სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიის მთავრობამ წიგნის და ბავშვთა მაღაზიებს მუშაობის განახლების ნებართვა მისცა
იტალიის მთავრობამ წიგნის და ბავშვთა მაღაზიებს მუშაობის განახლების ნებართვა მისცა

იტა­ლია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტინს ახან­გრძლი­ვებს. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც 10 მარტს გა­მო­ცხად­და, სამ მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

"თუ ახლა მო­ვეშ­ვე­ბით, ყვე­ლა იმ პო­ზი­ტი­ურ შე­დეგს დავ­კარ­გავთ, რაც აქამ­დე გვქონ­და და კვლავ და­ი­წყე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რი­ცხვის ზრდა" - გა­ნა­ცხა­და იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯუ­ზე­პე კონ­ტემ.

აპ­რი­ლის და­სა­წყი­სი­დან ქვე­ყან­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ იკლო და კონ­ტე და­პირ­და მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ თუ ეს დი­ნა­მი­კა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, 3 მა­ი­სის შემ­დეგ აკ­რძალ­ვე­ბი შე­სუს­ტდე­ბა.

ამას­თან, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ნე­ბარ­თვა მის­ცა გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ბიზ­ნესს, გა­ნაგ­რძონ მუ­შა­ო­ბა - მათ შო­რი­საა, ხე-ტყის მა­სა­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი და ასე­ვე, მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­დაც ბავ­შვთა სა­ჭი­რო­ე­ბის ნივ­თე­ბი იყი­დე­ბა. 14 აპ­რი­ლი­დან ისი­ნი შეძ­ლე­ბენ გა­ნა­ახ­ლონ საქ­მი­ა­ნო­ბა, თუმ­ცა, კომ­პა­ნი­ებს უსარფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა წე­სის დაც­ვა მო­ე­თხო­ვე­ბათ.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით ევ­რო­პა­ში კი­დევ ერთი ლი­დე­რი ქვე­ყა­ნა ეს­პა­ნე­თი, ასე­ვე ხსნის გარ­კვე­ულ შე­ზღუდ­ვებს. ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, სამ­სა­ხურ­ში გას­ვლას შეძ­ლე­ბენ მშე­ნებ­ლე­ბი, მწარ­მო­ე­ბელ ქარ­ხნებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სერ­ვი­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

"ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბის­გან ჯერ კი­დევ შორს ვართ, შორს ვართ იმ მო­მენ­ტის­გან, როცა ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა დაბ­რუნ­დე­ბა. ყვე­ლას გვინ­და ქუ­ჩებ­ში გას­ვლა, მაგ­რამ ჩვე­ნი სურ­ვი­ლი, რომ ეს ომი მო­ვი­გოთ, უფრო ძლი­ე­რია“, - გა­ნა­ცხა­და სან­ჩეს­მა.

აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბა კა­ტა­ლო­ნი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი მთავ­რო­ბა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მე­თა­უ­რის, ქიმ ტო­რას თქმით, არ­სე­ბობს „დიდი რის­კი ეპი­დე­მი­ის ხე­ლა­ხა­ლი აფეთ­ქე­ბი­სა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

იტალიის მთავრობამ წიგნის და ბავშვთა მაღაზიებს მუშაობის განახლების ნებართვა მისცა

იტალიის მთავრობამ წიგნის და ბავშვთა მაღაზიებს მუშაობის განახლების ნებართვა მისცა

იტალია ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინს ახანგრძლივებს. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 10 მარტს გამოცხადდა, სამ მაისამდე გაგრძელდება.

"თუ ახლა მოვეშვებით, ყველა იმ პოზიტიურ შედეგს დავკარგავთ, რაც აქამდე გვქონდა და კვლავ დაიწყება სიკვდილიანობის რიცხვის ზრდა" - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

აპრილის დასაწყისიდან ქვეყანში ინფექციის გავრცელებამ იკლო და კონტე დაპირდა მოსახლეობას, რომ თუ ეს დინამიკა შენარჩუნდება, 3 მაისის შემდეგ აკრძალვები შესუსტდება.

ამასთან, ქვეყნის ხელისუფლებამ ნებართვა მისცა გარკვეული სახის ბიზნესს, განაგრძონ მუშაობა - მათ შორისაა, ხე-ტყის მასალების მწარმოებელი კომპანიები, წიგნის მაღაზიები და ასევე, მაღაზიები, სადაც ბავშვთა საჭიროების ნივთები იყიდება. 14 აპრილიდან ისინი შეძლებენ განაახლონ საქმიანობა, თუმცა, კომპანიებს უსარფრთხოების ყველა წესის დაცვა მოეთხოვებათ.

ინფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში კიდევ ერთი ლიდერი ქვეყანა ესპანეთი, ასევე ხსნის გარკვეულ შეზღუდვებს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სამსახურში გასვლას შეძლებენ მშენებლები, მწარმოებელ ქარხნებში დასაქმებულები და კიდევ რამდენიმე სერვისის თანამშრომლები.

"ჩვენ გამარჯვებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, შორს ვართ იმ მომენტისგან, როცა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ყველას გვინდა ქუჩებში გასვლა, მაგრამ ჩვენი სურვილი, რომ ეს ომი მოვიგოთ, უფრო ძლიერია“, - განაცხადა სანჩესმა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება კატალონიის რეგიონული მთავრობა. ადმინისტრაციის მეთაურის, ქიმ ტორას თქმით, არსებობს „დიდი რისკი ეპიდემიის ხელახალი აფეთქებისა“.

ჯო ბაიდენს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - "ცდილობდა ეკოცნა..მეჩურჩულებოდა, "გინდა, სადმე წავიდეთ?"

კიევის პეჩორის ლავრაში კორონავირუსით არქიმანდრიტი გარდაიცვალა

ქაოსი მაღაზიებში, დახურული მეჩეთები და "მტრედების შემოსევა" - COVID-19-ის გავლენა თურქეთზე, სადაც 60 000-მდე ინფიცირებულია (ფოტოები)