების...

ვირუსი? ვირუსი მატერიაშია, შეიძლება შემხვდეს კიდეც და მერე რა? ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს? ჩვენს მარადიულ არსებობას რას დააკლებს ვირუსი? სულები გადავირჩინოთ რა!

ვნების კვირაა!!! ჯვარზე ავა მაცხოვარი და ყველას გვაჩვენებს ტკივილების დათმენის მაგალითს, სიყვარულის მაგალითს!

შიში არის ურწმუნოების შედეგი! უიმედობის შედეგი! ჩვენი არასწორი აზროვნების შედეგი!

როგორც წმინდა მამები განსაცდელის დროს ამბობდნენ ხოლმე, მოგვხედა უფალმა, გამოგვაფხიზლა, ჩვენივე სიკეთისთვის!

ნუ გეშინიათ, ადამიანებო!

გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიფიქროთ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ნურაფრის ნუ გვეშინია!

***

ტკივილი! ტკივილია საკუთარ სულში რომ გახედებს, გულს რომ ამოგიტრიალებს, ყველა დალექილ ჭუჭყსა და ნაგავს თვალწინ რომ დაგილაგებს, გული უნდა დაგესეროს ტკივილისაგან, სულამდე უნდა მიაღწიოს, რომ შენი მე, შენი პიროვნება შეიცვალოს, სრულიად ახალ პიროვნებად იქცე...მადლობა ყველაფრისთვის, ღმერთო...

***

"ადამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი." წმინდა ბერი გაბრიელი და კიდევ:

"ერთხელ და ორჯერ მოვუწოდოთ და მეტი აღარ ველაპარაკოთ მათ, რადგან მაინც არ ირწმუნებენ და ამაო საუბრით დაგღლიან..." უფალმა აგვიხილოს თვალები, - ჩვენ, ვისაც გვეუბნებიან და არ გვესმის, მოგვიწოდებენ და მაინც ვერ ვიჯერებთ!

***

„ბიბლია განმარტებებით“ არის პროექტი, რომელშიც წავიკითხავთ, თუ რისკენ მოგვიწოდებს უფალი და იმასაც, თუ როგორ უნდა აღვასრულოთ უფლისთვის სათნო საქმეები. ამ ყველაფრის გაგებაში კი წმინდა მამები დაგვეხმარებიან.

„ბიბლია განმარტებებით“, 13 აპრილიდან, არ გამოგრჩეთ!

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეათე თავი)

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეცხრე თავი)

"ძლივს საქართველოში წიგნს დაუბრუნდა მკითხველი, ამის შეზღუდვა შეიძლებოდა?" - ინტერნეტის რეაქციები "ბიბლუსისთვის" ონლაინ გაყიდვების შეჩერებაზე